თემის შერჩევა: მე–8
კლასელებს შევთავაზე რამდენიმე თემა ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული
სასწავლო–კვლევითი პროექტის განსახორციელებლად. მოსწავლეებმა, რომელთაც ყოველთვის
ვაძლევ მათთვის საინტერესო საკითხებზე მუშაობის საშუალებას, ერთხმად შეარჩიე `ვირუსული
ინფექციები~.
თემის აქტუალობა: ბოლო დროს, მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა –
საქართველოშიც განსაკუთრებით აქტუალური იყო გრიპის ვირუსისგან გამოწვეული
პრობლემები. ასევე, გლობალური მნიშვნელობა ენიჭება შიდსისა და ცოფის გამომწვევ
ვირუსებთან ბრძოლას.
პროექტის მიზანი იყო,
მოსწავლეები კარგად გასცნობოდნენ ვირუსული ინფექციების არსს, მათგან გამოწვეულ და
მოსალოდნელ საფრთხეებს, დაავადებათა სიმპტომებს, ვირუსის გავრცელების გზებს,
მკურნალობის მეთოდებს, ვაქცინაციისა და პრევენციის მნიშვნელობას.
პროექტის განხორციელების გზები და
საშუალებები:
1)
პროექტის მონაწილეებმა კონსულტაცია გაიარეს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ მაია
ცინცაძესთან, ფსიქოლოგ ანა მურვანიძესთან, მამა იოანესთან, იურისტ მაია
მაჭავარიანთან;
2)
გამოიყენეს შემდეგი ლიტერატურა: `ბიოლოგია
– VIII კლასი~ (2007
წელი), `შიდსი~ (1999
წელი), `დედიდან ბავშვზე აივ ინფექცია/შიდსის
გადაცემის პროფილაქტიკა~ (?), `მწვავე რესპირატორული დაავადებები~(?), `სამედიცინო მედიის
დაიჯესტი~ (?) და ა.შ.
3)
ინფორმაცია მოიპოვეს შემდეგი ვებ–საიტებიდან:
www.interpressnews.ge www.medportal.ge http://rustavi2com.ge
http://ambebi.ge/meditsina/13567 http://geotimes.ge www.education.com;
4) ექსკურსია
მოვაწყეთ `ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და
კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პროფილაქტიკურ ცენტრში~, სადაც
ბავშვებმა მიიღეს კომპლექსური და ამომწურავი ინფორმაცია –– შიდსის ვირუსის
აღმოჩენის, გავრცელების, პაციენტთა გამოკვლევების, მკურნალობისა და პრევენციული
ღონისძიებების შესახებ;
5)
გადავიღეთ ფილმი: `ცოდნა და სიფრთხილე – საუკეთესო იარაღი
თავდაცვისთვის~;
6)
ჩავატარეთ კონფერენცია;
7)
მოვამზადეთ ბუკლეტები;
8) გავმართეთ საგანმანათლებლო აქცია, რომლის დროსაც
პროექტის მონაწილეებმა თანატოლებს დაურიგეს ბუკლეტები;
9)
მოვაწყეთ ფოტოექსპოზიცია;
10)
ჩავატარეთ სოციოლოგიური გამოკითხვა;
11)
გავმართეთ პროექტის პრეზენტაცია.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები:
1) `ზოგიერთი
ვირუსული ინფექციის აღმოჩენის ისტორია~ (ავტორები: მარიამ გაბეშია, ანა ასანიძე, ანა ინასარიძე);
2) `ზოგადი მიმოხილვა~ (ავტ:
ვასილ გულაშვილი, თორნიკე ვარდიაშვილი);
3) `ვაქცინაცია და მისი მნიშვნელობა~ (ავტ:
ბექა მიჩიტაშვილი);
4) `ცოფის ვირუსი~ (ავტ:
ანა კაბულაშვილი);
5) `ადენოვირუსული ინფექცია~ (ავტ:
ოთარ მამესწარაშვილი);
6) `თხის ვირუსი~ (ავტ:
ლუკა გოგოჭური);
7) `ქათმის გრიპი~ (ავტ:
ნიკა ნანობაშვილი);
8) `ღორის
გრიპის ვირუსი – A/H1N1~ (ავტ: ელენე ჯაფარიძე);
9) `შიდსის ვირუსის სიმპტომები, გადაცემის გზები და
პრევენცია; შიდსის სტატისტიკა~ (ავტ: მარიამ
ბაინდურაშვილი, ლაშა მეგულაშვილი).
პროექტის განხორციელების დრო: 1. 02 –– 5. 03. 2010 წელი
პროექტის შედეგები:
მოსწავლეები
საფუძვლიანად გაეცვნენ:
1)
ისტორიულ ცნობებს ზოგიერთი ვირუსული ინფექციის აღმოჩენის შესახებ, 2) ვირუსული
ინფექციების ეპიდემიოლოგიას მსოფლიოსა და საქართველოში, 3) დაავადების გამომწვევ
ეტიოპათოგენეზისს, 4) ვირუსული ინფექციების სიმპტომებს, 5) მკურნალობის მეთოდებს,
6) ვაქცინაციის მნიშვნელობას, 7) პრევენციის მიმართულებებსა და საშუალებებს, 8)
ვირუსული ინფექციით დაავადებულთა დასაცავად ჩვენს ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო
ბაზას და ა.შ.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა საგრძნობლად
დახვეწეს და გაიუმჯობესეს როგორც გუნდური მუშაობის, ისე საინფორმაციო
ტექნოლოგიების გამოყენების უნარ–ჩვევები. მათ ასევე მნიშვნელოვნად გაიღრმავეს
ცოდნა ქიმიასა და ბიოლოგიაში.
პროექტის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციათა
გამოყენებადობა: რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეები
მომავალში წარმატებით შეძლებენ სხვადასხვა სახის ვირუსული ინფექციისგან თავდაცვას
და საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდებიან.
რუსუდანი სამადაშვილი, საერო სკოლა ოპიზა |