მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    გამოთვლითი ტექნიკის ევოლუცია 26 აგვისტო 2009

    ცნობილია, რომ სავარაუდოთ V-VI საუკუნეებში რომში გამოთვლისათვის იყენებდნენ მოწყობილობას, რომელსაც ერქვა ”calculi” (შეადარეთ თანამედროვე კალკულატორის სახელწოდებას) ან “abakuli”. თავიდან ეს იყო მტვრის ფენით დაფარული ფიცარი, რომელზედაც აღრიცხვისათვის თვლის დროს წვეტიანი ჯოხით ჩამოუსვამდნენ ხაზს ან ჩამოხაზულ სვეტებში შერჩეული პოზიციის მიხედვით განალაგებდნენ ნივთებს. შემდგომში ამ მოწყობილობამ იცვალა სახე. ძველი რომის ეპოქიდან ჩვენამდე მოაღწია ბრინჯაოსაგან დამზადებულმა უფრო დახვეწილმა ნიმუშმა. ის დასადგომ საანგარიშოს წარმოადგენს, რომლის ვერტიკალურ ღარებში მოძრაობდნენ კენჭები. ღარის ქვედა ნაწილში კენჭების რაოდენობა ხუთამდე დათვლისათვის თავსდებოდა, ხოლო ზედა ნაწილში იყო დანაყოფი, რომელშიც თვითოეული კენჭი ქვევით განთავსებულ ხუთს უდრიდა. ამ სახის საანგარიშოები მზადდებოდა ქვის, სპილოს ძვლის, ბრინჯაოსა და ფერადი მინისაგან.

    ჩინეთში ანალოგიური სახეობის საანგარიშოს ”სუანპანი” ერქვა, ის ჩვენი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. ამ მოწყობილობის უფრო გათანამედროვებული ნაირსახეობა სავარაუდოთ XII საუკუნეში შეიქმნა. ”სუანპანი” წარმოადგენს მართკუთხა ჩარჩოს, რომელშიც პარალელურად დაჭიმულია ცხრა ან მეტი სიმი, მათი მიმართულების პერპენდიკულარულად ”სუანპანი” გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად. უფრო დიდ ნაწილში (მას ”მიწას” უწოდებდნენ) თვითოეულ სიმზე აკინძული იყო ხუთი ბურთულა, მცირე ნაწილში კი (”ცაში”) თითო სიმზე - ორი. სიმები შეესაბამებოდნენ რიცხვთა ათეულს.

    იაპონიაში - სარგებლობდნენ საანგარიშოთი, რომელსაც ”სორობანს” უწოდებდნენ. ის წარმოადგენს ჩინური ”სუანპანის” სახეობას და ქვეყანაში შემოიტანეს XV-XVI საუკუნეებში. თავისი ჩინური წინამორბედისაგან ”სორობანი” განსხვავდება იმით, რომ ზედა ნაწილში (”ცაში”) მას ბურთულების რაოდენობა ერთით ნაკლები გააჩნია. დანარჩენში ის სრულად იმეორებს ჩინურ პროტოტიპს.
    შემდეგი ნიმუშია - ხისგან დამზადებულ ჩარჩოზე ჰორიზონტალურად, ათეული წყობის პრინციპით, განლაგებული ხის ან ძვლის კოჭებიანი საანგარიშოა, რომელიც XVI საუკუნიდან იხმარებოდა ევროპის სხვა და სხვა ქვეყნებში. საანგარიშოს ეს სახეობა ალბათ ყველასათვის ცნობილია. დღესაც მას ხმარობენ ძველი თაობის ბუღალტრები და გამყიდველები, აგრეთვე პარკებში და სკვერებში დომინოს თამაშის მოყვარულები.
    ლეონარდო და ვინჩის გამოთვლითი მოწყობილობა.   XVII საუკუნის 30 - ან წლებში                 მადრიდის   ეროვნულ   ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს ლეონარდო და ვინჩის გამოუქვეყნებელი ხელნაწერის ორი ტომი. ხელნაწერების ნაწერში, რომელიც ეძღვნებოდა გამოყენებით მექანიკას, აღმოაჩინეს   13 თანრიგიანი მაჯამებელი მოწყობილობის ესკიზი.     ავტორის ჩანაფიქრით, მოწყობილობის მუშაობას უზრუნველყოფდნენ ათკბილიანი ბორბლები. სარეკლამო მიზნით ფირმა IBM - მა ნახაზების მიხედვით გაიმეორა და ვინჩის გამოგონება და საჩვენებლად აამუშავა ის.

    უატტის სახაზავი - პირველი უნივერსალური ლოგარითმული სახაზავია, რომელიც 1779 წელს გამოიგონა გამოჩენილმა ინგლისელმა მექანიკოსმა ჯ. უატტმა. ეს სახაზავი წარმატებით გამოიყენებოდა ინჟინრულ გაანგარიშებებში.
    პასკალის არითმეტიკული მანქანა, ან როგორც მას უწოდებდნენ ”პასკალის ბორბალი”, რომელიც, თავისი წინამორბედი მოწყობილობებისგან განსხვავებით, რიცხვების საგნობრივი წარმოდგენის ნაცვლად აგებული იყო ღერძებისა და ბორბლების მექანიკური ურთიერთობის შედეგად, კბილანის მეშვეობით მიუთითებდა რიცხვზე.

    თომას ხილის მრავალ თანრიგიანი მანქანა. გამომგონებელმა ის ამერიკაში 1857 წელს შექმნა. ამ მოწყობილობის მოქმედებისათვის პირველად გამოყენებულია კლავიატურის პრინციპი. სამწუხაროდ ამ მანქანამ ვერ მოიპოვა აღიარება კონსტრუქციული ნაკლოვანებების გამო.

    იტალიელი ჯოვანნი პოლენის მანქანა (1709 წ.) ემსახურებოდა გამოთვლის მიზნებს, მისი ყველა დეტალი გამოიჩარხა ხის მასალისაგან და სხვა ცნობილი მოწყობილობებისგან განსხვავებით მოქმედებაში ის მოჰყავდა თოკზე ჩამოკიდებულ საწონს.
    ინგლისელი ჩარლზ ბებბიჯის ანალიტიკური მანქანა გამოგონებულ იქნა 1834 წელს. იგი შედგებოდა მთელი რიგი ბლოკებიდან - რიცხვების შენახვის ”სამყაროებიდან”, რიცხვებით არითმეტიკული მოქმედების ”წისკვილიდან”, მოქმედების მარეგულირებელი ”მართვის მოწყობილობიდან” და მონაცემთა შეყვანისა და მიღების აგრეგატისაგან. შედეგების მიღება გათვალისწინებული იყო სტერეოტიპული ანაბეჭდისა ან ნახვრეტიანი პერფორირებული ბარათების სახით. ბებბიჯმა შეასრულა მანქანის კვანძების 200 - ზე მეტი ნახაზი და მისი კომპლექტაციის 30 ვარიანტი. მანქანის აგრეგატების, კვანძების, დეტალებისა და მათი ექსპლუატაციის აღწერისათვის მან შემოიღო ასობით ახალი ტერმინი. შეიძლება ითქვას ბებბიჯის ანალიტიკური მანქანა თანამედროვე კომპიუტერის პირველსახე და წინამორბედია.

    ამის შემდგომ, საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობამ   შესძლო ელექტრონულ-გამოთვლითი მანქანების პირველი თაობების შექმნა. თუ იცით რამ ამის შესახებ გამოსაქვეყნებლად   მოგვაწოდეთ მასალა.

    ავტორი :Adminstrator

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    სარეკლამო მომსახურება დასაქმება/კარიერა/ბიზნესი ფიზიკური კულტურა და სპორტი სხვა გართობა/თამაშები ბუნება/ეკოლოგია რელიგია მეცნიერება/ტექნიკა ბავშვის აღზრდა ადამიანთაშორის ურთიერთობა განათლება საქართველოში და მსოფლიოში მშობელი და ოჯახი ინტერესები/კონკურსები სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა მედიცინა და პროფილაქტიკა სასარგებლო რჩევები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები საზოგადოებრივი ურთიერთობები სიახლე განათლების სფეროში გაერთიანებები/სოციალური ქცელები დასვენება/ტურიზმი შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა გამოცემები/პუბლიკაციები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები სასწავლო დაწესებულების მართვა მომზადება/ტესტირება/ჩაბარება პედაგოგიკა/ფსიქოლოგია ბავშვის კვება და მოვლა საგანმანათლებლო დაწესებულებები კვალიფიკაციის ამაღლება კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024