მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    აუტიზმი ნანახია (10031) - ჯერ 11 მაისი 2012

    აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის  შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური  და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური  ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების  პროცესებზე.პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერა ლეო  Kanner-მა ბავშვის ადრეული აუტიზმის სახელწოდებით. იგი გამოყოფდა  აუტიზმისათვის დამახასიათებელ შემდეგ ნიშნებს:

    • სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა,

    • კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა,

    • ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა,

    • საგნებით გატაცება,

    • ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე.

     

     გამოვლინების ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალფეროვანია.  ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის  შეუძლებლობა, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის  დამყარების შეუძლებლობა, ინტერესების, ემოციის გაზიარების  შეუძლებლობა, განმეორებადი, უჩვეულო, თვითდამაზიანებელი  და აგრესიული ქცევა, შიშები. ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს  პიროვნულ აშლილობას, დასწავლის უნარის დაქვეითებას.
    აუტიზმის მქონე პირს ახასიათებს, პირველ რიგში, გარემოსთან კონტაქტის დამყარების პრობლემა. ასეთი ბავშვი არ აქცევს ყურადღებას ოჯახის წევრებს, თითქოს ვერც ამჩნევს მათ, არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, ვერ ახერხებს სხვა ადამიანისა და სიტუაციის ემოციური კონტექსტის აღქმას, უჭირს საკუთარი აზრის, ემოციის, ინტერესის სხვებისთვის გაზიარება. აქვს შეზღუდული ინტერესები. არ შეუძლია წარმოსახვითი და როლური თამაში.მათ აქვთ მეტყველების პრობლემებიც:ახასიათებთ სტერეოტიპული ფრაზები, აკვიატებული ფრაზების გამეორება და კარგი ლექსიკური მარაგის შემთხვევაშიც კი მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა კომუნიკაციის დამყარების მიზნით.
    აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ საკუთარ სახელზე, ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს. ისინი გაურბიან პირდაპირ მზერას, ხშირად ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას. მათ უჭირთ ხმის სიმაღლის, ტემბრის, ან სახის გამომეტყველების განსაზღვრა; არ პასუხობენ სხვის ემოციებს, ვერ იგებენ სხვისი ემოციის გამოხატულებას, სახის ექსპრესიას და ჟესტებს, ნაკლებად შედიან კონტაქტში ოჯახის წევრებთან, შეიმჩნევა უცნაური გულგრილობა ახლობლების მიმართ.

    ჯანმრთელი ბავშვებისგან განსხვავებით, გარემო მათთვის უსიამოვნო შეგრძნებებისა და უარყოფითი ემოციების მომგვრელია. ბავშვებისათვის განსაკუთრებულად ძლიერი გამღიზიანებელია ადამიანის სახე, ამიტომ მათ არ შეუძლიათ თვალებში ყურება და გაურბიან პირდაპირ მზერას. ბავშვი უკვე ჩვილობაში რეაგირებს უარყოფითად ფერად სათამაშოებზე, ხმებზე, ტანსაცმლისა თუ საჭმლის გარკვეულ სახეობაზე, არ უყვარს, როცა ეხებიან, იხუტებენ.

    აუტიზმის მქონე ბავშვების უმრავლესობას გონებრივი ჩამორჩენილობის სხვადასხვა ხარისხი ახასიათებს, საშუალო და საშუალოზე მაღალი ინტელექტი მხოლოდ მათ 20%-ს აქვს. ბავშვებს ხშირად აქვთ ხატვის, მუსიკის, ანგარიშის, მათემატიკის, ფაქტების დამახსოვრების , მხედველობითი გარჩევის, მხედველობით-სივრცითი ანალიზის გაძლიერებული უნარები.

    აუტიზმის მქონე ბავშვებს უჭირთ რაიმე შეცვალონ საკუთარ მოქმედებაში და ვერ იტანენ გარემოში მოულოდნელ ცვლილებებს. ახალი გარემო მათთვის ძლიერი უარყოფითი ემოციებისა და შიშების წყაროა.

     

    აუტიზმის შემთხვევაში შემდეგ ძირითად პრობლემებს ვხვდებით:

    • მეტყველების გამოყენების, ან გაგების დარღვევა: მეტყველება ხასიათდება პერსევერაციებით, ექოლალიებით, სტერეოტიპულობითა და უჩვეულობით;

    • მეტყველების გამოყენება კომუნიკაციის მიზნით ვერ ხერხდება;

    • მშობლებთან, მომვლელებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობის დამყარების უნარის დაქვეითება, ან შეუძლებლობა;

    • თანატოლებთან ურთიერთობის დამყარების უუნარობა;

    • სხვისთვის აზრის და ემოციის გაზიარების შეუძლებლობა;

    • ერთობლივი, ზიარი ყურადღების დაქვეითება, ან შეუძლებლობა;

    • წარმოსახვითი, როლური თამაშის უნარის დაქვეითება, ან შეუძლებლობა;

    • სათამაშოებით, უფრო მეტად კი საგნებით, არატრადიციული თამაში;

    • ინტერესების ძლიერი შეზღუდულობა;

    • სიტუაციის, ყოველდღიური განრიგისა და აქტივობების ცვლილებისადმი ძლიერი რეზისტენტობა;

    • საგნების დეტალებზე ყურადღების გამახვილება; გვირაბისებური ხედვა: ბავშვი რეაგირებს საგნის მრავალი მახასიათებლიდან მხოლოდ ერთ რომელიმე მათგანზე;

    • გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება;.

    • ჩამორჩენა გონებრივ განვითარებაში;

    • სტერეოტიპული ქცევები და სხეულის მოძრაობები;

    • თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა;

    • თვით-სტიმულაცია.

    • შიშები და მაღალი შფოთვა. პრობლემების იდენტიფიკაციასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია აუტიზმის მქონე ბავშვის ძლიერი მხარეების შეფასება. ბავშვებს შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებიდან ერთი ან რამდენიმე კარგად განვითარებული უნარი ჰქონდეთ:

    • არავერბალური ინტელექტი;

    • ხატვა;

    • პერცეპტულ-მოტორული უნარები;

    • გამორჩეული მხედველობითი მეხსიერება;

    • მხედველობით-სივრცითი უნარები;

    • მუსიკალური უნარი;

    • კომპიუტერისადმი ინტერესი და მისი გამოყენების ადვილად ათვისება.

     

     

    აუტიზმის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები DSM-IV-TR:

    ა. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან მინიმუმ 6 მაინც უნდა აღინიშნებოდეს:

    (1) სოციალური ურთიერთობის თვისობრივი დარღვევა, რომელიც ვლინდება შემდეგი ნიშნებიდან მინიმუმ 2-ში

    მაინც:

    ა) მნიშვნელოვანი დარღვევები არავერბალური ქცევის ნიშნების გამოყენებაში (თვალებით კონტაქტი, სახის ექსპრესია, სხეულის პოზა, ჟესტები, რომლებიც სოციალურ ურთიერთობას ახლავს თან);

    ბ) ტოლებთან ასაკის შესაფერისი ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა;

    გ) ინტერესების, სიხარულის და სხვა ემოციების სხვა ადამიანებისათვის გაზიარების შეუძლებლობა, (მაგ. რაიმეს ჩვენება, მითითება, მოტანა, მიმართვა);

    დ) სოციალური და ემოციური რეციპროკულობის ნაკლოვანება.

    (2) კომუნიკაციის თვისობრივი დარღვევა, რაც ვლინდება შემდეგი ნიშნებიდან მინიმუმ ერთში:

    ა) მეტყველების განვითარების შეფერხება ან ტოტალური ჩამორჩენა (თან არ ახლავს ჟესტებით ან მიმიკით კომპენსაცია);

    ბ) ადეკვატური მეტყველების მქონე ინდივიდებში დიალოგური საუბრის დაწყების და შენარჩუნების უუნარობა;

    გ) სტერეოტიპული და განმეორებადი ან იდიოსინკრეზიული მეტყველება;

    დ) მოცემული ასაკობრივი დონისათვის მისაწვდომი სოციალური იმიტაციური თამაშის, წარმოსახვითი თამაშის შეუძლებლობა.

    (3) განმეორებადი და სტერეოტიპული ქცევების პატერნები, ინტერესები და აქტივობები, რაც შემდეგიდან ერთში მაინც ვლინდება:

    ა) ერთი ან რამდენიმე სტერეოტიპული ქცევითი პატერნის არსებობა, რომელიც ანომალურია თავისი ინტენსივობით და ფოკუსირების ხარისხით;

    ბ) უფუნქციო რიტუალებზე და წესრიგზე მიწებება;

    გ) სტერეოტიპული და განმეორებადი მოტორული მანერიზმები;

    დ) ობიექტების ნაწილებით ინტენსიური დაინტერესება.

    ბ. ანომალური ფუნქციონირება შემდეგი სფეროებიდან ერთში მაინც, რაც 3 წლამდე ასაკში ვლინდება:

    • სოციალურ ურთიერთობაში;

    • მეტყველებასა და მისი სოციალურ კომუნიკაციისათვის გამოყენებაში;

    • სიმბოლურ, წარმოსახვით თამაშში.

    გ. აშლილობა ვერ მიეწერება რეტის სინდრომს და ბავშვობის დეზინტეგრაციულ აშლილობას.

     

    გამომწვევი მიზეზები უცნობია. ფიქრობენ, რომ მის აღმოცენებაზე გავლენას ახდენს:

    1) ნეიროტრანსმიტერების ფუნქციის დარღვევა.

    2) გენეტიკური ფაქტორები და მემკვიდრეობითობა.

    3) გარემოს მავნე ზემოქმედება.

    აუტიზმი, შესაძლოა, წარმოადგენდეს რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების შედეგს. ამასთან, ბავშვის ფსიქო-სოციალურ გარემო ფაქტორებს აუტიზმის მიზეზად არ თვლიან.

    აუტიზმი გვხვდება მსოფლიო მოსახლეობის ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის; ეპიდემიოლოგიური მონაცემებით ყოველ 10000 ადამიანზე 5 შემთხვევა მოდის. თუმცა, იმის მიხედვით, თუ როგორი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ სპეციალისტები, შემთხვევათა პრევალენსი 2-დან 10 შემთხვევამდე მერყეობს 10000 მოსახლეზე. ამასთან, აუტიზმი 4-5-ჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

    ავტორი :გვანცა ჯინაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა კოლეჯი დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი უმაღლესი სასწავლებელი სახელმძღვანელოები სპორტული სკოლები, სტუდიები განათლება საზღვარგარეთ საგანმანათლებლო რესურსები ხელოვნების სკოლები, სტუდიები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები კომპიუტერული ტექნიკა ავტოსკოლები საბავშვო მაღაზიები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები წიგნების მაღაზიები პედაგოგები რეპეტიტორები სამეცნიერო პორტალები ბიბლიოთეკები სადღესასწაულო ცენტრები გამოცემები უცხო ენები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები)
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024