მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში ნანახია (44117) - ჯერ 28 ივნისი 2014

    რა არის ტრავმა?

    ტერმინი ტრავმა სხვადასხვა სფეროში გამოიყენება. მედიცინაში იგი აღნიშნავს ფიზიკურ დაზიანებას, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს შოკი ან სიკვდილიც კი. ფსიქოლოგიაში ტრავმა ინდივიდის ფსიქიკის დაზიანების მნიშვნელობით გამოიყენება. არც ისე დიდი ხანია, რაც ეს ტერმინი სოციალურ მეცნიერებებშიც დამკვიდრდა. სოციოლოგიაში იგი აღნიშნავს ეფექტს, რომელიც ადამიანთა ჯგუფზე ან მთლიანად საზოგადოებაზე მოახდინა ამა თუ იმ ფაქტმა თუ მოვლენამ, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა მათ ცნობიერებაში. ამ მნიშვნელობით, იგი ძალიან ახლოს არის ფსიქოლოგიაში არსებულ მნიშვნელობასთან, მაგრამ, მისგან განსხვავებით, აქ ინტერესის საგანია არა ინდივიდი, არამედ ჯგუფი.   ამდენად, ტრავმა ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ დონეზე შეიძლება განვითარდეს. ტრავმის მიზეზი შეიძლება იყოს ძალადობა, ომი, სოციალური ტრანსფორმაცია, რევოლუციები, ტექნოლოგიური ინოვაციები, ყოველდღიური ცხოვრების დაჩქარება და ა.შ.  (Cultural Studies, გვ. 1)

     ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს ომის ტრავმა, რომელიც კოლექტიური/კულტურული ტრავმის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

    ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი ჯეფრი ალექსანდერი (Jeffrey Alexander) ნაშრომში „სოციალური ცხოვრების მნიშვნელობანი“ კოლექტიურ ტრავმას კულტურულ ტრავმად მიიჩნევს და გვთავაზობს მის შემდეგ განსაზღვრებას: კულტურული ტრავმა ჩნდება მაშინ, როცა ჯგუფის წევრები თვლიან, რომ მათ განიცადეს საშინელი მოვლენის ზეგავლენა, რაც სამუდამოდ აღიბეჭდა მათ მეხსიერებაში და საფუძვლიანად შეცვალა მათი სამომავლო იდენტობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კულტურულ ტრავმად მიიჩნევა სოციალური გარემოს უეცარი და მკვეთრი ცვლილება, რომლისთვისაც ადამიანები მზად არ არიან.(Cultural Studies, გვ.2) სტრესი, რომელიც ტრავმას იწვევს , შეიძლება იყოს დიდი სიძლიერის და ერთჯერადი, მაგრამ ღრმა კვალი დატოვოს ადამიანის ცხოვრებაში. იგი შეიძლება იყოს შედარებით ნაკლები ინტენსივობის, სამაგიეროდ კი ქრონიკული და მუდმივმოქმედი. ინდივიდის ფსიქიკურ ცხოვრებაში გროვდება უარყოფითი განცდები, წყენა, აგრესია, გამოუთქმელი სათქმელი, პიროვნული გამოცდილება მძიმდება მოუნელებელი შინაგანი ტვირთით, დეპრესიით, უსუსურობის გრძნობით.

    საკუთარი გრძნობების მართვა და საკუთარი თავის ხელში აყვანა რთული ამოცანაა ტრავმის მატარებელი სუბიექტისათვის. საკუთარი ძალებით კი ხშირად ვერ უმკლავდება მოძალებულ განცდებს, დარდს, დეპრესიას და უსუსურობის განცდას, რამაც შეიძლება სულიერი კრიზისის სახე მიიღოს. (სარჯველაძე და სხვები, 2000, გვ.8) ტრავმის დაძლევის ძირითადი შესაძლებლობა ჯეფრი ალექსანდერის აზრით, არის თვითშეგნების მოწესრიგება. „ტრავმა უნდა გადაწყდეს არა საგნების სწორად განლაგებით სამყაროში, არამედ საგნების სწორად განლაგებით თვითშეგნებაში“.(Cultural Studies, გვ.2) ამაში კი საკუთარი თავზე მუშაობის გარდა, ტრავმამიღებულ ადამიანს შეიძლება დაეხმაროს მეგობარი, ახლობელი, ექიმი, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი და ა.შ.

    ტრავმსა და ტრავმატული სტრესს აქვს შემდეგი დამახასიათებელი ნიშნები. ტრავმასთან გვაქვს საქმე თუ:

    1. ის შეიცავს ადამიანის უსაფრთხოებაზე მიმართულ მასიურ და დაუძლეველ მუქარას;

    2.  ადამიანში იწვევს ინტენსიურ შიშს, უსუსურობისა და საშინელების განცდას

    ტრავმატულ სტრესს კი ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ტრავმატული გამოცდილება იძულებულს ხდის ადამიანს კვლავ დაუბრუნდეს მძიმე წარსულს, რათა გადაამუშავოს და ამოწუროს ის. მისი გამოვლინებებია:

    1.    ტრავმატული ინციდენტის განმეორებადი, აკვიატებული მოგონებები და „გამონათებები“-flashbacks;

    2.    უნებლიე ავტომატური რეაქციები-პასუხი შემთხვევით სტიმულზე, რომელსაც მსგავსება აქვს ტრავმასთან;

    3.    განმეორებადი, ტრავმასთან დაკავშირებული, კოშმარული სიზმრები;

    4.    ზესიფრთხილე;

    5.    განრისხება და აგრესიული ქცევა;

    6.    შფოთვა და დეპრესია;

    7.    სირცხვილის გრძნობა და დამნაშავეობის განცდა;

     

    8.    ალკოჰოლისადმი და ძლიერმოქმედი წამლებისადმი ლტოლვა;

    ტრავმატული სტრესის დამახასიათებელი ფენომენია ასევე „მტრის ხატი“. „უსამართლოდ დაჩაგრული ეძებს დამნაშავეს“, რომელსაც მის უბედურებაში ბრალი მიუძღვის-ადამიანი მისდა უნებურად ქმნის „მტრის ხატს“. „მტრის ხატის“ ფენომენის გამყარებას, არატოლერანტული სულისკვეთების ჩამოყალიბებას დევნილთა პოპულაციაში ასევე ხელს უწყობს „ომში დამარცხებულის“ სინდრომი, რომელიც განსაკუთრებით მამაკაცებშია გამოხატული. შელახული ღირსების გრძნობა, რომ მათ ვერ შეძლეს „მტრის მოგერიება და ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ იწვევს უსუსურობისა და თვითდამცირების მტკივნეულ განცდებს, ხოლო არარეალიზებული აგრესია ნიადაგს უქმნის მათში რევანშისტული ტენდენციების გაძლიერებას (სარჯველაძე და სხვები, 2000, გვ.37)

    ტრავმატული სტრესის კიდევ ერთი გამოვლინებაა ნოსტალგია (ბერძნ. ნოსტოს - შინ დაბრუნება, ალგოს - ტკივილი, მიჯაჭვა),რომელიც აღნიშნავს მიჯაჭვულობას (ხშირად იდეალიზებულ) წარსულზე.( Cultural Sturdies, გვ.5)

     

    ამავე დროს ადამიანი ცნობიერად თუ არაცნობიერად გაურბის ტრავმასთან დაკავშირებულ მტკივნეულ განცდებს. მისი გამოვლინებებია:

    1.აქტიური განრიდება იმ ფიქრებისგან, გრძნობებისგან, საუბრებისგან და მოქმედებებისგან, რომლებიც ტრავმასთან არის დაკავშირებული

     2.აქტიური განრიდება იმ სტიმულებისგან, რომლებიც ადამიანს ტრავმას ახსენებენ

     3. ტრავმატული ინციდენტის მნიშვნელოვანი დეტალების დავიწყება

     4. ინტერესის დაკარგვა იმის მიმართ, რაც მას ადრე აღელვებდა

     5.გაუცხოება და გულგრილობა ირგვლივმყოფთა მიმართ

     6. ძლიერი გრძნობების განცდის უნარის დაკარგვა (სიხარული, სიყვარული)

     7. უძილობა და ზესიფრთხილე

     

     8. მომავლის დაგეგმვის სურვილის დაკარგვა (სარჯველაძე და სხვები, 2000, გვ.29-30)

    როგორც ვხედავთ ტრავმატულ სტრესს საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია.

    რაც შეეხება უშუალოდ ომის შემდგომ ტრავმას. ომის საშინელება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტით არ მთავრდება და ადამიანების ცნობიერებაში ის წლების მანძილზე დაღად რჩება. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო ბრძოლის ქარ-ცეცხლში რამდენჯერმე აღმოჩნდა.  
    ომის შემდგომ პერიოდში მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ ან ომის შედეგად დევნილობაში აღმოჩნდნენ დამახასიათებელია: ყველა ის ნიშანი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე: სირცხვილის, ბრაზის, სინანულის და ბრალეულობის განცდა,თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობა, რევანშის სურვილი და მტრული განწყობები, ალკოჰოლის ჭარბად მიღება, წამლის მოხმარება, კოშმარული სიზმრები და ა.შ. (საინფორმაციო პორტალი, 2010)

    როგორც შემდგომ   ვნახავთ ეს ნიშნები ვლინდება აფხაზეთის ომის შემდგომ დევნილ ადამიანებშიც. რაც კარგად გამოჩნდება დევნილთა კონკრეტული ისტორიების განხილვისას. მანამდე მცირე ისტორიული ექსკურსი აფხაზეთის ომის შესახებ.

     

    აფხაზეთის ომი 1992—93 წლებში იყო ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა   და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

    კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან დევნილი გახდა.კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული

    პოსტ-საბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. („საქართველოს გმირები“, 2012)

    აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ, არსებული ვრცელი დოკუმენტური მასალის შესწავლამ და ანალიზმა აჩვენა, რომ იძულებით გადაადგილებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 1993-2004 წლებში გამოიხატა დაავადებიანობისა და ავადობის მაჩვენებლების გაუარესება ომამდელი აფხაზეთის მოსახლეობის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, განსაკუთრებით სისხლის მიმოქცევის, სასუნთქ და გრძნობათა ორგანოების და ფსიქო-ნევროლოგიური სფეროს.

    სპეციალური კვლევები აჩვენებს, რომ გამოკვლეულ დევნილთა შორის შემთხვევათა 25%-ში ვლინდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის საწყისი ნიშნები, ხოლო გარდამავალი მოშლისა-თითქმის 50%-ში. გამოვლენილი რისკ ფაქტორებიდან 49% მოდის ქრონიკულ კომბინირებულ სტრესებზე. აღინიშნება ფსიქონევროლოგიურ პათოლოგიებთან მომიჯნავე მდგომარეობების სტაბილურად მაღალი დონე. (ბერია, 2005)

    რაც შეეხება,   აფხაზეთიდან დევნილთა კონკრეტულ ისტორიებს, მათ მონათხრობს, რომლის საფუძველზეც ვეცდები განვსაზღვრო, თუ როგორ გამოიხატა ომის შემდგომი ტრავმა ამ ადამიანებში, რამდენად ღრმა   კვალი დატოვა, როგორ იმოქმედა ომმა და საკუთარი, მშობლიური მიწა-წყლის იძულებით დატოვებამ მათ მათ სულიერ, ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

    პირველი ასეთი აფხაზეთიდან დევნილი 68 წლის ბებოს მონათხრობია. ბებო ერთ-ერთ სტატიაში ყვება აფხაზეთის ომის ამბებს, იმას თუ როდის და ვისთან ერთად მოუხდა იქიდან წამოსვლა, რა გადაიტანა, ამჟამად როგორ ცხოვრობს და დღესაც რა გრძნობები, განცდები აკავშირებს აფხაზეთთან, როგორ იხსენებს მას.   ვეცდები მხოლოდ ის მონაკვეთები ამოვიღო ბებოს მონათხრობიდან, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ომის შემდგომ ტრავმას, რომელმაც მართლაც ღრმა კვალი დატოვა მის და არამარტო მის ცნობიერებაში.

    როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, დევნილობის შემდგომ ბებო წყნეთში ცხოვრობს უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში. დედა სიცივისგან დაეღუპა. თავად მათხოვრობით ირჩენს თავს. სტატიის ავტორის კითხვაზე თუ ვისთან ერთად ცხოვრობს ბებო ამჟამად, იგი პასუხობს: „შვილი მყავს გოგო, ელისო. ფსიქიკურად ცუდათაა ომის შემდეგ, ვერა და ვერ ვუმკურნალე. სულ ომი ჰგონია და ლაპარაკობს ომის ამბებს. მეც ასთმიანი ვარ. ძალიან დამაავადმყოფა წყნეთის ჰავამ სულ წამალი მჭირდება. აფხაზეთში მედიცინის მუშაკი ვიყავი.“ ამ მონაკვეთიდან ჩანს მისი შვილის, ელისოს მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, რომლის ცნობიერებაშიც იმდენად ღრმა კვალი დატოვა ომმა, რომ დღესაც კი ომი ჰგონია, ვერ ივიწყებს იმ ტრაგიკულ მოვლენებს და გამუდმებით ამაზე საუბრობს. ეს   ომისშემდგომი ტრავმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. შემდეგ კითხვაზე თუ როდის წამოვიდნენ აფხაზეთიდან, ბებო პასუხობს: „სოხუმი, რომ დაეცა იქ ვიყავი. ვუყურე ჩვენმა ექვსმა გვარდიელმა საკუთარი ავტომატებით თავები როგორ დაიხოცეს ტყვედ არ ჩავვარდეთო. იმდენი სიმწარე ვნახე აქ არავის ენახოს შვილო. გადავუდექი რამდენჯერმე მესროლეთქო ვუთხარი,რაღა აზრი ჰქონდა ჩემს სიცოცხეს. ხელი მკრეს, შენ არ გვჭირდებიო. სია ჰქონდათ და ისე კლავდნენ. ყველას ვისაც ოჯახში კაცი ყავდათ უკლავდნენ....“. ამ მონაკვეთიდა ჩანს ის, რომ ბებოს დღესაც დეტალურად ახსოვს რა გადაიტანა იქ. სიმწარე, ტკივილი. ეს ტრავმის ომის შემდგომი სინდრომია. ბებოს ცნობიერებაში ღრმად აღიბეჭდა ის საშინელებანი, რომელიც მან გადაიტანა და სავარაუდოდ, არც არასოდეს წაიშლება მისი მეხსიერებიდან.

        ამის შემდეგ ბებო მოულოდნელად თავად უსვამს კითხვას ინტერვიუერს:

    -შენ ეხლა განათლებული ქალი ჩანხარ და მითხარი ჩვენ იქით მალე გადავალთ?

    -ვიფიქრე მეთქვა არამგონია ბებო. მაგრამ, რომ ვუყურებდი მისი ცრემლები როგორ ეცემოდა ქვაფენილს,პატარა, დანაოჭებული, ცისფერი თვალებიდან ვერ გავუბედე. მერე დავაპირე მეთქვა არ ვიცი მეთქი, მაგრამ ისეთი იმედი დავინახე მის კითხვაში, რომ სჯობდა მომეტყუებინა.

    - კი ბებო გადავალთ!
    -
    მალე გადავალთ ბებია?
    -
    კი, მალე!
    - 2
    წელში გადავალთ?
    - 2
    წელში არამგონია, ბებო,მაგრამ ასე 5 წელში აუცილებლად გადავალთ!   ( „მე რეპორტიორი“, 2011)

    რაც შეეხება ამ მონაკვეთს, კარგად ჩანს ნოსტალგია, რომელსაც   ბებო განიცდის   აფხაზეთთან მიმართებაში. იმედს არ კარგავს, უფრო მეტიც დარწმუნებულია,   რომ კვლავ დაბრუნდება თავის მშობლიურ მიწაზე. ნოსტალგია, როგორც ზემოთ ვახსენე ომის შემდგომი ტრავმის ერთ-ერთი გამოვლინებაა.  

    შემდეგი ისტორია,   აფხაზეთიდან დევნილ მომღერალ აგრაფინას ეხება. წინაა ისტორიის გმირის მსგავსად ეს პიროვნებაც ნოსტალგიითა შეპყრობილი, მაგრამ მისი ფსიქიკური მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, რადგან იგი თითქმის მთლიანადაა მოწყვეტილი რეალობას და მიჯაჭვულია წარსულს.

    სვეტლანა კვიკვინია, სტატიის ავტორი, ყვება ამ დევნილის შესახებ შემდეგს: „ მომღერალი აგრაფინა, რომელმაც სამოცდაათს გადააბიჯა სოხუმიდან გამოდევნის შემდეგ თბილისში ცხოვრობს, მაგრამ თავის სახლს მაინც ვერ ივიწყებს . ახსოვს ყოველი კუთხე და კუნჭული, თავისი ოთახი, ავეჯი, გარდერობი სადაც ტანსაცმელი დარჩა... ყოველდღიურად ეხმიანება სოხუმელ ნაცნობ-ახლობელებს და ერთადერთ შეკითხვას უსვამს:- როდის დავბრუნდებით სოხუმში? თვალები მუდამ კარისკენ უჭირავს. თუ შინ არავის დაიგულებს, გაიპარება. ავტობუსის გაჩერებაზე მომლოდინე მგზავრებს ერთადერთი შეკითხვით შეაწუხებს.

    -ეს ავტობუსი სოხუმამდე მიდის?

    თავისი კითხვის უაზრო პასუხებს, რომ ჩაუხვდება მოსაცდელ სკამზე ჩამოჯდება და ზის, სანამ მეზობელი არ მოჰკრავს თვალს, სანამ შვილიშვილებს არ ეტყვიან- ბებო სახლიდან გაპარულაო, როცა შინაური მოაკითხავს წამით გონება გაუნათდება, ამ ქვეყნიურობაში დაბრუნდება და დასჯილი ბავშვივით თავჩაქინდრული სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვება (ასე გრძელდება მორიგ გაპარვამდე). შინ მისული ლოგინში ჩაწვება, საბანს თავზე წაიფარებს და თავის ფიქრებს გაუყუჩდება.

    აგრაფინა-„ სოხუმით“ დასნეულდა, აზრი დაეფანტა, დაიშრიტა. მას შემდეგ ეძებს გზას სოხუმში დასაბრუნებელს, დედაქალაქის ქუჩებში ტრანსპორტს, რომელიც სოხუმამდე ჩაიყვანს... და უკვირს, უკვირს, რომ ამხელა ქალაქში გზას ვერ პოულობს, რომელიც სანუკვარ გზა-შარას მიასწავლის“. (კვიკვინია, 2007, გვ.19)

    ამრიგად, კარგად ჩანს ამ მონაკვეთიდან თუ რა სახის ტრავმა გადაიტანა ამ დევნილმა და რამდენად მძიმეა მისი ფსიქიკური მდგომარეობა.

    ზემოთ უკვე ვახსენე,   ტრავამატული სტრესის ერთ-ერთი გამოვლინება „მტრის ხატი“. „უსამართლოდ დაჩაგრული ეძებს დამნაშავეს“, რომელსაც მის უბედურებაში ბრალი მიუძღვის-ადამიანი მისდა უნებურად ქმნის „მტრის ხატს“.„მტრის ხატის“ ფენომენის გამყარებას, არატოლერანტული სულისკვეთების ჩამოყალიბებას დევნილთა პოპულაციაში ასევე ხელს უწყობს „ომში დამარცხებულის“ სინდრომი ,რომელიც   განსაკუთრებით მამაკაცებში იჩენს თავს და რომლისთვისაც დამახასიათებელია შელახული ღირსების გრძნობა, რომ მათ ვერ შეძლეს „მტრის მოგერიება და ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ თვითდამცირების, უსუსურობის, დამნაშავეობის განცდა,   და ა.შ.  

    ყველა ეს ნიშანი კარგად ჩანს შემდეგ ისტორიაში. ისტორიის გმირი არის აფხაზეთიდან დევნილი მიხო მორჩილაძე, რომელიც   თავადაც იბრძოდა ომში, იგი წერს შემდეგს:

    როგორ წავაგე ომი...

    „უპირველესად მინდა ვთქვა, რომ მე აფხაზეთის ბრძოლებში დამარცხებული საქართველოს ერთ-ერთი ჯარისკაცი ვარ და სრულად ვინაწილებ სამხედრო წარუმატებლობის მთელ პასუხისმგებლობას.

    ეტყობა, მალე დადგება დრო, როდესაც მკაცრად მოგვთხოვენ პასუხს ამ დამარცხებისთვის.

    იმისათვის, რომ ტყვარჩელი არ ავიღეთ, როდესაც მტერს ყველა მონაცემებით ვსჯობდით და ქალაქიც მზად იყო დაგვნებებოდა.

    გაგრის ჩაბარებისთვის!

    სოხუმის ჩაბარებისთვის!

    ოჩამჩირის ჩაბარებისთვის!

    იმისათვის, რომ ასობით ფორმიან ყაჩაღსა და ავაზაკს შევაძლებინეთ საქართველოს მოსახლეობის ძარცვა, აწიოკება..

    საქართველოს ეკონომიკის დანგრევისათვის!

    ქვეყანაში განუკითხაობის დამკვიდრებისათვის!

    ჩვენი ნაძრახი სიცოცლისათვის, როდესაც დავინახეთ და არ ვთქვით და არ გავაკეთეთ!....

    ... ომი მე წავაგე! და თუ, როგორ მოხდა ჩემი ფიზიკური და სულიერი დაცემა, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს დამარცხებით დამთავრდა, ამას ყველაზე კარგად ჩემი დღიურები მეუბნევიან. ყველას თავისი ჯვარი აქვს სატარებელი! სხვებს არ განვიკითხავ. ჩემი ჯვრის გოლგოთაზე ატანა შემაძლებინოს ღმერთმა.“

    დევნილის და ამავდროულად ყოფილი მეომრის ამ მონათხრობში ჩანს, თუ როგორ დამცირებულად გრძნობს თავს იგი, როგორ შელახა მისი ღირსება ომმა, რადგან მან ვერ შეძლო საკუთარი ხალხის დაცვა. ყაჩაღებს და ავაზაკებს მისცა მათი აწიოკებისა და ძარცვის უფლება. მიხო, საკუთარ თავს იდანაშაულებს იმაში, რომ ომი წავაგეთ. „მტრის ხატში“, რომელსაც ეს გმირი ქმნის პირველ რიგში საკუთარ თავს მოიაზრებს, რადგან საკუთარ და ასევე   სხვების უბედურებაში, პირველ რიგში, დამნაშავედ საკუთარ თავს მიიჩნევს.“

    ტრავმის კიდევ ერთი გამოვლინება კოშმარული სიზმრები, ასევე კარგად ჩანს მიხოს ნაამბობში:

     „...ხშირად აწმყოს სულ ვივიწყებ, წარსულ ვიგონებ და მომავალზე ვფიქრობ. ბოლო ხანებში კი სულ უფრო მეტად ომი მაგონებს თავს. ომამდე მთები, ზღვა, ქალები და ჩხუბები თუ მესიზმრებოდა, მერე დაიწყო ომი და ყველაფერი გადაწონა. ახლა თითქმის მარტო ომი მესიზმრება და მასღა ვიხსენებ“. (მორჩილაძე, 2007, გვ.19)

    შემდეგ ისტორიაში   აფხაზეთიდან დევნილი 25 წლის ნათიას ტრაგედიაა ასახული, რომელსაც თავად ყვება. მოვიტან მხოლოდ იმ ფრაგმენტებს, რომელიც კარგად ასახავს მის სულიერ განცდებს და იმას თუ როგორ აისახა ომის შემდგომი ტრავმა მასზე.

    „მაშინ სულ პატარა ვიყავი... 4 წლის. ხშირად მეკითხებიან, რა დაგამახსოვრდაო. მოსაგონარი არც თუ ისე ბევრია. მახსოვს

    ავტორი :ნატო ტივაძე კომენტარები (1)

    კომენტარები  
    ნატო ტივაძე 03 ივლისი 2014

    ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | სოციოლოგია, პოლიტოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გავაჩუქებ კონფერენციები/ღონისძიებები ვიყიდი ვეძებ სპეციალისტს ტენდერები/გრანტები ფიზიკური კულტურა/სპორტი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა სასწავლო პროგრამები კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვყიდი სტიპენდიები ხელოვნება/კულტურა ვარ სპეციალისტი ვცვლი ტურიზმი/დასვენება/გართობა მომსახურება განათლება/სწავლება სხვა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024