 გასული საუკუნის 60 - ანი, ხოლო უფრო გამოკვეთილად 70 - ანი წლებიდან მშობლებმა, მასწავლებლებმა და საზოგადოების ნაწილმა შეამჩნიეს გარკვეული კატეგორიის ბავშვების ქცევაში იქამდე უცნობი ხასიათის ცვლილებები და აღნიშნეს, რომ ბავშვების ნაწილი უჩვეულოდ განიცდის და ამჟღავნებს თავის ემოციებს. მსგავსი მახასიათებლების მქონე ბავშვების ერთ კატეგორიას უწოდეს ინდიგო ბავშვები.
ტერმინი „ინდიგო ბავშვები“ მსოფლიოს შესთავაზა ამერიკელმა ფერთა-ტერაპევმა ნენსი ენ ტეპპმა.მან შექმნა ადამიანის ცხოვრების ფერის კონცეფცია. კონცეფციის ავტორის აზრით თვითოეულ ადამიანს გააჩნია მისი ცხოვრების ფერი, რომელიც აისახება აურაში და განსაზღვრავს ხასიათის მსგავსებას ამავე ფერის ჯგუფის სხვა ადამიანებთან. ბავშვებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ინდიგოს ფერის კატეგორიას, გააჩნიათ ხასიათის უჩვეულო და რთული თავისებურებები, რომლებიც ახლანდელ საზოგადოებაში მათ უქმნიან პრობლემებს.
ამერიკაში წლების წინ აღიარეს ნენსი ენ ტეპპის მიერ შემოთავაზებული ინდიგო ბავშვების კლასიფიკაცია (იხ.http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1306). მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „ინდიგო ბავშვები“ არ არის აღიარებული „ოფიციალური“ ფსიქოლოგიის მიერ და ამ თეორიას ყავს აქტიური კრიტიკოსები, კლასიფიკაციას, რომელიც აყალიბებს ამ კატეგორიის ბავშვების ოთხ ტიპს, ამჟამად უკვე იყენებენ ავტორიტეტული ექიმები და ფსიქოლოგები.
ინდიგო ბავშვების თაობაზე ცნობილი წიგნის «The Indigo Children: The New Kids Have Arrived» ავტორები ლი კეროლი და ჯენ ტოუბერი იძლევიან ასეთ განმარტებას: „ ინდიგო ბავშვი - გოგონა ან ბიჭია, რომლებსაც გააჩნიათ ახალი არაჩვეული ფსიქოლოგიური მახასიათებლები და ახდენენ ქცევის მოდელის დემონსტრირებას რომელიც არ იყო აქამდე აღწერილი. ამ მოდელს გააჩნია უჩვეულო უნიკალური ფაქტორები, რომლებიც მოუწოდებენ მშობლებსა და მასწავლებლებს შეცვალონ თავისი მიდგომები ამ ბავშვების მიმართ და აღზრდის მეთოდები, რათა დაეხმარონ მათ მიაღწიონ წონასწოებასა და ჰარმონიას ცხოვრებაში, აგრეთვე თავიდან აიცილონ გულგატეხილობა“.
ამ სახის განსაზღვრა იძლევა საბაზო განმარტებას და აღქმას იმისა ვინ არიან ინდიგო ბავშვები. მაგრამ შესაძლოა რთულ ამოცანას წარმოადგენდეს იმის გაგება თუ როგორ გამოვიყენოთ ეს მეთოდოლოგია იმისათვის, რომ გავიგოთ არის თუ არა ეს ბავშვი ინდიგო.
ამ პრობლემატიკას პორტალ education.ge - ზე მიეძღვნა პუბლიკაციები: „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ? , „ინდიგო, კრისტალური, ცისარტყელასებრი ბავშვები - ახალი თაობა, New Age ! „ და სხვა გამოქვეყნებული მასალები. პუბლიკაციებმა გამოიწვიეს მშობელთა ინტერესი, მრავალი შეკითხვა და თხოვნა ძირითადად ამ კატეგორიის ბავშვების გამოვლენის კრიტერიუმებთან და მეთოდებთან დაკავშირებით. ვეცდებით ამ და შემდგომ სტატიებში სპეციალურ კვლევებზე და პუბლიკაციებზე დაყრდნობით გავცეთ პასუხი დასმულ კითხვებს.
პირველ რიგში უნდა განვასხვაოთ ამ ტიპის ბავშვები სხვებისგან , რომლებსაც გააჩნიათ სულ სხვა სახის დარღვევები, ანომალიები ან ნაწილობრივ მსგავსი მახასიათებლები.
ვინაიდან ინდიგო ბავშვების ფენომენის მიმართ ჯერ არ ჩამოყალიბდა მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნები მშობლები და საზოგადოება ხშირად დგება რიგი პრობლემის წინ.
პირველი: როგორ და რით განვასხვაოთ ინდიგო ბავშვები ფსიქიკური დარღვევების მქონე ან უბრალოდ უთავბოლო, არაადექვატური და „რთული“, ან უფრო მეტიც, დივიანტური ქცევის ბავშვებისგან.
ინდიგო ბავშვები ისევე, როგორც „რთული“ ბავშვების კატეგორია შესაძლოა ცუდად სწავლობდნენ სკოლაში, ოღონდ ინდიგო ბავშვები იმის გამო, რომ მრავალ ჯერ უფრო სწრაფად აღიქვამენ ინფორმაციას, შემდეგ კი არ აქცევენ ყურადღებას სასწავლო პროცესს, ბავშვების სხვა კატეგორია კი უმეტესად სწავლების დაქვეითებული უნარის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მარტივი ხედვით ამ ბავშვებს გააჩნიათ ქცევის მსგავსი მახასიათებლები, ისინი თავის არსით და ქცევის არსითა და მოტივებით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ამ მხრივ სასარგებლო იქნება დივიანტური ქცევის ბავშვების თაობაზე გერმანელი ფსიქოლოგების დასვკნებს. ქალაქ როსტოკის ფსიქიატრიული კლინიკის თანამშრომლებმა აწარმოვეს დაკვირვება ასზე მეტ 8-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდებზე, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ეგრეთ წოდებულ „რთულ“ ბავშვებს. ამ კატეგორიის ბავშვები გამოირჩევიან აგრესიული ქცევით, რომელიც სირთულეს უქმნის მათ სოციალურ გარემოცვას. მიღებული ინფორმაციის შედარება სხვა კატეგორიის ბავშვების საკონტროლო ჯგუფთან აჩვენა, რომ „რთულ“ ბავშვებს ახასიათებს დაბალი ემოციურობა და არ გააჩნიათ თანაგრძნობის გამოჩენის სურვილი ადამიანების გაჭირვების, ტანჯვა - წვალების მიმართ. პროფესორ საბინა ჰერპერტცის (Sabine Herpertz) აზრით: „ მოზარდები, რომლებსაც გააჩნიათ სოციალური ქცევის დარღვევები, ბევრად უფრო სუსტად რეაგირებენ გარე იმპულსებზე, ვიდრე სხვა ბავშვები“. შედარებამ აგრეთვე გამოავლინა, რომ მათ მშობლებსაც შვილებივით ასევე დაქვეითებული აქვთ გულშემატკივრობისა და თანაგრძნობის უნარი. კვლევის შედეგების შეჯამების სახით მეცნიერმა დაასკვნა:“ბავშვები,რომლებსაც გააჩნია აგრესიის მიდრეკილება, შეიძლება გამოვლენილ იქნან ადრეულ სტადიაზე.ასეთი მოზარდების მიმართ განსხვავებული მიდგომაა საჭირო, კერძოდ, უნდა განუვითაროთ მაღალი ემოციური თანაგრძნობის უნარი. გარდა ამისა ასეთ ბავშვებს უნდა ვასწალოთ აგრესიის გარეშე საკუთარი სოციალური პრობლემების გადაწყვეტა“.
მეორე: საჭიროა პრობლემები, რომელიც წარმოიქმნებიან ინდიგო და სხვა ტიპის ბავშვებთან დაკავშირებით, განვიხილოთ ფსიქიატრების თვალთახედვით, რათა გავერკვეთ ყველა შესაძლო საკითხში. ბავშვების არაჩვეულ ქცევასა და რეაქციას ფსიქიატრების ნაწილი განმარტავს ჰიპერაქტიობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომით, რომელიც სავსებით შეესატყვისება სწორეთ ამ მახასიათებლების მქონე ბავშვების კატეგორიას, მაგრამ სრულყოფილად არ ასახავს ბავშვთა სხვა კატეგორიის თვისებებს. ამ სახის დიაგნოზი შეიძლება დაისვას რიგი სიმპტომების საფუძველზე, რომელთა დასაბუთებული ნუსხა გამოაქვეყნა ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ დიაგნოსტიკურ - სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 4th edition), შემოკლებით DSM-IV.
DSM დიაგნოზის დასმა რთული საქმეა, ვინაიდან არსებობს სახვა დარღვევების ან დაავადებების რიგი, რომელიც სხვა და სხვა კუთხით უკავშირდება უყურადღებობას და ნაწილობრივ ჰიპერაქტიურობას, მათ მიეკუთვნება:
Ø სოციალური ქცევის დარღვევები;
Ø შენელებული განვითარება;
Ø სწავლების უნარის დაქვეითება;
Ø ნარკოტიკების მიმართ სწრაფვა/მიდრეკილება;
Ø დაქვეითებული გონებრივი ნიჭიერება.
სხვა მხრივ ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომთან მჭიდრო შეხებაშია ისეთი დარღვევები, როგორიც არის წერა კითხვის (დისლექსია) ან მარტივი არითმეტიკული მოქმედებების (დისკალკულია) ათვისების პრობლემები.
ყურადღების დეფიციტის განსაზღვრის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები
ამ მხრივ უყურადღებობის მრავალი კრიტერიუმებიდან უნდა გამოვყოთ როგორც მინიმუმი შვიდი, რომელიც იკვეთებოდა ბოლო ნახევარი წლის დაკვირვების განმავლობაში, რათა შესაძლებელი გახდეს ჰიპერაქტიობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის DSM-IV-ის მეთოდოლოგიით დიაგნოსტირება გამოვლენების გათვალისწინებით:
• ხშირად ბავშვი ყურადღებას არ აქცევს დეტალებს, უშვებს небрежность , მაგალილითად, საშინაო დავალების შესრულების დროს ან სხვა საქმიანობის პროცესში.
• ბავშვს პრაქტიკულად არ შეუძლია ყურადღების კონცენტრირება თამაშზე ან ნებისმიერ სხვა საქმეზე.
• ხშირ შემთხვევაში ბავშვი არ ასრულებს სხვა ადამიანების მითითებებს, სამუშაოები სახლში ან სხვა საჭირო საქმეები ყოველგვარი მიზეზის გარეშე არ მიჰყავს დასრულებამდე, ვინაიდან მისთვის სრულიად მიუღებელია ყველა სახის მითითება. • საშინაო დავალებისთვის ან სხვა სამუშაოს შესრულებისთვის ეძლევა მას დიდი ძალდატანებით.
• ყოველგვარი სიამოვნების გარეშე ეკიდება საქმეს, რომელიც მოითხოვს ხანგრძლივ გონებრივ დაძაბვას. ამგვარ საქმიანობას მიეკუთვნება, მაგალითად, ერთობლივი სამუშაოს შესრულება გაკვეთილზე. ბავშვი გაურბის ამ სახის საქმის კეთებას ან უხალისოდ ასრულებს მას.
• საშინაო დავალების თუ სხვა სამუშაოს შესრულების დროს ბავშვი ხშირად კარგავს საჭირო ნივთებს (მაგალითად, კალამს, წიგნს, რვეულს).
• ბავშვი სწრაფად გადაერთვება ხოლმე გარე გამაღიზიანებლებზე.
კეთილსინდისიერი ექიმი ყურადღების დეფიციტის სინდრომის დიაგნოზს დაუდგენს მოზარდს მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მის ქცევაში ამ ტიპის დარღვევა იძენს ექსტრემალურ ხასიათს. „ნორმალური“ ბავშვური ქცევის ნიუანსების საკმაოდ დიდი სპექტრის გამო ხუთ წლამდე ასაკის ბავშვისთვის არ ღირს ამ სახის დიაგნოზის დასმა.
ჰიპერაქტივობისა და იმპულსურობის დადგენის დიაგნსიტიკური კრიტერიუმები
ექვსი თვის განმავლობაში ბავშვზე დაკვირვების დროს ჰიპერაქტიობის და იმპულსურობის DSM-IV მიხედვით განსაზღვრის შემოთავაზებული კრიტერიუმებიან საჭიროა გამოიყოს როგორც მინიმუმი ექვსი კრიტერიუმი, რომლებიც ასევე ახდენენ ჰიპერაქტიობისა და ყურადრების დეფიციტის სინდრომის დიაგნოსტირებას.
ჰიპერაქტიობა
• ბავშვი დიდი ძალდატანებით ახერხებს სკამზე მშვიდად ჯდომას, იმავდროულად ის დაუსრულებლად ტრიალებს და ნერვიულად იქნევს ფეხებს ან ხელებს.
• ყოველგვარი ნებართვის და ყველაზე შეუსაბამო მომენტში (მაგალითად, გაკვეთილის დროს) ბავშვი უეცრად დგება და ტოვებს თავის ადგილს.
• შეუსაბამო ვითარებაში (მაგალითად, ექიმთან ვიზიტის დროს) ბავშვი იწყებს წრეზე სირბილს ან სადმე ფოფხვას (მოზარდ ბიჭებში ჰიპერაქტიობა შეიძლება გამოიხატოს შინაგან დაუმშვიდებლობაში, საკუთარ სამყაროში ჩაღრმავებაში და ჩაკეტილობაში)
• თავისუფალ დროს ბავშვს უჭირს მშვიდად ყოფნა ან თამაში.
• ბავშვი მუდმივ მოძრაობაშია, ვითომ სადღაც მიისწრაფის ან ვიღაცას მისდევს.
• არ ჩუმდება: ბევრად მეტს ლაპარაკობს მის თანატოლებთან შედარებით.
იმპულსურობა
• ჰიპერაქტიობის და ყურადღების დეფიციტის სინდრომის ტიპიური გამოვლინება გამოიხატება იმაში, რომ საუბრის პროცესში ბავშვი ვერ ელოდება პაუზას ან ნებართვას კითხვაზე პასუხის გასაცემად: ის გაიძახის პასუხს იქამდე, სანამ მოხდება კითხის საბოლოო ფორმულირება. ამ ვითარებაში სხვა ბავშვს უბრალოდ არ ექმნება იმის შესაძლებლობა, რომ გამოთქვას საკუთარი აზრი.
• მას საერთოდ უჭირს დაელოდოს იმ მომენტს, როცა დადგება მისი რიგი საუბრისა თუ მოქმედებისთვის.
• ბავშვი ხშირად ხელს უშლის სხვებს: ის აფერხებს ან უდროოდ ერევა საუბარში თუ სხვა ბავშვების თამაშში.
ზოგიერთი სიმპტომი ვლინდება შვიდი წლის ასაკამდე და ბავშვის ქცევა დისკომფორტს უქმნის უახლოესი გარემოს ადამიანებს (ოჯახის წევრებს ან ნაცნობებს). ამ სახის გამოვლენები ნათლად მიუთითებენ რამდენად მნიშვნელოვანია კლინიკური თვალსაზრისით ეს ფაქტორები, როდესაც საქმე გვაქვს სხვა ადამიანებთან ან სკოლაში ურთიერთობებისთვის.
შეფასების დროს ძალზე მნიშვნელოვანია მთლიანად გამორიცხოს ფსიქიკით განპირობებული ნებისმიერი სხვა მიზეზები, რათა რეალურად დადგინდეს ქცევაში გადახრების საფუძველი. (მაგალითად, განვითარების პრობლემატურობა ან შიშის გრძნობის საგრძნობი შესუსტება).
დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ICD-10-ის შესაბამისად.
ფსიქიკური დარღვევების საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 რედაქციაში(Systematic and Diagnostic Criteria of Endogenous Psychosis in the internationalStatistica/Classification of diseases -10th revision), შემოკლებით ICD-10), ყურადღების დეფიციტთან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეულია ჰიპერაქტიობით, მოიხსენება, ეგრეთ წოდებული, ჰიპერკინეტიკური დარღვევა.
გარდა ამისა, ICD-10 აგრეთვე გულისხმობს სოციალური ქცევის ჰიპერკინეტიკურ დარღვევას, რომლის დროს დასენიანებული არ ამართლებს ასაკის შესაბამის მოლოდინებს, რომლებსაც აკისრებს საზოგადოება და, უფრო მეტიც, საზოგადოებას აყენებენ ზიანს. (მაგალითად,18 წლის ასაკამდე უკვე იყენებენ სასროლ იარაღს).
მნიშვნელოვანია ზუსტად დავადგინოთ და ვითვალისწინებდეთ:
იმის გათვალისწინებით თუ რამდენად შეესაბამება ბავშვის ქცევა უყურადღებობისა და ჰიპერაქტივობის/იმპულსურობის კრიტერიუმებს, ყურადღების დეფიციტთან დაკავშირებული აშლილობა კვალიფიცირდება რამდენიმე ტიპად. იმ შემთხვევაში თუ ერთდროულად ვლინდება როგორც უყურადღებობის ასევე ჰიპერაქტიობის და იმპულსურობის კრიტერიუმები საუბრობენ აშლილობის შერეულ ტიპზე, ხოლო თუ მხოლოდ უყურადღებობის კრიტერიუმები - მაშინ ეს არის უყურადღებობის ტიპი. გარდა ამისა, არსებობს გამოკვეთილი ჰიპერაქტიობის/ იმპულსურობის ტიპიც.
ყველა ეს ცოდნა გამოადგება მშობლებს, რათა წარმოდგენა მაინც შეექნას იმის თაობაზე თუ რასთან აქვს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. გარდა ამისა მკითხველთა თხოვნით გვსურს გაგაცნოთ იმ შესაძლებლობათა ნუსხა, რომლებსაც ინდიგო ბავშვების თეორიის მომხრეები და მკვლევარების ნაწილი ასახელებენ ინდიგო ბავშვების განსაზღვრის დროს. შესაძლოა ისინი ვერ გამოდგებიან სრულფასოვან კრიტერიუმებად, მაგრამ დააინტერესებენ მშობლებს, რომლებსაც მოუწიათ განსხვავებული ტიპის ბავშვებთან ურთიერთობა:
• მაღალი ინტელექტი
• ხშირ შემთხვევაში - დიდი შემოქმედებითი უნარები
• სიარულის, საუბრის, კითხვის დაწყების ადრეულად გამოვლენილი უნარი
• მაღალი ინტუიცია
• ტელეპატური უნარები
• ადამიანებისა და სხვა ცოცხალი არსებების ენერგეტიკის გრძნობის უნარი
• ტელეკინეზი
•სამეცნიერო , ისტორიული, ანთროპოლოგიური და სულიერი ცოდნის ფლობა მათი გააზრებულად შესწავლის გარეშე
• ცოდნა წარსული ცხოვრების შესახებ
• ექსტრემალური მგრძნობელობა ყველა მცხოვრები არსებების,არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველებისა და მცენარეების მიმართ
• უხილავ სამყაროსთან ურთიერთობის უნარი
• მკურნალობის უნარი
• უჩვეულო ხელოვნების, ენებისა და დამწერლობის ათვისების უნარი
• უმაღლესი მოწოდებისა და მისიის შეგზნება |