მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    რა სტადიები და ეტაპები გააჩნია წარმატებულ მოლაპარაკებას ? ნანახია (5997) - ჯერ 11 თებერვალი 2018

    მოლაპარაკება ყოველთვის მიიჩნეოდა სახელმწიფოებს, პოლიტიკურ ძალებს,   საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს, თუ, უბრალოდ, ადამინებს შორის ურთიერთობის დამყარების ან მოწესრიგების ყველაზე   პროდუქტიულ გზად.

    ბიზნესის სამყაროშიც მოლაპარაკებებში სასურველი შედეგის მიღწევა აგრეთვე აღიქმევა წარმატების   მნიშვნელოვან წინაპირობად. ამიტომაც, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მნიშვნელოვანი   გარიგების მისაღწევად მსოფლიოში ცნობილი   კომპანიები ხშირად მიმართავენ მოლაპარაკების პროფესიონალებს - negotiator-ებს.   ვინაიდან გარდა მდიდარი გამოცდილებისა   მათ გააჩნია იურისპრუდენციისა და ეკონომიკის, ფინანსებისა და საბანკო საქმის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის ღრმა ცოდნა. ისინი სრულყოფილად ფლობენ ფსიქოლოგიის და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) საფუძვლებს,   ნაწილს გააჩნია ფარული მანიპულირების უნარიც.  

    negotiator - ებს უკვე დიდი ხანია ამზადებენ მსოფლიოს რიგ წამყვან უმაღლეს საწავლებელში. უფრო მეტიც, ჰარვარდის ბიზნეს სკოლამ ნახევარი საუკუნის წინ მიზნობრივად შექმნა მოლაპარაკებების თეორიის კათედრა. ავტორიტეტული negotiator -ებიც აღიარებენ, რომ   მოლპარაკება   მეცნიერებაც და „ხელოვნებაც“ გახდა. ერთ-ერთ გამოსვლაში ცნობილმა იტალიელმა დიპლომატმა დანიელე ვარემ განაცხადა, რომ მოლაპარაკება - "ხელოვნებაა, რომელიც სხვას უქმნის უფლებას აკეთოს რაც სურს   - ოღონდ შენებურად".  

     პროფესიონალი negotiator -ების აზრით მოლაპარაკება მოიცავს სამ ძირითად სტადიას: მოლაპარაკების მომზადება, მოლაპარაკების პროცესი და შეთანხმების მიღწევა.

    1. მოლაპარაკებების მომზადება:

    ·                 მოლაპარაკების წარმართვის საშუალებების შერჩევა;

    ·                 მხარეებს შორის კონტაქტის დამყარება;

    ·                  მოლაპარაკებებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;

    ·                 მოლაპარაკების გეგმის შემუშავება;

    ·                 ურთიერთ ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება.

    2. მოლაპარაკებების პროცესი:

    ·                 მოლაპარაკების პროცესის დასაწყისი;

    ·                 სადავო საკითხების იდენტიფიკაცია და დღის წესრიგის ფორმულირება;

    ·                 მხარეთა სიღრმისეული ინტერესების გამჟღავნება;

    ·                 შეთანხმებისათვის საჭირო წინადადებების ვარიანტების შემუშავება.

    3. შეთანხმების მიღწევა:

    ·                 შეთანხმების ოპტიმალური ვარიანტების განსაზღვრა;

    ·                 გადაწყვეტილების პარამეტრების საბოლოო განხილვა;

    ·                 ფორმალური თანხმობის მიღწევა.

     

    Ø   მოლაპარაკებების მომზადების სტადია:

    ეტაპი 1.   მოლაპარაკების წარმართვის საშუალებების შერჩევა.                                                                                                                                               ამ ეტაპზე:

    ·                 ახდენენ   სხვადასხვა მიდგომების ან მოლაპარაკებების პროცედურების ართიანობის გამოვლენას, იმ შესაძლებლობების დადგენას, რომლებიც ჩაერთვებიან მათ განხორციელებაში;

    ·                 განსაზღვრავენ შუამავლებს, არბიტრაჟს, სასამართლოს და ა.შ., რომლებიც ხელს უწყობენ პრობლემის გადაჭრას;

    ·                 ამ მხრივ შეირჩევა მიდგომა, რომელიც მისაღებია ორივე მხარესათვის.

    ეტაპი 2. მხარეებს შორის კავშირის დამყარება.

    ·                 მყარდება კონტაქტი ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

    ·                 მოლაპარაკებების სურვილის გამოვლენა და მოლაპარაკების საგნის მიმართ   მიდგომების კოორდინირება;

    ·                 ყალიბდება   ორმხრივი თანხმობის, ნდობის, პატივისცემის, ხშირად ურთიერთ სიპატიების განწყობის ურთიერთობა, ვითარდება ურთიერთქმედების გარემო;

    ·                 თანხმდებიან   მოლაპარაკებების პროცედურის სავალდებულო ხასიათზე;

    ·                 მსჯელობენ მოლაპარაკებებში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის შესახებ.

    ეტაპი 3. მოლაპარაკებებისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.

    ·                 ხდება მოლაპარაკებასთან დაკავშირებული ადამიანების, თვით მოლაპარაკების საგნისა და არსის შესახებ სასარგებლო ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება;

    ·                 მოწმდება მონაცემების სიზუსტე;

    ·                 მოიაზრება არასანდო ან მიუწვდომელი მონაცემების ნეგატიური გავლენის ალბათობა და მისი მინიმიზაციის შესაძლებლობა;

    ·                 ხდება მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარის ძირითადი ინტერესების იდენტიფიცირება.

    ეტაპი 4. მოლაპარაკების გეგმის შემუშავება.

    ·                 განისაზღვრება სტრატეგია და ტაქტიკა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს   მხარეების მიერ შეთანხმების მიღწევას;

    ·                 შეიმჩნევა ტაქტიკა, რომელიც შეესაბამება მხარეების მიერ განსახილველი სადავო სიტუაციების და/ან საკითხების მდგომარეობას და სპეციფიკას.

    ეტაპი 5. ორმხრივი, ურთიერთ ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება.

    ·                 მოლაპარაკების ძირითადი სადავო საკითხების განხილვისათვის ფსიქოლოგიური მომზადება;

    ·                 მზადდება ინფორმაციის აღქმის და გაცნობიერების წინაპირობა, ხდება სტერეოტიპების გავლენის მინიმიზაცია;

    ·                 ყალიბდება მხარეების მიერ სადავო საკითხების კანონიერების აღიარების ატმოსფერო;

    ·                 იქმნება ნდობისა და ეფექტური კომუნიკაცის გარემო.

     

    Ø   მოლაპარაკებების პროცესის სტადია.

    ეტაპი 1. მოლაპარაკების პროცესის დასაწყისი.

    ·                 ხდება მოლაპარაკებების მონაწილეების ურთიაერთ წარდგენა;

    ·                 მხარეები ახდენენ მოსაზრებების გაზიარებას, ავლენენ კეთილ ნებას მოისმინონ, გაიზიარონ იდეები, ღიად წარმოადგინონ მოსაზრებები, სურვილს შეთანხმდნენ მშვიდობიან გარემოში;

    ·                 ყალიბდება   მხარეებისათვის მისაღები ქცევის გენერალური გეზი;

    ·                 მიმდინარეობს მოლაპარაკებების მიმართ ორივე მხარის მოლოდინების გარკვევა;

    ·                 ხდება მხარეთა პოზიციების ფორმირება.

    ეტაპი 2. სადავო საკითხების გამოვლენა და დღის წესრიგის ფორმულირება.

    ·                 დაზუსებისათვის განისაზღვრება მოლაპარაკების საკითხთა წრე, რომელიც უშუალოდ ეხება მხარეთა ინტერესებს;

    ·                 ხდება განსახილველი სადავო საკითხების გამომჟღავნება და მათი ფორმულირება;

    ·                 მხარეები ცდილობენ მოძებნონ შეთანხმების შესაძლებლობები სადავო საკითხებზე;

    ·                 ფორმულირების ჩამოყალიბება იწყება ისეთი სადავო საკითხების მიმოხილვით, რომლებშიც უთანხმოება ნაკლებად მძიმეა, ხოლო შეთანხმების ალბათობა საგრძნობლად მაღალია;

    ·                 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მხარეები იყენებენ სადავო საკითხების აქტიური მოსმენის მეთოდებს.  

    ეტაპი 3. მხარეთა სიღრმისეული ინტერესების გამჟღავნება.

    ·                 ხორციელდება სადავო საკითხების ცალ-ცალკე, შემდეგ კი კომპლექსურად შესწავლა, იმისათვის, რომ გამოვამჟღავნოთ მომლაპარაკებელთა ინტერესები,   საჭიროებები და მათი პრინციპული დამოკიდებულება შეთანხმების მიმართ;

    ·                  მოლაპარაკების მონაწილეები დეტალურად აცნობენ ერთმანეთს თავიანთ ინტერესებს, რათა მათ შეძლონ უფრო გააზრებულად და საკუთარ ინტერესებთან შეჯერებით   აღიქვან ისინი.

       ეტაპი 4. შეთანხმებისათვის საჭირო წინადადებების ვარიანტების შემუშავება.

    ·                 მონაწილეები ცდილობენ წინადადებების არსებული ვარაუდებიდან აირჩიონ შეთანხმებისთვის   მისაღები ვარიანტები ან მოახდინონ ახალი ვარიანტების ფორმულირება;

    ·                 კეთდება ყველა მხარის მოთხოვნილებების მიმოხილვა, რომელშიც ერთიანად იკრიბება ყველა სადავო საკითხი;

    ·                 მუშავდება ახალი კრიტერიუმები ან კეთდება წინადადება არსებული ნორმების გამოიყენების თაობაზე შეთანხმების განხილვის დროს;

    ·                 ხდება შეთანხმების პრინციპების ფორმულირება;

    ·                 თანმიმდევრობით ახდენენ სადავო საკითხების გადაწყვეტის მოგვარებას: ყველაზე რთულ პრობლემებს შლიან მცირე შემადგენელ ნაწილებად, რათა   შესაძლებელი გახდეს მხარეებისათვის მისაღები პასუხების გაცემა;

    ·                 გადაწყვეტილებების ვარიანტები შეირჩევა იმ წინადადებებიდან, რომლებიც   მხარეებმა წარმოადგინეს ინდივიდუალურად, ან შეიმუშავეს ზოგადი დისკუსიის დროს.

    Ø   შეთანხმების მიღწევის სტადია.

    ეტაპი 1. შეთანხმების ოპტიმალური ვარიანტების განსაზღვრა.

    ·                 ხდება ორივე მხარის ინტერესების დეტალური განხილვა;

    ·                 იქმნება კავშირი ინტერესებსა და პრობლემების გადაჭრის შესაძლო ვარიანტებს შორის;

    ·                 კეთდება   გადაწყვეტილებების შერჩეული ვარიანტების ეფექტურობის   შეფასება.

    ეტაპი 2.   გადაწყვეტილების ვარიანტების საბოლოო განხილვა.

    ·                 არსებული ვარიანტებიდან შეირჩევა ერთ-ერთი და მხარეთა დათმობების გზით მიიღწევა მათი პოზიციების შემხვედრი მიახლოება;

    ·                 შერჩეულის საფუძველზე ხდება უფრო სრულყოფილი ვარიანტის ფორმულირება;

    ·                  მიმდინარეობს საბოლოო გადაწყვეტილების ფორმირების პროცესი;

    ·                 მხარეები მუშაობენ ძირითადი შეთანხმების მიღწევის პროცედურაზე.

    ეტაპი 3.   ფორმალური თანხმობის მიღწევა.

    ·                 მიღწევა შეთანხმება, რომელიც შეიძლება იყოს წარმოდგენილი იურიდიული დოკუმენტის სახით (ხელშეკრულება, კონტრაქტი);

    ·                 განიხილება ხელშეკრულების (კონტრაქტის) შესრულების პროცესი;

    ·                 ხდება ხელშეკრულების (კონტრაქტის) განხორციელებისას შესაძლო  დაბრკოლებების დაძლევის შესაძლო გზების დადგენა;

    ·                 მონაწილეები იზიარებენ მისი განხორციელების მონიტორინგის პროცედურა;

     

    ·                 შეთანხმებას მიეცემა ფორმალიზებული ხასიათი. დგინდება შესრულების ვალდებულებები და იძულების მექანიზმები, კონტროლის განხორციელების სამათლიანობისა და მიუკერძოებლობის გარანტიები.

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გამოცემები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სამეცნიერო პორტალები განათლება საზღვარგარეთ სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი უმაღლესი სასწავლებელი ავტოსკოლები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები კოლეჯი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი პედაგოგები რეპეტიტორები სპორტული სკოლები, სტუდიები ბიბლიოთეკები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) წიგნების მაღაზიები სადღესასწაულო ცენტრები ხელოვნების სკოლები, სტუდიები სახელმძღვანელოები საბავშვო მაღაზიები კომპიუტერული ტექნიკა ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები უცხო ენები საგანმანათლებლო რესურსები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024