ადენოვირუსული ინფექცია სასუნთქი გზებისა და თვალის Lლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადებაა, ნაწლავების ლორწოვანი გარსისა დალიმფური კვანძების დაზიანებაც ახასიათებას. ის წელიწადის ყოველ დროს გვხვდება მაგრამ უფრო ხშირად შემოდგომა-ზამთარში. ყველაზე მეტად 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის არის გავრცელრებული.დაავადების გადატანის შემდეგ, 100-დან 95 შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში ჩნდება ადენოვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ამიტომ მოზრდილებს, რომლებმაც ბავშობაში იავადმყოფეს, იშვიათად ხვდებათ ან თითქმის უსიმპტომოდ გადააქვთ ეს დაავადება.
36 გრადუსზე ადენოვირუსი 30 წუთს ძლებს და იღუპება მასზე ქლორის შემცველი პრეპარატების ან ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით. ინფექციის წყაროა ადამიანი, რომელიც ცხვირ_ ხახიდან ან განავლის მეშვეობით გამოყოფს ვირუსს. ინფექცია უმთავრესად ჰაერწვწთოვანი გზით გადაეცემა, შედარებით იშვიათად საკვების, წყლისა და ვირუსით დაბინძურებული საკვების საშუალებით.
ადენოვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 2_12 დღის შემდე გვლინდება.
ინფექციის პირველი ნიშნები:
• სხეულის ტემპერატურის მომატება 38_40 გრადუსამდე
• სასუნთქი გზების კატარული მოვლენები ( გამონადენი ცხვირიდან, ხველა.)
• კონუქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.)
• ინტიქსიკაცია ( მოთენთილობა, უმადობა, თავის ტკივილი, ზოგჯერ ღებინება)
• ლიმფური კვანძების გადიდება
ორგანიზმში ინიზმში ინფექცია ხვდება ზემო სასუნთქი გზებიდან, იშვიათად თვალებიდან ან ნაწლავებიდან. თავდაპირველად ზიანდება ცხვირისა დახახის უკანაკედლის ლორწოვანი გარსი და ნუშურა ჯირკვლები. პირველ დღეებში ჩნდება ჭარბი გამონადენი ცხვირიდან, რომელიც მალე ჩირქოვანი ხდება. ყელიშეწითლებული და შეშუპებულია. ავადმყოფს ახასიათებს ხველა, რომელიც ნახველიანია. ამ დაავადების სავიზიტო ბარათად მიიჩნევენ თვალის ლორწოვანი გარსის ანთებას, რომელიც დაავადების პირველივე დღეებში იჩენს თავს. ადენოვირუსს აქვს ფილტვებში შეღწევის უნარი.
მკურნალობა:
• წოლითი რეჟიმი
• ვიტამინებით მდიდარი დიეტა. ხორცის შეზღუდვა
• ინტერფერონის ჯგუფის პრეპარატები.
• ცხელებასთან ბრძოლა (სპირტით დაზელა, სიცხის დამწევი პრეპარატები)
• ექიმის მიერ დანიშნული ცხვირისა და თვალის წვეთები
• ანტიბიოტიკები
• პოლივიტამინები
• ფიზიოთერაპია ( მაგ. უმს სხივები)
პროფილაქტიკა:
• ავადმყოფის იზოლაცია
• ოთახის ხშირი განიავება
• ორგანიზმის გაკაჟება და ვიტამნები
|