საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ორგანიზებით 2013 წლის 17 ივლისს გაიმართა კონფერენცია თემაზე – „პროფესიული განათლების განვითარება – პროფესიული განათლების სტრატეგია, პროფორიენტაცია და ხარისხის გაუმჯობესება“.
კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ გახსნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამონაწილეობით ორგანიზებულ კონფერენციაზე განიხილული იქნა პროფესიული განათლების ახალი სტრატეგია და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა, განათლების ხარისხის განვითარება და მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემეშავება და დანერგვა.
კონფერენციას ესწრებოდნენ პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფკავშირების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები. კონფერენციის ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული პროფესიული განათლებისთვის მნიშვნელოვან თემებზე მომზადებული პრეზენტაციების განხილვაში. |