მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    სიცრუისა და ცრუობის შესახებ ნანახია (3307) - ჯერ 06 ოქტომბერი 2021

    ალბათ არავისთვის არ წარმოადგენს დიდ საიდუმლოს ის, რომ სიცრუე  და ფეიკი (fake)  საკმაო  ხანია იქცნენ  ჩვეულ კომუნიკატიურ მოვლენად   და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და, რომ შეაღწიეს ჩვენი ყოფისა და საქმიანობის ყველა ფორასა, თუ სვრეტში.

    პირველ რიგში მოდით გავარკვიოთ რას წარმოადგენს სიცრუე?

    არსებული განმარტებების თანახმად, ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება, სიმართლის საპირისპირო ტყუილი, ასევე ქმედება ან ფაქტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ადამიანის შეცდომაში შეყვანას. ის შეიძლება ვლინდებოდეს ისეთი ფორმითა და  სახით, როგორიცაა ორაზროვნება, ნახევრად სიმართლე, დადუმება/ მიჩქმალვა, ცნებების მოტყუებით  ჩანაცვლება ან  შეცვლა, სიმულაცია, ჭორი, ცილისწამება, პირფერობა/მლიქვნელობა, თაღლითობა, გაყალბება, გაზვიადება და დაუფასებლობა, შელამაზება, ყალბი/ფარისევლური თანაგრძნობა, თყუილის თქმა ზრდილობის გამო, ან თავის გადასარჩენად და საუთარი თავის მოტყუებაც კი.

    ცრუობა კი განისაზღვრება, როგორც ადამიანის ბუნების ერთ -ერთი ნეგატიური გამოვლინება, რომელიც გამოიხატება მეტყველებასა და ქცევაში, აგრეთვე სარგებლის მიღებისთვის ან შესაძლო უსიანოვნების თავიდან ასაცილებლად ფაქტზე, ან მოვლენაზე ცრუ წარმოდდგენის შექმნის შეგნებულ სურვილში. ქცევის ჩვეულ მოდელად დამკვიდრების შედეგად ის იქცევა პიროვნების თვისებად.

    ხოლო ტერმინი და ცნება ფეიკი (ინგ. fake –ყალბი)  შეიძლება განიმარტოს, როგორც რაღაც  ცრუ, არასარწმუნო, ფალსიფიცირებული და რომელსაც გვაწდიან და გვისაღებენ როგორც ნამდვილს, მართალსა და რეალურს.   ფეიკის დანიშნულებაა - ფაქტის, ამბავის, მოვლენის დამახინჯება ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება, რათა შეცდომაში შეიყვანილ იქნას  მასობრივი აუდიტორია, ადამიანთა ჯგუფი ან კონკრეტული ინდივიდი, რომლებიც წარმოადგენენ ინტერესს. როგორც საშუალება ფეიკი აქტიურად გამოიყენება ზოგიერთი სახის ღონისძიებათა შავ პიარში, ან/და კონკრეტული პერსონის „გაშავების“ მიზნით.  მას იყენებენ ცრუ რწმენის შექმნისა და შენარჩუნებისთვის, თუ ეს სჭირდება   მის ავტორს, გამავრცელებელსა, ან დამკვეთს.

    ერთმა მსოფლიოში ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწემ და პოლიტიკოსმა განაცხადა -    ჩვენ ვცხოვრობთ სიცრუისა და ფეიკების ეპოქაში. მაგრამ ის მხოლოდ პოლიტიკ სფეროს გულისხმობდა, ხოლო ჩვენი ყოფიერება სამომხმარებლო საზოგადოებაში, რომელშიც საუკუნეზე მეტია ვარსებობთ, ღრმადაა გაჟღენთილი ტყუილით, თუნდაც  იმასთან მიმართებაში თუ რას ვყიდულობთ და რას გვყიდიან ჩვენ. ალბათ დამეთანხმებით, რომ შესიტყვება " პატიოსანი (მართალი) მარკეტინგი" დიდი ხანია გახდა შეუსაბამო და უაზრო, როგორც სარეკლამო რგოლებში შეთავაზებული "ლორიანი სამარხვო ჩიპსები" ან "სადიეტო მაღალკალორიული მკვებავი დესერტი".

    წარმოდგენის დონეზე ჩვენ   ვიცით ამის შესახებ, მაგრამ   ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რომ რეკლამა, თუნდაც ტყუილის მეშვეობით, ემსახურება რომელიმე, შესაძლოა არაკონკურენტუნარიანი, საქონლის გაყიდვას ან კონკრეტული პიროვნების პოპულარიზაცია-დაწინაურებას, მაგალითად, შოუბიზნესში, ან პოლიტიკაში.

    ტელევიზია, რადიო, გაზეთები და ინტერნეტ რესურსების უმეტესი ნაწილი არსებობს ასევე არა ყოველთვის მართალი რეკლამის წყალობით, ხოლო მრავალი  ქვეყნის კანონმდებლობა რეკლამის შესახებ კრძალავს მხოლოდ სიტყვიერ სიცრუეს , რაც იძლევა ტყუილის გამოყენების შესაძლებლობას სარეკლამო „სახეების“ შექმნისას, ან დადუმება - მიჩქმალვის საშუალებით. ამიტომაც, ჩვენ არ ველით სიმართლეს არც ვაჭრობაში, არც პოლიტიკაში და არც ან სიინფორმაციო ახალ ამბებში.

    ამავდროულად, ხომ არსებობს მსოფლიო სამყაროს სიცრუეც, რომელსაც ჩვენ თვითონვე   ვქმნით მასმედიისა და მასობრივი კულტურის მეშვეობით.  სამართლიანობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ აგრეთვე ჩვენ თვითონვე, ხშირად ისევ  ნახევრად ტყუილის გამოყენებით, "ვყიდით" ჩვენს ნიჭს ან მომსახურებას, ე.ი. „საკუთარ თავს“ და ამავე დროს ვერ ვაცნობიერებთ, რომ ყოველდღიურ ურთიერთობებში ტყუილი უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე სიმართლე. როგორც ამბობდა ერთი დიდი პოეტი: "... ჩემი მოტყუება არ არის ძნელი   ... მე თვითონ მიხარია, მოვიტყუო საკუთარი თავი“

    და მართლაც: ჩვენ - გვატყუებენ, ჩვენც - ვატყუებთ, ვიტყუებთ საკუთარ თავსაც, ხანდახან ვცხოვრობთ კიდევაც სიცრუის სამყაროში, რომელსაც თვითონვე ვქმნით.  

    წარმოიდგინეთ ასეთი სცენა: ორი გამოწყობილ - გამოპრანჭული ქალბატონი, რა თქმა უნდა, უახლესი მოდელის გაჯეტით, როგორც "უსათუო ატრიბუტით"ხელში, შემთხვევით შეხვდნენ ერთმაეთს და აშკარად არაგულწრფელ   აღტაცებას გამოხატავენ ამის გამო, ამავდროულად დაუყონებლივ  „ამკობენ“ ერთმანეთს  ყალბი კომპლიმენტებით: ”ძვირფასო, შენ როგორც ყოველთვის თვალწარმტაცი ხარ და დღევანდელი შენი კოსტუმი ...   - სგან (იგულისხმება ცნობილი დიზაინერის სახელი) უბრალოდ შენთვისაა შექმნილი.” მეორე კი პასუხონს მას - "გიყურებ და ვერ დავტკბი რა მომხიბლავად გამოიყურები, შენი ლეგენდარული დიეტა -  სასწაულია, კაბა ... - სგან, რომელიც გაცვია, შენზე, როგორც ტოპ მოდელზე იკითხება".

    დამშვიდობებისა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ორივე დაუყონებლივ ურეკავენ თავის სხვა "მეგობრებს" შემდეგი ტექსტით: ”ახლახანს, სრულიად შემთხვევით, შევხვდი იმ საფრთხობელას, ალბათ მიხვდები ვისაც,  ვითომ და ბრენდულ კოსტუმში გამოწყობილს, რომელიც, სავარაუდოდ, თურქეთიდან ან ჩინეთიდანაა შემოტანილი. მაგრამ, ხომ იცი, რაც არ უნდა ჩამოიფხატოს, ყველაფერი მასზე როგორც საკიდარ კაჩხაზეა ჩამოკიდებული”

    მეორე ქალბატონიც, ასევე ტელეფონით - ”ახლახან ვნახე ჩვენი საერთო ნაცნობი. რა დიეტა და რის დიეტა.  ალბათ კიდევ 20 ან 30 კილოგრამით გაიბერა. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ ჩამოიცვა თავისი, ვითომ და ... მოდელის, სასწაულად სასაცილო კაბა, რადგან მომეჩვენა, რომ ირღვევა ყველა ნაკერში“. თავისდა უნებურად რომ გავხდი ასეთი სცენის მოწმე, გაოგნებული დავრჩი, მომაბეზრებლად მიტრიალებდა აზრი - საიდან ამდენი სიყალბე და სიცრუე სულ რამდენიმე წუთში? რატომ,  რისთვის, რის გულისთვის? ბოლო დროს უკვე აღარ მიკვირს ადამიანის ბუნების ამგვარად  შემზარავი გამოვლინებები. არც ვიცი - მხოლოდ იმიტომ, რომ თვალი ამეხილა, გამომიმუშავდა „იმუნიტეტი", ან უბრალოდ შევეგუე იმ აზრს, რომ ამას ყოველთვის ჰქონია ადგილი ჩვენს ყოფაში. თუმცა, როდესაც ტყუილი გამოაშკარავდება, უმეტესად მას მოაქვს სულიერი ტკივილი, ის წარმოშობს ურწმუნოებას, ცინიზმს და "... ამცირებს ადამიანს" (ონორე დე ბალზაკი).

    აღორძინების ხანის ფრანგი მწერალ-ფილოსოფოსის, მიშელ დე მონტენის აზრითაც "სიცრუე  - უსასიზღრესი მანკია”. მართლაც, ის ეწინააღმდეგება ზოგადსაკაცობრიო ისეთ ნორმებს, როგორიცაა პატიოსნება და სიმართლე და ასოცირდება სიცრუესა და სიყალბესთან, თვალთმაქცობასთან, არაგულწრფელობასთან, ორპირობასთან, პირფერობასთან, მლიქვნელობასა და ფარისევლობასთან.

    მატყუარა, სარგებლის მისაღებად, როგორც წესი, აწვდის ინფორმაციას გაპრიალებულ - გარსშემოდენილი ფორმით, ჭეშმარიტების ნაცვლად და არ ზრუნავს  შედეგებზე და იმაზე, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯში მისი სიცრუე შეიძლება გამჟღავნდეს.  ალბერტ აინშტაინი აღნიშნავდა, რომ "ადვილი არ არის იმის თქმა, რაში მდგომარეობს ჭეშმარიტება, მაგრამ სიცრუე ძალიან ხშირად ადვილად ამოსაცნობია". და, როგორც თქვა ციცერონმა, "ჩვენ არ ვუჯერბთ მატყუარას, თუნდაც   ამბობდეს სიმართლეს ".  ამიტომაც, მას განუწყვეტლივ უწევს ტყუილის თქმა. ამაზეა აგებული მისი ცხოვრება, ხოლო მუდმივი ტყუილი პათოლოგიურს ხდის ბუნების ამ თვისებას, რომელშიც  რეალობა მახინჯდება წვრილმანებშიც და აშკარა საჭიროების გარეშეც. ხოლო ადამიანების, როგორც  ტყუილების აუდიტორიის ზუსტი აღქმა წარმოადგენს პათოლოგიური მატყუარას ნიჭსა  და სოციუმში   გადარჩენის ერთად-ერთ გზას. ის ინტუიციურად გებულობს თუ რა სჭირდება თითოეულს და სინდისის ქენჯნის გარეშე გამუდმებით იძლევა დაპირებებს.

    მსოფლიო რელიგიები ერთხმად მიიჩნევენ სიცრუის ბუნებას დიდ ცოდვად.  ასეთად ითვლება ის ქრისტიანული, მუსულმანური და ბუდისტური მორალის თვალსაზრისით. მატყუარებს ჰპირდებიან სასტიკ სასჯელს, მძიმე და უარყოფით კარმულ შედეგებს, საიქიოში ჯოჯოხეთში მოხვედრას.

    ქრისტიანობაში მკაცრად  არის დაგმობილი - რელიგიური სიცრუე, ცრუ ფიცი; ისლამში - ურწმუნოების დასაფარავი მოჩვენებითი ღვთისმოსაობა; ბუდიზმში - ბუდას სწავლების დამახინჯება, შერყვნა. ისლამი გარკვეულწილად უფრო რბილად და მოწყალედ უყურებს  მცირე სიცრუეს, როგორც ადამიანის სისუსტეს, თუ ის სიტყვიერად და არამრავლად გამოვლინდა რთულ ყოფით ვითარებაში და ალლაჰის რისვისგან გადარჩენის იმედსაც  უტოვებს მატყუარას, თუ მისი ტყუილი არ იყო მძიმე და დიდი. ქრისტიანობაშიც ეკლესიური პრინციპები ითვალისწინებენ იძულებითი ხასიათის ტყუილის შესაძლებლობას, მაგრამ იმ პირობით, რომ მორწმუნე ადამიანმა დაუღალავად უნდა მოინანიოს ცოდვა.

    მსოფლიო ელიტა კი, მანიპულირებს საზოგადოების ცნობიერებით და თანდათანობით, საუკუნიდან - საუკუნემდემოტყუებით უცვლის  ადამიანს  განვითარების ორიენტირებსა და მიზნებს. "სულიერი ცხონება, ხსნა" მან ჯერ ჩაანაცვლა "ეკონომიკური თანასწორობით", შემდეგ კი ორივე - "პოლიტიკური თავისუფლებებით", შემდგომ, უკვე  ეკონომიკური უთანასწორობის პირობებში, ხსნის გარანტიებს ის უტოვებს მხოლოდ რჩეულებს, რომელთა რიცხვი ელიტის პროგნოზით არ უნდა აღემატებოდეს ერთ "ოქროს მილიარდს".

    მაგრამ როგორ რეაგირებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სიცრუემ შეაღწია ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში? და თუ, როგორც ვარაუდობს ცნობილი ფსიქოლოგი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, სიცრუის ამოცნობის აღიარებული სპეციალისტი პოლ ეკმანი,  თანამედროვე ადამიანი საშუალოდ სამჯერ იტყუება საუბრის ათ წუთში. ხომ ვერ მოვახერხებთ სიცრუის დეტექტორზე მთელი კაცობრიობის შემოწმებას. მაშ როგორ მივაღწიოთ თავის დახსნას სიცრუის  საყოველთაო სენისგან  არა მხოლოდ ცალკეულმა ადამიანებმა, არამედ მთელმა ცივილიზაციამ?

    ცალკეული ადამიანისთვისაც, მის თემში, საზოგადოებაში, სახელმწიფოსა და, შეიძლება ითქვას, პლანეტარულ საზოგადოებაში თანამოაზრეების სიმრავლის  გარეშე - ეს რეალურად შეუძლებელია, ალბათ იმ შემთხვევაშიც კი, განდეგილის გზაც, რომ აირჩიოს. ხოლო მთლიანად კაცობრიობა,მისი ისტორიით თუ ვიმსჯელებთ, არასდროს  არც შეწუხებულა ამ პრობლემის გამო და არც დატვირთულა მისი გადაჭრით.

    ამიტომ, ალბათ რჩება ყველაზე უმარტივესი, მაგრამ არც თუ რეალური რეცეპტი, რომელიც  მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, პლანეტა დედამიწაზე მცხოვრებმა, მისი ყველა და ყველანაირი  კუთვნილების და იერარქიაში  სტატუსის მიუხედავად, უბრალოდ უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი სახის ტყუილი, სიცრუე  და ეს აქციოს საყოველთაო, სავალდებულო ნორმად!

    მომდევნო პუბლიკაციაში უკვე ვისაუბრებთ თვალთმაქცობა/ფარისევლობა/ პირფერობა/პირმოთნეობა/მაამებლობა/ მლიქვნელობაზე.

     

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გაერთიანებები/სოციალური ქცელები სასწავლო დაწესებულების მართვა სიახლე განათლების სფეროში დასვენება/ტურიზმი ინტერესები/კონკურსები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები მშობელი და ოჯახი სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები მეცნიერება/ტექნიკა განათლება საქართველოში და მსოფლიოში კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი სასარგებლო რჩევები ბავშვის აღზრდა მედიცინა და პროფილაქტიკა შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა საგანმანათლებლო დაწესებულებები გართობა/თამაშები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი გამოცემები/პუბლიკაციები კვალიფიკაციის ამაღლება ადამიანთაშორის ურთიერთობა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება სხვა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა ბავშვის კვება და მოვლა სარეკლამო მომსახურება ბუნება/ეკოლოგია ფიზიკური კულტურა და სპორტი პედაგოგიკა/ფსიქოლოგია რელიგია საზოგადოებრივი ურთიერთობები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024