მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ადამიანთა თაობები და თაობათა კონფლიქტი. ნანახია (1886) - ჯერ 24 იანვარი 2023

    კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მუდმივად იცვლებოდნენ თაობები. მათ  მსოფლმხედველობაში ხშირად შექმნილა არაერთი გაუგებრობ, ღირებულებითი შეუსაბამობა და განსხვავებულობა, რაც უმეტეს შემთხვევაში გადაზრდილა   დაპირისპირებებში ან კონფლიქტებში.

    ამის გამო, ყველა ეპოქაში, ანტიკური პერიოდიდან დაწყებული, თაობათა ურთიერთობის პრობლემა აქტიურად იხილებოდა პოეზიაში, პროზაში, დრამატურგიაში და ფერწერაშიც კი. ამის ბრწყინვალე ილუსტრაციას, მაგლითად, შეიძლება წარმოადგენდეს ჰოლანდიელი მხატვრის რემბრანდტის ცნობილი ნაშრომი - „უძღები ძის დაბრუნება“. ასევე საკმარისია გავიხსენოთ თუმდაც სოფოკლეს, შექსპირის, გოეთეს, მოლიერის, პრუსტის, სელინჯერის, ტურგენევის, გოგოლის რამდენიმე ნაწარმოები, ან ამ პრობლემასთან დაკავშირებით შეგახსენოთ ილია ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და მათი მხარდამჭერების პოეტურ-პუბლიცისტიკური პოლემიკა ლიტერატურულ ჟურნალში „ცისკარი“.

     „მამათა და შვილთა კონფლიქტი“ არასდროს არ ჩამქრალა. განსხვავებული  შინაარსობლივი დატვირთვითა და   სიმძაფრით ის, როგორც თაობათა ცვლის თანმხლე ფენომენი   მეორდებოდა საუკუნეების განმავლობაში და არ კარგავს აქტუალობას დღესაც.

    სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ პიროვნული ურთიერთობების კომპონენტი თაონბათა კონფლიქტში არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ უფო მეტად მას ქმნიან წინააღმდეგობები უშუალოდ თათაობებს შორის, აგრეთვე ის მოვლენები, რომლებიც აყალიბებენ შეხედულებებსა და ცხოვრებისეულ ღირებულებებს.

    სპეციალისტები თვლიან, რომ პირადი, გენდერული, ოჯახური და ეროვნული ღირებულებების კომბინაცია თითოეულ ადამიანში უნიკალურია. ამავდროულად, უმეტესი სიღრმისეული ფასეულობა ქვეცნობიერია და   თაობების გაზრდის პროცესში ფასეულობათა დაყოფა - შეფასება „კარგებად“ ან „ცუდებად“არ შეიძლება იყოს უტყუარი.

    სრულიად განსხვავებული ღირებულებების მქონე ახალი თაობა ჩნდება  ოც წელიწადში ერთხელ. მისი წარმომადგენლები 11-12 წლის ასაკში იწყებენ ჩვევებზე, სხვა ასაკის ადამიანებთან ურთიერთობებზე ორიენტირებულ  ჩამოყალიბებას, შემდგომში კი ცდილობენ ამ ფაქტორებზე გავლენას.

    ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს 1991 წელს შექმნილი თაობათა თეორია. ის ემსახურება გარკვეული თაობის დამახასიათებელი ღირებულებებისა და მახასიათებლების გამოკვეთას, რომლებიც   ახდენს გავლენას პიროვნების ხასიათზე, აყალიბებენ დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და გარშემო არსებული სამყაროს მიმართ.

    ამ თეორიის შემქმნელები იყვნენ ამერიკელები უილიამ შტრაუსი და ნილ ჰოუვი. მათი კვლევა აიგო რამდენიმე მეცნიერების გადაკვეთაზე. ნილ ჰოუვი იყო დემოგრაფი და ეკონომისტი, ხოლო უილიამ შტრაუსი - მწერალი, დრამატურგი და ისტორიკოსი. მათ გულმოდგინედ შეისწავლეს უშუალოდ თაობის ცნება.   ამ პროცესში ყურადღება მიიპყრო თაობათა კონფლიქტის არსმა, რომელიც (როგორც აღმოჩნდა) არ არის განპირობებული მხოლოდ ასაკობრივი სხვავობით. მართლაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალგაზრდებიც მშობლების ასაკს რომ მიაღწევენ, ზუსტად ისეთივე გახდებიან, როგორც მათი მშობლები, მაგრამ დაკვირვებამ აჩვენა, რომ ასე არ ხდება.

    გთავაზობთ თაობების გრადაციას დაბადების წლების გათვალისწინებით  და ასაკობრივად  განმასხვავებელ მახასიათებლებს უილიამ შტრაუსისა და ნილ ჰოუვის თეორიის მიხედვით.

    ალბათ, როგორც უკვე გაიგეთ, ღირებულებითი   შეხედულებებისა და ფასეულობების აღქმის მხრივ თაობებს შორის არსებობს განსხვავება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დაბადების დროის ინტერვალები, რათა გავიგოთ ვინ - ვინ არის:

    ·                 ბები - ბუმერების (Baby Boomer) თაობა (1944 - 1967 წწ.);

    ·                 თაობა X (1967 - 1984 წწ.);

    ·                 თაობა Y - მილენიალები (1984 - 2000 წწ.);

    ·                 თაობა Z (2000 - 2011 წწ.);

    ·                 ალფა გენერაცია/ თაობა (2011 წლიდან).

    მოდით განვიხილოთ თითოეული თაობა და დავიწყოთ ბები - ბუმერების თაობით. ვინ არიან? რით განსხვავდებიან ისინი სხვებისგან?

    უილიამ შტრაუსი და ნილ ჰოუვი ტერმინით „ბები - ბუმერი“ აღნიშნავდნენ ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ანუ დაქორწინების ზრდისა და შობადობის მკვეთრი გაზრდის პერიოდში, რის გამოც ეს თაობა  ძალიან მრავალრიცხოვანი გახდა.

    როგორ განსაზღვრავენ „ბები - ბუმერების“ თაობის ძირითად მახასიათებლებს?

    რა თქმა უნდა, ამ მრავალრიცხოვანი თაობის სოციო - ფსიქოტიპისა და ღირებულებითი მახასიათებლების ცალსახა განსაზღვრა ურთულესი ამოცანაა,   ამავდროულად შერჩევითი და კრებსითი სახით   მაინც როგორია ბები - ბუმერების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები?

     

    -               პირველ რიგში, ეს არის შრომისუნარიანობა. ისინი არ გაურბიან მძიმე და რუტინულ სამუშაოს. ამ თაობის მრავალი წარმომადგენლისთვის პირადი თვითრეალიზაცია უშუალო კავშირშია პროფესიულ მიღწევებთან.   ბევრი მათგანი დარწმუნებულია, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დაძაბული და დაუზარელი შრომის შედეგად.

    მათთვის  დამახასიათებელია:

    -  საკუთარი, ხშირად კონსერვატიული აზრის ქონა და მისი დაცვა.  ისინი არიან თავდაჯერებულები და მიუხედავად იმისა, რომ იცავენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებს,   შეუძლიათ  გამოხატონ თავიანთი აზრი.

    - გუნდში მუშაობის უნარი. ისინი ყოველთვის ცდილობენ   იმუშაონ გუნდურად. არ იზიდავთ მნიშვნელოვანი ამოცანების დამოუკიდებლად შესრულება. მათი აზრით - ეს წარმატების ერთადერთი სწორი გზაა.

    - სწრაფვა სანუკვარი მიზნის მიღწევისკენ. პირად და პროფესიულ ცხოვრებაში უმეტესობა შეპყრობილია კონკრეტული მიზნის დასახვით და მისი, რომც იყოს ხანგრძლივი, რეალიზაციის დაგეგმვით.

    -  გრძელვადიანი გეგმების აწყობა და,   ახალგაზრდა თაობისგან განსხვავებით, ცხოვრება არა დღევანდელი დღით, ხშირ შემთხვევაში   უარის  თქმა  რეალური ცხოვრებით ტკბობაზე.

    ამ თაობის ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლობის მაღალი დონით,  ოპტიმიზმითა და ნათელი მომავლის რწმენით, ტრადიციული ოჯახური ღირებულებებით და დომინანტური იდეოლოგიის ერთგულებით.

    ფული არ წარმოადგენდა მათ უმაღლეს ღირებულებას. ამავდროულად, ახალგაზრდა თაობისგან განსხვავებით, ისინი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად აგროვებდნენ არასაჭირო ნივთებს, იძენდნენ საცხოვრებელს, ავეჯს, დეკორატიულ სამშვენისებს. მათგან განსახვავებით ახალგაზრდობა არ ახვავებს და არ ზოგავს პრაქტიკულად გამოუსადეგარ ნივთებს, ურჩევნია არა იყიდოს, არამედ იქირავოს საცხოვრებლი, რათა არ შებოჭოს საკუთარი თავი, იყოს მობილური, იცხოვროს  დღეს და არა ხვალინდელი დღის იმედით.

    საილუსტრაციოთ მოვიყვან ერთ მარტივ, მაგრამ თვალსაჩინო   მაგალითს: ბევრ ხანდაზმულ ადამიანს გააჩნია საკმაო მოცულობის საშინაო ბიბლიოთეკა, რომლსაც აგროვებდა ათწლეულების განმავლობაში და   რომელიც მისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.   შვილები კი გაკვირვებით ათვალიერებენ წიგნების ამ ნაკრებებს და ვერ აღიქვამენ მის დანიშულებას, ვინაიდან განვითარებისთვის იყენებენ სრულიად განსხვავებულ ფორმატებს   – ონლაინ კომუნიკაციას, სხვა სახის საინფორმაციო შესაძლებლობებს, ვიდეოს, მოგზაურობას. თუმცა შვილები, რომლებიც გაიზარდნენ ელექტრონული მოწყობილობების სიუხვის პირობებში, არ ღებულობენ საკმარის ცოცხალ კომუნიკაციას, ამიტომ ცდილობენ ყველა განცდა, თუ გამოცდილება გაუზიარონ სხვებს სოციალური ქსელების საშუალებით.

    მათგან განსხვავებით ბუმერებს  მძიმე პირობების გამო საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდათ, ამჟამად  ჩვეულ ტექნოლოგიებზე და უამრავ თანამედროვე შესაძლებლობებზე წვდომა არ გააჩნდათ, ამიტომ   ბევრ რამეს განსხვავებულად აკეთებდნენ, ვიდრე, მაგალითად, Y და Z თაობები.   დროს ატარებდნენ არა ინტერნეტში, არამედ  წიგნების კითხვაში,  ურთიერთობდნენ  ყოველდღიურ ყოფაში - ოჯახში, საზოგადოებრივ ინსტიტუტებში, ქუჩაში.

    ამის გამო ბუმერები   აკრიტიკებენ ახალგაზრდა თაობას კომპიუტერთან დიდი დროის დახარჯვის გამო, ხოლო Y და Z თაობების წარმომადგენლები ამ კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევენ და ამტკიცებენ, რომ არავინ არ უნდა იხდიდეს ბოდიშს იმ კომფორტის გამოყენებისთვის, რაც თანამედროვე ტექნოლოგიას მოაქვს.

    „ახალი“ თაობა ამტკიცებს რადიკალური  გარდაქმნების უსწრაფესად განხორციელების  აუცილებლობას, ხოლო „ძველი“ თაობა არ ეთანხმება ამას. Y და Z თაობებს მიაჩნიათ, რომ ბუმერებმა არ დაუტოვეს   სასიცოცხლოდ ვარგისი და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემო და რომ უნდა იბრძოლონ ამისთვის.

    ანუ, თანამედროვე სამყაროში „ბები - ბუმერი“ -ს დაY, Z თაობებს შორის რეალურად არსებობს   ღირებულებითი კონფლიქტის საფუძველი.

    ბუმერების აზრით, განხეთქილება ღრმავდება  განსაკუთრებით ტრადიციულ  ფასეულობათა აღიარების თვალსაზრისით, რაც იქცევა თაობრივ უფსკრულად, ვინაიდან გააზრებულად  აღქმული ქრისტიანული, მუსლიმური თუ ბუდისტური სიბრძნის, მორალური პრინციპებისა და ღირებულებების გარეშე ახალი თაობა  შეიძლება გადაიქცეს ადვილად ზომბირებად და კონტროლირებად ერთდღიან პეპლებად.  ბუმერებს მიაჩნია, რომ შექმნილი პრობლემის მთავარ მიზეზს წარმოადგენს აზროვნების სიღრმის ნაკლებობა, რაც წარმოშობს   ხედვის ზედაპირულობას, რომელსაც აგრეთვე განაპირობებენ ძირითადად გამოყენებითი ხასიათის ცოდნა და მისი ვიწრო სეგმენტაცია- სპეციალიზაცია,

    თაობათა თანამედროვე პრობლემის დემოგრაფიული ასპექტი.

    იმისდა მიუხედავად, რომ ბები-ბუმერების თაობა ჯერ კიდევ საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მის უმეტესობამ უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. შეიძლება ითქვას, რომ ამოწურა თავისი შესაძლებლობების რესურსი. უკვე დაიწყო მისი დაქვეითება. ამ პროცესის მოჰყვება თანმხლე  უარყოფითი შედეგები.

    პრობლემის ნეგატიური ასპექტი უპირველეს ყოვლისა მდგომარეობს იმაში, რომ  თაობათა ცვლასთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს დემოგრაფიული ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესებ და ამ ფონზე განუხრელად გაიზრდება   ახალი თაობის პასუხისმგებლობა, დატვირთვაც სოციალური და ეკონომიკური  თვალსაზრისით. აგრეთვე მნიშვნელოვანი და ძნელად პროგნოზირებადი ცვლილებებია მოსალოდნელი სახელმწიფოების ფუნქციონირების, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს თვალსაზრისით, აგრეთვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

    მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებით ბუმერების თაობის მხრიდან ხშირად ისმის შეკთხვა  - რამდენად შეძლებენ Y და Z თაობები გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს?

    P.S. შემდეგ პუბლიკაციებში შეგვიძლია მოგიყვეთ X, Y, ალფა თაობების შესახებ.

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მეცნიერება და ტექნიკა მიფოლოგია საერთაშორისო ურთიერთობები ავიაცია ბუღალტერია და აუდიტი ეკონომიკა სხვა არქიტექტურა კულტურა და ხელონება საბაჟო სისტემა სტატისტიკა ჟურნალისტიკა ბიოლოგია დაზღვევა ფიზიკა უცხოური ლიტერატურა ქიმია კულტუროლოგია მეტალურგია გადასახადები გეოპოლიტიკა ისტორია სოფლის მეურნეობა პედაგოგიკა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ფინანსები და კრედიტი კრიმინალისტიკა მათემატიკა გეოგრაფია ფსიქოლოგია სოციოლოგია მართვა მენეჯმენტი მედიცინა, ჯანმთელობა საბირჟო საქმე ფიზკულტურა და სპორტი რელიგია ლოგიკა მარკეტინგი და რეკლამა ტრანსპრტი ელექტრონიკა ფილოსოფია გეოდეზია პოლიტოლოგია მრეწველობა, წარმოება მშობლიური ენა და ლიტერატურა სექსოლოგია უცხო ენები ჟურნალისტიკა და PR მეწარმეობა ტურიზმი ასტრონომია კულინარია პროგრამირება მასმედია ვეტერინარია გეოლოგია ინფორმატიკა ინვესტიციები საბანკო საქმე მუსიკა ეკოლოგია სახელმწიფო მოწყობა და მართვა სამართალი ზოოლოგია ლოგისტიკა ტექნოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024