მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ზოგადი განათლების დაფინანსების სისტემები ნანახია (18293) - ჯერ 11 იანვარი 2013

    აბსტრაქტი

    წინამდებარე რეფლექსიაში განხილულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რესურსების განაწილებისა ფორმები როგორც საქართველოში არსებული ვაუჩერული სისტემის, მისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები  და მათი გავლენა ზოგადი განათლების ინსტიტუტების მიღწევებზე, ისე საზღვარგარეთ არსებულ ზოგადი განათლების დაფინანსების სახეები.

     საერთაშორისო დონეზე, ზოგადი განათლების სისტემები არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან კვლევისა და განათლების დაფინანსების წყაროებისა და ამ რესურსების განაწილების მეთოდების მიხედვით.  

    რეფლექსიის პირველ თავში სწორედ საქართველოში ზოგადი განათლების სისტემაა განხილული. აღწერილია ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლის წინაპირობები, ამ მოდელის არსი და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

    მეორე ნაწილი ეხება სხვადასხვა ქვეყნებში დაფინანსების სისტემის განხილვას. აღწერილია თუ როგორი დაფინანსების სისტემაა ავსტრალიაში, პოლონეთში, ინგლისსა და ბრაზილიაში, წარმოდგენილია მათი დაფინანსების ფორმულები.  

    შემდეგ, შემუშავებულია რეკომენდაციები, რომელიც მიზანშეწონილია საქართველოს ზოგადი განათლების სისტემისათვის. და ბოლოს წარმოდგენილია გამოყენებული ლიტერატურა.  

     

    1. ზოგადი განათლების დაფინანსების სისტემა საქართველოში

    1.1. შესავალი

    განათლების რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების სფეროში სისტემის გამჭვირვალობისა და ხარისხის უზრუნველყოფისთვის მრავალი ცვლილება დაიგეგმა და განხორციელდა. შეიცვალა, გაიზარდა და შედარებით უფრო გამჭვირვალეც გახდა დაფინანსების სისტემა. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის მართვისა და დაფინანასების რეფორმირების შედეგად 2004-2007 წლებში ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება დაახლოებით 114%-ით გაიზარდა.

    თუ მანამდე არ არსებობდა სკოლების დაფინანსების ერთიანი წესი და სკოლა ფინანსდებოდა არა იმის მიხედვით, თუ რამდენი მოსწავლე ჰყავდა, არამედ გარკვეული ტრადიციებიდან თუ დირექტორის მარიფათიდან გამომდინარე, ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც უფრო პატარა სკოლა იღებდა განუზომლად მაღალ დაფინანსებას, ვიდრე დიდკონტიგენტიანი სკოლა, რეფორმის ფარგლებში ეს ნაკოვანებები შეიცვალა და მოწესრიგდა. რეფორმის ფარგლებში მოხდა კლასდაფინანსების სისტემიდან დაფინანსების ახალ მოდელზე, ე.წ. „Per Capita“ პრინციპზე გადასვლა. სადაც როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად იღებენ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    1.2. ვაუჩერული დაფინანსების სისტემა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

    საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც მოსწავლეთა რაოდენობაზე, სასწავლო კურიკულუმებსა და სკოლის საჭიროებებზეა მიბმული.

    მანამდე კი, სკოლები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ფინანსდებოდნენ. სახელწიფო თითოეულ მოსწავლეზე ერთსა და იმავე თანხას გამოყოფდა. ვაუჩერის თანხა 300–დან 600 ლარამდე იმ სკოლებს ერიცხებოდათ, რომელსაც მოსწავლე აირჩევდა. დღეს საჯარო სკოლები ორ დიდ ჯგუფად დაიყო: ისინი, რომლებშიც მოსწავლეების რაოდენობა 160-ს არ აღემატება და დანარჩენი სკოლები.

    პირველ ჯგუფში საქართველოში არსებული, დაახლოებით, 2100 საჯარო სკოლიდან 1300-ზე მეტი სკოლა მოხვდა. ამ სკოლების მასწავლებლების სახელფასო ფონდი საკლასო განაყოფების და სასწავლო გეგმაში საათების მოცულობის მიხედვით დგება. ადმინისტრაციის ხელფასი კი მასწავლებლების სახელფასო ფონდიდან გამომდინარე გამოითვლება. სრული სახელფასო ფონდის გათვალისწინებით გამოითვლება დამატებითი ხარჯებისთვის (კომუნალური, ინფრასტრუქტურა და სხვ.) საჭირო თანხა.

    მეორე ჯგუფში გაჩნდა საბაზო დაფინანსების პრინციპი, რომელსაც ის საჯარო სკოლები იღებენ, რომლებშიც მოსწავლეთა რაოდენობა 600 მოსწავლეზე ნაკლებია. რაც უფრო მცირეა სკოლა, მით უფრო მეტს იღებს თითოეულ მოსწავლეზე ვაუჩერულ და საბაზო დაფინანსებას.

    განსხვავებული მიდგომა გაჩნდა კერძო სკოლების მიმართ. თუ ამ ცვლილებამდე კერძო სკოლები საჯარო სკოლების იდენტურად ფინანსდებოდა, ამიერიდან კერძო სკოლები ყველაზე ნაკლებ თანხას მიიღებენ თითოეულ მოსწავლეზე. კერძო სკოლებისთვის ვაუჩერის ოდენობა განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.

    დაფინანსების სისტემასთან ერთად განათლების მართვის სისტემაც შეიცვალა, რაც ძირითადად, სკოლის ბაზაზე მენეჯმენტის როლის გაზრდით გამოვლინდა. ამის კარგი გამოხატულებაა სკოლების ავტონომიურობის გაზრდა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის შემცირება, ფინანსური და საოპერაციო მმართველობის ფუნქციების სკოლებისთვის დელეგირება. სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად გაიზარდა სისტემაში ფინანსური ნაკადების ეფექტიანობა. ვაუჩერული დაფინანსების შემოღებამ სკოლებს შორის კონკურენციის საფუძველი შექმნა.ეს სისტემა უფრო სამართლიანს და დემოკრატიულს ხდის დაფინანსების განაწილების პრონციპსაც. ვაუჩერების შემოღებამდე, სკოლას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აფინანსებდნენ. მუნიციპალიტეტის შიგნით სკოლების დაფინანსება განსხვავებული იყო. საჭიროებების გარდა, ამას ხანდახან სკოლის დირექტორისა და ხელისუფლების სიახლოვეც განაპირობებდა. სისტემას ბევრი ნაკლიც ჰქონდა. ვაუჩერის ოდენობა დათვლილი არ იყო იმის მიხედვით, თუ რა თანხაა საჭირო ხარისხიანი განათლების მისაღებად საქართველოში, მაშინ როცა ვაუჩერის მოცულობა საჭიროებებს უნდა ეფუძნებოდეს და არა მხოლოდ შესაძლებლობებს. ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვაუჩერული დაფინანსების შემოღებით მხოლოდ არსებული სახსრების უკეთ გადანაწილება მოხდა.  

    სკოლების ვაუჩერული დაფინანსება იქ, სადაც ეს შესაძლებელია, სკოლებს შორის კონკურენციის საფუძველს ქმნის. ეს ეხება, ძირითადად, ურბანულ სკოლებს, ანუ სკოლების საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლებს; თუმვა მოსწავლეების დაფარვის მხრივ სისტემის ამ ნაწილის მნიშვნელობა უფრო დიდია. ვაუჩერულის დაფინანსებისას სკოლები ცდილობენ, მეტი მოსწავლე მიიზიდონ და ამ პროცესში საკუთარ თემთან უფრო მეტად ანგარიშვალდებულნი ხდებიან.

    თუმცა, ვაუჩერული სისტემა ზოგჯერ ფინანსური ეფექტიანობის ხარჯზე სკოლას გარემოს გაუარესებისაკნ უბიძგებს. ეს ხშირ შემთხვეაში განათლების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. იქ, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია, სკოლების ნაწილმა შესაძლოა, იმაზე მეტი მოსწავლე მიიღოს ვიდრე ეს გამართლებული იქნებოდა. არადა პატარა სკოლებში არა მხოლოდ ფინანსების მართვაა უფრო მარტივი არამედ სასწავლო პროცესის გაჯანსაღებაც. გარდა ამისა, ვაუჩერების შემოღებამ ხელი შეუწყო კერძო სექტორის ფინანსურ მდგომარეობას და სისტემის დაფინანსებისა და გამჭვირვალობის ზრდას.

    მისასალმებელია ისიც, რომ დაფინანსების ვაუჩერული სისტემაზე გადასვლა მჭიდრო კავშირშია რეფორმის სხვადასხვა კომპონენტებთან, მაგალითად, დაფინანსების ასეთი სისტემის დანერგვა შეუძებელი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს მოსწავლეების მონაცემთა ბაზა.

    რაც შეეხება უარყოფით მხარესა და რისკებს, უარყოფითი მხარე ის რისკებია, რომლებსაც ეს სისტემა შეიცავს და რომლებსაც მართვა სჭირდება. მაგალითად, სკოლებს გარკვეულ შემთხვევებში უჩნდებათ ინტერესი, რომ ხელოვნურად შეზღუდონ მოსწავლეთა რაოდენობა. მართალია, სჯობს, რომ სკოლაში ნაკლები მოსწავლე სწავლობდეს, მაგრამ ხელოვნური შეზღუდვა ქალაქის ზოგ უბანში შეიძლება, განათლების ხელმისაწვდომობასაც კი ამცირებდეს.

    ასევე უარყოფითად შეიძლება, ჩაითვალოს ის, რომ კერძო სექტორის ხელშეწყობა შემცირდა. მათ არა მარტო ვაუჩერის მოცულობა აქვთ მცირე, არამედ არც საბაზო დაფინანსება ერგებათ. შესაძლოა, ამან ხელი შეუშალოს კონკურენციას და  

    ამავდროულად, ნაკლებად წაახალისოს ახალი სკოლების გაჩენაც1.  

     

    2 .   ზოგადი განათლების დაფინანსების სისტემები სხვა ქვეყნებში

     

    სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე გავეცნოთ თუ როგორ ხდება ზოგადი განათლების დაფინანსება ბავშვების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ქვეყნებში. ავსტრალიაში, ინგლისსა და პოლონეთში ხელისუფლების ორი დონე არის ჩართული სკოლის დაფინანსებაში, მაშინ, როცა ბრაზილიაში ჩართულია სამი დონე. ინგლისსა და პოლონეთში მთავრობა უზრუნველყოფს უმეტესად unhypothecated გრანტებს ადგილობრივ ხელისუფლებებზე. ადგილობრივად არჩეული საბჭოს წევრები იღებენ გადაწყვეტილებას ხარჯების პრიორიტეტების და  ,,საბჭოს გადასახადის” პროცენტზე. ვიქტორიაში ფედერალური მთავრობა ანაწილებს გრანტებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებზე, მაგრამ საჯარო სკოლების დაფინანსების დიდი ნაწილი მოდის შტატის მთავრობაზე. ბაზილიას აქვს კანონები გადასახადის გადახდის პროპორციების შესახებ, რომელიც ნაწილდება განათლების სხვადასხვა ფაზაზე. ინგლისს ყველაზე ინტერვენტი ცენტრალური მთავრობის განათლების სამინისტრო აქვს, რომელიც შეიმუშავებს პოლიტიკას განათლების სტანდარტების გასაუმჯობესებლად, გასცემს დამატებით ფინანსებს, რომელიც გადაეცემა სკოლებს პირდაპირი გრანტებით.  

    ______________________

    1. ჯანაშია, სკოლების დაფინანსების სისტემის ცვლილება, 30 იანვარი 2011

     

    ოთხივე სკოლის დაფინანსების სისტემა იყო ცენტრალიზებული, სანამ გახდებოდა დეცენტრალიზებული. ვიქტორიაში დეცენტრალიზაცია დაიწყო 1980-იანი წლების შუა პერიოდში, ინგლისში – 1980-იანი წლების ბოლოს. ორივე შემთხვევაში, სკოლისთვის გადაცემული თანხის პროპორცია იზრდება დროთა განმავლობაში და სკოლის ფინანსების მართვა უფრო და უფრო დეცენტრალიზებული ხდება. ვიქტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სკოლის მართვის პასუხისმგებლობის თემის დონეზე გადაცემას. პოლონეთში მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი ხელისუფლება ახდენს ფორმულით სკოლების დაფინანსებას. კვიდძინსა და სვიდნიკში ვაუჩერების სისტემა თუ ფორმულით დაფინანსება შემოვიდა 1990-იანი წლების შუა პერიოდში. თანდათან დაფინანსების ფორმულა ხდებოდა მარტივი და უფრო და უფრო კონცენტრირებული მოსწავლეთა რაოდენობაზე, რომელიც მიიჩნეოდა სკოლისთვს  

    გამოყოფილი თანხის მთავარ განმსაზღვრელად. ბრაზილიაში, რიო გრანდე დო სულის შტატში ფორმულით დაფინანსება დაიწყო 1996 წელს. ფული არის მხოლოდ შენობის შენახვისა და ტექნიკური უზრუნველყოფისა და მოწყობილობებისთვის და მოიცავს ცოტა თანხას თითო მოსწავლეზე. ბრაზილიის სკოლებს, აღნიშნული ოთხი ქვეყნიდან, ყველაზე ნაკლები რესურსები აქვთ.

    ოთხივე ქვეყანაში მოსწავლეთა რაოდენობა არის მნიშვნელოვანი დაფინანსების ფორმულებში, რომლებიც იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რამდენად ითვალისწინებენ ისინი განსხვავებებს მოსწავლეთა საჭიროებებში და სკოლის ხარჯებში.

    ვიქტორიას და ინგლისს აქვთ რესურსების ყველაზე მასშტაბური დაფარვა, რომელთა უმეტესობა ფორმულით ნაწილდება. კვიძინი და სვიდნიკის ფორმულა მოიცავს პერსონალს, კომუნალურ ხარჯებს, მაგრამ არ შეიცავს დამატებით ხარჯებს,  როგორიცაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები. რიო გრანდე დო სულში არა-პერსონალის ხარჯებზე მთლიანი რესურსების ძალიან მცირე ნაწილი გამოიყოფა. მიუხედავად ყველაფრისა, ეს სისტემა წინ გადადგმული ნაბიჯია ცენტრალიზებულ სისტემასთან შედარებით, რომელიც განაწილებას სამართლიანად არ ახდენდა. ყველა ფორმულა ეფუძნება მოსწავლეთა რაოდენობას. პოლონეთის ორ ოლქში და რიო გრანდე დო სულში ეს ერთადერთი ფაქტორია სკოლის ტიპთან ერთად. ინგლისის და ვიქტორიას ფორმულები უფრო რთულია, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა სწავლის საჭიროებების განსხვავებებს და სტრუქტურულ ფაქტორებსაც, რომელიც აისახება სკოლის ხარჯებში.  

    ვიქტორია იყენებს კატეგორიზებულ ფორმულას, სადაც დადგენილია თანხები სხვადასხვა ტიპის რესურსებზე, თუმცა სკოლები შესაძლოა რეალურად სრულიად განსხვავებულ თანხებს ხარჯავდნენ. რიო გრანდე დო სულში ორი კვოტის მიხედვით ნაწილდება თანხა. ინგლისის LEA-ს და ორ პოლონურ ადგილობრივ ხელისუფლებას აქვთ ერთადერთი ფორმულა ყველა ტიპის რესურსისთვის, რაც ფორმულით ნაწილდება. ინგლისში AWPU - ასაკის მიხედვით შეწონილი მოსწავლის ერთეული – ფორმულა ფარავს პერსონალის, მომსახურების, მომარაგების და ზოგიერთ საექსპლუატაციო ხარჯებს. ერთ მოსწავლეზე გამოყოფილი თანხის ანგარიში არაკატეგორიზებულ ფორმულაში ხდება მოსწავლის სწავლებისთვის საჭირო რესურსების ხარჯების დაანგარიშებით. ფორმულა კატეგორიზებულია თუ არა, ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის, რადგან სკოლები თავისუფლები არიან თავიანთი ბიუჯეტი საკუთარი სურვილის მიხედვით გაანაწილონ.

    რაც შეეხება ისეთი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სფეროს დაფინანსებას, როგორიც ჩილეა, იქ შემდეგი სახის სურათია წარმოდგენილი: ჩილეში არსებობს სამი ტიპის სკოლა: 1) ვაუჩერით დაფინანსებული მუნიციპალური საჯარო სკოლები; 2) ვაჩერით და მშობლების მიერ გადახდილი დამატებითი გადასახადების გადახდით დაფინანსებული კერძო სუბსიდირებული სკოლები და 3) კერძო სკოლები, სადაც სწავლის საფასურს მთლიანად მოსწავლეთა მშობლები ფარავენ. სკოლას გააჩნია დაფინანსების სამი წყარო: 1) სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერი (მუნიციპალური და კერძო სუბსიდირებული სკოლები); 2) ადგილობირივი ხელისუფლები დამატებითი დაფინანსება (მხოლოდ მუნიციპალური სკოლები); 3) მშობლების მიერ გადახდილი სწავლის საფასური (სუბსიდირებული სკოლების და წმინდა კერძო სკოლები).ვაუჩერი ან სუბსიდია ეკუთვნის მოსწავლეას და მიმართულია იმ სკოლაში, სადაც სწავლობს მოსწავლე. საგულისხმოა, რომ ვაუჩერის ზომა განსხვავდება სწავლების საფეხურის მიხედვით. ასევე, ვაუჩერის ზომა მეტია საშუალო განათლების დონეზე, ვიდრე დაწყებითისათვის. ასევე სოფლის ვაუჩერის ზომა, მეტია ქალაქის ვაუჩერზე, უფრო მაღალი ხარჯების დაფარვის მიზნით. თუმცა ვაუჩერის ზომა არ ითვალისწინებს მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკურ მახასიათებლებს.   მართალია, ვაუჩერი ზომა ზრდადია, თუმცა მას გააჩნია ე.წ. „ჭერი“, რომელიც 1.6-ჯერ აღემატება ვაუჩერის სტანდარტულ ზომას (რეალურად კი ის 4-ჯერ მეტია სტანდარტულ ზომაზე). მშობლების გადასახადი ნებაყოფლობითია, სკოლებს სადაც ითხოვენ ასეთ დანამატს შერეული დაფინანსების სკოლებს უწოდებენ. არსებობს შეზღუდვა მუნიციპალური სკოლების შემთხვევაში, რომლებსაც აქვთ უფლება დააკისრონ მშობლებს დამატებითი გადასახადი მხოლოდ განათლების საშუალო საფეხურზე. შერეული დაფინანსების სკოლები ვალდებულები არიან გამოიყენონ დამატებითი დაფინანსების 10%-ი სტიპენდიებისათვის.  

    2. რეკომენდაციები

    ქვეყნის განვითარებისთვის განათლების პრიორიტეტულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაცაა საჭირო ქვეყნის ბიუჯეტში გათვალისწინებულ სოციალურ პროექტებიდან საკმაოდ მოზრდილი ნაწილი განათლების სფეროს და მის სრულყოფას მოხმარდეს. რესურსების ცვლილება, მათ შორის დაფინანსების ზრდა უფრო დიდ ეფექტს იძევა ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ვიდრე იგივე ცვლილებამ განვითარებულ ქვეყნებში. ფინანსების ადეკვატური და სამართლიანი გადანაწილება პირდაპირკავშირშია მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასთან. იმისათვის, რომ განათლების ხარისხი და მოსწავლეების სწავლის შედეგები  იყოს მაღალი აუცილებელია სამართლიანი და ადეკვატური დაფინანასების სისტემის არსებობა. მიმაჩნია, რომ სკოლის ბიუჯეტის შედგენისას ფინანსები უნდა განისაზღვროს საჭიროებაზე დაფუძნებული რესურსების გადასანაწილებლად.  

     შორს ვარ იმ აზრისგან, რომ განათლება და მათშორის ზოგადი განათლებაც  მთლიანად სახელმწიფოს კისერზე უნდა იყოს, სკოლებს უნდა ჰქონდეთ დაფინანსების დამატებითი წყაროების მოძიების ხელშეწყობა თუ არა საშუალება მაინც. უნდა ხდებოდეს სკოლის მენეჯერების გადამზადება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და არასამთავრობოებთან საურთიერთობოდ, რომ ისევ და ისევ დამატებითი სახსრები მოიზიდონ სკოლისთვის.  

    ვფიქრობ, საერთოდ არ უნდა მოხდეს კერძო სკოლის მოსწავლეებზე ვაუჩერის გაცემა, თუნდაც მათი წახალისების მიზნით.

    აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს მეტი ფინანსური რესურსი მიმართოს ისეთი პროგრამების დასახვეწად როგორიცაა ინკლუზიური განათლება, სათანადო განათლების მიცემა ეთნიკური უმცირესობებისთვის, მაღალმთიან და კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებ ბავშვთა, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ  ბავშვთა განათლებაზე, ასევე დიდ ყურადრებას უნდა ამახვილებდეს მიუსაფარ ბავშვთა სწავლის დაფინანსებაზე. ასეთი კატეგორიების ბავშვებზე შედარებით მეტი თანხა უნდა იხარჯებოდეს ქვეყნის ბიუჯეტიდან, რადგან ასეთ პირებზე პასუხისმგებელი სწორედ სახელმწიფოა. სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ გადაცემასთან ერთად მნიშვნელოვანია მათთვის კარგი სასწავლო პირობების შექმნა სკოლაში. თუნდაც ფიზიკური განვითარების მხრივ, რაც ცეკვისა თუ სპორტის წრეების შექმნას გულისხმობს სკოლაში. უნდა ხდებოდეს უკვე დასახელებული კატეგორიებიდან საუკეთესო აკადემიური მიღწევების მქონე მოსწავლეების სახელმწიფო ხარჯზე მაღალ რეიტინგულ სკოლებში გადაყვანა და ხელშეწყობა.  

    ცხადია, სკოლისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გათბობა, კვებისა და ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის საკითხების გაუმჯობესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მნიშვნელოვანია იმ სოფლებისა თუ რეგიონების სკოლების გათვალისწინებაც რომლებიც დამატებითი მომსახურების საჭიროებას ქმნის. მაგალითად:  ზოგიერთ რაიონში დიდია ხარჯები იმ ფაქტორების გამო, როგორიცაა პატარა ზომა, ერთოთახიანი სკოლა მეჩხერად დასახლებულ სოფელში, ან ფაქტორები გამოწვული დიდი ზომის გამო, როგორიცაა ძალიან დიდი ქალაქის სკოლების ოლქები. ასევე, ტრანსპორტირების ხარჯები მნიშვნელოვნად განსხვავდება რაიონებს შორის. ნაკლებად დასახლებულ რაიონში შორ მანძილზე ხდება მოსწავლეთა ტრანსპორტირება და შესაბამისად ერთ მოსწავლეზე უფრო მეტი ტრანსპორტირების ხარჯების გამოყოფაა საჭირო.

    მიუხედავად უკვე არსებული, წარჩინებულ მოსწავლეთა წახალისების ფორმისა (ოქროსა და ვერცხლის მედლები), საჭიროა შერჩეული იქნას,  წახალისების სხვა უფრო ეფექტური და სამართლიანი ფორმა. ასევე უფრო მეტად განვითარდეს ახლგაზრდა გამომგონებელთა, სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეთა გამოსავლენი ღონისძებები მათი შემდგომი ხელშეწყობის მიზნით. უფრო უნდა დაიზვეწოს და მეტად დაინერგოს როგორც სასწავლო ისე სპორტული ოლიმპიადები, შემეცნებით–ინტელექტუალური ტურ–შეჯიბრებები და ა.შ.

    ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია სკოლების მატერიალურ–ტექნიკური ბაზების, ბიბლიოთეკების გაუმჯობესება, კლას–ლაბორატორიების მოწყობა სკოლებში და ამისათვის მასწავლებელთა გადამზადება. ცვლილებები მასწავლებელთა ანაზღაურებაში და ტექნიკური პერსონალის შესანახად – მეტი ცოდნის და უნარისთვის ხელფასის ზრდის უზრუნველყოფა, სკოლის წარმატებულობის მოტივატორია – სკოლების დაჯილდოება მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებისთვის.2  

    ცხადია, ყოველივე ზემოთ დასახელებულის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება  ერთ ბავშვზე მორგებული ვაუჩერით ვერ მოხდებ–მოხერხდება და საჭიროა როგორც მოსწავლის დაფინასების ფორმულის გარეთ მყოფი სისტემა ისე გარკვეული ნორმატიულ–საკანონმდებლო ცვლილებები.  

     

    ____________________

    2. ალან ოდენი, სკოლის დაფინანსებაში სამართლიანობისა და ადსეკვატურობის შეფასების ჩარჩო

    -----------------------------------------------------------------------------------------

    გამოყენებული ლიტერატურა:

    სასწავლო მასალები:  

    1. ალან ოდენი, სკოლის დაფინანსებაში სამართლიანობისა და ადსეკვატურობის  

    შეფასების ჩარჩო, 2012

    2. დაფინანსების სისტემები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, 2012

    3. ჩილეს მაგალითი 2012

    4.  ვაუჩერის წერი, 2012

    5. გოგლიჩიძე ალუდა, საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მდგომარეობისა და მართვის ანალიზი, (თბილისი: USAID, 2010) http://pfd.ge/files/education/Policy%20Paper_GEO%20Final.pdf (30.11.2012)

    6. განათლების სისტემა http://www.aeag.org.ge/data/file/225/01_Education%20system%20overview.pdf (30.11.2012)

    7. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შეფასება http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2-civil2-01-1--0-10-0--0-0---0prompt-10--.%2e-4----4---0-1l--11-ka-10---10-help-50--00-3-1-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-00&a=d&c=civil2&cl=CL2.4&d=HASH01afaaae27b39d9fd3acf6ff.9.1 (30.11.2012)

    8. სიმონ ჯანაშია, სკოლების დაფნანსების სისტემის ცვილება, (თბილისი: ლიბერალი 30 იანვარი, 2011)  http://www.liberali.de/skolebis-dapinansebis-sistemis-t?page=1

    9. სიმონ ჯანაშია, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა საქართველოში; მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, პოლიტიკის ანგარიში (ნოემბერი 2009წ)

    ავტორი :ნინო ჯამბაზიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი უცხო ენები გამოცემები ბიბლიოთეკები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი პედაგოგები რეპეტიტორები წიგნების მაღაზიები კოლეჯი განათლება საზღვარგარეთ უმაღლესი სასწავლებელი კომპიუტერული ტექნიკა საბავშვო მაღაზიები სახელმძღვანელოები დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) ხელოვნების სკოლები, სტუდიები სპორტული სკოლები, სტუდიები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები ავტოსკოლები საგანმანათლებლო რესურსები სადღესასწაულო ცენტრები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სამეცნიერო პორტალები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024