საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია, სოფლის მეურნეობის დარგებში პროფესიული განათლების გაუმჯობესება და ბიზნესის ხელშეწყობა.
თანამშრომლობის მიზანია სავაჭრო-სამრეწველო პალატას, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და პროფესიული განათლების ფონდის ძალისხმევის გაერთიანება სოფლის მეურნეობისათვის კვალიფიციური კადრების პროფესიული მომზადება-გადამზადების ხელმისაწვდომობისთვის, ერთობლივი პროექტების შემუშავება, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება და მათთან საქმიანი კონტაქტების დამყარება და სხვა.
სამივე ორგანიზაცია ითანამშრომლებს პროფესიული ცოდნისა და უნარების შეძენის თანამედროვე მეთოდების გავრცელების, ექსპერტთა და სპეციალისტთა თემატური ჯგუფების შექმნის, სხვადასხვა მიმართულებით მიზნობრივი პროექტების, ბიზნეს-გეგმების შემუშავების კუთხით, დაგეგმილია მაღალმთიანი რეგიონებისათვის მოძრავი სასწავლო-საკონსულტაციო პუნქტების ორგანიზება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების და გადამუშავების საწარმოების პერსონალისა და ფერმერთა ადგილზე მომზადებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარება და სხვა ღონისძიებები.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა - კახა ბაინდურაშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ და საქართველოს პროფესიული განათლებს ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე ეჯიბაძემ. |