მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    როგორ გამოვიყენოთ მოლაპარაკების წარმატებისთვის ყველა ფაქტორი და ნიუანსი ნანახია (5733) - ჯერ 15 თებერვალი 2018

    მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ მოლაპარაკებების პროცესის წარმატებს და   შედეგს:

    ·                 მხარეთა ინტერესების ბალანსის დაცვა;

    ·                 მიღწეული კომპრომისების წონასწორობა;

    ·                 მისაღწეი შეთანხმებების ჰარმონია.

    მოლაპარაკებების შედეგების ბალანსის და ჰარმონიის   ნებისმიერი დარღვევა მიგვიყვანს  პიროსის გამარჯვებამდე   ან იმედგაცრუებამდე, შექმნის ინტერესების დაუცველობის/დისბალანსის ან მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეების ურთიერთ შეურაცყოფელ გრძნობებს.

    მოლაპარაკება იქნება   წარმატებული, როდესაც ორივე მხარე:

    ·                 აღიარებს ურთიერთობის ღირებულ მნიშვნელობას და გააჩნია ერთობლივად მისი გაგრძელების   სურვილი;

    ·                 აქტიურად მონაწილეობენ პროცესში;

    ·                 ითვალისწინებენ, პატივს სცემენ ერთმანეთის შეხედულებებს, ფასეულობებს, სარგებელსა და მიზნებს;

    ·                 შეუძლიათ გამიჯნონ პიროვნება და პირადი განსახილველი საკითხებისგან;

    ·                 თანამშრომლობენ ისეთი გადაწყვეტილებების შემუშავებაში, რომლებიც მისაღები გახდებიან მხარეებისათვის.

    ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: როდესაც ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებში არა ვართ მანტორები, ვართ მოლაპარაკების თანამონაწილეები, მაგრამ ამ მოლაპარაკებაში გაგვაჩნია კონკრეტული მიზნები და ამოცანები.

    ·                 დაამყარეთ ტრანსპარენტული ურთიერთობა.

    ·                 პატივი ეცით მეორე მხარეს.

    ·                 ყოველთვის ეცადეთ ამოიცნოთ და მოახდინოთ პრობლემის იდენტიფიკაცია.

    ·                 ეცადეთ მოძებნოთ გადაწყვეტილება მრავალი წყაროს გამოყენებით.

    ·                 ითანამშრომლეთ ურთიერთშეთანხმების მისაღწევად.

    ·                  იყავით საიმედო და ეცადეთ შეინარჩუნოთ კავშირები.

    მოლაპარაკების ეფექტურობას მნიშვნელოვნად განაპირობებს კომუნიკაციის ურთიერთ დაკავშირებული უნარების კომპლექსი:

    ·                 საუბრის გამართვის უნარი,

    ·                 მოსმენის უნარი,

    ·                 აღქმის/გაგების უნარი.

    საუბრის გამართვისა და მოსმენის უნარების გარეშე შეუძლებელია მიაღწიოთ სრულფასოვან ურთიერთგაგებას.

    საუბრი. მოლაპარაკების პროცესში დისკუსიის აქცენტი უნდა კეთდებოდეს არა ინდივიდუალურ, ცალკეულ საკითხებზე, არამედ მხარეებისათვის საერთო საქმეებზე.   საუბარი უნდა დავიწყოთ მოლაპარაკების საგნის ან არსებული პრობლემის მხარეებისათვის გასაგები ფორმულირებით. საჭიროა აგრეთვე ფაქტებისა და გრძნობების მკაფიო, ექსპრესიული ახსნა- განმარტება, რათა წარმოაჩინოთ საკუთარი აზრი. ნებისმიერ სიტუაციაში ყოვლად დაუშვებელია სხვა პირის დადანაშაულება, რაც აიძულებს მას დაიკავოს კონსტუქტიული და პროდუქტიულის ნაცვლად თავდაცვითი პოზიცია.

    მოსმენა   - არის   სხვა ადამიანზე ყურადღების აქცენტირების აქტიური პროცესი. აქტიური მოსმენა და მზერითი კონტაქტის შენარჩუნება არწმუნებს მეორე მხარეს, რომ მისი აზრი ესმით, რომ მას აღიქვამენ და მის მოსაზრებას პატივს სცემენ. ეს უნარი დაგეხმარება იმის დემონსტრირებაში, რომ დაინტერესებული ხართ გაიგოთ რას გეუბნება vis-a-vis. პირიქით -ყურადღების და მოსმენის დასუსტებამ შესაძლოა გამოიწვიოს გაუგებრობები, ხელი შეუწყოს არასწორი გადაწყვეტილების ფორმირებას და გაჭიანურებული, გაუმართლებელი კონფლიქტების შექმნას.

    აღქმა/გაგება. თუ არ მიიღწევა ერთმანეთის პრობლემებისა და მიდგომების გათვალისწინება  მოლაპარაკების პროცესი შეიძლება შეწყდეს და გაუთვალისწინებლობამ შეიძლება განაპირობოს არაპროდუქტიული  გადაწყვეტილების მიღება. ამ ვითარებაში აქტიურმა მოსმენამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთგაგებას. სანამ დაიწყებთ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალის ძებნას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რას ამბობს სხვა პირი და აგრეთვე მის ქცევას. გარდა ამისა  სხეულის ენა, მათ შორის სახის გამომეტყველება, ხელების ჟესტები და მზერითი კონტაქტების ხარისხი მოგაწვდიან ინფორმაციას   სხვა პირის აზრებსა და გრძნობებზე.

    ცნობილია, რომ საუბარი და მეტყველება აგრეთვე წარმოადგენენ პიროვნების პერსონალური პარამეტრების/მახასიათებლების მნიშვნელოვან ინდიკატორს და დახვეწილ მაჩვენებელს. მოლაპარაკებაში მონაწილე პიროვნების მდგომარეობის განსაზღვრაში მეტყველების ფაქტორების გათვალისწინება მოგცემთ მნიშვნელოვან და საიმედო ინფორმაციას, რომლის დამალვა მას გაუჭირდება.

    მაგალითად, ემოციური დაძაბულობის მდგომარეობაში ადამიანს უჭირს საკუთარი აზრის გამოხატვა, ის სირთულეს განიცდის სიტყვების არჩევისას. მშვიდი პირობებისგან განსხვავებით იზრდება პაუზების რიცხვი და ხანგრძლივობა, რომლებსაც ‘გაუბედაობის პაუზებს“ უწოდებან და ემოციური დაძაბულობის მტკიცებულებად მიიჩნევენ.   ამ პირობებში მეტყველებას   ახასიათებს სტერეოტიპული ფრაზების გამოყენება, ლექსიკა ხდება ნაკლებად მრავალფეროვანი. ადამიანი იყენებს მისთვის ყველაზე დამახასიათებელ სიტყვებს, აქტიურად მიმართავს შაბლონებს.

    ემოციურად დაძაბული მეტყველების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ფრაზების გრამატიკული დაუსრულებლობა. ხშირად შეიმჩნევა გამონათქვამების   ლოგიკურობის და თანმიმდევრულობის დარღვევა, რაც იწვევს ორაზროვნების და გაურკვევლობის შთაბეჭდილებას. ამგვარ მდგომარეობაში მყოფი სიტყით გამომსვლელი სცდება ძირითად აზრს, იწყებს ფოკუსირებას დეტალებზე, რაც ართულებს მისი აზრის აღქმას. დაშვებული შეცდომების განცდის შედეგად ის ცდილობს მათ გამოსწორებას და უფრო მეტად იბნევა.

    აღქმა ემოციური დაძაბულობის მდგომარეობაში ხასიათდება რიგი მახასიათებლებით: უარესდება ზეპირი/სიტყვიერი ინფორმაციის დამუშავების უნარი. ამის შედეგად მნიშვნელოვნად იცვლება და ქვეითდება აზრის აღქმა და შესაძლებელს ხდის ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას.

    მოლაპარაკების პროცესში წარმატების მიღწევისათვის არ უნდა დაუშვათ და უნდა გამოვრიცხოთ:

    ·                 უმიზნო ლაპარაკი და ჭარბი სიტყვამრავლობა, ძირითადი თემიდან აცდენა, მოლაპარაკებაში მონაწილე მოსაუბრის სიტყვის რეგულარული შეწყვეტა, უმართავ ემოციებში „გადახვეწა“;

    ·                 თანამოსაუბრის არმოსმენა, მასთან  მზერითი კონტაქტის დაკარგვა, საკუთარ აზრებში და გრძნობებში ჩაკეტვა, მიმდებარე სივრცის დისფუნქციური თვალიერება;

    ·                 დაუფიქრებლად ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ამის სრაფად გაკეთება არც იყო საჭირო ან როცა კითხვა ბოლომდე არც მოისმინეთ;

    ·                 დაუსაბუთებელი ზეპოზიტიური ქცევა, მაგალითად, როდესაც თქვენ აფქვევთ კომპლიმენტებს, ქათინაურებებს, ავტომატურად ეთანხმებით პირველივე წინადადებას;

    ·                 ნეგატიური ქცევა და ემოციები, უცენზურო ლექსიკა, ჰიპერაქტიური ჟესტიკულაცია,   კამათი მხოლოდ თქვენი „პრინციპულობის“ დემონსტრირებისთვის;

    ·                 გაუმართლებელი დაჩქარება, რომელიც მკაფიოდ გამოიხატება მოლაპარაკების დასასრულს და შეთანხმებების რეზიუმირების, შესრულების კონტროლის მექანიზმის ფორმულირების   ნაცვლად თანამოსაუბრისთვის შეხვედრის ფინალისკენ   ძალდატანება;

     

    ·                 დაუხვეწავი ჯესტები და ნერვული ჟესტიკულაცია, გარდა ამისა   მოლაპარაკებების მსვლელობისას სხეულის პოზიციის, პოზების მუდმივი   ცვლა, ზედმეტად დაძაბული მიმიკა,   ხელში კალმის დაუსრულებელი ტრიალი,   თითებით მაგიდაზე კაკუნი და ა.შ..  

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მომსახურება სტიპენდიები გავაჩუქებ ვიყიდი სასწავლო პროგრამები ტურიზმი/დასვენება/გართობა ხელოვნება/კულტურა ვყიდი ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ტენდერები/გრანტები ვეძებ სპეციალისტს კონფერენციები/ღონისძიებები კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვარ სპეციალისტი ფიზიკური კულტურა/სპორტი სხვა განათლება/სწავლება ვცვლი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024