მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    დისგრაფია ნანახია (9131) - ჯერ 01 მარტი 2013

    დისგრაფია (ბერძნ. "დის"-დასუსტებული, "გრაფოს"-წერა) არის წერის უნარის დარღვევა, რომელიც არ არის დაკავშირებული ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან. ადამიანებს დისგრაფიით შეუძლიათ თავისუფლად კითხვა, თუმცა კოორდინაციის ნაკლებობის გამო, წერენ მხოლოდ გარკვეულ დონეზე. ასევე მათ უჭირთ ზოგიერთი მოტორული ფუნქციების შესრულება, მაგალითად, როგორიცაა ფეხსაცმლის თასმების შეკვრა. საერთოდ დაარღვევა ყველა სახის მოტორულ უნარზე არ მოქმედებს. დისგრაფიის მქონე ადამიანებს შეიძლება უჭირდეთ ასოთა დამარცვლა და ფურცელზე აზრის გადმოცემისას სიტყვებს ხშირად შეცდომით წერდნენ.

    სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დისგრაფიას სერიოზულ საფუძველს უქმნის მეტყველების ფონეტიკურ-ფონემატიკური და ლექსიკურ-გრამატიკული განუვითარებლობა. დისგრაფიის ინდივიდუალური კორექციის მიზნით მეცნიერებათა უმეტესობა გამოჰყოფს დისგრაფიის რამდენიმე ფორმას:

    • დისგრაფიის არტიკულაციურ-აკუსტიკური ფორმა, რომლის არსი გამოიხატება იმაში, რომ ბავშვი, რომელსაც გააჩნია დარღვევები ბგერების წარმოთქმაში, ამ რასწორ წარმოთქმას აფიქსირებს წერის დროსაც, ანუ წერს ისე, როგორც წარმოთქვამს. აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა მოხდეს ბგერების წარმოთქმის კორექცია და ამის შემდეგ შესაძლებელია დისგრაფიის პრობლემის მოგვარება.
    • დისგრაფიის აკუსტიკური (ფონემატიკური) ფორმა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ბავშვი ახდენს ფონეტიკურად მსგავსი ბგერების შესატყვისი ასოების შეცვლას, ხოლო ზეპირმეტყველებაში ამ ბგერებს სწორად წარმოთქვამს.
    • ენობრივი ანალიზისა და სინთეზის ნიადაგზე წარმოქმნილი დისგრაფია, რომელიც ყველაზე ხშირია წერათმეტყველებაში დარღვევის მქონე ბავშვებში. ამ ფორმის დისგრაფიისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია შემდეგი შეცდომები:
    1. ასოებისა და მარცვლების გამოტოვება
    2. ასოებისა და მარცვლების გადანაცვლება
    3. ასოებისა და მარცვლების განმეორება
    4. სიტყვის წერის დაუსრულებლობა
    5. სიტყვაში ზედმეტი ასოების წერა
    6. სიტყვაში სხვა სიტყვებიდან მარცვლების გადმოტანა - კონტამინაცია.
    • აგრამატიკული დისგრაფია. დაკავშირებულია მეტყველების გრამატიკული წყობის განუვითარებლობასთან, როდესაც ბავშვი წერს ვითომ გრამატიკის წესების საპირისპიროდ. ეს შეინიშნება ცალკეული სიტყვის, შესიტყვების, წინადადების და ტექსტის დონეზე. იმ პერიოდში, როდესაც ბავში უკვე დაეუფლა წერის ცოდნას და შეუდგა გრამატიკის წესების შესწავლას, ის, მაგალითად ვერ იყენებს არსებითი სახელების ბრუნვის წესებეს.
    • ოპტიკური დისგრაფია. დისგრაფიის ამ ფორმის საფუძველს წარმოადგენს მხედველობით-სივრცობრივი წარმოდგენის და მხედველობითი ანალიზისა და სინთეზის არასაკმარისი ჩამოყალიბება. თუ ბავშვი ვერ აღიქვამს ასოებს შორის სხვაობას, ის ძნელად აითვისებს მათ მოხაზულობას და ასახავს წერის დროს. ყველაზე ხშირი შეცდომებია:
    1. წერის პროცესში ასოების ელემენტების დაუსრულებლობა
    2. ზედმეტი ელემენტების დამატება
    3. ელემენტების გამოტოვება
    4. ასოების სარკისებურად ასახვა.
    • კინეტიკური დისგრაფია. ყველა სპეციალისტი ცალკე არ გამოჰყოფს ამ ფორმას, მაგრამ უმეტესობა აღნიშნავს წერის პროცესში თვალის მიდევნების მნიშვნელობას და იმას, რომ ბავშვების ნაწილს უჭირს ამის დაუფლება. გარდა ამისა, კინეტიკური დისგრაფია ზოგჯერ განპირობებულია წერის დროს ხელის არასწორი მოძრაობით.
    • მეორადი (არასპეციფიკური) დისგრაფია. მეორადი ხასიათის დარღვევებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყურადღების კონცენტრაციის, გადართვის და გადანაწილების დეფიციტი. სმენითი და მეტყველებითი სუსტი მეხსიერება ხელს უშლის წაკითხული ტექსტის დამახსოვრებას და წერის დროს მის ასახვა-განმეორებას. კითხვისა და წერის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამის განხორციელების ტემპს. ბავშვები, რომლებიც ვერ ასწრებენ შემოთავაზებულ ტემპში წერასა და კითხვას, დავალების შესრულებისთვის აჩქარების გამო უშვებენ სხვადასხვა სახის შეცდომებს, მაგრამ ტემპის შემცირების შემთხვევაში იგივე ბავშვები საკმაოდ კარგად კითხულობენ და წერენ.

    დისგრაფიის მიზეზი შეიძლება იყოს:

    მემკვიდრეობა - მშობლებს ან ოჯახის სხვა წევრებს ხშირად თავადაც აქვთ ანალოგიური პრობლემა.

    პრობლემები მუცლადყოფნისა და მშობიარობისას - პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს მუცლადყოფნის ან მშობიარობის პროცესის გართულებით, ასევე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებით ფეხმძიმობის პერიოდში, ჟანგბადის ნაკლებობით, ადრეული ან დაგვიანებული მშობიარობით.

    დაბადების შემდგომი ტრავმები - თავის ტრავმები, კვების ნაკლებობა და ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტი.

     

    ავტორი :თამარ ჩხეიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    გამოცემები/პუბლიკაციები მშობელი და ოჯახი რელიგია ფიზიკური კულტურა და სპორტი ინტერესები/კონკურსები სასარგებლო რჩევები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა სასწავლო დაწესებულების მართვა გართობა/თამაშები სარეკლამო მომსახურება შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა ბავშვის კვება და მოვლა დასვენება/ტურიზმი დასაქმება/კარიერა/ბიზნესი მეცნიერება/ტექნიკა სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ადამიანთაშორის ურთიერთობა სხვა საზოგადოებრივი ურთიერთობები განათლება საქართველოში და მსოფლიოში მედიცინა და პროფილაქტიკა სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები საგანმანათლებლო დაწესებულებები სიახლე განათლების სფეროში ბუნება/ეკოლოგია კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი ბავშვის აღზრდა კვალიფიკაციის ამაღლება მომზადება/ტესტირება/ჩაბარება პედაგოგიკა/ფსიქოლოგია გაერთიანებები/სოციალური ქცელები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024