საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი განათლების სისტემის წარმომადგენლებს წარუდგინა. დღეიდან ცენტრს ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ხატია დეკანოიძე აქამდე პოლიციის აკადემიას ხელმძღვანელობდა და მის სახელთან ბევრი წარმატებული პროექტია დაკავშირებული.
2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით სრულდება, ასევე შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც. ამის გარანტი სამინისტრო და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ახალი ხელმძღვანელობაა.
მინისტრმა საატესტატო გამოცდების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსწავლეებმა მომზადების მაღალი დონე აჩვენეს, ეს არის შედეგი განხორციელებული რეფორმებისა. სამინისტრო აგრძელებს განათლების სისტემაში რეფორმებს და უკვე ეს შეუქცევადი პროცესია.
წყარო: mes.gov.ge
|