მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    მიჯაჭვულობა ნანახია (12207) - ჯერ 15 თებერვალი 2014

    ტერმინი მიჯაჭვულობა მოდის .. მიჯაჭვულობის ფსიქოლოგიიდან, რომელიც გასული საუკუნის შუა პერიოდში შეიმუშავეს . ბოულბიმ და . ეინსვორტმა. მათ შრომებში საკვანძო ტერმინებია: ემოციური კავშირი, მიჯაჭვულობა და მიჯაჭვულობის ქცევა.

    ემოციური კავშირიეს არის შედარებით ხანგრძლივი კავშირი, სადაც სხვა ადამიანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც უნიკალური და შეუცვლელი პიროვნება. ემოციური კავშირის   დროს ადგილი აქვს სურვილს მასთან სიახლოვის.

    მიჯაჭვულობაეს არის ემოციური კავშირის ქვესახეობა, სადაც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა. როცა თქვენ ვინმესთან ხართ მიჯაჭვული, მის გვერდით თავს დაცულად და კოფორტულად გრძნობთ. აქედან გამომდინარე, ბავშვის დამოკიდებულებას მშობლის მიმართ შეიძლება ვუწოდოთ მიჯაჭვულობა. ხოლო მშობლის დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ ამას ვერ ვუწოდებთ, ვინაიდან მშობელი ბავშვის გვერდით თავს დაცულად არ გრძნობს. თუმცა მოზრდილს შეიძლება მიჯაჭვულობა ჰქონდეს პარტნიორთან ან მეგობართან.

    ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გამოვლინდება მიჯაჭვულობის ქცევაში. მიჯაჭვულობის ქცევა საშუალებას აძლევს ბავშვს ან მოზრდილს მოიპოვოს ან შეინარჩუნოს სიხლოვე ადამიანთან, რომელთანაც ის მიჯაჭვულია. ეს შეიძლება იყოს ღიმილი, თვალებით კონტაქტი, მიმართვა, ტირილი, შეხება, ჩახუტება. მოზრდილები კომფორტულად გრძნობენ თავს, როცა ვინმეს მიმართ მიჯაჭვულობის გრძნობას განიცდიან, ხოლო ბავშვებისთვის მიჯაჭვულობის გრ- ძნობის განცდა აუცილებელია. მოზრდილის მიმართ მიჯაჭვულობის გრძნობის გარეშე ბავშვი სრულფასოვნად ვერ ვითარდება. პოზიტიური ემოციური კავშირი მოზრდილსა და ბავშვს შორის ეხმარება მას, დაძლიოს შიში და შფოთვა, გაუმკლავდეს სტრესს და ფრუსტრაციას, შეიმეცნოს სამყარო.

    პოზიტიური მიჯაჭვულობა ბავშვის ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ემოციური იმპულსების კონტროლის უნარის ფორმირებას, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გაჩენას, საკუთარი და სხვა ადამიანების გრძნობების გაგების უნარის გამომუშავებას, სხვა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას უწყობს ხელს. პოზიტიური მიჯაჭვულობა განვითარების შეფერხების რისკსაც ამცირებს.  

    მიჯაჭვულობის დარღვევამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს არა მარტო სოციალურ კონტაქტებზე, სინდისის, პირადი ღირსების გრძნობების ჩამოყალიბებაზე, ემპათიის (სხვა ადამიანთა გრძნობებში წვდომისა და თანაგრძნობის) უნარზე, არამედ ის ბავშვის ემოციური, სოციალური, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს. ბავშვებს, რომლებიც მიჯაჭვულობის გრძნობის დეფიციტს განიცდიან, სამყაროს შეცნობისა და ადამიანთა შორის დამოკიდებულების არაადექვატური აღქმა გამოუმუშავდებათ, მიჯაჭვულობის პატერნი შეიძლება გადაეცეს ერთი თაობიდან მეორეს, ანუ საკუთარი ბავშვობის გამოცდილება გავლენას ახდენს საკუთარ შვილებთან ემოციური კავშირის ფორმირებაზე. ბავშვის ზრდასთან ერთად, მიჯაჭვულობის ფორმები რთულდება. თანდათანობით ისინი გარდაიქმნება გარკვეულ პატერნებად _ ადამიანის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებებად. ბავშვობაში ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობის ტიპი საკმაოდ მდგრადია, მისი მოდიფიკაცია მიმდინარეობს მთელი ცხოვრების განმავლობაში. განშორება ადამიანთან, ვისთანაც ვართ მიჯაჭვული, იწვევს მოსალოდნელ დანაკარგის მტკივნეულ გრძნობას. ამიტომ ხშირად ადამიანისთვის ნეგატიური რეაქცია უფრო სასურველია, ვიდრე მისი არქონა. აქედან გამომდინარე, ადამიანი შეიძლება მიჯაჭვული იყოს მისდამი, ვინც აყენებს ფიზიკურ ან ემოციურ ზიანს. მიჯაჭვულობის გრძნობამ შეიძლება დაჩრდილოს ყველა სხვა მოთხოვნილება, მათ შორის გონებაც კი. მაგალითად, ქალი შეიძლება ცხოვრობდეს მამაკაცთან, რომელიც მასზე ფიზიკურად ძალადობს.

    თავდაპირველად . ეინსვორტმა გამოყო მიჯაჭვულობის 3 ტიპი: სანდო, განრიდებული და ამბივალენტური.

    როგორც კვლევებმა აჩვენეს, მიჯაჭვულობის ტიპი გავლენას ახდენს ურთიერთობაზე სხვა ადამიანებთან, თვითშეფასებაზე, პარტნიორის შერჩევაზე, სასიყვარულო ურთიერთობების სტაბილობაზე, დეპრესიის განვითარებაზე, ცხოვრებისეული კრიზისების დაძლევაზე, სამუშაოზე.

    სანდო მიჯაჭვულობის ტიპის მქონე ადამიანები განიცდიან ბედნიერებას, ენდობიან სხვა ადამიანებს, თავის საქმიანობაში თავს გრძნობენ თავდაჯერებულად, ნაკლებად ეშინიათ შეცდომის დაშვების, არ უშვებენ, რომ პირადმა ურთიერთობებმა ხელი შეუშალოს მათ მუშაობაში.

    განრიდებული მიჯაჭვულობის ტიპის ადამიანებს აქვთ ახლო ურთიერთობების შიში, ემოციური აღმაფრენა და ვარდნა, ახასიათებთ ეჭვიანობა. ისინი სამუშაოს იყენებენ იმისთვის, რომ გაექცნენ სოციალურ ურთიერთობებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება კარგი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდეთ, ხშირად უკმაყოფილონი არიან სამუშაოთი.

    ამბივალენტური მიჯაჭვულობის ტიპის ადამიანებს ახასიათებთ ემოციური უკიდურესობები, აკვიატებული სიყვარული, ეჭვიანობა. ისინი დამოკიდებულნი არიან შექებაზე, ეშინიათ იგნორირების, უშვებენ სიტუაციებს, როდესაც პირადი ურთიერთობები და სამუშაო ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის.

     

    არასანდო მიჯაჭვულობის (განრიდებული და ამბივალენტური) ტიპის მქონე ადამიანები, უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში, ხანგრძლივ თერაპიულ დახმარებას საჭიროებენ.

    გამოყენებული ლიტერატურა: მ. მელიქიშვილი; (მიჯაჭვულობა მე -9 თავი)

    ავტორი :ნინო ბაიდოშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვცვლი მომსახურება ტურიზმი/დასვენება/გართობა ტენდერები/გრანტები ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა ხელოვნება/კულტურა ვიყიდი განათლება/სწავლება ვარ სპეციალისტი ვეძებ სპეციალისტს კონფერენციები/ღონისძიებები გავაჩუქებ სხვა სასწავლო პროგრამები ფიზიკური კულტურა/სპორტი სტიპენდიები ვყიდი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024