50 - ან წლებში, როდესაც გამოვლინდა ტვინის გარე ფაქტორებზე ( სინათლის ციმციმებზე, ხმოვან დაწკაპუნებებზე ) რეაგირების უნარი, შეიქმნაელექტროენცეფალოგრაფია და საჭირო ეფექტების მისაღწევად შემუშავებულიყო ტვინის სტიმულირების ეფექტური მეთოდები.
ჩვეულებრივად ტვინის სიხშირის ელექტრული პოტენციალი მერყეობს 0.5 - 45 Hz. საუკეთესოა, როდესაც ტვინი ემორჩილება სპექტრს 10 - 25 Hz, პრაქტიკული ვარჯიშების შედეგად კი ეს შუალედი შეიძლება გავრცელდეს ტვინის სიხშირის მთლიან დიაპაზონზე.
ამ ეტაპზე, შეიძლება გამოეყოს ტვინის სიხშირის ხუთი ძირითადი დიაპაზონი:
- დელტა დიაპაზონი (0.5 Hz დან 4 ჰც ) - ღრმა ძილის ფაზა;
- ტეტა დიაპაზონი (4 Hz, 8 Hz) - სწრაფი ძილის, ნახევრად ძილი;
- ალფა დიაპაზონი (8 Hz -13Gts) - რელაქსაცია ;
- ბეტა დიაპაზონი (13Gts -45Hz) - აქტიური რეალობა ;
- ჰამა დიაპაზონი (45Hz -60Hz) - შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობა ( ნაკლებად შესწავლილია, ძნელად აღქმადია).
დელტა ტალღები - ყველაზე ნელი სიხშირეებია თავის ტვინში. ისინი დომინირებენ მაშინ, როცა ჩვენ ძილისა ან ქვეცნობიერის მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ ზოგჯერ დელტა დიაპაზონი შეიძლება იყოს ნორმალურ მდგომარეობაშიც. ტვინის სტიმულირება დელტა დიაპაზონით არიდებს უძილობას, ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს პაციენტებთან ურთიერთობის დროს აძლევს მათთან „მორგების“ პროფესიულ უნარს, უზრუნველყოფს ღრმა დასვენებას და სრულიად ანეიტრალებს „დაცლილობის“ ეფექტს.
ტეტა ტალღები - მეტ წილად არსებობენ, როდესაც ადამიანი ძილის და რეალობა შორისაა ანუ ამ შუალედურ მდგომარეობაშია. მას ხშირად თან ახლავს მოულოდნელი ხედვა, ძილისებური სურათები და აძლევს ხელმისაწვდომობას ტვინის არაცნობიერ ნაწილში შეღწევას. ტვინის ტეტა დიაპაზონით სტიმულირება მნიშვნელოვნად ზრდის შემოქმედებით პოტენციალს. ამასთან მნიშვნელოვნად მცირდება ალკოჰოლისა და ნარკოტიკების საჭიროება. მისი შესაძლებლობები ასევე საჭიროებს შესწავლას.
ალფა ტალღებს - ახასიათებს ზედაპირული დასვენების მდგომარეობა. ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ ალფა რითმების დაბალი მაჩვენებლები , როგორც წესი, დაქვეითებული აქვთ სრულყოფილი დასვენების უნარი, რაც ხშირად მძიმე სტრესს გამოიწვევს. ამიტომ, ალფა სპექტრით სტიმულირება რეკომენდირებულია სტრესული მდგომარეობების დაძლევისათვის.
ბეტა ტალღები - დომინირებენ ნორმალური საღი აზროვნების მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ გარშემო ვხედავთ სამყაროს გახელილი თვალებით, ან როდესაც ჩვენი გონება ფოკუსირებულია არსებული პრობლემების მოგვარებაზე. ბეტა ტალღები, როგორც წესი, ასოცირდება რეალურად , გაღვიძებასთან, კონცენტრაციასთან, შემეცნებასთან და გადაჭარბებულად - შფოთვასთან, შიშთან და პანიკასთან. ბეტა ტალღების ნაკლებობა კი იწვევს დეპრესიას, ცუდ შერჩევით ყურადღებას და ინფორმაციის დამახსოვრების დაქვეითებას. ტვინის სტიმულირება ბეტა ტალღებით შესაძლებელია დეპრესიის დაძლევა, ასეთი სახის სტიმულირება ზრდის ცნობიერების, ყურადღების და მოკლევადიანი მეხსიერების უნარებს.
ჰამა ტალღების არსებობა ამ ეტაპზე გაურკვეველია და შესასწავლია. მათ ახასიათებს მდგომარეობა, რომელსაც იყენებენ იოგების ტექნიკისა და მედიტაციის დროს. ადამიანის ტვინის რთულად ექვემდებარება ამ სიხშირის ზეგავლენას.
ტვინის ელექტრო აქტიურობის თანამედროვე კომპიუტერული ანალიზის მეთოდმა გამოავლინა, რომ რეალურ მდგომარეობაში იმყოფებიან ტვინის სიხშირის ყველა დიაპაზონი და რაც უფრო ეფექტურია ტვინის ფუნქციონირება, მით უფრო აღინიშნება ტვინის ორივე ნახევარსფეროს სიმეტრიულ ადგილებში მეტი სინქრონული ფუნქციონირება. |