ბარმენის/სომელიეს სამუშაო მდგომარეობს ბარებში, რესტორნებში, კლუბებში და კაფეებში მომხმარებლისთვის სასმელების, სხვა და სხვა სახის კოკტეილების მიწოდებაში. პირველი წიგნი კოკტეილების შესახებ გამიცა გამოიცა 1862 წელს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უკვე იმ დროს ბარმენის ხელოვნება სკმაოდ პოპულარული იყო. შემდგომში ადამიანებმა გამოიგონეს უამრავი ტიპის და სახეობის კოკტეილი. სხათაშორის უნდა იცოდეთ, რომ ბარმენებს საკუტარი პროფესიული დღესასწაულის დღეც გააჩნიატთ - 6 თებერვალი, არ დაგავიწყდეთ მისი აღნიშვნა რომ დაიწყებთ ამ პროფესიით მუშაობას!
სომელიეს სპეციალობის სწავლება ხორციელდება დმატებითი, სპეციალური მოდულით.
ბარმენი - (ინგლისურიდან: bar - ბარი, man - ადამიანი) ადამიანი, რომელიც დგას ბარის მაგიდის უკან.
ნებისმიერ ბარმენს აქვს საკუთარი გამოგონების საფირმო სასმელი, რომლის გასინჯვა მხოლდ მასთანაა შესაძლებელი, ვინაიდან ექსკლიუზიური კოკტეილების საიდუმლოებას ბარნენი არ ამხელს. ბარმენის ხელოვნება გამოიხატება არა მხოლოდ განუმეორებელი გემოს კოკტეილის მომზადებაში, არამედ თვით ამ პროცესის დიდოსტატობაში - ცოცხლად ან კინოფილმში ხომ გინახიათ ბარმენის მიერ მოწყობილი საოცარი შოუ ან გაგიგონიათ, რომ პერიოდულად ტარდება ბარმენთა საერთაშორისო ჩემპიონატებიც - იქ უკვე ნახავ დაუვიწყარ სანახაობას, ამგვარი შოუს მწვერვალებს.
ბარმენი ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს, შეეძლოს ბოთლებით და ჭიქებით მოხერხებულად და ეფექტურად მანიპულირება, მას უნდა ჰქონდეს განუმეორებელი სიზუსტის თვალის ზომის, ფერთა გამის და გემოს შეზავების ორიგინალური უნარი და მდიდარი ფანტაზია. ამ თვისებების და უნარების ჯამი უზრუნველყოფს საქმეში წარმატებას.
სასწავლო კურსის მსვლელობის პროცესში მსმენელი შეისწავლის კლასიკური კოკტეილების კლასიფიკაციას, რეცეპტებს, მორთვას, მათი შექმნის ისტორიას, დამზადების ტექნოლოგიას და ა/შ.
სწავლის დასრულების ეტაპზე მსმენელები ასრულებენ საგამოცდო-სადიპლომო სამუშაოს.
კურსის ხანგრძლიობა - 1,5 თვე. 36 აკ. საათი
კურსის პროგრამა შეიცავს:
- თეორიულ ნაწილს - 12 საათი
- პრაქტიკულ მეცადინეობებს - 18 საათი
- მასტერ-კლასებს - 6 საათი
სწავლების რეჟიმი: მეცადინეობის პერიოდულობა - კვირაში 2 ჯერ . მეცადინეობის ხანგრძლიობა: 3 აკადემიური საათი.
მეცადინეობების ჩატარების ადგილი:
· რუსთაველის 34, IFDM STYLE - ს სასწავლო სტუდია;
· თქვენი ან ახვა კომპანიის ოფისში
კურსზე სწავლების ღირებულება:
· საბაზო ფასი: 800 ლარი
სასწავლო კურსის დამთავრების დოკუმენტი: დიპლომი/სერტიფიკატი, დანართი თეორიისა და პრაქტიკის გავლის შესახებ საათების მითითებით , რაც შეგიქმნით სამსახურში მოწყობის და სამუშაო ადგილზე საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის წარდგენის შესაძლებლობას.
კურსდამთავრებულმა მუშაობა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ბარში, მსხვილ რესტორანში, ღვინის სარდაფებსა და მაღაზიებში ან დაიწყოს საქმიანობა, როგორც ამ სახის მომსახურეობის განმახორციელებელმა ინდმეწარმემემ.
აჩუქეთ საკუთარ თავს საყვარელი საქმე და სამუშაო!
შეავსეთ და გამოაგზავნეთ სარეგისტრაციო ანკეტა
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 571 333 881 ან მოგვწერეთ info@education.ge
IFDM STYLE - ის სასწავლო სტუდია და
www.education.ge თქვენს სამსახურშია
თბილისი, რუსთაველის გამზირი 34 |