მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    დაუნის სინდრომი ნანახია (15330) - ჯერ 11 მაისი 2012

    დაუნის სინდრომი არის ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს, 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომა აქვს;როგორც წესი, 21-ე ქრომოსომაზე წყვილის მაგივრად არის 3 ქრომოსომა. ამიტომ, მას სხვანაირად 21-ე წყვილის ტრისომიასაც უწოდებენ. ზედმეტი ქრომოსომული მასალა იწვევს დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელ ფიზიკურ და ფსიქიკურ თვისებებს. ეს დაავადება პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა J.Down-მა მე-19 საუკუნის ბოლოს, რის გამოც, დაავადებას დაუნის სინდრომი ეწოდა. 1959 წელს კი ფრანგმა ექიმმა Lეჯან-მა დაუნის სინდრომი განსაზღვრა როგორც ქრომოსომული ანომალია.

     

    არსებობს დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელი ფიზიკური

    ნიშნები; ამ სინდრომის მქონე ბავშვებში, ზოგჯერ, თითქმის

    ყველა მათგანი ვლინდება, ზოგჯერ კი მხოლოდ რამდენიმე ნიშანი.

    ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:

    • კუნთთა დაბალი ტონუსი _ ჰიპოტონია;

    • სახის ბრტყელი პროფილი;

    • ცხვირის ფართო, ჩაღრმავებული ხიდი, პატარა ცხვირი;

    • თვალის ირიბი ჭრილი;

    • დეფორმირებული ყურები;

    • მოკლე, ფართო ხელები, ხელის გულზე ერთი ღრმა ღარი;

    • მე-5 თითზე ორის ნაცვლად ერთი მოსახრელი სახსარი;

    • დიდი დაშორება ფეხის დიდ და მეორე თითს შორის;

    • პირის პატარა ზომა;

    • პირის ზომასთან შედარებით დიდი ენა;

    • განიერი ტერფი პატარა თითებით;

    • მოკლე კისერი;

    • პატარა თავი;

    • ეპიკანტუსი _ თვალების შიდა კუთხეში კანის პატარა ნაოჭი;

    დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში ხშირია:

    • გულის თანდაყოლილი მანკი;

    • საჭმლის გადამუშავების პრობლემები;

    • ბავშვობის პერიოდის ლეიკემია;

    • მხედველობისა და სმენის დარღვევები;

    დღეისათვის ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების უმეტესობა განკურნებადია, ხოლო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილია და საშუალოდ 55 წელს შეადგენს. დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა. ასეთი ბავშვები გვიან სწავლობენ ჯდომას, სიარულს, ლაპარაკს, თამაშს, საყოფაცხოვრებო, ყოველდღიურ ჩვევებს. ამასთან, ისინი ზედმეტად მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოსადმი. მათი წყენინება ძალიან ადვილად შეიძლება. ამავე დროს, ისინი სწრაფად რეაგირებენ მეგობრულ და მშვიდ დამოკიდებულებაზე, უყვართ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, სიახლე, არიან ცნობისმოყვარენი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სკოლის მასალას ნელა სწავლობენ და ნელა ითვისებენ ჩვევებს, მაგრამ ძალიან მონდომებულნი არიან; სწავლებისა და აღზრდის პროცესში მათი წახალისება მეტად ეფექტურია. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დიდი გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ყველა მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ისევე როგორც სხვა ბავშვებს, მათაც განსხვავებული უნარ-შესაძლებლობები და ნიჭები გააჩნიათ; უმეტესობას სუსტი და საშუალო ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს, დაავადებულთა მცირე პროცენტში აღინიშნება ძლიერ გამოხატულიგონებრივი ჩამორჩენილობა.

     

    დაუნის სინდრომის მიზეზს წარმოადგენს მშობლების უჯრედების გაყოფის პროცესში წარმოშობილი დარღვევები. ასეთი დარღვევების გამო, ნაყოფის უჯრედებში 21-ე ქრომოსომაზე წყვილის მაგივრად 3 ქრომოსომა აღმოჩნდება. აღნიშნული დარღვევები, ძირითადად, სამი სახისაა:

    1. დაუცილებლობა – ყველაზე ხშირი დარღვევაა; ამ შემთხვევაში დედის ან მამის სასქესო უჯრედის გაყოფისას (მეიოზი) არ ხდება 21-ე წყვილი ქრომოსომის განცალკევება და განაყოფიერების შემდეგ ტრისომიული ზიგოტა იქმნება.

    2. მოზაიციზმი – გვხვდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა 1-2%-ში. ამ დროს 21-ე ქრომოსომის დაშორება არ ხდება განაყოფიერების შემდეგ, ემბრიონის უჯრედის გაყოფის პროცესში.ამ დროს ჩნდება უჯრედების ორი ტიპი: ზოგის ბირთვი შეიცავს 46 ქრომოსომას, ზოგის კი _ 47 ქრომოსომას;

    3.ტრანსლოკაცია _ ვლინდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა 3-4%-ში. ამ დროს უჯრედის დაყოფის პროცესში 21-ე ქრომოსომა მოწყდება და მიემაგრება სხვა ქრომოსომას. უჯრედებში ქრომოსომათა რაოდენობა ისევ 46-ია, მაგრამ 21-ე ქრომოსომის დამატებითი ნაწილი იწვევს დაუნის სინდრომს. მიიღება ე.წ. არაბალანსირებული კარიოტიპი. ქრომოსომათა დაუცილებლობის მიზეზები საბოლოოდ არ არის გარკვეული, მაგრამ ხშირად ასახელებენ: დედის ასაკს, გარემოს დაბინძურების ფაქტორებს.

    ახალშობილებში დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადებაა. ყოველი 800-1000 ახალშობილიდან 1 იბადება ამ სინდრომით; მამაკაცებსა და ქალებში ერთნაირი სიხშირითაა გავრცელებული.

    დაუნის სინდრომი დღეისათვის იგი არ იკურნება. თუმცა, ძალზე ეფექტურია სიმპტომატური მედიკამენტური მკურნალობა, აქტიური პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური პროგრამები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები.

    ლიტერატურა:

    Buckley, S (2000).  Living with Down Syndrome

    Dykens EM (2007). "Psychiatric and behavioral disorders in persons with Down syndrome"

    Kaplan Medical USMLE - Psychiatry and Epidemiology & Ethics 2005-2006 Edition

     

     

    ავტორი :გვანცა ჯინაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მეწარმეობა მედიცინა, ჯანმთელობა გადასახადები ბუღალტერია და აუდიტი გეოდეზია რელიგია ქიმია ფიზკულტურა და სპორტი გეოლოგია საბაჟო სისტემა პროგრამირება ასტრონომია კულტუროლოგია მათემატიკა პედაგოგიკა კულინარია სოფლის მეურნეობა ეკოლოგია ავიაცია სტატისტიკა ვეტერინარია მიფოლოგია ელექტრონიკა კულტურა და ხელონება ბიოლოგია ტექნოლოგია გეოპოლიტიკა პოლიტოლოგია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია მუსიკა ინვესტიციები არქიტექტურა ტურიზმი ეკონომიკა მართვა ისტორია კრიმინალისტიკა სოციოლოგია ინფორმატიკა მრეწველობა, წარმოება მასმედია ფიზიკა დაზღვევა საერთაშორისო ურთიერთობები მენეჯმენტი მეტალურგია სამართალი მშობლიური ენა და ლიტერატურა უცხო ენები ჟურნალისტიკა გეოგრაფია მეცნიერება და ტექნიკა ფინანსები და კრედიტი უცხოური ლიტერატურა მარკეტინგი და რეკლამა სხვა ფილოსოფია ლოგისტიკა საბირჟო საქმე საბანკო საქმე სახელმწიფო მოწყობა და მართვა ჟურნალისტიკა და PR ფსიქოლოგია ლოგიკა სექსოლოგია ზოოლოგია ტრანსპრტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024