მოკლე ისტორიული ექსკურსი
შეგირდობა - სახელობო (პროფესიული) სწავლების უძველესი და მთელ რიგ ქვეყნებსა და დარგებში დღემდე წარმატებულად მოქმედი ინსტიტუტია. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ის მიიჩნევოდა ხელობის დაუფლების ერთ-ერთ და ყველაზე შედეგიან მეთოდად. ორგანიზებული ფორმით შეგირდობა XX საუკუნემდე მასიურად გამოიყენებოდა მთელ ცივილიზებულ სამყაროში.
როგორც სწავლების ფორმა და მეთოდოლოგია ის დღემდე შემორჩა და აქტიურად გამოიყენება არაბული ქვეყნების ტრადიცილ დარგებში. არაბულ სამყაროში მას უწოდებენ „შაგირდ უსტაზ“. შეგირდისა და ოსტატის ინსტიტუტი საუკუნეების განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოშიც. ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ თვით ტერმინები - „შეგირდი“ და „შეგირდობა“ არაბულიდანაა წარმოშობილი.
ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილება და პრაქტიკა
ინგლისში და ევროპის ქვეყანების ნაწილში Craft apprenticeship (სახელობო შეგირდობა) აგრეთვე წარმოადგენს ხელობის შესწავლის ტრადიციულ ფორმას. საუკუნეების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სტაჟიორი (ანუ შეგირდი) კონტრაქტით „მიბმული“ იყო თავის ოსტატსა თუ მეპატრონეზე. სწავლების საკმაო ხანგრძლიობის პერიოდში ის ეწეოდა აუნაზღაურებელ შრომას, ხოლო პირადად მის ამოცანას წარმოადგენდა გამხდარიყო „მასტერი“ (ოსტატი).შუა საუკუნებში სახელობო საამქროებისა და დარგობრივი გილდიების ჩამოყალიბების ეტაპიდან შეგირდობის ინსტიტუტი აგრეთვე ასრულებდა ხელობაზე დაშვების მარეგულირებლის ფუნქციასაც. (XX საუკუნის დასაწყისში ამ სახის ანალოგიური ფუნქციები გააჩნდა მას საქართველოშიც).
შემდგომ პერიოდში ინგლისში შეგირდობამ განიცადა ნაწილობრივი ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც, მაგალითად, წარმოიქმნა City & Guilds ინსტიტუტი. პროფესიულ მომზადებაში ამჟამად ის აცდა მხოლოდ სახელობო დონეს. მაგალითისთვის, ლონდონის უნივერსიტეტთან არსებული City & Guilds ახორციელებს უმაღლესი ტექნიკური სწავლების პროგრამებსაც. გარდა ამისა ინგლისში ამჟამად ფუნქციონირებენ დარგობრივი სააგენტოები ან პროფესიული მომზადების ცენტრები, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ მეწარმეთა სექტორალურ გაერთიანებებთან ან ცალკეულ საწარმოებთან და თავის საქმიანობაში ისინი აქტიურედ იყენებენ შეგირდობის მეთოდოლოგიას. მათ კურსდამთავრებულთა დონე ფასდება, როგორც United Kingdom NVQ/SVQ Level 2 or 3 ექვივალენტი. ინგლისში აგრეთვე ფუნქციონირებენ პროფესიული კოლეჯები, რომლებიც უკვე აქტიურად არ ეფუძვნებიან შეგირდობას, როგორც კვალიფიციური სახელობო მომზადების საერთო სისტემას და მომზადებას ისინი ახორციელებენ ძირითადად NVQ/SVQ (Level 5) დონეზე.
გერმანიაში არსებობს საკვალიფიკაციო მომზადების სისტემური მოდელი. გარდა სხვა და სხვა სახის პროფესიული სკოლებისა (Fachschule ან Berufsschule, Berufsfachschule, Fachoberschule, Berufliches, Gymnasium ან Fachgymnasium, Berufsoberschule და ა.შ.) გერმანიაში დუალური სისტემის (Duales System) ნაწილად განიხილავენ სავაჭრო-სამრეწველო ან სახელობო პალატების (Industrie - und Handelskammaer, Handwerkskammer) ან ცალკეული საწარმოების მიერ დაფუძნებულ პროფესიული მომზადების სპეციალიზებულ ცენტრებს (ან სასწავლო საამქროებსა თუ უბნებს). მათი პოტენციალითა და შესაძლებლობებით სწავლების პრაქტიკულ ეტაპზე აქტიურად სარგებლობენ ფორმალური განათლენის პროფესიული სასწავლო დაწესებულებებიც.
გერმანიის სამრეწველო რეგიონში მუშათა კადრების ნამდვილ სამჭედლოდ მიიჩნევენ პროფესიული სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრებს (ZAW - Zentrum für Aus - und Weiterbildung), რომლებშიც აქტიურად იყენებენ „მოწაფეობის“/„შეგირდობის“ მეთოდოლოგიურ მიდგომებს.
როგორ მუშაობს ეს სისტემა? მარტივად, რომ ავსხოთ სქემა გამოიყურება ასე:
ü კომპანია, პირობითად დავრქვათ მას - „W- GmbH” თავისი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ადგილობრივ/დარგობრივ ZAW - ს უდგენს მოთხოვნას კონკრეტული პროფესიული კურსის ჩატარბის თაობაზე.
ü ZAW (ანუ ცენტრი) ამ მოთხოვნის გათვალისწინებით (ან შეთანხმებით) ადგენს მომზადების პროგრამას.
ü ამის შემდეგ „W- GmbH” ახდენს აღნიშნული სასწავლო კურსის დაფინანსებას.
ü პროფესიული მომზადებისა და შემდგომი დასაქმების მსურველი პიროვნება, პირობითად დავრქვათ მას - „Ioakhan“ - ი, გებულობს რა იმის თაობაზე, რომ კომპანიას ესაჭიროება ამ პროფესიის მუშაკები (ხოლო მას პირადად აინტერესებს ამ პროფესიის დაუფლება) უდგენს თავის რეზიუმეს აღნიშნულ კომპანიას.
ü კომპანიაში გასაუბრების წარმატებულად გავლის შემთხვევაში „Ioakhan“ - ს აგზავნიან მითითებულ ცენტრში სასაწავლო კურსის გასავლელად.
ü სწავლების პრაქტიკული ნაწილის გავლის პირიოდში „Ioakhan“ - ი უკვე იწყებს კომპანიისათვის საჭირო სამუშაოების შესრულებას.
ü სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებში გამოცდების წარმატებულად ჩაბარების შემთხევაში მისთვის უკვე ცნობილი პირობების შესაბამისად „Ioakhan“ - ი საქმდება კომპანიაში „W- GmbH”
ამ მოდელით პროფესიული მომზადების სისტემის მთავარი ორგანიზატორია გერმანიაში მიწის, ან ქალაქის სავაჭრო პალატა. ის აკონტროლებს პროფესიული მომზადების მთელ პროცესს: აძლევს ნებართვას ფირმებს სასწავლო ცენტრის შექმნის თაობაზე, განსაზღვრავს სტანდარტებს და ამტკიცებს მომზადების პროგრამებს, თითოეულ პროფესიაში ადგენს მომზადების ხანგრძლიობას, ახდენს საგამოცდო კომისიის შემადგენლობის ფორმირებას, ახორციელებს მომზადების პროცესის მონიტორინგსა და ამუშავებს წინადადებებს მომზადების სისტემის გასაუმჯობესებლად. რეგიონული და სექტორული პალატების სრულყოფის წინადადებები თავს იყრიან პროფესიული მომზადების ფედერალურ ინსტიტუტში (BIBB ), რომელიც წარმოადგენს ყველაზე კომპეტენტურ ორგანოს და რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში პროფესიული განვითარების პერსპექტივებს.
„მოწაფეობის/შეგირდობის“ გერმანული მოდელის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ქვეყანაში დამკვიდრებული პროფესიის სერტიფიცირების მოქნილი სისტემა. სერთიფიკატი მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით. დამსაქმებლებისთვის ეს სერტიფიკატი - მომზადების დონის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ხოლო კურსდამთავრებულს უქმნის დასაქმების დიდ შესაძლებლობებს. გერმანიის კანონმდებლობა არ აიძულებს მეწარმეებს მოახდინონ მუშახელის მომზადება. მიუხედავად ამისა გერმანული ფირმები აქტიურად მონაწილეობენ საშუალო დონის კადრების მომზადებაში, რაც დიდ წილად განაპირობებს მათ მაღალ კონკურენტუნარიანობას ევროპულ ბაზარზე.
მსხვილი კომპანიები უმეტესად იტოვებენ მომზადებული სპეციალისტების 80-90% -მდე. კომპანიებში ჩამოყალიბებული კარიერული ზრდის შესაძლებლობებისა და მოტივაციის სისტემა კი განაპირობებს იმას, რომ ერთ საწარმოში მუშაობის საშუალო სტაჟის მაჩვენებლებით გერმანია საკმაოდ უსწრებს ევროპის სხვა ქვეყანებს.
მცირე საწარმოების ინტერესი პროფესიული მომზადების სისტემის მიმართ უფრო "მერკანტილურია": პროფესიული სწავლის პრაქტიკულ ეტაპზე მოწაფის უნარების დონე უახლოვდება ძვირად ანაზღაურებადი თანამშრომლის დონეს, ხოლო მოწაფის სტიპენდია არასდროს არ აღემატება ხელშეკრულების მქონე თანამშრომლის ხელფასის მესამედსაც. ამის გამო კრიზისის პირობებში, როდესაც დიდი ფირმები ამცირებენ, ან თუნდაც არ ზარდიან „მოწაფეთა“ რაოდენობას, მცირე ბიზნესი პირიქით იწყებს მათ აქტიურ მიღებას.
საქართველოში უძველეს ეპოქიდან დაწყებული შეგირდობის/მოწაფეობის ინსტიტუტმა განვლო განვითარების ღირშესანიშნავი გზა. ამის დასადასტურებლად საკმარისია ვიხილოთ ექსპონატები საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმებში და დღემდე შემორჩენილი არქიტექტორული მემკვიდრეობის ძეგლები. იმავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნეში თბილისში, ბორჯომში, ხონში და ა.შ. შეიქმნა სახელობო სასწავლებლები, რომელთა საქმიანობა ძირითადად ეფუზნებოდა „მოწაფეობის/შეგირდობის“ პრინციპებს. მაგრამ სამრეწველო განვითარების ჩამორჩენიდან გამომდინარე, ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ამ ინსტიტუტმა ვერ მოახდინა სათანადო დონეზე დახვეწა. მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოშიც გილდიების სახით დაიწყო ხელოსანთა დარგობრივი გაერთიანებების ფორმირება, რომლებიც ცდილობდნენ ეზრუნად შეგირდობის განვითარებაზე და ეს ინსტიტუტი განიხილებოდა პროფესიულ საქმნიანობაზე დაშვების მარეგულირებელ შესაძლებლობად,განვითარების ეს სტადიაც არ იყო სრულად განვლილი.
შემდგომ ეტაპებზე (მართალია ძალზე მცირე რაოდენობით) საწარმოებთან დაიწყო აგრეთ წოდებული, საფაბრიკო-საქარხნო სასწავლებლების ჩამოყალიბების პროცესი, რომლებიც აგრეთვე ფუნქციონირებდნენ „მოწაფეობის“ პრინციპებზე. ხალხში მათ „ფზუ“ - ს უწოდებდნენ, რუსულიდან - ФЗУ (Фабрично-заводское училище).
ამ ეტაპის შემდეგ, წლების განმავლობაში, მიდინარეობდა ორმაგი დაქვემდებარების (განათლება>საწარმო) ტექნიკური სასწავლებლების ფორმირება, რომლებშიც მოხდა სწავლების თეორიული და პრაქტიკული ციკლების დაყოფა: თეორიული სწავლების უმეტესი ნაწილი ხორციელდებოდა სასწავლებელში, ხოლო პრაქტიკული - უშუალოდ საწარმოში.
მათ ბაზაზე და მათი გაუქმების შედეგად, გერმანული მოდელის გადმოტანით და საბჭოთა ეკონომიკის პრინციპებზე გადაწყობით, შეიქმნა Berufsschule-ს ტიპის პროფესიულ - ტქნიკური სასწავლებლები. სასწავლო პრაქტიკის გავლა გათვალისწინებული იყო „საბაზო საწარმოებში“. ამ საწარმოების დადგენას და მათზე სასწავლებლების მიმაგრებას ახდენდა მთავრობა. საწარმოო პრაქტიკის დროს მოსწავლეთა ჯგუფი იყოფოდა ორ ნაწილად, თითოეული განაყოფის პრაქტიკულ წვრთვნას უძღვებოდა შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე და პედაგოგიზაციის კურს გავლილი მუშაკი - ოსტატი. პრაქტიკის პროცესში ნაწილობრივად გამოიყენებოდა მოწაფეობის/შეგირდობის“ ელემენტები.
დასახელებულ სასწავლებელთა თითოეულ ტიპს გააჩნდა გერმანულ სასწავლებელთა შესაბამის სახეობასთან დიდი მსგავსება, მაგრამ მცდარი იქნება რომელიმე მათგანი მივიჩნიოთ გერმანულის სრულ ანალოგად.
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესის რიგი ფაქტორების გათვალისწინებით ევროპის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში მოხდა მოწაფეობის/შეგირდობის ინსტიტუტის გადაფასება და ახლებურად დანახვა. აქტუალურად მიჩნეულია საშუალო დონის მუშა ხელის პროფესიულ მომზადებაში (მაღალტექნოლოგირი დარგების რიგი პროფესიების გამოკლებით) ამ ინსტიტუტის გათანამედროვება და გააქტიურება. დასახული გეზი ამ მიდგომებით პროფესიულ მომზადებას შესატყისობაში მოიყვანს ეკონომიკისა და შრომის ბაზრის დინამიურ და სწარაფად ცვალებად მოთხოვნებთან, გახდის უფრო მოქნილს, შეამცირებს მომზადებისა და საწარმოო პროცსებთან მოწაფის ადაპტაციის ხანგრძლიობას. შეამცირებს ბოლო პერიოდში პროფესიულ მომზადებაში სულ უფრო მზარდ დანახარჯებს. გარდა ამისა აღნიშნული ინსტიტუტის გააქტიურება და თანამედროვე სახით ფორმირება განიხილება მთელ რიგ სოციალურ ასპექტშიც.
მოწაფეობის/შეგირდობის ინსტიტუტის განახლებისა და პროფესიულ მომზადებაში მისი გამოყენბის გააქტიურების მიზანშეწონილება და აუცილებლობა განცხადებულია ევროკავშირისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების განცხადებებშიც.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი მოთხოვნებიდან და შრომის ბაზარზე რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე „მოწაფეობის/შეგირდობის“ ინსტიტუტის გათანამედროვება და პროფესიულ მომზადებაში ამ მეთოდის გამოყენების გაააქტიურება ძალზე აქტუალურია ჩვენი ქვეყნისათვისაც. სხვა ქავეყნების გამოცდილებისა და ადგილზე წინმსწრები დიაგნოსტიკის გათვალისწინებით ანალოგიური ფორმებითა და მიდგომებით, მეწარმეთა მიზნობრივ სექტორალურ გაერთიანებებთან მოლაპარაკების შედეგად სავსებით შესაძლებელია სასწავლო/საკურსო ცენტრების ჩამოყალიბება: სოფლის მეურნეობის ზოგიერთ დარგში, მშენებლობის, გადამამუშავებელი მრეწველობის დარგებისა და რკინიგზის, აგრეთვე სერვისის სფეროს მთელი რიგი პროფესიებისათვის, რისთვისაც აუცილებელია კვლევის შედეგად მტკიცებულებების მოპოვება, მეწარმეთა ინტერესების გამოკვეთა, კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა და სათანადო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. |