პროფესიულმა სკოლამ "ინტერსერვისი", ელექტრონულმა პლატფორმამ e-chef.ge და მათ პარტნიორებმა საზოგადოებრივი კვების სფეროში გამოაცხადეს კონკურსი მზარეულის პროფესიის შესწავლაზე, სპეციალიზაციით - "ცომეულის კულინარიული ნაწარმისა და კერძების მზარეული", აგრეთვე " სუშის მზარეული ", შემდგომი დასაქმებით შეძენილ პროფესიაში. აღნიშნული შეთავაზება უდავოდ იმსახურებს ყველა იმ ადამიანის ყურადღებას, ვისაც ყოველთვის სურდა და ამჟამადაც სურს დასაქმდეს კულინარიის სფეროში.
|