მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     
    რა გააკეთოს აბიტურიენტმა გამოცდის წარმატებულად ჩაბარებისათვის ნანახია (14031) - ჯერ 17 აგვისტო 2009

    გამოცდებისათვის მომზადების პროცესში აბიტურიენტს უწევს ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა. ხშირად რომელიმე ავიწყდება, ხოლო სხვა საქმის დასრულებას ვერ ასწრებს. სწორედ ამგვარი ჩავარდნიდან თავის დასაღწევად საჭიროა მაქსიმალური მობილიზება და თვითორგანიზება. ამისათვის შემოგთავაზებთ დროს ეფექტური მართვის წესებსა და ტექნიკას, ანუ თავისებურ time-მენეჯმენტს. პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ საქმე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ნაკლებმნიშვნელოვანი და ორთავე შესაძლებელია, რომ იყოს სასწრაფო და არა სასწრაფო. მნიშვნელოვან სასწრაფო საქმეებს მიეკუთვნება ის კატეგორია, რომელიც ითხოვს გადაუდებელ შესრულებას. მნიშვნელოვანი არა სასწრაფო საქმეები - ეს იმ საქმეთა ნუსხაა, რომელთა შესრულების დრო ითმენს, მაგრამ თუ მათ არ მიაქცევთ სათანადო ყურადღებას, ისინი რაღაც მომენტში უცბად გადაინაცვლებენ პირველ კატეგორიაში. არა მნიშვნელოვან სასწრაფო საქმეებს ახასიათებს ის, რომ მათი შესრულება შესაძლებელია მეორე რიგში, მაგალითად, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია უმაღლესში ჩაბარება, ეს ნიშნავს, რომ ამჯერად ფეხბურთს უთქვენოდ ითამაშებენ. არა მნიშვნელოვანი და არა სასწრაფო საქმეებისათვის დრო შეგიძლიათ გამოყოთ ნარჩენი პრინციპით. ყოველთვის გახსოვდეთ ძირითადი საქმეები, ხოლო თუ დაგრჩებათ დრო, მაშინ შეგიძლიათ მიუჯდეთ კომპიუტერს და ჩაერთოთ მეგობრების დისკუსიაში რომელიმე ფორუმზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ იგივე ფორუმზე არა უმაღლესში წარმატებული ჩაბარების თაობაზე ”ტრაბახი”, არამედ გამოცდაზე მარცხის შესახებ მოყოლა.

    მიდგომა პირველი: ყოველთვის დაისახეთ რეალური მიზნები., ამოცანებიდან გამომდინარე, განსხვავებული ფერის ფლომასტერებით ქაღალდზე მოინიშნეთ გასაკეთებელი საქმეები ან ამოცანები, რომელთა გადაწყვეტაც მოგიწევთ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ არ გამოგრჩეთ არც ერთი განსახორციელებელი საქმე და ის შეასრულოთ დადგენილ ვადებში.

    მიდგომა მეორე: ისწავლეთ ყურადღების გააზრებულად კონცენტრირება და მისი გადართვა. დაგეგმილი საქმეები დაიყავით შემადგენელ ქვენაწილებად და მათი თანმიმდევრობა ააგეთ იმნაირად, რომ წერითი სამუშაო ენაცვლებოდეს ურთიერთობებს, გონებრივი დატვირთვა - ფიზიკურს და ა.შ.. მაგალითად, თუ ”გაიჭედეთ” მათემატიკური ამოცანის ამოხსნაში, გადაერთეთ თქვენს მიერ გაწერილი გეგმის განსხვავებული ხასიათის პუნქტზე, რომელიც არ ითხოვს ძლიერ ინტელექტუალურ დაძაბვას. ან, სხვა მაგალითი, სამი საათი თუ მოახმარეთ მათემატიკას, მაშინ ერთი საათი დახარჯეთ ბიბლიოთეკაში მისვლას, თუ ორი საათი - კურსებზე დასწრებას, მაშინ ერთი საათი - მოანდომეთ გასეირნებას.

    მიდგომა მესამე: ნუ დააგროვებთ მცირე საქმეებს. ეცადეთ გააერთიანოთ ისინი ერთ თემატურ ბლოკში - თუ თქვენ სხვა და სხვა სახელმძღვანელოდან უნდა გააკეთოთ რამდენიმე პარაგრაფის კონსპექტი და იმავე დროს უნდა დარეკოთ სამ მეგობართან, უმჯობესია თვითოეულ ამ საქმეს ცალკე გამოუყოთ დრო, იმის ნაცვლად, რომ სპონტანურად უბრუნდებოდეთ თვითოეულს. გვერწმუნეთ, ასეთი მიდგომით თქვენ დროულად დაასრულებთ ყველა საქმეს.

    მიდგომა მეოთხე: როგორც წესია, ყველა აბიტურიენტს რომელიმე გამოცდის ”ჩაგდება” ეშინია და ეს შიში მას ხელს უშლის. იმისათვის რომ დაძლიოთ შიში წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი შედეგი, რომ თქვენ ვერ ჩააბარეთ პირველივე გამოცდა, არ ჩაერიცხეთ უმაღლესში, საერთოდ ”ჩააგდეთ” ეს წელიწადი. ჩახედეთ შიშს თვალებში, გაამძაფრეთ ამგვარი შეგრძნება და შეეგუეთ იმას, რომ ასეც შეიძლება მოხდეს. ამის შემდეგ თქვენ თუ დაძლევთ ამგვარ შიშს, არ დახარჯავთ დროს და ენერგიას ასეთ განცდაზე, საღად გააანალიზებთ მოვლენის განვითარების შესაძლო ვარიანტებს და იფიქრებთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მიაღწიოთ უკეთეს შედეგს ძალიან მოინდომეთ და თქვენ მიაღწევთ წარმატებას.

    ავტორი :ოლეგ ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | აბიტურიენტი და გამოცდები |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ეკონომიკა მუსიკა ფილოსოფია კულინარია მშობლიური ენა და ლიტერატურა მათემატიკა სხვა ჟურნალისტიკა ვეტერინარია ისტორია სტატისტიკა კულტუროლოგია ასტრონომია ტურიზმი ელექტრონიკა ფსიქოლოგია პროგრამირება ეკოლოგია რელიგია ინფორმატიკა საბირჟო საქმე სექსოლოგია მენეჯმენტი პედაგოგიკა უცხო ენები გადასახადები კულტურა და ხელონება ფიზკულტურა და სპორტი პოლიტოლოგია მედიცინა, ჯანმთელობა ზოოლოგია მეტალურგია ლოგიკა მარკეტინგი და რეკლამა არქიტექტურა სახელმწიფო მოწყობა და მართვა გეოლოგია გეოგრაფია მართვა მიფოლოგია სოფლის მეურნეობა საბანკო საქმე მასმედია გეოდეზია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია საერთაშორისო ურთიერთობები სოციოლოგია კრიმინალისტიკა ინვესტიციები მეცნიერება და ტექნიკა ტექნოლოგია სამართალი ტრანსპრტი მრეწველობა, წარმოება ქიმია დაზღვევა ლოგისტიკა საბაჟო სისტემა ფიზიკა ფინანსები და კრედიტი ჟურნალისტიკა და PR მეწარმეობა გეოპოლიტიკა უცხოური ლიტერატურა ბუღალტერია და აუდიტი ავიაცია ბიოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024