მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    პედაგოგებს
  • სტუმარი
  • მთავარი თემა
  • გაერთიანებათა აქტუალური თემები
  • ეს საინტერესოა
  • სწავლების მეთოდები
  • გამოკითხვები

  • კითხვა - პასუხი
  • გაიარეთ ტესტი
  • დაამატეთ განცხადება
  • ყველაზე კითხვადი პუბლიკაციები
  • პედაგოგთა გაერთიანებები
  • პედაგოგებს >> მთავარი თემა
     
    განსხვავებული შეხედულებები განათლების თაობაზე 29 აგვისტო 2009

    მოგიყვებით ფრიად საინტერესო და დამაფიქრებელ ისტორიას, რომელიც ამოვიკითხეთ უამრავ მასალებში ”ჭეშმარიტების” ძიების პროცესში.
    მეოცე საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა   მასწავლებელი უბრუნდებოდა მშობლიურ პატარა სოფელს, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში. ამ ომმა ბევრი რამ შეცვალა ევროპელთა მსოფლმხედველობაში. მათი რწმენა პროგრესის, ადამიანის გონიერების, ჰუმანიზმის თაობაზე დარჩა წარსულში: გერმანელი ყმაწვილები, რომლებმაც ზეპირად იცოდნენ შილერი, ჰოეთე და კორნელისა და რასინის   მემკვიდრე მათი ფრანგი თანატოლები, ანუ ორი დიდი კულტურის მქონე ერის ახალგაზრდა წარმომადგენლები შეხვდნენ სანგარში და, ორი ყველაზე საუკეთესო სკოლების კურსდამთავრებულები, მზად იყვნენ მოეკლათ ერთმანეთი. ევროპელთა აზრით ეს იყო იმის ნიშანი, რომ მათი განათლება არ იყო სრულყოფილი, კორნელი და შილერი არ ყოფილა საკმარისი, ნამდვილი განათლება უნდა იძლეოდეს უფრო მეტს, ვიდრე მათემატიკის ცოდნა ან ლამაზი ხელწერა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ვერ დაუბრუნდებოდნენ ძველ სკოლას. ასეთი იყო პირველი მსოფლიო ომის დასკვნა და ამიტომაც ამ იდეებით გამჭვალული გერმანელი რუდოლფ შტაინერი პატარა ქალაქ ვალდორფში იწყებს ლექციების კითხვას ანტროპოლოგიის საკითხებზე. იტალიაში მარია მონტესსორი ხსნის განსხვავებულ პრინციპებზე მომუშავე ბაგა-ბაღს. ინგლისში ალექსანდრე ნილლი სამერხილდის სკოლაში თავაზობს მოსწავლეებს თვითონ გადაწყვიტონ, როდის იარონ გაკვეთილებზე და როდის ითამაშონ ფეხბურთი. ხოლო ომიდან დაბრუნებული ფრანგი სელესტენ ფრენე უბრუნდება თავის სოფლის სკოლას ღრმა რწმენით, რომ სკოლა უნდა გახდეს სხვანაირი.

    ბევრი საფიქრალი გვაქვს დღესაც. გაკვეთილიდან გამოგდებულ მეოთხე კლასელ გიორგის დირექტორი ეკითხება თუ რატომ არის ის დერეფანში. დიდი ჭოჭმანის შემდეგ ის პასუხობს: ”ხელს ვწევდი, მინდოდა მეპასუხა, მასწავლებელმა კი არ მომცა ამის საშუალება”. დირექტორი უხსნის მოსწავლეს, რომ ერთდროულად მასწავლებელს არ შეუძლია მოუსმინოს ყველას, რაზედაც ღებულობს პასუხს: ”მასწავლებელს არ ვუყვარვარ”. სკოლა და სიყვარული - რამდენად შეიძლება მათი შეთავსება, რამდენად შესაძლებელია ერთნაირად გიყვარდეს ყველა მოსწავლე მათემატიკის გაკვეთილზე. ან როგორი უნდა იყოს ურთიერთობა - თბილი ღიმილით, კეთილი ხუმრობით, თავზე ხელის გადასმით, თუ?... და როგორ შეუთავსოთ ერთმანეთს მათემატიკური წესების ახსნა ან გამოკითხვა მოფერებასთან, თავზე ხელის გადასმასთან. ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია არა მარტო მოფერება, არამედ ბავშვებისადმი ღირსეული მოპყრობა, მას უნდა მივცეთ იმის საშუალება თამამად აითვისოს ის, რაც მისთვის საინტერესოა, გაკვეთილზე შეასრულოს სამუშაო და მისთვის გასაგები უნდა იყოს რას აკეთებს.რამდენად შესაძლებელია ეს დღევანდელ სკოლაში, მისი სახელმწიფო პროგრამით, მკაცრი სტანდარტებითა და ერთიანი სახელმწიფო გამოცდის ჩარჩოს დაგეგმარებით? თუ ჩვენ სხვა სახის სკოლა გვესაჭიროება? რა გააკეთა ჩვენი ისტორიის გმირმა ფრანგმა მასწავლებელმა სელესტენ ფრენემ, რათა შეეცვალა სკოლა. მან სკოლაში მოიტანა პატარა ტიპოგრაფიული დაზგა და მოსწავლეებთან ერთად დაიწყო გაზეთის ტექსტების ბეჭდვა. ბევრი რამ შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ თურმე ბავშვებს ყვარებია წერა, ისევე, როგორც უყვართ საუბარი, თამაში, ხატვა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქმე აქვთ   დამოუკიდებლად დაწერილ ტექსტთან და არა ვარჯიშების გადაწერასთან. რატომ? პირველი - იმიტომ, რომ ბავშვს მიეცა საშუალება ეწერა მისთვის გასაგებ და სასიამოვნო თემებზე: როგორ თამაშობდა თანატოლებთან, დადიოდა საყიდლებზე მშობლებთან ერთად, უსმენდა კოდალას ტყეში, სტუმრად ჩავიდა ბებიასთან და ა.შ.. თემა თურმე შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ აღწერდეს რეალობასა და არა ნაბეჭდ სურათზე აღბეჭდილ ისტორიას. მეორე - შეირჩა პრინციპი: მოსწავლემ ისაუბროს - რათა მას უსმენდნენ, წეროს - რათა მის ნაწერს კითხულობდნენ. ბავშვების ნაწერი იბეჭდებოდა იმ პატარა დაზგით, ქვეყნდებოდა სასკოლო გაზეთში, ურიგდებოდა მშობლებს, ეგზავნებოდა მეგობრებს მეზობელ სკოლაში. წარმოიდგინეთ, იგონებდა ფრენე, მართლწერას უკეთ სწავლობდნენ ტექსტის რედაქტირების პროცესში და იმახსოვრებდნენ მხედველობითი და ტაქტილური მეხსიერების, პრაქტიკული გამოცდილების მეშვეობით. ფრენეს აზრით, მხოლოდ მართლწერის წესების მექანიკური დამახსოვრებით და ცოდნის საკონტროლო წერის მეშვეობით, ვერ ასწავლი მშობლიურ ენას. თავისუფალი ტექსტები - სწავლების მეთოდების მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. მათემატიკის სწავლება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, თუ კი ბავშვები ზომავენ და წონიან რაღაც საგნებს, ადგენენ სასკოლო ეზოს სიგრძეს, სიგანეს, ფართობს ან ითვლიან მეზობელ ქალაქში მოგზაურობის ხარჯთაღრიცხვას. ბუნების ცოდნისათვის - მიდიან და უყურებენ მდინარეს, მცენარეებს, ცხოველებს, ამზადებენ მოხსენებას შინაურ პირუტყვსა თუ დინოზავრებზე. ისტორიის სწავლებაში- გარდა სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტებისა, პაპის მონაყოლიდან შესაძლებელია უახლესი ისტორიის შედგენა და თანატოლისთვის მოყოლა. ლიტერატურის სწავლებაში - საყვარელი ნაწარმოებების წაკითხვა, სპექტაკლების დადგმა, ლექსებისა და მოთხრობის წერა. ანუ ეს სკოლა, სწავლებაა, სადაც ბავშვისათვის ბევრი საინტერესო საქმეა, არავინ არ უშლის ერთმანეთს მუშაობაში, უფრო მეტიც, ყველა ერთმანეთს ეხმარება, მხარს უჭერს, სადაც საქმიანობენ ჯგუფურად და ჯგუფებში იხილავენ ინდივიდუალურ ნამუშევარს და, თურმე, იმავდროულად შეიძლება სრულდებოდეს ”სახელმწიფო პროგრამაც”. ასეთ არჩევანს აკეთებენ ევროპელები, როდესაც ეძებდნენ თავისი სკოლის ოპტიმალურ ვარიანტს. დღესაც, როდესაც ქალაქ მონტერეის სკოლის დირექტორს - ვერონიკ დეკერს შეეკითხნენ, რამდენი კომპიუტერი აქვს სკოლაში და არის თუ არა მისი სკოლა თანამედროვე, მან განმარტა, რომ სკოლის პრობლემა არა კომპიუტერთა რაოდენობაშია და თანამედროვე განათლება აგებულია არა მხოლოდ მათ ქონაზე, არამედ უმთავრესია მოსწავლეებს ჰქონდეთ ინტერესი. უფრო მნიშვნელოვანია სურთ თუ არა მათ სწავლა, ესმით თუ არა იმის არსი, რასაც აკეთებენ. ასეთი გზით მიდიოდა და მიდის ევროპა განათლების განვითარების საქმეში. საქართველოშიც ჩვენ, ჩვენი გადასახედიდან, ეროვნულ საწყისებზე, ტრადიციებზე დაყრდნობით კარგად უნდა დაუფიქრდეთ   სკოლის მომავალს.

    რა გზით ვიაროთ? გადმოვიტანოთ სხვისი თუნდაც   წარმატებული შტამპები და ძალისმიერი მეთოდებით ვეცადოთ დავნერგოთ ჩვენ სკოლაში? დაუბრუნდეთ ახლო წარსულს, თუ ევროპული და საკუთარი გამოცდილების, ტრადიციების, გოგებაშვილის ნაანდერძევის ორგანული შერწყმით შევქმნათ ახალი ქართული სკოლა! მოდით ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ ერთად. მით უფრო იმიტომაც, რომ ეს საკითხები აწუხებენ მავანს და ამის მოსმენა გვიხდება ქუჩაში, მაღაზიაში, ტრანსპორტში, აუდიტორიაში - ყველგან, სადაც ადამიანს ეძლევა საშუალება იმსჯელოს საჭირბოროტო საკითხებზე.

    გაზიარება
    კომენტარები  
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  • არქივი  
    ოქსფორდის პროგრამებით მასწავლებელთა გადამზადება მიმდინარეობს 06 დეკემბერი 2010

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი   ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და English book Georgia-ს ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში თბილისის, მცხეთისა და რუსთავის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები მონაწილეობენ. ტრენინგს ოქსფორდის მასწავლებელთა აკადემიის ინგლისური ენის სწავლების კურსის ხელმძღვანელი ტერეზა დოგუელი ახორციელებს.  
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” 10 ივნისი 2010

     პატივცემულო ქალბატონებო  და ბატონებო! ძვირფასო პედაგოგებო !

    2010 წლის 10 ივნისის დასრულდა შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ”ნოვატორი” ნამუშევართა ონლაინ შეფასება. დაფიქსირდა დასკვნითი ეტაპის შედეგები. 25 ივნისს ჩატარდა ჟიურის დასკვნითი სხდომა. დადგინდა 25 გამარჯვებული ნაშრომი, სამი ლაურეატი და ინოვაციური  სკოლა.  ყველას ვულოცავთ  გამარჯვებულს !

    შემოქმედ პედაგოგთა 2010 წლის კონკურსი ”ნოვატორი” - დასრულდა. ის აღსავსე იყო ემოციებითა და განცდებით. მრავალმა პედაგოგმა კონკურსზე  წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი. სამწუხაროდპრდაგოგთა გარკვეული ნაწილი  გულნატკენი დარჩა, მათ  სხვა და სხვა მიზეზების გამო ვერ შესძლეს  ან ვერ მოასწრეს  ნაშრომის წარმოდგენა. კონკურსმა გამოიწვია პედაგოგიური საზოგადოების აქტიური ინტერესი და გამოხმაურება:  მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული ცენტრების, უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებმა.  მან  მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი:  ქედის რაიონიდან - ახმეტის რაიონამდე; ამბროლაურიდან - ბოლნისამდე. შესარჩევი ეტაპების შედეგად 193 პედაგოგმა წარმოადგინა 176 ნამუშევარი. მსვლელობის პერიოდში (Google Analytics სტატისტიკის შესაბამისად) პორტალის მომხმარებლებმა 43 863 ჯერ წაიკითხეს საკონკურსო ნამუშევრები, 5366 პედაგოგი შეუერთდა თემატურ გაერთიანებას და    მიიღო  მონაწილეობა ნამუშევართა შეასებაში. 2134-მა კომენტარის  მეშვეობით  გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ან მოსაზრება.

    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი ”ნოვატორი” 19 თებერვალი 2010
    პატივცემულო პედაგოგებო,
    ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბრის თვეში პორტალმა Education.ge მოგმართათ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსის ჩატარების წინადადებით (პედაგოგებს >> მთავარი თემა). თქვენი წერილების გათვალისწინებით იდეამ მიიღო საბოლოო სახე.   კონკურსის ჩატარებას მხარი დაუჭირეს და თანაინიციატორები გახდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი, DVV International - ის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია, პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრი “One World", ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა. დაიხვეწა ჩატარების ორგანიზაციული საკითხები, დადგინდა ვადები,   შემუშავდა დებულება და კონკურსის ჩატარება იქცა რეალობად.
    შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი - ”ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს” 07 სექტემბერი 2009

    მოზარდი თაობის აღზრდა-განათლებაში პედაგოგის შრომა - მშობლის ამაგის ტოლმნიშვნელოვანია.როგორც მშობელი - შვილისგან, ასევე თქვენ- აღსაზრდელისგან არ ითხოვთ ამაგის დაფასებას. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დაინახოს და დააფასოს შრომის შედეგი.მაგრამ ყოველთვის როდი ვაცნობიერებთ პედაგოგთა ღვაწლსა და ამაგს და იმას, თუ რა ინტელექტის, სულიერი და ზნეობრივი სიმდიდრის მატარებელია ჩვენი ქვეყნის მასწავლებლობა.ძვირფასო პედაგოგებო, ნება გვიბოძეთ ნაწილობრივ მაინც გამოვისყიდოთ ვალი და   შემოგთავაზოთ შემოქმედ პედაგოგთა კონკურსი - ”ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს”,რათა ღირსეულად დაფასდეს თქვენი შრომა და პროფესიონალიზმი.    

     
    საკვანძო სიტყვები  
    კონფერენციები/ღონისძიებები ვყიდი ტენდერები/გრანტები სასწავლო პროგრამები გავაჩუქებ ფიზიკური კულტურა/სპორტი ვარ სპეციალისტი ხელოვნება/კულტურა კურსები/ტრენინგები/სტაჟირება განათლება/სწავლება ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა სტიპენდიები მომსახურება ვეძებ სპეციალისტს ტურიზმი/დასვენება/გართობა ვიყიდი სხვა ვცვლი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2025