მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ქმედება და ქცევა - ასახავს ჩვენს არსს? ნანახია (2558) - ჯერ 23 სექტემბერი 2021

    აქტიურად თუ ურთიერთობ ადამიანებთან, უსმენ ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სხვადასხვა ტელე-შოუში, ეცნობი მათ პოსტებს სოციალურ ქსელებში, უნებლიედ მიდიხარ დასკვნამდე, რომ მათი ცხოვრებისეული პოზიცია, გამოხატული კონკრეტულ ქმედებებსა და ქცევებში, ნათლად ასახავს ადამიანის ბუნების რეალურ, დაუფარავ არსს.   ამის შედეგად   გიყალიბდება უარყოფითი აზრი,   რომ   მარადიული ღირებულებების თვალსაზრისით   ჩვენი სოციუმის ნაწილს დაუგროვდა უკიდურესად ნეგატიური ზნეობრივ - მორალური და ეთიკური ხასიათის პრობლემები.

    ამ მხრივ, მეტად   საყურადღებო და მნიშვნელოვანია - ვხედავთ თუ არა თითოეული ჩვენგანი ამ პრობლემებს საკუთარ თავში? თუ ვცდილობთ მათი გაცნობიერების გარეშე   ამოვიფაროთ   ფარისევლური ღვთისმოსაობის და მოჩვენებითი კეთილშობილების ნიღბი?

    პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, გვსურს შემოგთავაზოთ ადამიანების   იმ თვისებების და თვისებრიობების ფსიქოანალიზი, რომლებიც თვალსაჩინოდ ვვლინდებიან მის ქმედებებსა და ქცევებში, განსაკუთრებით კი ექსტრემალურ სიტუაციებში და სოციალურ-ეკონომიკური   პირობების გართულების ვითარებაში, რაც ბოლო დროს მუდმივად თან ახლავს ჩვენს ყოველდღიურობას.

    ადამიანის ხასიათის დადებით გამოვლინებებს უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, წარმოადგენენ - ჰუმანურობა, უანგარობა, გულკეთილობა, ერთგულება, პასუხისმგებლობა, აგრეთვე თავგანწირვის, მადლიერების, მოსმენის, გაგების, პატიების და ა.შ. უნარი.     როგორც ღირებულებებს მათ აღიარებენ და მხარს უჭერს სხვადასხვა ქვეყნის   სოციუმის უმეტესობა, აგრეთვე ყველა წამყვანი მსოფლიო რელიგია. თუმცა, სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ იმავე სოციუმის გარკვეული ნაწილი ყოველდღიურობაში ვერ აცნობიერებს მარადიულ ღირებულებებს, ხოლო რთულ ვითარებაში სანაცვლოდ ავლენს უარყოფით თვისებებს, სჩადის სულმდაბალ ქცევას, ზოგჯერ   კი უღირს ქმედებასაც.

    და თუ კაცობრიობის გარკვეული ნაწილისათვის დამახასიათებელი   ნეგატიური თვისებების ჭრილში   გავანალიზებთ ბიბლიურ, უძველეს ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებს, სავსებით შესაძლოა მივიდეთ დასკვნამდე, რომ, მაგალითად, გულგრილობა,  არაკეთილმოსურნეობა, ღვარძლიანობა/ ავგულობა,  შეუწყნარებლობა, პატივმოყვარეობა, თვალთმაქცობა, სიცრუე, შური, სიძუნწე, სიხარბე, ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი   ჩვენს ყოფაში არ შემოუიტანია თანამედროვეობას. ისინი თანსდევდნენ ადამიანის ბუნებას მისი   ევოლუციის განმავლობაში და მკაფიოდ, ან ნაკლებად იჩენდნენ თავს სხვადასხვა ეპოქასა თუ ეთნოსში.

    იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ ამ პოსტულატში, გააზრება ალბათ უმჯობესია დავიწყოთ   ძველი აღთქმის მცნებებით (დეკალოგი), რომლებიც ღმერთმა გარდმოავლინა მოსეს სინაის მთაზე, შემგეგ ახალი აღთქმის მცნებებით, მაცხოვრის ქადაგებით მთაზე, სადაც უფალმა გაგვაფრთხილა ადამიანის   ბუნების შესაძლო   უარყოფით გამოვლინებების თაობაზე და მოგვიწოდა, რომ არ ჩაგვედინა დასახელებული ცოდვები.  

    მიმოხილვა შეიძლება გავაგრძელოთ ეკლესიასტეს დარიგებების ჩაფიქრებულად   წაკითხვით, აგრეთვე   ადამიანის სულის შესახებ პლატონისა და არისტოტელეს თვალსაზრისის, ანტიკური ხანის წერილობითი ძეგლების - ჰომეროსის ილიადა და ოდისეას გაცნობით, ი. კანტის, ა. შოპენჰაუერის, ფ. ნიცშეს ნაშრომების, ზ. ფროიდის, კ. იუნგის, ა. ადლერის, კ. ჰორნის, ა. მასლოუს, დ. უზნაძის, ა. ლაზარუსის, ჰ. აიზენკის, ჯ. კელის   ფსიქოანალიზის თაობაზე ნაშრომების გათვითცნობიერებით.

    ასევე ძველი რომიდან დაწყებული დღემდე ხელახლა გადავფურცლოთ მსოფლიო ისტორია,   გადავხედოთ მსოფლიოს ხალხთა ეპოსს, ლიტერატურას და, რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ ამ მხრივაც ფასდაუდებელი შ.რუსთაველის, უ. შექსპირის, ვ. ფშაველას, ნ. გოგოლის,   ფ. დოსტოევსკის, აგრეთვე   ცნობილი თანამედროვე სატირიკოსების   ნაწარმოებები.

    სახეებში, უცნაურ პოზებსა და ფიგურებში გროტესკულად აღბეჭდილი ადამიანური მანკიერებების უმდიდრესი გალერეა შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფ.გოიას „კაპრიჩოს“- ში,   ან თავიდან ამოიკითხოთ ჭ.ამირეჯიბის რომანის „დათა თუთაშხიას“ პერსონაჟების ზრახვებში, მოქმედებებსა და ქცევებში.

    თუმცა, ალბათ ლოგიკური იქნება ანალიტიკური მიმოხილვა დავასრულოთ დღევანდელი რეალობით - დავაკვირდეთ   ჩვენს გარემოს, ჩავიხედოთ საკუთარ თავში, რათა გულწრფელად უპასუხოთ საკუთარ თავს - რომელ თვისებებსა და თვისებურებეს   ვავლენთ საკუთარ   მისწრაფებებში, ზრახვებში, ქცევასა და ქმედებებში ... ყოველივე ამის შემდეგ, ალბათ დიდ საიდუმლოდ არ დაგვრჩება, რომ გარკვეული უარყოფითი თვისებები   გვხვდება ჩვენს აზრებსა და საქწიელში .

    ამის გამო გთავაზობთ განხიხილოთ - როგორ და რაში ვლინდებიან ისინი? და დაუფიქრდეთ - როგორ დავაღწიოთ მათ თავი ???

    ამ განხილვის პირველ სტრიქონში იქნება - შური.

    ადამიანთა საზოგადოებაში უძველესი დროიდან უკვე არსებობდა მეტოქეობა, რომელმაც შემდგომ, თანამედროვე სამყაროში შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა და მას ეწოდება კონკურენცია. პიროვნებისა და საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში ის იქცა განუყოფელ ნაწილად   და ნორმად.

    მავანი იტყვის - ეს ხომ ბუნებრივია!   და მართლაც კონკურენცია იქცა განვითარების მექანიზმის ერთ -ერთ ზამბარად.

    თუმცა, სამწუხაროდ, მას ხშირად ახლავს ადამიანის ბუნების არა ყველაზე კეტილსახიერი გამოვლინება - შური, რომელიც ცოდვადაა აღიარებული ხალხთა   და რელიგიების უმრავლესობის მიერ. ის დაიგმო და აიკრძალა ჯერ კიდევ მოსეს ათ მცნებაში.  

    კათოლიკურ ღვთისმეტყველებაში შური (ლათ.invidia) ითვლება შვიდი ცოდვიდან ერთ - ერთ უდიდეს, მომაკვდინებელ ცოდვად. ის ეწინააღმდეგება ისეთ ქრისტიანულ სათნოებებს, როგორიცაა თვინიერება, დიდსულოვნება, კეთილმოსურნეობა, თანაგრძნობა და შებრალება.

    ყურანშიც ერთ -ერთ დასაგმობ და დასასჯელ ცოდვად ითვლება შავი შური (არაბ.ჰასად). კერძოდ, შურის გამოვლინება მკაცრად დაგმობილია წინასწარმეტყველ მუჰამედის ჰადისებში: „ნუ გშურთ ერთმანეთის; ნუ შორდებით ერთმანეთს, არამედ იყავით, ალლაჰის მსახურებო, ძმები! "

     ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დემოკრიტეც მიიჩნევდა, რომ "შური საფუძველს უყრის განხეთქილება უთანხმოებას".

    ქრისტიანობაში ქედმაღლობა (და არა სიამაყე) აღიარებულია, როგორც მთავარი მიზეზი, რომელიც იწვევს შურს. ქედმაღლი ინდივიდი დარწმუნებულია თავის განსაკუთრებულობაში და დანარჩენების უმნიშვნელობაში. სხვებს ის არ პატიებს შეცდომებს და არა მხოლოდ არ აღიარებს, არამედ უარყოფს სხვების ღირსეულ თვისებებს.

    ამ თვისების მიზეზი უნდა ვეძებოთ პიროვნულ დეგრადაციაში, რომელსაც, რომელიმე იერარქიაში მაღალ თანამდებობასთან კომპლექსში, იწვევს ზნეობრივი მოუმწიფებლობა.

    შურით განპირობებული ადამიანისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ სხვა, ვინმე იყოს მისი თანასწორი მიღწეულ წარმატებასა და კეთილდღეობაში.

    ცხოვრებისეული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რაც არ უნდა გვსურდეს თითოეულ ჩვენგანს   ხელოვნურად მივმალოთ საკუთარ თავში ისეთი მანკიერი თვისება, როგორიცაა   შური და საპირწონეთ ვკმაყოფილდებოდეთ უშუალოდ პირადი ნიჭითა და უნარით, წარმატებებით, სწორედ შური გვაიძულებს არაზომიერად შევადაროთ მიღწეული იმას რასაც   ფლობს ან აღწევს კოლეგა, მეზობელი ან თუნდაც ნათესავი.

    ადამიანი, რომელსაც ახასიათებს გარემოს ამგვარი აღქმა, პირად მიღწევებს მუდმივად ადარებს   სხვა ადამიანების წარმატებების მასშტაბებს,   შურით უყურებს უახლოეს ადამიანებსაც კი, და სურს მათზე მეტი.

    ამიტომაც, ადამიანის ბუნების შესაძლო ამგვარი გამოვლინების განჭვრეტის შედეგად, ღვთის კანონის მე -10 მცნებაში მოცემულია მკაცრი გაფრთხილება   -   არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

    შემდეგ პუბლიკაციაში  შემოგთავაზებთ საუბარს  ადამიანის ბუნების ისეთ არყოფით თვისებაზე, უფრო მეტიც,  ცოდვილ ვნებაზე, როგორიცაა -  სიხარბე

     

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მომზადება/ტესტირება/ჩაბარება დასვენება/ტურიზმი მეცნიერება/ტექნიკა გამოცემები/პუბლიკაციები სარეკლამო მომსახურება რელიგია ბავშვის კვება და მოვლა მშობელი და ოჯახი სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი ბავშვის აღზრდა კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი კვალიფიკაციის ამაღლება ფიზიკური კულტურა და სპორტი სასარგებლო რჩევები სიახლე განათლების სფეროში სასწავლო დაწესებულების მართვა საზოგადოებრივი ურთიერთობები შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა მედიცინა და პროფილაქტიკა გართობა/თამაშები გაერთიანებები/სოციალური ქცელები სხვა სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ბუნება/ეკოლოგია ინტერესები/კონკურსები პედაგოგიკა/ფსიქოლოგია სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები განათლება საქართველოში და მსოფლიოში საგანმანათლებლო დაწესებულებები ადამიანთაშორის ურთიერთობა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024