მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    თაობა Y ნანახია (1592) - ჯერ 11 თებერვალი 2023

    I.    ვინ არიან თაობა Y- ის წარმომადგენლები.

    Y თაობა, ასევე ცნობილ როგორც თაობა NEXT ან მილენიალები, წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ 1984-დან 2000 წლამდე.  მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში ამ თაობის გამოსაცნობი თარიღი იცვლება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური პირობებიდან გამომდინარე,   კერძოდ, იდენტიფიკაცია იქ იწყება 1981 წლიდან და სრულდება 1996 წლით. თუმცა ორივე ვარიანტში, აღნიშნული თაობის  ზრდასრული წარმომადგენლები უახლოვდებიან 40 წლის ასაკს, ან უკვე მიაღწიეს მას.

    ამ თაობის უმეტესობა იზრდებოდა უმკაცრესი, სავალდებულო წესების მიღმა და დისციპლინის  უპირობო დაცვის გარეშე. და ამ ფაქტორმა, სოციოლოგ ფრენკ ფურედის აზრით, საოცრად შეანელა გადასვლა ზრდასრულ ასაკში. ამიტომ ამ თაობისთვის გამოიგონეს კიდევაც ამსახველი  ნეოლოგიზმი: ინგლისურიდან - „kidults“, ანუ „ბავშვები“ და „adults“ე.ი. „ ზრდასრულები“ , რაც ალბათ უნდა აღვიქვათ როგორც  „ზრდასრული ბავშვები“.  

    ფსიქოლოგები ასახელებენ ამ ადამიანების გაჭიანურებული ბავშვობის ყველაზე დამაჯერებელ მიზეზს, კერძოდ კი,  რომ მათ არ სურთ გაიმეორონ თავიანთი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მშობლების, ანუ წინა თაობის, „ბუმერების“ შეცდომები, ვინაიდან ისინი  ადრე იწყებდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და "ცხოვრობდენ მხოლოდ იმისთვის, რომ ეშრომად".

    ამავდროულად,   მიუხედავად იმისა, რომ „იგრეკები“უმეტესწილად არ ჩქარობენ ზრდასრულ ცხოვრებაში შესვლას 30-40 წლის ასაკისათვის ისინი მაინც „იზრდებიან“ და „ზრდასრული“ მოვალეობების   განსხვავებულად შესრულების შემთხვევაშიც კი მზად არიან საკუთარი გზით მოიპოვონ საარსებო ფულადი სახსრები, რათა გადაიხადონ გადასახადები, დაგეგმონ გასაწევი ხარჯები, მ.შ. დასვენებისთვის, მოხუცი მშობლების მოვლისათვის და ა.შ. გარდა ამისა ისინი ნაწილობრივ ავლენენ მზაობას მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და არჩევნებშიც კი. ამ რეალობის გათვალისწინებით ბევრი სოციოლოგი ამტკიცებს, რომ „ საზოგადოებრივი აღქმის თვალსაზრისით ეს გენერაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ თაობას“.

    საყურადღებო და გასათვალისწინებელია აგრეთევე, რომ ერთი თაობის ფარგლებში Y თაობა არ წარმოადგენს ცალნიშნა და ცალსახა მასას და ის გარემოება, რომ მას აყალიბებს ათობით შემადგენელი ჯგუფი, კატეგორია და ადამიანთა მრავალი ტიპაჟი.

    ამ თაობის საკმაოდ დიდი მასის ფართომასშტაბიანი კვლევის (Exponential ) შედეგად  გამოვლინდა აღნიშნული თაობის შემდგენი 12 ქვეჯგუფი, ხოლო თითოეული მათგნის თვისებებს „განაპირობებს დამახასიათებელი რეაქცია ეკონომიკაზე, გლობალიზაციასა და სოციალურ მედიაზე. "

    1)  თაობა Y-ის ზოგადი თავისებურებები.  

    უდაოა, რომ Y თაობა - ახალი ეპოქის პროდუქტია. ამიტომ თავისი მახასიათებლებით ის ყველაზე მეტად განსხვავდება წინამორბედებისგან. და, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა მხოლოდ თაობათა მარტივ კონფლიქთან, არამედ იმასთან, რომ ამ თაობის წარმომადგენლები განსხვავებული ხალხია, თავისი განსხვავებული მსოფლმხედველობითა და ღირებულებებითი ორიენტირებით.

    ამ თაობის გამოკვეთილი წარმომადგენლები არიან საკუთარი ცხოვრების შემქმნელები, უმეტესწილად ისინი არიან ამბიციური შრომისმოყვარეები, რომლებიც თვითონ იქმნიან საურველ რეალობას, ხოლო ოცნებებში - მდიდრი და ცნობილი ადამიანები, რომლებსაც მიბაძებენ სხვები. თუმცა, დასახული და მისაღწევი წარმატების ფარდის მიღმა ხშირად იმალება სიღარიბის შიში ან ბრწყინვალე ცხოვრების შესაძლო მიუღწევლობა.

    წინა თაობებისგან განსხვავებით, მათ ახასიათებთ იდეალური, თუმც წარმოსახვითი, გარეგანი იმიჯის, მაგრამ მაინც სოციალური წარმატების მუდმივი სურვილი, ამავდროულად, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნელობის დონე გაზრდილია 30%-ით, ხოლო გარემოცვისთვის მიმართ - 40%. (წყარო: ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევა).

    ღირებულებითი ორიენტირები, რომლებიც   „ჩაბეჭდილები“ არიან მათ ცხოვრებისეულ პროგრამაში, აიძულებენ ამ ადამიანებს თავიანთი ცხოვრება აუცილებლად „მოარგონ“ წარმატების კრიტერიუმების მუდმივად მზარდ დონეს და ამ გარდაუვალ პირობას ისინი ვერ გაექცევიან.

    Y თაობის გარეგნულ სახესთან დაკავშირებით, ალბათ უნდა გავიხსენოთ ამ გენერაციის გოგონების და ბიჭების იდეალური სახეები პრიალა ჟურნალების გარეკანებიდან, ჰოლივუდის ფილმების კადრებიდან, საქონლისა და სერვისების მიმწოდებლების მარკეტინგულ-სარეკლამო მანიპულაციებიდან, რომლებიც არწმუნებდნენ ყველას, რომ ბედნიერება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ სრულყოფილების შემთხვევაში. და ასევე გავიხსენოთ თაობისთვის დამახასიათებელი „ფიტნესი - გამოფიტვამდე“, სიგამხდრის კულტი და 90-იანი წლების ბავშვებში ანორექსიის მატებაც.

    განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ წინა თაობების მსგავსად ამ თაობასაც გააჩნია თავისი ჩრდილოვანი მხარეები და სუსტი წერტილები. სხვებთან შედარებით ამ თაობის ბევრი წარმომადგენელი უფრო მეტად არის მიდრეკილი  დეპრესიისაკენ, სუიციდისკენ და გააჩნია სხვადასხვა სახის დამოკიდებულებები - აზარტული თამაშებიდან დაწყებული უზომო შოპინგამდე, ასევე ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებამდე.

    2)    Y თაობის ადამიანების პერსონიფიცირებული მახასიათებლები.

    იმ პირობებშიც კი, როცა Y თაობას ჯერ არ დაუსრულებია საკუთარი თავის ძიება, მისი ყველაზე გამოკვეთილი წარმომადგენლების ფსიქოლოგიური პორტრეტი მეტ-ნაკლებად მაინც გამოიხატა.

    პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში ისინი ოპტიმისტები არიან, მათთვის ცხოვრება საინტერესო და შესაძლებლობებით სავსეა. Y თაობის წარმომადგენლების უმრავლესობისთვის მთავარია არა შედეგი, რომლისკენ დიდხანს და რთულად უნდა იარონ, არამედ ამ გზის სასიამოვნო და კომფორტული პროცესია.

    სამსახურში ისინი უპირატესებას ანიჭებენ:

    ·                 თანაბარ კონკურენცია;

    ·                 ლიდერობასა და არა ხელმძღვანელობას;

    ·                 პარტნიორობასა და არა დაქვემდებარება-დამორჩილებას;

    ·                 ინფორმაციის გაცვლა-გაზიარებასა და არა მისი დაცვა;

    ·                 გადაწყვეტილების მიღება დისკუსიისა და ექსპერტული დასკვნის საფუძველზე და არა   ბრმად, ზემოდან მოცემული მითითების ან მოითხოვნის, ადმინისტრაციული კარნახის შედეგად;

    ·                 სამსახურის ადვილად შეცვლას, ვინაიდან  არ არიან მიდრეკილნი ერთ სამსახურში დიდხანს დარჩენისკენ, მიაჩნიათ, რომ მისი რეგულარულად შეცვლა ბუნებრივია და ძალზე მნიშვნელოვანია სპეციალისტად ჩამოყალიბება;

    ·                 მუშაობა სიამოვნებისთვის, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების გამიჯვნა;

    ·                 ისეთი ტიპის დასაქმებას, რომელიც შესაძლოა უზრყოფილია უფროსი თაობის მიერ, მაგალითად, როგორიცაა დისტანციური   ან თავისუფალი მუშაობა (ფრილანსი).

    Y თაობის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ხედვა და ორიენტირი:

    ·                 ისინი არ ჩქარობენ დაქორწინდნენ, შექმნან ოჯახი, შეიძენონ  საკუთარი სახლი   და ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ეკონომიკური ვარდნა, შედეგად კი უმუშევრობა და ძვირადღირებული საცხოვრებელი;

    ·                 არ არიან მზად აიღონ სესხი;  

    ·                 ყველაფერზე მაღლა აყენებენ სულიერ ღირებულებებს, დამოუკიდებლობასა და რწმენას საკუთარ თავში, სიტყვისა და არჩევანის თავისუფლებას;

    ·                 მშვიდი დამოკიდებულება გააჩნიათ სხვა რასის, ეროვნების მიმართ, ლოიალურად უყურებენ   სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს;

    ·                 არ ახასიათებთ ხელისუფლების წინაშე „დაჩოქების“ ჩვევა, შეუწყნარებლები არიან კორუფციის მიმართ.

    და ბოლოს, ანუ დასასრულს.

    Y თაობა არის ტექნიკურად განათლებული, გააჩნია ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი,  მუდმივად მიისწრაფვის ახალი ცოდნისკენ. მისი წარმომადგენლები სიამოვნებით სწავლას უთავსებენ  სპორტ, მუსიკას და სხვა გატაცებებ. მაგრამ თუ რაღაც არ მოსწონთ ან შედეგი მისაღწევად ითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევა, მაშინვე ტოვებენ მათ.

    ზოგიერთი ფსიქოლოგი,Y თაობის წარმომადგენლებს, საკმაო დასაბუთებით, უწოდებს „ელექტრონულ ადამიანებს“.

    ისინი აღიზარდნენ კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებზე, ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება სმარტფონის, აპლიკაციებისა და მესინჯერების გარეშე, ძალიან აფასებენ ციფრულ კომფორტს, ინფორმაციის სწრაფი მიღების შესაძლებლობას. სოციოლოგების აზრით, მრავალ კრიტერიუმთან ერთად, ამ კრიტერიუმებმაც მიაკუთვნეს ეს ადამიანები Y თაობის კატეგორიას.

    ხოლო თაობათა სახვადასხვა მახასიათებლების   კვლევებისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საიტი იძლევა შემდეგ სტატისტიკას: Y თაობის წარმომადგენლების 95%-ს აქვს პერსონალური კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, 15%-ზე მეტი მუდმივად იმყოფება ინტერნეტში, ონლაინ ქსელებში, მუსიკის მოსმენისა და ფილმების ნახვისათვის უპირატესობას ანიჭებს ისეთ სერვისებს, როგორიცაა LiveJournal, FaceBook, Twitter, YouTube. აგრეთვე 50%-ზე მეტი მუსიკასა თუ ფილმებს აზიარებს პირინგული (ინგლისური peer-to-peer, ტოლი ტოლთან) კომპიუტერული ქსელების  მეშვეობით  და 30%-ზე მეტია იმ ადამიანთა ხვედრითი წილი, რომლებიც მართავენ  ბლოგს.

    მომდევნო პუბლიკაციაში ვისაუბრებთ თაობაზე   Z >>>  

    ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გართობა/თამაშები შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა მედიცინა და პროფილაქტიკა განათლება საქართველოში და მსოფლიოში ადამიანთაშორის ურთიერთობა გამოცემები/პუბლიკაციები მშობელი და ოჯახი სიახლე განათლების სფეროში რელიგია სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები ბავშვის კვება და მოვლა სასწავლო დაწესებულების მართვა მეცნიერება/ტექნიკა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია კვალიფიკაციის ამაღლება ინტერესები/კონკურსები სარეკლამო მომსახურება საგანმანათლებლო დაწესებულებები გაერთიანებები/სოციალური ქცელები საზოგადოებრივი ურთიერთობები სასარგებლო რჩევები ბავშვის აღზრდა დასვენება/ტურიზმი სხვა ბუნება/ეკოლოგია მომზადება/ტესტირება/ჩაბარება ფიზიკური კულტურა და სპორტი სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები დასაქმება/კარიერა/ბიზნესი კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024