მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    პიროვნება, მე (self) და ინდივიდუალური განსხვავებები ნანახია (12848) - ჯერ 04 იანვარი 2016

    თვითობის ორი ასპექტი პირველად უილიამ ჯემსმა განასხვავა ერთმანეთისაგან. საკუთარი პიროვნება, ერთის მხრივ, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც 1. სუბიექტი (I) და, მეორეს მხრივ, როგორც 2. ობიექტი (Me). ჯემსის მიხედვით, მე-სუბიექტი არის აქტიური, მოქმედი, ცნობიერი, საკუთარი ქცევის წარმმართავი, სწორედ მისი ერთ-ერთი მახასიათებელი არის ჩვენი მუდმივობის განცდა. ხოლო მე-ობიექტი არის მე-ს შემმეცნებელი ობიექტი. როგორც ვხედავთ, თვითობა თავის თავში ერთდროულად აერთიანებს როგორც სუბიექტს, ისე ობიექტს.

    როგორ განიცდის ადამიანი საკუთარ თავს ანუ საკუთარ „მე“-ს? თავის რა თვისებებს თვლის ის განსაკუთრებულად დამახასიათებლად, რითაც ის განსხვავდება სხვებისგან? ემთხვევა თუ არა ინდივიდის მიერ თავისი თავის შეფასება იმას, თუ როგორ აფასებენ მას სხვები? ესაა საკითხები, რომლებიც არსებითად ქმნის პიროვნულ იდენტურობას ანუ ის, რაც იგულისხმება პიროვნების არსში.

    საკუთარი „მე“, პირველ რიგში, ესაა რწმენების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა საკუთარი თავის შესახებ. რა არის ჩვენი მნიშვნელოვანი მახასიათებელი თვისება? რაში ვართ კარგები? რას ვაკეთებთ ცუდად? რა სახის სიტუაციებს ვერიდებით ან ვაძლევთ უპირატესობას? რწმენების ერთობლიობას, რომელსაც ვფლობთ იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ, უწოდებენ მე-კონცეფციას. ერთი სიტყვით, მე-კოცეფცია ეს არის თვით ჩვენ შესახებ რწმენების შინაარსი. იგი არის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახული ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. იგი მოიცავს ცოდნას საკუთარი გარეგნობის, საკუთარი ქცევის მიზნების, მოტივების, ფორმებისა და მათი განხორციელების შედეგების შესახებ. ასევე მოიცავს ცოდნას სოციალური ურთიერთობების, გარკვეული კატეგორიებისადმი მიკუთვნებულობის, გრძნობებისა და განწყობების შესახებ. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მე-კონცეფცია ერთგვარი სქემის როლს ასრულებს და გავლენას ახდენს თვითობასთან, საკუთარ პიროვნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამუშავებაზე.

    ჩვენ ვეხებთ არამარტო იმას, თუ რას წარმოვადგენთ ჩვენ, არამედ იმასაც, თუ როგორ ვაფასებთ იმ თვისებებს, რომელსაც მივაწერთ საკუთარ თავს. შეფასებას, რომელსაც ვაკეთებთ ჩვენ შესახებ, უწოდებენ თვითშეფასებას. თვითშეფასება ეს არის ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ, რომელიც ასახავს თვითპატივისცემისა და თვითმიღების ხარისხსაც. იგი წარმოადგენს მე-კონცეფციის პირადი ღირებულების, კომპეტენტურობის განცდიდან გამომდინარე, სუბიექტურ შეფასებას. მასლოუს თანახმად, შეფასების მოთხოვნილება დაკავშირებულია თვითაქტუალიზებული პიროვნების ჩამოყალიბების პროცესთან. თვითაქტუალიზაცია, პიროვნებისადმი ჰუმანისტური მიდგომის მიხედვით, ადამიანის განვითარების მთავარი განმაპირობებელია. ის განიხილება, როგორც პიროვნების დინამიკის მთავარი  დეტერმინანტი. თვითაქტუალიზაციის ტენდენცია გულისხმობს, რომ ადამიანი მუდმივად მიისწრაფვის საკუთარი პოტენციალის რეალიზაციისაკენ და თანდაყოლილი უნარებისა და ნიჭის განვითარებისაკენ. აქტუალიზაცია ადამიანის ორგანიზმში არსებული ერთიანი ცენტრალური ენერგიის წყაროა. ის საწყისს იღებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებში, ხელს უწყობს ორგანიზმის განახლებასა და განვითარებას. აქტუალიზაციის ტენდენცია განაპირობებს, რომ ორგანიზმი მიისწრაფვის გარკვეული მიზნისკენ, იქნება ეს გამოკვლევა, გარემოს ცვლილებები, თამაში თუ შემოქმედება. აქტუალიზაციის ტენდენცია მიმართულია არა უბრალოდ და არა მხოლოდ დაძაბულობის მოხსნაზე, არამედ გულისხმობს დაძაბულობის გაძლიერებასაც, რადგან ადამიანის ქცევა მოტივირებულია განვითარებით. ადამიანს მართავს ზრდის პროცესი, რაშიც პირადი პოტენციალი რეალიზდება. მაგალითად: აქტუალიზაციის გამოვლენაა, როდესაც პატარა ბავშვი აგრძელებს სიარულის სწავლის მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე წაიქცა და თავიც გაიტეხა. იგივე მოვლენაა კარგი ნიშნის მიღების სურვილი, სამსახურში წარმატების მიღწევა, ადამიანების დახმარების სურვილი და ა.შ. მასლოუს აზრით, ყველა ადამიანს აქვს მოთხოვნილება თუ სწრაფვა, ჰქონდეს საკუთარი ღირებულების, თვითპატივისცემის მყარი, სტაბილური განცდა და შეფასება არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფთა მხრიდანაც.

    ჰორნი თვლიდა, რომ მშობლის სიყვარულს მოკლებული ბავშვები მიდრეკილი არიან დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების განვითარებისკენ (რომელსაც ის განიხილავდა, როგორც ნევროტულ მოთხოვნილებას).

    დამტკიცებულია, რომ სიყვარული, სითბო და მიმღებლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია მაღალი თვითშეფასების გასავითარებლად. გარემოსადმი ნდობის ჩამოყალიბება ბავშვს თავიდან ააცილებს გარე სამყაროს წინაშე შფოთვასა და დაძაბულობას. თავის გამოკვლევებში კუპერტისმა აღმოაჩინა, რომ მაღალი თვითშეფასება წარმოადგენს მშობლების მიერ მიმღებლობის, რეალისტურ საზღვრებში მოქმედების თავისუფლების არსებობის შედეგს.

    საბოლოო ჯამში, თვითშეფასების ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მშობლების ყურადღების ხარისხსა და რაოდენობას, მათი მხრიდან ბავშვის უპირობო მიმღებლობას.

    ავტორი :ადა ბესელია კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    პროგრამირება მიფოლოგია სამართალი პოლიტოლოგია კრიმინალისტიკა სტატისტიკა დაზღვევა საბანკო საქმე ფიზიკა ეკოლოგია ინვესტიციები სოფლის მეურნეობა მშობლიური ენა და ლიტერატურა სახელმწიფო მოწყობა და მართვა უცხოური ლიტერატურა ისტორია მედიცინა, ჯანმთელობა ფიზკულტურა და სპორტი მარკეტინგი და რეკლამა ბუღალტერია და აუდიტი ჟურნალისტიკა და PR ეკონომიკა სექსოლოგია გეოლოგია მენეჯმენტი უცხო ენები გეოგრაფია ჟურნალისტიკა არქიტექტურა ინფორმატიკა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია რელიგია ტრანსპრტი საბაჟო სისტემა ასტრონომია ფილოსოფია მეტალურგია ტურიზმი ლოგიკა საერთაშორისო ურთიერთობები ქიმია მართვა საბირჟო საქმე გეოდეზია მრეწველობა, წარმოება მეცნიერება და ტექნიკა მეწარმეობა ავიაცია ფსიქოლოგია სხვა ტექნოლოგია კულტუროლოგია გეოპოლიტიკა ვეტერინარია ლოგისტიკა ელექტრონიკა მათემატიკა ფინანსები და კრედიტი ბიოლოგია კულინარია ზოოლოგია მუსიკა მასმედია სოციოლოგია კულტურა და ხელონება გადასახადები პედაგოგიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024