12 - 16 წლის ასაკში მოზარდებში იღვიძებს ინტერესი საკუთარი გარეგნობის მიმართ. თქვენი შვილი უფრო ხშირად იყურება სარკეში, მტკივნეულად განიცდის სახის კანის ოდნავ გაღიზიანებასაც კი და პანიკაში ვარდება უმნიშვნელო მუწუკის, შავი ფერიმჭამელისა ან ჩირქოვანი გამონაყარის პირველივე გამოჩენის შემთხვევაში. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში, იკეტება საკუთარ თავში, ერიდება თანატოლებთან ურთიერთობას, ხდება გადამეტებულად მორიდებული. მომხდარი ცვლილებები შეგიძლიათ შეატყოთ სწავლისადმი დამოკიდებულებაში და მის შედეგებშიც. |