საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ - GSMEA და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდმა - GVEF განიხილეს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით არაფორმალური პროფესიული განათლების მნიშვნელობა და ფუნქციონალური დანიშნულება.
ასოციაციამ და ფონდმა აღიარეს არაფორმალური პროფესიული განათლების ინოვაციური მოდერნიზაციის აუცილებლობა და ერთობლივად დასახეს მეწარმეთა, უშუალოდ სამუშაო ადგილზე მომზადებისა და გადამზადების ინტენსიფიკაციის გზები.
დასახული ამოცანების რეალიზაციის მიზნით საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდს (GVEF) შორის გაფორმდა ურთიერთობების მემორანდუმი, რომელშიც განისაზღვრა ერთობლივი საქმიანობის მიზნები და ამოცანები, დაინერესებული მეწარმეების, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციეის მოზიდვის, თანამშრომლობის აქტუალური სფეროები და ფორმები. |