მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    მოლაპარაკებაში მონაწილე პარტნიორის შეფასება გარე ინდიკატორების მეშვეობით. ნანახია (5295) - ჯერ 15 თებერვალი 2018

    ფსიგოლოგიური კვლევები და პროფესიონალი negotiator -ების (ანუ მილაპარაკების ჩამტარებლების) დაკვირვებები გვარწმუნებენ, რომ ნებისმიერ ადამიანს ჩვენ, როგორც წესია, აღვიქვამთ მთლიანობაში, ჰოლისტიკური სახით. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, მოლაპარაკებაში მონაწილე პარტნიორის თაობაზე შთაბეჭდილების ჩამოყალიბების პროცესშიც იგნორირებას ვუწევთ ისეთ თვისობრივად მნიშვნელოვან და განმსაზღვრალ ფაქტორებს, როგორიცაა - სახე, სხეული, ხელები, ხმა, მეტყველება.   არც იმას ვითვალისწინებთ,   რომ თითოეული მათგანი   - ადამიანის გარე რეაქციების მაჩვენებელია. პრაქტიკა გვიდასტურებს, რომ მოლაპარაკების დროს სათანადოდ თუ არ ვააანალიზებთ ამ ფაქტორებს, ჩვენ ვერ ვიქმნით მოლაპარაკებაში მონაწილე პიროვნების („vis-a-vis“)   სრულყოფილ სახეს და ამის გამო ვერ ვიყენებთ ამ ცოდნას წარმატების მისაღწევად. იმავდროულად სწორედ ამ სახის ინფორმაციის გამოუყენებლობა გარკვეულ წილად განსაზღვრავს მოლაპარაკების წარუმატებლობას.

     

    ამის გათვალისწინებით მოლაპარაკების პრაქტიკოსი სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გარე ნიშნებით „vis-a-vis“   დიაგნოსტირებისათვის უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ:

    სახე -   გამოხატავს მიმიკურ მოძრაობებს და თვალების ან მზერის მეშვეობით შესაძლებელია მათი გაძლიერება თუ დასუსტება.

     

    სხეული - თუ ის იკავებს მახასიათებელ პოზებს, ახდენს ხელსაყრელ ან არახელსაყრელ შთაბეჭდილებას.

     

    ჟესტიკულაცია - გვიქმნის სიმპათიის ან ანტიპათიის გრძნობას პარტნიორის მიმართ.

     

    ხმა -   დამახასიათებელი   აუდიო სიხშირეების დიაპაზონის, რეზონანსის, მეტყველების ტემპისა და სხვა ფაქტორების შედეგად   პიროვნების მიმართ იწვევს სასიამოვნო ან უსიამოვნო გრძნობებს.

     

    მეტყველება -   განასახიერებს შინაგან ინტელექტს. მას შეუძლია შეგიქმნათ აღფრთოვანების, იმედგაცრუების, სიძულვილის ან გაოცების შეგრძნება.

     

    ამგვარად, პარტნიორის გარე მახასიათებლებით „დიაგნოსტიკის“ დროს   უნდა ვითვალისწინებდეთ სახის/მიმიკის, სხეულის, ხელების/ჟესტიკულაციის რეაქციებს. ფსიქოლოგთა კვლევებიც დამაჯერებლად   გვითითებენ სახის, თვალების მოძრაობის, სხეულის პოზების, სიარულის, ჟესტების, ხმისა და მეტყველების ექსპრესიული რეაქციების გათვალისწინების აუცილებლობაზე.

    სახე.

    ადამიანის სახის გამომეტყველების და მისი ხასიათის იდენტიფიკაციის მცდელობა, ფიზიოგნომიკის ხელოვნების საიდუმლოება ცნობილია უძველესი ეპოქებიდან. ჯერ კიდევ სიანგ მინის სწავლების დამფუძნებლის, კონფუციუსის (ჩინელი მოაზროვნე და ფილოსოფოსი, ძვ. . 551-479 ..)   დროს ფიზიოგნომიკა უკვე საკმაოდ იყო   აღიარებული.   ცნობილია კონფუციუსის გონივრული გამონათქვამი იმის თაობაზე, რომ ზრდასრული პასუხს აგებს მისი სახის გამომეტყველებაზე.

    თანამედროვე ექსპერტებიც ამტკიცებენ, რომ ადამიანის სახე მეტყველებს მის სულიერ სამყაროზე, ინტელექტსა და განწყობაზე,   მიმიკისა და თვალების რეაქციებზე დაყრდნობით შესაძლებელია ყალიბდებოდეს აზრი პიროვნების შესახებ, განისაზღვროს მისი ფსიქიკური მდგომარეობა. ექსპპრესიული რეაქციების გამჟღავნება საშუალებას იძლევა "სახეზე წავიკითხოთ" მოლაპარაკებებში მონაწილე პიროვნების მოქმედების ემოციური ქვეტექსტი და მისი ემოციური მდგომარეობის მთელი სპექტრი.

    მაგალითად, სხვადასხვა კვლევებით ფორმულირებულია სახის რეაქციების საკმაოდ საინტერესო სისტემა, რომელიც ასახავს გაკვირვებას, შიშს, აღშფოთებას, სიძულვილს, ზიზღს, სიხარულსა თუ მწუხარებას.

    გაკვირვება /გაოცება - წარმოადგენს მყისიერ რეაქციას, რომელიც ყოველთვის უმალვე ვლინდება, მაგრამ უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ - თუ მოლაპარაკებაში მონაწილეს აქვს გააზრების დრო და შესაძლებლობა, გაკვირვება მის სახეზე არ დაფიქსირდება. ამგვარი რეაქციის სტიმულირება შეიძლება მოახდინონ: გაურკვეველი ობიექტის გამოსახულება, ხმა, სუნი, რაღაცასთან შეხება, ან მოულოდნელი შეტყობინება და იდეა.

    გაკვირვების გამომჟღავნების დამახასიათებელი რეაქციებია:   წარბების აწევა; შუბლზე ფართო ნაოჭების წარმოქმნა; თვალების გაფართოვებულად და მოდუნებულად გახილვა, პირის დაღება.

     შიში - არის ემოცია, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას პიროვნებისათვის სავარაუდო ხიფათის ან ზიანის მიყენების მოლოდინში.   შიშის გამომწვევი მიზეზი შესაზლოა იყოს ფიზიკური ტკივილის მოლოდინი, პიროვნებისათვის   უსიამოვნო, ნებისმიერი საშიში მოვლენა, რომლის თავიდან აცილება მას არ შეუძლია.

    გაკვირვება - სწრაფი, ხოლო შიში - უფრო ხანგრძლივი რეაქციაა.   ხანდახან, თუ კატასტროფული მოვლენა არ იყო  მოსალოდნელი, მაგრამ მოხდა მყისიერად დასაშვებია შიშის   გაკვირვების  ემოციასთან შერწყმა. ერთი ან მეორე ემოციის გამოვლინის თანმდევრობისა და სტაბილურობის მიხედვით შესაძლებელია იმის გამოცნობა რომელი რეაქცია ჭარბობს - შიშისა თუ გაკვირვების.

    შიშის დამახასიათებელი გამოვლინებები:  წარბები აწეულია, დაჭიმული და ერთმანეთთან მიახლოებულია; შუბლზე ჩდება მოკლე ნაოჭები; თვალები   გაფართოებულია, ზედა ნაწილში იხილება თეთრი სკლერა, ქვედა ქუთუთოები ძალზე დაძაბულია; ტუჩები დაღებული, დაძაბული და უკან დახეულია.

    აღშფოთება /რისხვა - ფსიქიური აფორიაქების ან აშლილობის, ფიზიკური საფრთხის ან თვით პირვნების მიმართ ვინმეს მიერ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზიანის მიყნების ზრახვის შედეგია. რისხვის მდგომარეობაში ადამიანს სისხლის წნევა უმაღლდება, სახე უწითლდება, კისერზე ვენები ებერება, სუნთქვა უხშირდება, კუნთები ეძაბება.

    აღშფოთების/რისხვის   რეაქციის ძირითადი გამოვლინებები: წარბები მიწეულია ერთმანეთთან, მათ შორის ჩნდება ვერტიკალური ნაკეცი, წარბების გარე კუთხეები აწეულია; შუბლზე წაიიშალა ჰორიზონტალური ნაოჭები; თვალები მოჩუტული და დავიწროვებულია; ტუჩები დაძაბულად შეკუმშულია.  რისხვის გრიმასაში ტუჩები გაწეულია და კბილებია გამოჩენილია.

    პრაქტიკაში გვხდება კონტროლირებადი აღშფოთების ორი განსხვავებული რეაქწცია. პირველ შემთხვევაში მის ინდიკატორებს წარმოადგენენ მხოლოდ წარბები სახე კი რჩება - ნეიტრალური. ეს ხდება როცა ადამიანი:

    ·                 განიცდის უმნიშვნელო გაღიზიანება;

    ·                  ცდილობს გაიაზროს   რთული პრობლემა, რომელიც არ ექვემდებარება გადაწყვეტა;

    ·                 რაღაცაზე ახდენს ყურადღების კონცენტრაცია;

    ·                 კრიტიკულად აფასებს სიტყვებს, საქმეებსა და ქმედებებ;

    ·                  ცდილობს აღშფოთება დაუმალ გარშემო მყოფ ადამიანებს.

    აღშფოთების მეორე სახეობის შემთხვევაში, მაგალითად, როცა ადამიანი დიდხანს ისმენს ძალიან ხანგრძლივ, განმეორებებით აღსავსე, მისთვის არასაინტერესო ინფორმაციას, მოქმედებაში ერთვებიან   წარბები და ქუთუთოები, პირი და ტუჩები.  

    რისხვის და გაკვირვების   კომბინაციის ან შერწყმის შემთხვევაში - დომინირებს რისხვა, რისხვისა და შიშის კომბინაციის დროს - დომინირებს შიში.

    სიძულვილი  - წარმოადგენს რეაქციას გემოს, სუნის, ხმის შეგრძნებაზე, ან ზოგიერთ ობიექტთან   თუ ადამიანთან შეხების შედეგად. რეაქციის გამოვლინება დამოკიდებულია დაკვირვების პერსონის  კულტურულ დონეზე და იმ სიტუაციაზე, რომელშიც იგი იმყოფება.

    სიძულვილის დამახასიათებელი ძირითადი გამოვლინებები:  წარბები და ტუჩების კუთხეები ჩამოშვებულია; ჰორიზონტალური ნაოჭები შუბლზე მოშლილია;  თვალები შევიწროებული და თითქმის დახუჭულია; ზოგჯერ, ძლიერი სიძულვილის მომენტში, პირის ღრუ გაღებულია, ენა, როგორც გულისრევის დროს გამოყოფილია; მწვავე სიძულვილის მომენტში ცხვირზე ჩნდება მრავალი ნაოჭი, სიძულვილის გაძლიერების შემთხვევაში ის უფრო ნაოჭდება და იძაბება.

    სიძულვილი ადამიანის მიმართ, როგორც წესი, უგულებელყოფის ფორმით გამოიხატება. სიტუაციის საპასუხო სიძულვილის   ექსპრესიული რეაქცია შეიძლება ერწყმებოდეს გაკვირვებისა და შიშის რეაქციებს. სიძულვილის და რისხვის   შერწყმის შემთხვევაში - უმეტესად დომინირებს სიძულვილი.

    სიხარული - ემოციაა, რომელსაც განიცდიან   გამამხნევებელი, ამგზნები, ამაღლებული განწყობის და   რაღაც უსიამოვნო ან საშიში ფაქტორებისგან/მოვლენებისგან გათავისუფლების განცდის შედეგად.
    სიხარულის რეაქციის მთავარი გამოვლინებები: წარბები და შუბანი თითქმის არ მონაწილეობენ ექსპრესიის ფორმირებაში, თვალები შედარებით ვიწროვდებიან და ბრწყინავენ; პირი გადაჭიმულია ღიმილით, ტუჩების კუთხეები აწეულია.

    ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სიხარულის გაკვირვებასთან შერწყმა. გაკვირვების რეაქცია, როგორც წესი, მხოლოდ ერთი წამით   ფიქსირდება. საკმაოდ ხშირად ცდილობენ რისხვის და შიშის სიხარულის ექსპრესიით დაფარვას.      

    სევდა - არის ემოცია, რომელსაც გააჩნია ფართო დიაპაზონი: მწუხარებიდან -     ტანჯვის განცდამდე. მას შესაძლოა ახლდეს ყვირილი, წივილი, ხელებისა და სხეულის კრუნჩხვითი მოძრაობები. მაგრამ ამ სახის გამოხატულებები ყოველთვის არ მიუთითებენ განცდების სიღრმეზე: ზოგიერთი ადამიანი მწუხარებას განიცდის - მდუმარედ, სხვა კი - ხმაურიანად.                                                                                                                                                                                                  სევდა   სახეზე იბეჭდება რამდენიმე წუთში და შეიძლება შენარჩუნდეს რამოდენიმე დღის განმავლობაში.

    სევდის რეაქციის ძირითადი გამოვლინებები: წარბების ერთმანეთისკენ დაახლოება, დაბოლოებების ქვემოდ დაწევა, წარბებს შორის ვერტიკალური მცირე ნაკეცების აღბეჭვდა; შუა შუბლზე მოკლე ნაოჭების წარმოქმნა; თვალები ოდნავ გახილულია, ქვედა და ზედა ქუთუთოებს შორის იკითხება სამკუთხედის ფორმის ნაკეცი; თუჩების დაბოლოება ქვემოდ არის დაწეული.

    მოლაპარაკებაში მონაწილის შეფასებისას, უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს მწუხარებას განიცდის მუდმივი განწყობა, ამავდროულად არიან ადამიანები, რომლებიც არ აფიქსირებენ მწუხარებას   სახეზე. აგრეთვე უნდა ვითვალისწინებდეთ ეროვნულ თავისებებასაც. იაპონელები, მაგალითად, სევდას -ღიმილით ფარავენ.

    სევდის/ მწუხარებისა და შიშის ემოციების შერწყმის დროს დომინირებს შიშის,ხოლო   სევდისა და რისხვის შერწყმისას - რისხვის რეაქციები. ამავდროულად, მწუხარების დამახასიათებელი წარბების პოზიცია რთული დასამალია.

     

     სპეციალისტები ასევე   ხაზგასმით   გამოყოფენ სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებსაც.

     თვალები. ინდივიდი უნებლიედ ფართოდ ახელს   თვალებს, როცა უეცრად დაინახავს რაღაც საოცრეაბას, ამასთან უკონტროლოდ უფართოვდება თვალის გუგა. დაკვირვებამ ცხადყო, რომ თვალები გვიფართოვდება იმ ადამიანის დანახვისას, რომელიც მოგვწონს, ხოლო გვივიწროვდება უსიამოვნო ადამიანის დანახვაზე.

    ჩვეულებრივ, ადამიანები ერთმანეთსთვალს  ადევნებენ საუბრის ხანგრძლიობის 20% -ს განმავლობაში. დაუკვირდით - როდესაც მოლაპარაკების პროცესში თქვენი  პარტნიორი კმაყოფილია მიღებული ინფორმაციით ან რაღაცის გააზრებას ცდილობს ის განზე იყურება და თუ „იჭერს“თქვენ გამოხედვას, მას უნდა   თქვენი ყურადღების მიპყრობა ან სურს თქვენთან სანდო ურთიერთობის დამყარება.

    მოლაპარაკების დროს უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ თვალები, გამოხედვა განსაზღვრავენ   დაძაბულობას, ძალაუფლებას, ინტერესს, სიმპათიასა და ანტიპათიას, დაქვემდებარებას და დომინირებას. თვალებს ავიწროებენ აღშფოთების, შეურაცხყოფის, უპირატესობის, ხოლო აფართოვებან   გაკვირვება /გაოცებისა და შიშის განცდის დროს, ხუჭავენ გარკვეული სირცხვილის განცდის შედეგად;“ ნისლი თვალებს ეფინება“ სევდისა და მწუხარების შეგრძნებისას;   ბრწყინვალებას იწვევს სიხარულისა და იმედის გრძნობა.

    ცნობილია შემდეგი გამოხედვა/ მზერა: სევდიანი, ნაზი, ტანჯული, ბრაზიანი, გახარებული/მხიარული, მწუხარე, შეშინებული, თვითკმაყოფილი, შერცხვენილი, გაკვირვებული, პატივისმცემელი, შეურაცმყოფელი ან ძალის, ძლიერების, ტრიუმფის, ან თაყვანისცემის   გამომხატავი.

    სხეული - რომელიც არის სქესის, ასაკის, რასის თაობაზე ინფორმაციის მატარებელი. ხოლო შთაბეჭდილება, რომელსაც ქმნის ადამიანის სხეულის აღქმა, გარკვეულწილად, ახასიათებს მას.

    აღნაგობით განასხვავებენ სხეულის სამ ძირითად ტიპს:

    ·                 ენდომორფული (სქელი, მრგვალი);

    ·                 მეზომორფული (ატლეტური, კუნთოვანი);

    ·                 ეკტომორფული (მაღალი, თხელი).

    დაკვირვებამ დაადასტურდა რომ უმეტესად:

    ·                 ენდომორფული ტიპი - ბუნებით მეტად მესაუბრე, მეგობრული და დამთმობია;

    ·                  მეზომორფული - მას გააჩნია რისკის, ლიდერობის, დამოუკიდებლობის მიდრეკილება;

    ·                 ეკტომორფული - ნერვული, დაძაბული და ა.შ.

    პოზა. პოზის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ პიროვნების ძლიერებაზე, მისი დაღლილობის ხარისხზე, თვითდაჯერებულობაზე და   სოციალურ სტატუსზეც კი. იმის გათვალისწინებით თუ როგორ ძაბავს პიროვნება კუნთებს, როგორ აწყობს ხელებსა და ფეხებს, შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა მისი ემოციური განწყობის, ზრახვების, სხვა ადამიანებთან დამოკიდებულებების შესახებ.

    ყველა ცნობილი პოზა შეგვიძლია დავყოთ ორ დიდ პირობით ჯგუფად. აქედან გამომდინარე გამოყოფენ   დაძაბულ და მოდუნებულ პოზებს. პირველი - მეტყველებს სიფრთხილეზე, ქმედებისათვის მზადყოფნაზე; მეორე - სიმშვიდესა და სიწყნარეზე. ხშირ შემთხვევაში პოზა საკმაოდ ზუსტად   ასახავს ადამიანის განწყობას. სპეციფიკური ენის მეშვეობით პოზა ახდენს მოსაუბრის განწყობის შექმნასაც.

    სიარული. მისი  თავისებურება  დამოკიდებულია როგორც აღნაგობაზე, ასევე ემოციურ განწყობაზე. თუ ადამიანი მოწყენილ  მდგომარეობაშია, ის, როგორც წესია, "ფეხს ითრევს", ხელები  ძალიან ხშირად   ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი და თავს მხრებში მალავს.                                                                                                                                                                                                                                                                                              როდესაც პიროვნება სავსეა ენერგიით ის მოძრაობს სწრაფად და „ნახტომისებურად“, აჩქარებს წინსვლას, ან ანელებს ტემპს. სიარულის დროს თავდაჯერებული ადამიანი ზემოდ წევს ნიკაპს, არ ღუნავს ზურგს, დაჯერებულად აქნევს ხელებს და დგამს ნაბიჯს. მას აშკარად სურს, რომ თავად შექმნას შესაბამისი შთაბეჭდილება საკუთარი პერსონის თაობაზე .

    ხელები. მათი მოძრაობა გვაწვდის გასათვალისწინებელ ინფორმაციას პიროვნების მრავალი ასპექტის შესახებ. ექსპერტები გვეუბნებიან - ადამიანს რომ შეუკრათ ხელები, ჩვენს აღქმაში ის მდუმარე პიროვნებად   წარმოგვიდგება. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ ჟასტიკულაციას, რადგან ნებისმიერ ადამიანს მნიშვნელოვნად ახასიათებს ჟესტიკულაციის მეშვეობით მანიპულირების საკუთარი სტილი. გარდა ამისა გასათვალისწინებელია, რომ ჟესტიკულაცია თვალნათლივ ახდენს ადამიანის აღზრდის, პროფესიის, ეთნიკური წარმომავლობის და ა.შ. ილუსტრირებას. ჟესტებს პირობითად განასხვავებენ შემდეგი მახასიათებლების გამოყენებით: ილუსტრატორული, მარეგულირებელი, ადაპტორული, ეფექტორული და ემბლემური.

    მოლაპარაკებებში მონაწილე პარტნიორის ხმა და მეტყველება მოგვითხრობენ მისი ემოციური განცდების, ინტელექტის, ერუდიციის და ხასიათის შესახებაც. ხმა   მოგვცემს საშუალებას გავაკეთოთ დასკვნა თანამოსაუბრის სიტყვის ქვეშინაარსის (ანუ რეალური არსის), ემოციური მდგომარეობის, ენის ფლობის დონის, კულტურისა და ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ. საყოველთაოდ აღიარებულია   ხმის ისეთი ინდივიდუალური მახასიათებლები, როგორიცაა აუდიო სიხშირეების დიაპაზონი, რეზონანსი, ტემპი და ცვლადები ვოკალური მონაცემები.

    მაგალითად, თუ თანამოსაუბრე ძირითადად მეტყველებს ერთი ტონალურობის გამოყენებით, საქმე გვაქვს ხმის ვიწრო დიაპაზონთან და ასეთ მეტყელებას ერთფეროვანი, მონოტონური ეწოდება. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ხმას ჩვენ  უწევთ, როდესაც ვაყენებთ საკითხს და ვადაბლებთ, როცა ვასრულებთ პარტნიორისათვის   შეტყობინების ზეპირ მიწოდებას.

    ამასთან ერთად ყურადღება უნდა გავამახვილოთ რეზონანსის მიმართაც. დაქვემდებარებულ პოზიციაზე მდგომი ან დამცირებული ადამიანი მეტყელებისას  ჩვეულებრივ იყენებს ხმის სუსტ რეზონანს, ხოლო ლიდერის, „მმართველი ბუნების“ მქონე პიროვნება ავითარებს ძლიერი რეზონანსის მქონე ხმას.

    ტემპი - ასახავს მეტყველების სწრაფი, საშუალო ან ნელი პროდუცირების სიჩქარეს.    ნებისმიერ ადამიანს გააჩნია მეტყველების გარკვეული ტემპი, ხოლო პიროვნების მეტყველებითი ქცევა შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი ზოგადი ერუდიციის, ინტელექტის თავისებურებების, ქცევის მოტივაციისა და ემოციური მდგომარეობის ამსახველ ინდიკატორად. ტემპის ინტენსიურობა შეიძლება  მიუთითებდეს პარტნიორის ემოციური მდგომარეობის დონეზეც.

    ერუდიცია -  გულისხმობს ღრმა და მრავალმხრივი ცოდნის ფლობას და, გარკვეულწილად, შეიძლება შეფასდეს მეტყველების შინაარსის მეშვეობით.   ადამიანის კონკრეტული გამონათქვამების მიხედვით შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ის სხვადასხვა საკითხებში კარგადაა გათვითცნობიერებული.   საკუთარი შეხედულებების დადასტურებისთვის სწრაფად პოულობს დამაჯერებელ არგუმენტებს, ადეკვატურად იყენებს ენის ინსტრუმენტებს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ერუდირებულ ადამიანთან.
    ინტელექტი  ფასდება გამონათქვამების ლოგიკურობის და მეტყველების შინაარსის   სიმდიდრის გათვალისწინებით. აზრის გამოხატვისათვის სიტყვების თავისუფალი შერჩევა, გამოთქმულ მოსაზრებაში მათი მრავალფეროვანი, ლოგიკური დაკავშირება, მეტყველებითი პროდუცირების დახვეწილი ფლობა - წარმოადგენენ   განვითარებული ინტელექტის ინდიკატორებს. მეტყველების დარღვევებს სპეციალისტები აფასებენ, როგორც აზროვნების პროცესის დაბრკოლების წინაპირობას.

     

    დასკვნა: ერუდიცია და ინტელექტი, ქცევის მოტივაცია და მეტყველების ინფორმაიულობის ფაქტორებწარმოადგენენ მოლაპარაკებაში მონაწილე პარტნიორის, მისი ემოციური მდგომარეობის შეფასების მნიშვნელოვან ინფორმაციულ ინდიკატორებსა და სიგნალიზატორებს.    

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    უცხო ენები პედაგოგები რეპეტიტორები საბავშვო მაღაზიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ხელოვნების სკოლები, სტუდიები კოლეჯი პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები გამოცემები სახელმძღვანელოები სადღესასწაულო ცენტრები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) წიგნების მაღაზიები სპორტული სკოლები, სტუდიები საგანმანათლებლო რესურსები ავტოსკოლები უმაღლესი სასწავლებელი დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) სამეცნიერო პორტალები კომპიუტერული ტექნიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ბიბლიოთეკები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები განათლება საზღვარგარეთ საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024