მეტაკოგნიცია (აზროვნება აზროვნების შესახებ), ანუ ცოდნა საკუთარი აზროვნების პროცესების შესახებ ეს არის თვითკონტროლის პროცესი, რომელიც გულისხმობს სასწავლო პროცესის დაგეგმვას, მონიტორინგსა და შეფასებას. მეტაკოგნიტური აქტივობის განხორციელება მოსწავლეს მაშინ შეუძლია, თუ ის ფლობს არა მხოლოდ ე.წ. დეკლარაციულ ცოდნას (ფაქტებს, ინფორმაციას, მაგ. ცოდნას მეტაკოგნიტური სტრატეგიების შესახებ), არამედ პროცედურულ ცოდანასაც (იცის როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა-გეგმავს, ამოწმებს და აფასებს სწავლის პროცესს).
როგორ იძენს მოსწავლე მეტაკოგნიციის უნარს? მიუთითებენ მის ოთხ წყაროზე:
1. სასწავლო დავალებებში საკუთარი და სხვისი წარმატებების შესახებ ინფორმაციის ფლობა
2. გამოცდილება, რომელიც მოსწავლემ შეიძინა სწავლის პროცესში (მაგ: რწმენის განცდა, როდესაც მოსწავლეს შესწევს უნარი გაიგოს მასწავლებლის მითითება და პირიქით)
3. სასწავლო ამოცანებისა და მიზნების ანალიზის უნარი
4. შემეცნებით დავალებათა შესრულების პროცესში სტრატეგიების გამოყენების და ანალიზის უნარი. მეტაკოგნიციის უნარი მით უფრო ვითარდება რაც უფრო ხშირად იყენებს მოსწავლე მას.
მეტაკოგნიტური პროცესების გაცნობიერება და რეგულირება მთელი სასკოლო სწავლების პროცესში აგრძელებს განვითარებას.
მეტაკოგნიტური სტრატეგიების კატეგორიები. ისტორიულად, მეტაკოგნიტური სტრატეგიების სწავლება, როგორც წესი, ხდებოდა სტიქიურად. უკანასკნელ პერიოდში იქმნება მრავალი პროგრამები, რომელიც მიმართულია სპეციალურად სტრატეგიების სწავლებაზე.
გამოყოფენ სტრატეგიათა შემდეგ სახეებს
სტრატეგიის ტიპი
|
მაგალითი
|
მასალის გამეორების მარტივი სტრატეგიები
|
კონტინენტების დასახელების რამდენჯერმე გამეორება.
|
მასალის გამეორების რთული სტარტეგიები
|
ტექსტში მნიშვნელოვანი პუნქტების ხაზგასმა
|
ინფორმაციის დამუშავების მარტივი სტრატეგიები
|
ასოციაციების ფორმირება: „წადი ნახე ყარამანი მინდვრად ცოცხალ ლომებს იჭერს.“ თითოეული სიტყვის პირველი ასო წარმოადგენს ცისარტყელაში, სპექტრში ფერების განლაგების თანამიმდევრობას.
|
ინფორმაციის დამუშავების რთული სტრატეგიები
|
ანალოგიების ფორმირება, პერეფრაზირება, შედეგების შეჯამება, დაკავშირება
|
ინფორმაციის ორაგანიზების მარტივი სტრატეგიები
|
დაჯგუფება, კლასიფიკაცია, სერიაცია
|
ინფორმაციის ორგანიზაციის რთული სტრატეგიები
|
ძირითადი იდეის იდენტიფიკაცია, განზოგადებული ცნებების ამსახველი ცხრილების დამუშავება.
|
მასალის გაგების, შემოწმების სტრატეგიები
|
შეკითხვები თვითკონტროლისათვის, ძირითადი პუნქტების, თეზისების ჩამოთვლა, მიზნების დასხვა და ამ მიმართულებით საკუთარ წინსვლაზე თვალის მიდევნება
|
აფექტური და მოტივაციური სტრატეგიები
|
შინაგანი მოტივაციის გამოყენება,“მე შეიძლია ამის გაკეთება უბარალოდ,დრო მჭირდება, ემოციათა მართვის ტექნიკები, დადებითი განწყობის შემუშავება
|
აზროვნების/სწავლის სტრატეგიები მოიცავს, როგორც მეტაკოგნიტურ ისე კოგნიტურ სტრატეგიებს. მეტაკოგნიტური ჩვევები კონტროლის ჩვევებია, ხოლო კოგნიტური ჩვევები - შესრულების. მოვიყვანოთ მაგალითი, რომელიც აჩვენებს მეტაკოგნიტური და კოგნიტური სფეროების დამოკიდებულებას: გადავწყვიტე ვისწავლო განათლების სფეროში მოცემული ტერმინები. ეს არის მიზნების დასახვა, რომელსაც მე უნდა მივაღწიო - მეტაკოგნიცია; ვიწყებ ტექსტის კითხვას - კოგნიტური ქმედება; გარკვეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ ვჩერდები, მაქვს განცდა, რომ რაღაც გამოვტოვე - მეტაკოგნიცია; კვლავ კითხულობ ტექსტს -კოგნიტური ქმედება ; წაკითხვის შემდეგ გონებაში ვიმეორებ თითოეულ ცნებას ერთი-ორჯერ გამეორება -კოგნიტური სტრატეგია; მაქვს განცდა რომ ვითვისებ - მეტაკოგნიცია; ვამთავრებ კითხვას, ვუყურებ თითოეულ ტერმინს და გონებაში ვიმეორებ მის განმარტებას - მეტაკოგნიტური სტრატეგია; კმაყოფილი ვარ იმით, რომ გავიგე და დამამახსოვრდა - მეტაკოგნიცია.
წყარო: მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები, სწავლისა და განვითარების თეორიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
|