მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    დედისერთა ბავშვი სინდრომი - მითი თუ რეალობა? ნანახია (10395) - ჯერ 04 თებერვალი 2013

    დედისერთა ბავშვები და მათი ფსიქოლოგიური თავისებურებები არაერთი მეცნიერული კვლევის საგანი გამხდარა. შედეგები კი დროის ცალკეულ პერიოდებში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. მკვლევართა ნაწილი ამტკიცებს, რომ დედისერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფსიქოლოგიური პორტრეტის ჩამოყალიბებაზე, განაპირობებს მისი ხასიათის ეგოისტურ გამოვლინებებს და შედარებით სუსტად განვითარებულ სოციალურ უნარებს; მეორე ნაწილი კი ამგვარი განზოგადების წინაარმდეგია და დედისერთა ბავშვის ფენომენს მითს უწოდებს. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება დროის მიხედვით ენაცვლება ერთმანეთს. თუ მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის კვლევები დედისერთა ბავშვის ეგოისტურ ბუნებაზე და სოციალურ უნარების ნაკლებ განვითარებულობაზე მიუთითებდა, გასული საუკუნის ბოლოს და თანამედროვე კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს, ამ ყოველივეს სტერეოტიპების გავლენას უწოდებს, ანგრევს მითს დედისერთა ბავშვის შესახებ და ძირითად ყურადღებას ბავშვის აღზრის სტილს და სხვა მოქმედ ფაქტორებს უთმობს.

    დედისერთა ბავშვები დაბადებიდანვე განსაკუთრებულ ატმოსფეროში ცხოვრობენ და ვითარდებიან. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მათი გარშემომყოფები მხოლოდ უფროსები არიან. აქედან გამომდინარე ისინი უფრო შეზღუდულ პირად გამოცდილებას იღებენ იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებსაც და-ძმა ჰყავთ. გასული საუკუნის დასაწყისში ფსიქოლოგები სკეპტიკურად უყურებდნენ ოჯახის ამგვარ სტრუქტურას. ზოგიერთი მათგანი თვლიდა, რომ დედისერთობა უკვე გულისხმობს გარკვეული ფსიქოლოგიური გადახრების არსებობას ადამიანში. თუმცა ასეთი ერთმნიშვნელოვანი შეფასება არასაკმარისადაა დასაბუთებული და ბოლო დროს უფრო და უფრო მეტ წინააღმდეგობებს ხვდება.

    დედისერთა ბავშვის განვითარებაში ძირითად თავისუბურებას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახლო ურთიერთობაში მხოლოდ უფროსებთან არის. უფრისთა სამყაროში ერთადერთ პატარად ყოფნა არც ისე ადვილია. ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა ოჯახურ სიტუაციაში   საკუთარი თავი შეადაროს   მსგავსი ასაკის და-ძმებს, ამის ნაცვლად ის ხედავს ყოვლის მქონე და ყოვლის შემძლე უფროსებს, რაც   მასში სისუსტისა და არასრულფასოვნების   მწვავე განცდას   იწვევს. ამგვარი სიტუაციის მუდმივი ზემოქმედებით ბავშვი თანდათანობით იმედგაცრუებული ხდება და შედეგად საკუთარ ძალებში დარწმუნებულობას კარგავს. დედისერთა ბავშვი მშობლების მუდმივი ყურადღების ქვეშ არის. ისინი დაუყოვნებლივ ამჩნევენ ბავშვის თოთოეულ სირთულეს და წარუმატებლობას, შედეგად კი მისი დახმარების ნაჩქარევ გადაწყვეტილებას იღებენ, რაც საბოლოოდ აფერხებს ბავშვის სპეციფიური უნარების განვითარებას, ბავშვი ეჩვევა, რომ პირველივე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დასახული მიზნის მიღწევაში მშობელი ეხმარება. ამით კი ხელი ეშლება მისი ასერტიულობისა და მიზანსწრაფულობის განვითარებას. ამას გარდა, მუდმივი გადამეტებული დახმარება უფროსების მხრიდან ბავშვს უვითარებს გრძნობას, რომ ის დახმარებას საჭიროებს, არ შესწევს ძალები თავად აკეთოს გარკვეული მოქმედებები. ეს განცდა ხშირად ფიქსირდება ხოლმე დედისერთა ბავშვებზე ჩატარებული პროექციული ტესტებით გამოკვლევისას, როდესაც ოჯახის პორტრეტის დახატვისას ისინი საკუთარ თავს არაადექვატურად პატარა ფიგურით გამოსახავენ სურათის სხვა პერსონაჟებთან (როგორც წესი მშობლებთან) შედარებით. ეს ბავშვის მიერ საკუთარი უმწეობის განცდაზე მეტყველებს.

    გადამეტებული მზრუველობის პირობებში ცხოვრების შედეგაც, დედისერთა ბავშვები არა მარტო საკუთარ თავში დარწმუნებულობას კარგავენ, არამედ ეჩვევიან მშობელთა დახმარების, მათ პრობლემებზე ზრუნვის აღქმას როგორც ნორმალურ, აუცილებელ მოვლენას და ითხოვენ ამგვარ დახმარებას ნებისმიერ სიტუაციაში, იმისგან განურჩევლად, რეალურად საჭიროებენ თუ არა ამგვარ გადამეტებულ დახმარებას. ბავშვი საკუთარი უმწეობის "ძალას" გრძნობს და ბოროტად იყენებს გარშემომყოფთა ყურადღებასა და ზრუნვას. ამგვარად, მშობლები საკმაოდ იოლად ხდებიან პატარა "მანიპულატორის" გავლენის ქვეშ - მას ყველაფერში დახმარება სჭირდება, მისთვის უარის თქმა არაფერზე არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ დააყონებს ისტერიკა, ტირილი, ბრაზი და სისუსტის მორიგი გამოვლინება. ბავშვი ზოგჯერ მშობლებით მანიპულირების შედარებით უჩვეულო ფორმებს იყენებს. მაგ. მიუთითებს ღამის კოშმარების, სომატური დარღვევბის (თავის და მუცლის ტკივილი) არსებობაზე, რათა შეინარჩუნოს მშობლების მუდმივი ზრუნვის მდგომარეობა, რათა ყველაფერი ისე ხდებოდეს, როგორც მას სურს. ბავშვები პატარა ტირანები ხდებიან. მშობლები მართალია ამის გამოშეწუხებულები არიან, მაგრამ არ ესმით სინამდვილეში რასთან აქვთ საქმე და ფიქრობენ, რომ ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარეა.

    დედისერთა ბავშთა განვითარების კიდევ ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა ის, რომ მათ არ აქვთ თავიანთი ასაკის სხვა ბავშვებთან   (და-ძმებთან) ახლო ურთიერთობის შესაძლებლობა, რაც ხშირ შემთხვევაში შედეგად არაადექვატურ   თვითშეფასებას იძლევა. დედისერთა ბავშვები საკუთარ თავს უნიკალურად, ფასეულად თვლიან და თავს სხვებზე მაღლა აყენებენ. სკოლის პერიოდში, როდესაც ისინი სხვა ბავშვებთან შედარების სიტუაციაში ხვდებიან (რაც თავის მხრივ ამჟღავნებს მათ გადამეტებულ წარმოდგენასა და შეფასებას საკუთარ თავზე), ისინი მთელი ძალით იბრძვიან ფიქტიური მეს ხატის შესანარჩუნებლად. ამის მისაღწევად კი, ისინი ხშირად ჭირვეულობენ. და-ძმასთან ახლო ურთიერთობის არარსებობას ასევე მივყავართ თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემებთან. მათ არ აქვთ სხვა ბავშვების მოთხოვნებთან მორგების გამოცდილება, არ ითვალისწინებენ მათ ინტერესებს. დედისერთა ბავშვი სხვებისგან ხშირად საუბრისას გამოყენებული ლექსიკონითაც გამოირჩევა. მისი საუბარი მოზრდილთათვის დამახასიათებელ სამოთქმებს შეიცავს, რაც გაუგებარია როგორც მისთვის, ასევე გარშემომყოფი ბავშვებიშთვისაც, მას ასევე უჭირს ბავშვური ხუმრობების გაგება. ეს ყველაფერი შედეგად იწვევს იმას, რომ დედისერთა ბავშვები თანატოლთა შორის არაპოპულარულები არიან, რაც თავისმხრივ მოქმედებს ბავშვის პიროვნულ განვითარებაზე. განიცდიან რა სხვა ბავშვებთან ახლო ურთიერთობების ნაკლებობას, დედისერთა ბავშვები სკოლამდელ ასაკშივე იწყებენ ამგვარი კონტაქტების ძიებას. ისინი მშობლებს დაიკოს ან ძამიკოს "ყიდვას" სთხოვენ ან შინაური ცხოველის ყოლის გადამეტებულ სურვილს ამჟღავნებენ. თამაშის მუდმივი პარტნიორის და ოჯახში მეგობრის ყოლის მოთხოვნილება, რომელთან ურთიერთობაც თანასწორ დონეზე შეიძლება, მათ ნახატებშიც იჩენს თავს, განსაკუთრებით, როდესაც ისინი ოჯახს ხატავენ.

    თუმცა ყველა ზემოთ განხილული თავისებურების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს ის დადებითი მხარეებიც, რომლებიც დედისერთა ბავშვი განვითარებას აქვს. უპირველეს ყოვლისა, ისინი იღებენ მშობლების უფრო მეტ ყურადღებას და სიყვარულს. მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა მშობლები გადაამეტებენ, ბავშვის ინიციატივას ადგილს არ უტოვებენ, არ აძლევენ მას შანსს თავადვე მოსინჯოს საკუთარი ძალები, გადალახონ დაბრკოლებები - ზიანი უფრო მეტია ვიდრე სარგებელი. სამწუხაროდ, ზოგადი ტენდენცია სწორედ ასეთია - მშობლებისთვის ის ხომ ერთადერთია. თუმცა, არსებობენ მშობლები, რომლებიც სძლევენ ამ "სისუსტეს" და ბავშვს განვითარების ნორმალურ გარემოს უქმნიან. მეორე დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ დედისერთა ბავშვის მშობლებს მეტი საშუალება აქვთ განავითარონ მისი   შესაძლებლობები., იყვნენ უფრო ყურადღებიანნი მისი შინაგანი სამყაროს და განცდების მიმართ. არიან რა უფრო ახლოს ბავშვთან, ისინი უფრო მეტად ძემოქმედებენ მისი პიროვნების განვითრებაზე, ვიდრე სხვა ოჯახები. საერთო ჯამში შესაძლოა აღინიშნოს, რომ მშობელთა მოპყრობის როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი ასპექტები შედარებით გამოკვეთილ კვალს ტოვებს დედისერთა ბავშვის პიროვნებაში. დედისერთა ბავშვები სოციალური თვალსაზრისითაც გარკვეულ უპირატესობებს ფლობენ. მათ განათლებაზე მეტი დრო იხარჯება, ხდება სხვადასხვა რეპეტიტორების მოწვევა, ბავშვები დადიან არაერთ დამატებით წრეზე და ა.შ. მოგვიანებით, როცა ისინი მოზრდილის ცხოვრებას იწყებენ, დედისერთა ბავშვები მატერიალურად უკეთ არიან უზრუნველყოფილნი, რაც დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

    თანამედროვე ცხოვრების პირობებში, როდესაც სოციალური ურთიერთქმედება დღითიდღე უფრო გახსნილი და მრავალფეროვანი ხდება, რთულია ვისაუბროთ დედისერთა ბავშვის ჩაკეტილობაზე და თანატოლებთან ურთიერთობის დეფიციტზე. ამას ემატება მშობლების მიერ არჩეული აღზრდის სტილი, რომელსაც დედისერთა ბავშვებზე ჩატარებული კველების შედეგად გამოვლენილი უარყოფითი მხარეების უმეტესობის კომპენსირება შეუძლია. ბავშვის მე-ხატის ჩამოყალიბება, თვითშეფასების ადექვატურობა და საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა აუცილებლად და-ძმის ყოლით და მათთან ურთიერთქმედებით არ განისაზღვრება. ბავშვური გარემოს შექმნა და მისი ასაკის შესაბამისი ინტერესების დაკმაყოფილება ასევე არ წარმოადგენს პრობლემას. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში პირველ პლანზე წამოწეულიყო მშობლის მიერ არჩეული აღზრდის სტრატეგიები და ოჯახური ურთიერთქმედების პროცესში მოქმდები ფაქტორების ერთიანობა. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა გაცილებით მრავალმხრივ სურათს იძლევა და ამცირებს საფრთხეს, ყოველგვარი თავისებურება ბავშვის დედოსერთობას მივაწეროთ.

     

     

    ავტორი :ნატო კორახაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    საგანმანათლებლო დაწესებულებები მომზადება/ტესტირება/ჩაბარება რელიგია გამოცემები/პუბლიკაციები კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი ინტერესები/კონკურსები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები საზოგადოებრივი ურთიერთობები სარეკლამო მომსახურება ბავშვის აღზრდა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სასწავლო დაწესებულების მართვა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები დასვენება/ტურიზმი სასარგებლო რჩევები ბავშვის კვება და მოვლა გართობა/თამაშები კვალიფიკაციის ამაღლება გაერთიანებები/სოციალური ქცელები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა მშობელი და ოჯახი მედიცინა და პროფილაქტიკა განათლება საქართველოში და მსოფლიოში სხვა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია მეცნიერება/ტექნიკა ადამიანთაშორის ურთიერთობა ფიზიკური კულტურა და სპორტი შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა სიახლე განათლების სფეროში ბუნება/ეკოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024