მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    პროექტი: “ ვირუსული ინფექციები, ზოგადი მიმოხილვა”/ვასილ გულაშვილი, თორნიკე ვარდიაშვილი 13 ივნისი 2010

    ვირუსული ინფექციების განხილვამდე განვიხალიოთ  ზოგადად ვირუსი და ვირუსის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის სასიცოცხლო თვისებები.

    ვირუსები აგებულებით სხვა მიკროორგანიზმებისგან მკვეთრად განსხვავდებიან. მათ შვიდი სასიცოცხლო თვისებიდან მხოლოდ გამრავლება ახასიათებთ. ისინი არ სუნთქავენ, არ იზრდებიან, არ იკვებებიან, არ მოძრაობენ და აშ. მათ მხოლოდ გამრავლება ახასიათებთ. ყველა ვირუსი მცირე ზომისაა. მათი ზომები 15-20 ნანომეტრიდან 300-500 ნანომეტრამდე მერყეობს.                           ვრუსები  ორი ნივთიერებისგან ცილისა და ნუკლეინის მჟავებისგან შედგება.  ყველა ვირუსი ცილოვანი კაფსიდიისგან არის აგებული, რომელშიც  მემკვიდრული ნიშანთვისების მათტარებელი დნმ ან რნმ არის მოთავსებული.  ვირუსთა უმეტესობა კრისტალს ჰგავს, ამიტომ მეცნიერთა უმეტესობა მას არაცოცხალ ბუნებას მიაკუთვნებდა.  

    ვირუსი რუსმა ბოტანიკოსმა ივანოვსკიმ აღმოაჩინა 1892წ. ივანოვსკი იკვლევდა თამბაქოს მოზაიკური დაავადების გამომწვევს და შემთხვევით აღმოაჩინა თამბაქოს მოზაიკის ვირუსი.

    1898წ. ბეიერინკმა შემოიტანა ახალი ტერმინი_ “ვირუსი” (შხამი), რათა დაეხასიათებინა მცენარეული ექსტრაქტის ინფექციური (გადამდები) თვისებები.

    ვირუსები იწვევენ ბევრ ცნობილ დაავადებას: ყბაყურას, ჩუტყვავილას, გრიპს, ცოფს, პოლიომიელიტს. ვირუსები აავადებენ მცენარეებსა და ცხოველებს,იწვევენ ქათმის ჭირს, ქათმის გრიპს, ატმის ფოთლების სიხუჭუჭეს, თამბაქოს მოზაიკურ დაავადებას, ტიტას ჭრელფურცლიანობას.

    ცნობილია ისეთი ვირუსები, რომლებიც ბაქტერიების უჯრედებში სახლდებიან. მათ ბაქტერიოფაგებს ანუ ფაგებს უწოდებენ. ბაქტერიოფაგები მთლიანად შლიან ბაქტერიის უჯრედებს დაამიტომ მათი გამოყენება შეიძლებაისეთი ბაქტერიული დაავადებების დიზინტერია, მუცლის ტიფი, ქოლერა სამკურნალოდ.

    ყველა ტიპის ვირუსი ასეთი მექანიზმით მრავლდება: ვირუსი აღწევს მასპინძელ უჯრედამდე სხვადასსხვა გზებით (ჰაერწვეთოვანი გზით, შეხებით, სისხლის საშუალებით, სქესობრივი კონტაქტით), შემდეგ უჯრედში ჩაუშვებს თავის გენეტიკურ მასალას დნმ-ს ან რნმ-ს. ნუკლეინის მჟავას აქვს თვითგაორმაგების უნიკალური უნარი. გაორმაგებული გაოთხმაგდება და აშ. ამის მერე ნუკლეინის მჟავაზე ხდება  უჯრედში არსებული ნივთიერებების ხარჯზე  ახალი ვირუსების აწყობა.  ვირუსებით გატენილი უჯრედი სკდება, ვირუსები გარეთ გამოდიან და უკვე ახალი შეტევისათვის არიან მზად.  

    ამ სქემაზე ნათლადაა გამოსახული, თუ როგორ მიმდინარეობს ვირუსის გამრავლება.  

     

    გრიპი მწვავე ვირუსული  დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სასუნთქი გზების დაზიანება და ორგანიზმის ზოგადი მოწამვლის  მოვლენები.

    გრიპს იწვევს "ა", "ბ", "ც" ვირუსები. ეპიდემიებს იწვევს "ა" ვირუსი, რადგან მას სწრაფი გავრცელებისა და დიდი ცვალებადობის უნარი აქვს. სამივე ტიპის ვირუსს შეუძლია დააინფიციროს ადამიანი, მაგრამ “ბ” და”ც” ტიპები არ იწვევენ პანდემიას. “ა” ტიპის გრიპი იყოფა ქვეტიპებად , რომლებიც ასნებოვნებენ როგორც ადამიანს, ასევე სხვადასხვა ხერხემლიან ცხოველებს: ფრინველებს, ღორებს, ცხენებს, ვეშაპებს, და სხვა. დროდადრო გრიპის ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ადგილი აქვს სახეობის შიგნით ინფექციის აფეთქებას, პანდემიის განვითარებას და ლეტალობას. ვირუსები განიცდიან მუტაციას ( ცვლილებას). მუტანტი შტამების წარმოქმნისას, გრიპის ვირუსი იძენს სხვადასხვა სახეობის ორგანიზმეში გავრცელების უნარს. უკანასკნელ დაკადაში ამის მაგალითი იყო ფრინველის გრიპის და ღორის გრიპის ეპიდემიური გავრცელება ადამიანებში. ყოველი ახალი ეპიდემია გამოწვეულია "ა" ვირუსის ახალი სახით, რომლის მიმართ ადამიანს გამძლეობა არ აქვს გამომუშავებული.     გრიპით დაავადებული გადამდებია პირველ დღეებში. იგი ხველების, ცემინების დროს ლორწოს წვეთებთან ერთად უხვად გამოყოფს ვირუსს და ავრცელებს ინფექციას.  ავად ხდება ყველა ასაკის პირი. ამიტომ გრიპი სწრაფად ვრცელდება და ერთ-ერთნახევარ თვეში მოსახლეობის 20-50%-ს მოიცავს. "ბ" ვირუსით გამოწვეული ეპიდემია უფრო ნელა ვრცელდება; "ც" ვირუსი კი მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს იძლევა. დაავადება ძირითადად წლის ცივ თვეებში გვხვდება. ეპიდემიებს შორის პერიოდში გრიპით დაავადება მკვეთრად მცირდება.

    გრიპის ფარული პერიოდი 1-2 დღეს უდრის. დაავადება იწყება სწრაფად 38-40 ოჩ. ავადმყოფს აწუხებს სხეულის დამტვრეულობა, სახსრების, კუნთების, ძვლების, წელის, შუბლის, თავის და თვალის კაკლების ტკივილი. თუ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, ზემოაღნიშნულს ემატება თავბრუ, გულისრევა, ღებინება (განსაკუთრებით ბავშვებში), გულის წასვლა, უძილობა, ბოდვები, ხველა სისხლიანი ნახველით. დასაწყისში ცხვირ-ხახა მშრალია, მე-2-3 დღიდან კი იწყება ცხვირიდან გამონადენი, ჩნედება ნახველი. გრიპით დაავადებულს სახე და თვალები წამოწითლებული და შეშუპებული აქვს, ქვეითდება ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება. ხახა და ნუშური ჯირკვლები შეწითლებული და შეშუპებულია. მძიმე შემთხვევებში, გულისა და სუნთქვის უკმარისობის გამო, ავადმყოფს დაკრავს მოლურჯო ელფერი - განსაკუთრებით ცხვირზე, ტუჩებსა და ხელის თითებზე. ასეთ ავადმყოფს გულისცემა და სუნთქვა უჩქარდება, სისხლის წნევა უქვეითდება, ეწყება ბოდვა, უმძიმეს შემთხვევაში კი გონებას კარგავს.

    გართულებული გრიპის დროს დაავადების საშუალო ხანგრძლივობა 3-5 დღეა. გრიპი შეიძლება მიმდინარეობდეს ძლიერ მძიმედ ან იმდენად მსუბუქად, რომ ადამიანი ფეხზე იდგეს.

    გართულებებიდან აღსანიშნავია ფილტვების ანთება, შუაყურის ანთება, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაზიანება, მიოკარდიტი, მენინგიტი, ფილტვების ანთება მძიმედ მიმდინარეობს, იგი საშიშია განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში, მოხუცებსა და ქრონიკულად დაავადების მქონე პირებში.

    გრიპის გადატანის შემდეგ ადამიანს შეიძლება დარჩეს უძილობა, სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, სწორედ ამ პერიოდში დასუსტებულ, დაძაბუნებულ ორგანიზმში თავს იჩენს სხვა დაავადებანი, ან მწვავდება მანამდე არსებული ფარულად ან ქრონიკულად მიმდინარე დაავადება (ტუბერკულიოზი, რევმატიზმი და სხვა).

     

     

    ავტორი :Adminstrator

    გაზიარება
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები სასწავლო დაწესებულების მართვა გართობა/თამაშები საგანმანათლებლო დაწესებულებები მეცნიერება/ტექნიკა სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა პედაგოგიკა/ფსიქოლოგია კვალიფიკაციის ამაღლება გამოცემები/პუბლიკაციები სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ბავშვის კვება და მოვლა მედიცინა და პროფილაქტიკა სასარგებლო რჩევები განათლება საქართველოში და მსოფლიოში დასვენება/ტურიზმი გაერთიანებები/სოციალური ქცელები შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა დასაქმება/კარიერა/ბიზნესი სარეკლამო მომსახურება საზოგადოებრივი ურთიერთობები ინტერესები/კონკურსები მომზადება/ტესტირება/ჩაბარება ადამიანთაშორის ურთიერთობა რელიგია სხვა სიახლე განათლების სფეროში კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი ფიზიკური კულტურა და სპორტი ბუნება/ეკოლოგია მშობელი და ოჯახი ბავშვის აღზრდა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024