სტუდენტური პრობლემების თაობაზე პერიოდულად ქვეყნდება სტატიები, რომლებსაც სტუდენტები იშვიათად კითხულობენ და თუ კითხულობენ, არ ახდენენ არავითარ რეაგირებას. ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ, რომ ამ პუბლიკაციების ავტორები ბოლომდე გულწრფელად და რეალურად არ ასახავენ დღევანდელი სტუდენტობის პრობლემებს ან წარმოაჩენენ მათ საკუთარი სტუდენტობიდან შემორჩენილი შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე.