სწავლების კურსი გათვლილია მსმენელებზე, რომელთაც სურთ დაეუფლონ კოსმეტოლოგის საინტერესო, პრესტიჟულ და მუდამ მოთხოვნილ სპეციალობას. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს მსმენელთა აქტიურ და პრაქტიკულ ჩართულობას, ამ დარგის თვალსაზრისით წამყვან ქვეყნებში აპრობირებული მეთოდების გამოყენებას, თეორიულ სწავლებაში მაღალი დონის მეთოდური, ხოლო პრაქტიკულ წრთვნაში უახლესი, აღიარებული ხარისხის კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას. სწავლებას განახორციელებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი მასწავლებლები, რომელთაც თეორიული და პრაქტიკული მომზადება გავლილი აქვთ გერმანიის წამყვან კოსმეტიკის მწარმოებელ და კოსმეტოლოგიურ კომპანიებში გააჩნიათ მუშაობის დიდი გამოცდილება და აღიარებულები არიან საზოგადოების ელიტარულ წრეებში. ისინი განსაკუთრებული ყურადღებით და შესაბამისი კვალიფიციურობით მსმენელს მიაწვდიან ნებისმიერ განმარტებას, პასუხს პროფესიულად მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე.
პროგრამა მოიცავს მოცულობით თეორიულ კურსს სახის კანის, სამკურნალო-კომეტოლოგიური, ჰიგიენური და კოსმეტიკური პროცედურების, გამოსაყენებელი პრეპარატების, ამოცანის შესატყვისი მასაჟების შესახებ და ა.შ. სწავლის პერიოდში მსმენელები მიიღებენ ცოდნას სახისთვის საჭირო აპლიკაციებისა და ნიღბების თაობაზე, აგრეთვე გაერკვევიან მაკიაჟის სახეობებში, გაეცნობიან თანამედროვე მოდურ ტენდენციებში.
სწავლების მოდულები:
მოდული 1. შესავალი, კოსმეტოლოგიის თანამედროვე ტენდენციები;
მოდული 2. ბაქტერიოლოგიის საფუძვლები;
მოდული 3. დეზინფექცია და სადეზინფექციო კონტროლი;
მოდული 4. მომსახურეობისთვის კლიენტის მომზადება;
მოდული 5. კოსმეტოლოგიის საფუძვლების ცოდნა - ყველაფერი კანის, მისი პრობლემების, მოვლისა და თერაპიის შესახებ.
მოდული 6. კანის დაბერების პროცესი;
მოდული 7. კანის დაავადებები;
მოდული 8. მასაჟის თეორია. მასაჟის ძირითადი ხერხები და ზემოქმედების ფიზიოლოგიური მექანიზმები;
მოდული 9. მასაჟი და სახის კანის მოვლა;
მოდული 10. სამკურნალო-კოსმეტიკური მასაჟი და სხვა პროცედურები, რომლებსაც იყენებენ სახის კანის მდგომარეობის ნორმისგან გადახრის დროს;
მოდული 11. სახის კანისთვის აპლიკაციების და ნიღბების გამოყენება;
მოდული 12. სახის მაკიაჟი;
მოდული 13. თანამედროვე სამსახურებრივი ეტიკეტი;
მოდული 14. პროფესიული იმიჯი. |