იერუსალიმი- სამი რელიგიის წმინდა ქალაქი
მსოფლიოს სამი უდიდესი რელიგია: იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი საკუთარ წმინდა ქალაქდ იერუსალიმს მიიჩნევს, რომელთანაც თითოეულს ისტორიულად აკავშირებს წმინდა ადგილები. ებრაელებისათვის ეს არის გოდების კედელი და თავად იერუსალიმი, ქრისტიანებისათვის- ვია დოლოროსა და აღდგომის ტაძარი, მუსლიმებისათვის- ალ-აკსას მეჩეთი.
დღეისათვის იერუსალიმი ისრაელის შემადგენელი ნაწილია. 1950 წელს ისრაელმა დასავლეთ იერუსალიმი თავის დედაქალაქად გამოაცხადა და გადაიტანა იქ სამთავრობო დაწესებულებები, მაგრამ მსოფლიომ ეს არ აღიარა. 1967 წელს ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმიც ჩაიგდო ხელში. 1980 წელს კი კნესეთმა იერუსალიმი ისრაელის განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა. მიიღო კანონი,რომლის მიხედვითაც იერუსალიმი გაერთიანებული სახით ცხადდებოდა ისრაელის დედაქალაქად. წმინდა ადგილებს დაიცავდა ისრაელი სხვათა ძალადობისა და დაზიანებისგან, ხოლო განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლ;ებს მიეცათ საშუალება, მოინახულონ და პატივი მიაგონ წმინდა ადგილებს.
ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენს განიხილოს იერუსალიმის რელიგიური მნიშვნელობა იუდაისტების, ქრისტიანებისა და მუსლიმებისათვის. აღწეროს არსებული მდგომარეობა და იერუსალიმის როლი მსოფლიო პოლიტიკაში.
იერუსალიმი საკულტო ცენტრი იყო ათასწლეულით ადრე, ვიდრე მას ებრაელთა მეფე დავითი იებუსელებისგან დაიპყრობდა და იუდეის რელიგურ ცენტრად აქცევდა მას. გამაგრებულ დასახლებას (ქალაქს) მაშინ პატარა ადგილი ეჭირა, მაგრამ ფლობდა წყაროს (გიხონი), რაც წყალმცირე იუდეის მთებში მუდმივი დასახლების შექმნის ძირითადი პირობა და მისთვის მეტოქეობის მთავარი მიზეზი იყო.
დღევანდელი იერუსალიმის ”ძველი ქალაქის“ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს წმინდა ადგილების დიდ ნაწილს, განსაზღვრავს საფორტიფიკაციო ნაგებობა- 1539-45 წლებში ოსმალეთის სულტან სულეიმან I-ის ბრძანებით ავსტრიელთა შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად აგებული კედლები.
status quo იერუსალიმში
ტრადიციულად, იერუსალიმის ძველი ქალაქი ოთხ არათანაბარ ნაწილად იყოფოდა.ამჟამინდელი status quo კი XIX საუკუნეში განისაზღვრა,კერძოდ, 1852 წლის ოსმალეთის სულტან აბდულ მეჯიდის ფირმანით, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანულ მიმართულებას დარჩა წმინდა აკლდამის ეკლესიაში იმ მომენტისათვის მის ხელთ არსებული ქონება და უფლებები.ბრაძანებულება ნიშნავდა,რომ აღარ შეიცვლებოდა წმინდა ადგილების მაკონტორლებელი სისტემა და წმინდა მიწის გამგებელი ყველა ქვეყნის მთავრობა გაიზიარებდა არსებულ status quo -ს (ოსმალეთის იმპერია,დიდი ბრიტანეთი,ისრაელი და იორდანია). შესაბამისად status quo ჩამოყალიბდა როგორც კანონი
დღეისათვის იერუსალიმი დაყოფილია სომხურ, ებრაულ, ქრისტიანულ და მუსლიმურ ნაწილებად,იქ არის აგრეთვე ალ-აქსას მეჩეთი და კლდის გუმბათი.
იერუსალიმის რელიგიური მნიშვნელობა ისლამური სამყაროსათვის
არაბულად იერუსალიმის სახელია „ალ-კუდს“(წმინდა) ან კიდევ „ ალ-კუდს აშ-შარიფა“ (წმინდა დიდებული), რომელიც განისაზღვრა შუა საუკუნეების არაბი მოგზაურებისა და მწერლების მიერ.
638 წლამდე იერუსალიმი მუსლიმური საზოგადოების ორბიტის გარეთ იყო მოქცეული, ხოლო 638 წელს ხალიფა ომარმა დაიპყრო იერუსალიმი და სწორედ ამ პერიოდიდადნ ხდება მუსლიმთათვის იერუსალიმი მესამე წმინდა ქალაქი მექასა და მედინას შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ხალიფა ომარის მიერ წმინდა კლდისპირზე (სახრა) სალოცავის აღმართვით ძვეული ებრაული ტაძრის ადგილას, რომელიც ისლამმა საკუთარ წმინდა ადგილად გამოაცხადა იმ რწმენით, რომ მუჰამადმა ზეცაში სწორედ ამ ადგილიდან იმოგზაურა. 50 წლის შემდეგ ხალიფა აბდ ალ- მალიქ იბნ მარვანმა იქ ააგო მიზგითი, რომელსაც შეცდომით ომარის მეჩეთსაც უწოდებენ.
საკითხის უკეთ აღსაქმელად, მნიშვნელოვანია მუჰამმადის მოგზაურობის(მირაჯ) უკეთ გაცნობა, რომელსაც ყურანში ეწოდება „ისრა“: „(ალაჰს) მიჰყავს (მუჰამმადი) წმინდა მიზგითიდან უშორეს მიზგითამდე“. წმინდა(ხელუხლებელი) მიზგითი უკვე არსებობდა მექაში, ხოლო „უშორესი” მიზგითი იყო ადგილი არა მიწაზე, არამედ სამოთხეში. პალესტინა კი ყურანში მოხსენიებულია „უახლოეს მიწად“ (30:1). მაგრამ VII საუკუნეში უმაიანთა დინასტიის წარმომადგენლება კლდის გუმბათის განაპირას ააგეს დიდი მიზგითი ალ-აკსა, რაც „შორეულს“ ნიშნავს: ეს არის ისლამის უწმინდესი მიზგითი მექასა და მედინას შედეგ. გარდა ამისა, იერუსალიმი იყო ყიბლა (ლოცვის მიმართულება) მუჰამმადისათვის, ვიდრე იგი მედინაში მყოფი, 623 წლიდან ყიბლად აქცევდა მექას და ისლამში უპირველესი სიწმინდის მნიშვნელობას მიანიჭებდა მექაში მდებარე ქააბას.
ისრასა და მირაჯის წყალობით ისლამური სამყაროსათვის იერუსალიმი მესამე წმინდა ქალაქდ იქცა. მათთვის მთავარი წმინდა ადგილებიაალ-ჰარამ აშ-შარიფის ტერიტორიაზე მდებარე ( წმინდა ნაკრძალი) ალ-აკსას მიზგითი და ალ-კუბბათ ას-სახრა (კლდის გუმბათი).
იერუსალიმის რელიგიური მნიშვნელობა ქრისტიანულ სამყაროში
ქრისტიანთათვის იერუსალიმი არის წმინდა ქალაქი სადაც ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღდგა იესო ქრისტე. ქალაქში არის წმინდა ადგილები, სადაც იესომ გაატარა ცხოვრების უკანასკნელი დღეები, ქადაგებდა და კურნავდა დაავადებულებს, აღასრულა საიდუმლო სერობა.
თეორიულად, ქრისტიანთათვის ზეციური იერუსალიმი უფრო მეტს ნიშნავს,ვიდრე მიწიერი. მაათვის ცენტრალურია არა „ფიზიკური“ ტაძარი,არამედ მაცხოვარი,ქრისტე. ამიტომ მიწიერი იერუსალიმიც ქისტიანებისათვის ძვირფასია და იგი მოლოცვის ადგილის წარმოადგენს.
ქრისტიანებს იერუსალიმში აქვთ უწმინდესი ადგილები,რომელთაგან ყველაზე გამოკვეთილია „აღდგომის ეკლესია“ (მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის), ხოლო კათოლიკე ქრისტიანები მას „წმინდა აკლდამის ეკლესიას“ უწოდებენ. ტაძრის შიგნით მდებარეობს გოლგოთა და ქრისტეს აკლდამა. ძველი ქალაქის რეკონსტრუქციისას ქალაქის ადმინისტრაციამ განსაკუთრებული ყურადრება მიაქცია ვია დოლოროსას და აღდგომის ტაძარს, რომელთა აღდგენა მოხდა არა ახალი, არამედ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქრისტეს ეპოქის ფენიდან მოპოვებული უძველესი მასალით.
ამჟამად, წმინდა აკლდამის/აღდგომის ტაძარი გაყოფილი აქვთ იერუსალიმის ბერძნულ მართლმადიდებლურ საპატრიარქოს, ფრანცისკანელთა ორდენს და იერუსალიმის სომხურ საპატრიარქოს.
იმავე ეკლესიაში პატარა ადგილს ფლობს კოპტური საპატრიარქო.ქართული მართლმადიდებლური, მარინოტული და ნესტორიანული ეკლესიებისგან განსხვავებით, უფლებები შეუნარჩუნდათ ეთიოპიურ და სირიულ საპატრიარქოებს.
იერუსალიმის რელიგიური როლი იუდაისტურ სამყაროში
იუდეველებისათვის წმინდაა არა მარტო იერუალიმი, არამედ მთელი ისრაელი. თორას მიხედვით ისრაელი არის ღმერთის მიერ საკუთარი რჩეული ხალხისათვის აღთქმული მიწა.
იერუსალიმი იუდაიზმის სიმბოლოდ მეფე დავითის შედეგ იქცა, როგორც ებრაული ერისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების უდიდესი სტიმული. თუ ებრაული სახელმწიფო წყვეტდა არსებობას, იერუსალიმი ინარჩუნებდა სიმბოლურ მნიშვნელობას.
იერუსალიმის მნიშვნელობა განსაზღვრავს ებრაელთა თვით-აღქმას, გამორკვევას და ისტორიული ცნობიერების ჩამოყალიბებას წინასწარმეტყველებებითა და დავითის ფსალმუნებით. მათთვის იერუსალიმი და სიონი სინონიმებია. ებრაელი ხალხი იდენტიფიცირდება სიონთან, ხოლო იერუსალიმი აღიქმება როგორც დედა, რომელიც არის დაქვრივებული, დარდითა და ნაღველით დამძიმებული, რომელიც კვლავ შეკრებს ერთად საკუთარ შვილებს.
ყველას ვისაც უყვარს იერუსალიმი ეძებს იქ სიმშვიდეს და არის უპირველესი ადგილი სადაც ისინი თავიანთ თავს უწოდებენ აბრაამის შვილს და რომელთათვისასც სიტყვა იერუსალიმი კვლავ შინაარსიანი და შემოქმედია მისი მნიშვნელობით (წინასწარმეტყველი ისაია ,1:27)
სიონი იხსნის და გადაარჩენს თავის მაცხოვრებლებს სამართლიანობითა და ჭეშმარიტებით.
მუსლიმებისა და იუდეველებს ერთსა და იმავე წმინდა ადგილზე აქვთ პრეტენზია, რაც თითქმის უიმედოს ხდის მათი მორიგების ყველა მცდელობას, რადგან რელიგური დატვირთვის მქონე ადგილისათვის დავა თავისუფლად შეიძლება სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. რაშიც ჰარ ჰაბაით/ ალ-ჰარამ შ-შარიფის მაგალითიც გვარწმუნებს.
რაც შეეხება პოზიციებს იერუსალიმთან დაკავშიებით: ქრისტიანობა არ გამოირჩევა პოლიტიკური კონტროლის პრეტენზიებით . ისლამისა და იუდაიზმის შემთხვევაში მდგომარეობა მკვეთრად საპირისპიროა. მუსლიმებისათვის იერუსალიმი არის დარ ალ-ისლამი (ისლამის სახლი) და შესაბამისად მის ნაწილად უნდა დარჩეს. იუდეველები კი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ წმინდა ქალაქის შესანარჩუნებლად.
1967 წლის ექვდღიანი ომისა და 1973 წლის იომ-ქიფურის ომის შემდეგ გადაიდგა პირველი ნაბიჯები მშვიდობისაკენ. 1970-იან წლების შუახანებში ეგვიპტის პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა. მისმა პრეზიდენტმა, ანვარ სადათმა, პირველმა არაბული სახელმწიფოს მეთაურთაგან , აღიარა ისრაელის არსებობის უფლება. 1978 წელს კემპ-დევიდში, შეერტებული შტატების პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში, უმაღლეს დონეზე ჩატარდა ამერიკა-ისრაელ-ეგვიპტის მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც 1979 წელს დადებულ იქნა საზავო ხელშეკრულება ეგვიპტესა და ისრაელს შორის.
აღნიშნული ხელშეკრულებით 1982 წელს ისრაელმა სინას ნ-კ დაუბრუნა,მაგრამ უარი თქვა ოკუპირებული ტერიტორიებისათვის ავტონომიის მინიჭებაზე. მაგრამ მიუხედავად მრავალი მცდელობისა, დავა იერუსალიმთან დაკავშირებით კვლავ მოუგვარებელი რჩება და შეიძლება ითქვას, რომ ყველა მხარისათვის მისაღები გზის გამოძებნაც შეუძლებელი ხდება.
|