ვირუსი პირველად რუსმა ბოტანიკოსმა ივანოვსკიმ აღმოაჩინა 1892წ. ივანოვსკი იკვლევდა თამბაქოს მოზაიკურ დაავადებას. მან ივარაუდა, რომ დაავადების გამომწვევი ბაქტერია უნდა ყოფილიყო. მან დაავადებული თამბაქოს ფოთლის ექსტრაქტი ისეთ ფილტრში გაატარა,რომელიც ბაქტერიებს არ ატარებდა.ფილტრზე მიკროსკოპით მეცნიერმა ვერაფერი დაინახა. სამაგიეროდ, ფილტრში გატარებულმა ექსტრაქტმა, რომელიც მან ჯანმრთელ თამბაქოს შეაზილა, თამბაქოს მოზაიკური დაავადება გამოიწვია.
1898წ. ჰოლანდიელმა მეცნიერმა ბეიერინკმა შემოიტანა ახალი ტერმინი_ ვირუსი (შხამი), რათა დაეხასიათებინა მცენარეული ექსტრაქტის ინფექციური თვისებები.
წარმოგიდგენთ ზოგიერთი ვირუსული დაავადების აღმოჩენისა და გავრცელების ისტორიას:
გრიპის ვირუსის აღმოჩენისა და გარცელების ისტორია:
პირველად 412წ. ჰიპოკრატემ აღწერა გრიპისმაგვარი დაავადება, რომელმაც ეპიდემია გამოიწვია. 1173წ. გრიპისმაგვარი აფეთქებები მსოფლიოში აღინიშნა. მსოფლიო გრიპის პირველი დოკუმენტური პანდემია რომელმაც უამრავი სიცოცხლე შეიწირა 1580წ. მოხდა. 1889_1891წ.აღინიშნა საშუალო სიმძიმის პანდემია, რომელიც H3 N2 ვირუსით იყო გამოწვეული. 1918 _ 1920წ-ში “ესპანურმა” გრიპმა, რომელიც H1 N1 ვირუსმა გამოიწვია, 20მლნ ადამიანი იმსხვერპლა. “ისპანკით” დაავადდა მაშინდელი მოსახლეობის 20 დან 40 პროცენტამდე. ადმიანი, რომელიც დილით სრულიად ჯანმრთელი იყო, შუადღით გრიპით ავადდებოდა, საღამოს კი იღუპებოდა. პირველ დღეებში გადარჩენილები, შემდგომ გრიპის გართულებით იღუპებოდნენ. “ისპანკას” თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ ძირითადად ახალგაზრდები ავადდებოდნენ. 1977_1978წ-ში მსოფლიოს შედარებით მსუბუქი პანდერმია მოედო, რომელსაც “რუსული გრიპი” უწოდეს. მისი გამომწვევი იყო ისევ H1 N1 ვირუსი, რომელიც 50-იან წლებში ცირკულირებდა და ცალკეულ პანდემიებს იწვევდა.
ახალი A ტიპის H1 N1 ვირუსი 2009წ მთელს მსოფლიოს მოედო და პანიკაც გამოიწვია. ვირუსი პირველად აპრილში აშშ-ში დაფიქსირდა. A ტიპის H1 N1 ვირუსი ისევე გადადის ადამიანიდან ადამიანზე, როგორც სეზონური გრიპის ვირუსი.
საქართველოში ახალიA ტიპის H1 N1 ვირუსი, რომელიც “ღორის გრიპად” არის ცნობილი, პირველად 2009წ. 18 ივლისს დაფიქსირდა. დაავადებული ლონდონიდან თბილისში ერევნის რეისით ჩამოფრინდა. თავიდან ახლადგამოვლენილ ვირუსს უწოდებდნენ “ღორის გრიპის ვირუსს”, რადგან ლაბორატორიულმა ტესტირებებმა აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური მსგავსება იმ ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ, ჩრდილოეთ ამერიკაში ღორებში ვრცელდება. შემდგომი გამოკვლევებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი განსხვავდება ჩრდილოეთ ამერიკული ღორის გრიპის ვირუსისაგან. ახლი ვირუსის ორი გენი არის იმ გრიპის ვირუსიდან, რომელიც ცირკულირებს ღორებში, ხოლო დანარჩენი კი არის ფრინველებსა
( H5 N1) და ადმიანში მოცირკულირე ვირუსებიდან. მეცნიერები ამ ვირუსს “ ოთხმაგი
რეასორტაციის ვირუსს” უწოდებწენ, რადგან იგი შედგება ოთხი სხვადასხვა ვირუსის გენებისაგან.
ცოფის ვირუსის აღმოჩენისა და გავრცელების ისტორია:
ძაღლების ცოფით დაავადების შესახებ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ჰომეროსის “ილიადაში” ბერძნები ჰექტორს ცოფიან ძაღლს უწოდებდნენ. ჩვ. წ. I სკ-ში კ. ცელსმა აღწერა ცოფი ადამიანში და შემოიტანა ამ დაავადების დასახელება “ჰიდროფობია”. ეს სახელწოდება ამ დაავადებას მან უწოდა მთავარი და ყველაზე უფრო დამახასიათებელი სინდრომის მიხედვით: წყლის არა მარტო შეხედვამ, არამედ მისმა ხმაურმა, ზოგჯერ სიტყვიწყლის გაგონებამაც კი, შეიძლება ავადმყოფში უძლიერესი შეტევა გამოიწვიოს. 1770წ. ვან სვიტენმა პირველად აღწერა ცოფის პარალიზური ფორმა. 1884წ. ცინკემ დაამტკიცა დაავადების გადაცემის შესაძლებლობა დაავადებული ცხოველის ნერწყვით. ცოფის ვირუსული ეტიოლოგია დაამტკიცა 1903წ. პ. რემლენჟემ. 1892წ. ვ. ბაბოშმა და 1903წ ა. ნეგრიმ განგლოზურ უჯრედებში აღწერეს სპეციფიკური ჩანართები, განსაკუთრებული ციტოპლაზმური სტრუქტურები,რომელსაც შემდგომში ბებშ-ნეგერის სხეულაკები ეწოდა. მათი აღმოჩენა ცოფის ვირუსის არსებობის უდავო დასტურია.
ცოფის ვირუსის შესწავლისა და მის საწინააღმდეგო პრევენციული ზომების შემუშავებაში განსაკუთრებული ღვაწლი ლუი პასტერს მიუძღვის. ლუი პასტერმა პირველი ცოფის საწინააღმდეგაო აცრა ჩაატარა 1885 წლის 6 ივნისს და სრული წარმატებით დამთავრდა. 9 წლის ელზასელ ბიჭუნას იოზეფ მაისტერს შეუყვანეს ანტირაბილური პრეპარატი. ბავშვი გარდაუვალ სიკვდილს გადაურჩა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ანტირაბიული სამედიცინო დახმარების სამსახურის არსებობის აუცილებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ლუი პასტერმა ვერ აღმოაჩინა დაავადების გამომწვევი “აგენტი”, მან შეიმუშავა პროფილაქტიკური აცრების შესანიშნავი მეთოდი, ხოლო თვით პრეპარატს ე. ჯენერის პატივსაცემად “ვაქცინა” უწოდა.
შიდსის ვირუსის აღმოჩენისა და გავრცელების ისტორია:
შიდსი კლინიკურად პირველად აღწერეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1981წ., როდესაცჰომოსექსუალ მამაკაცთაშორის ზედიზედ იქნა დიაგნოსტირებული იშვიათი დაავადების_ პნევმოცისტური პნევმონიისა დაკაპოშის სარკომის რამდენიმე შემთხვევა. აღნიშნული დაავადებები მანმადე იმუნოკომპრომიტირებულ პირებში იყო აღწერილი. 1983წ. შიდსის გამომწვევი იმუნოდეფიციტის ვირუსი ერთდროულად აღმოჩენილი იქნა პარიზში პასტერის ინსტიტუტში ლუკ მონტანიეს და ბეთესდაში (აშშ) კიბოს ნაციონალურ ინსტიტუტში ღობერტ ჰალოს მიერ.
აივ-ის წარმოშობის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს,ზოგიერთი მიიჩნევს, რომ შიდსის გამომწვევი ვირუსი არ არის ახალი – იგი ხანგრძლივად არსებობდა ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ გლობალურად გავრცელდა მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულებში, რასაც სხვა ფაქტორებთან ერტად ხელი შეუწყო აფრიკიდან
იაფფასიანი სისხლის ეხსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში.
ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები მაიმუნების ზოგიერთი სახეობაში (მწვანე მაიმუნები, მაკაკები) ხანგრზლივი დროის მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული შიდსის ვირუსის წინამორბედი, რომელიც არ იყო პათოგენური ადამიანისათვის, შემდგომი მუთაციის ანდა სხვა ფაქტორების გავლენით, მაიმუნის ვირუსმა გადალახა სახეობრივი ბარიერი და გავრცელდა ადმიანებში. ამ ვერსიის სასარგებლოდ ლაპარაკობს ისფაქტი, რომ ზემო აღნიშნულ მაიმუნებში აღმოჩენილია ე.წ. მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსი (მივ), რომელიც მათში იწვევს შიდსის მზგავს დაავადებას. გარდა ამისა ადამიანისა და მაიმუნის აგან გამოყოფილი ვირუსები საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს გენეტიკური და ანტიგენური თვისებებით. რაც შეეხება იმ გზას თუ როგორ მოხვდა ადამიანის სისხლში მაიმუნის სისხლი: როგორც ცნობილია ზოგიერთი აფრიკული ტომებისათვის დამახასიათებელია მაიმუნის ტვინის მითმევის რიტუალი განსაკუთრებით პატივსაცემი ადამიანებისათვის. სავარაუდოა, რომ მაიმუნის დაკვლისა და ტვინის ამოღების დროს ადამიანს ხელზე ჰქონდა ჭრილობა და მაიმუნის სისხლი შეერია აედამიანის სისხლს.
აღსანიშნავია, რომ შიდსისვირუსი აღმოჩენილია ზაირის, უგანდის დაზოგიერთი აფრიკული ქვეყნისმცხოვრებთა 50-იან წლებში აღებულ სისხლში, რომელიჩ ამ ხნის განმავლობაში სხვსდასხვამიზეზის გამო ინახებოდა გაყინულ მდგომარეობაში, ხოლო 60-იან წლებში აფრიკაში აღწერილია ე.წ. “სლიმ დისეასე”, რომელიც კლინიკური ნიშნებით შიდსს მოგვაგონებს.
კიდევ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, შიდსის ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა ამერიკის სმხედრო დანიშნულების ლაბორატორიებში, როგორც ბიოლოგიოური იარაღი. ეს ვერსია განსაკუთრებით პოპულარული იყო საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელთა შორის. ესვერსია მთლიანად უარყოფილია.
|