ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია ორგანიზმის იმუნური სისტემის მოქმედების გარეშე. როგორც ცნობილია, სისხლი შედგება ერითროციტების, ლეიკოციტების და ტრომბოციტებისგან. ლეიკოციტების მოქმედებქსთანაა დაკავშირებული ორგანიზმში იმუნური რეაქციების არსებობა. ლეიკოციტებს აქვთ უნარი “აღმოაჩინონ” უცხო სხეულები. ისინი წარმოქმნიან _ ანტისხეულებს, რომელიც ორგანიზმში შემოჭრილ უცხო სხეულებს ანუ ანტიგენს ისე შეესაბამება, როგორც გასაღები კლიტეს. ანტისხეული შებოჭავს ანტიგენს და აუვნებლებს. ეს იმუნიტეტია. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი იმუნიტეტი. თანდაყოლილი იმუნიტეტის წყალობით ადამიანს არ ემართება ცხოველის ინფექციური დაავადებების უმრავლესობა.
ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულები სისხლში რჩება და აქვს უნარი იბრძოლოს. სხვადასხვა დაავადებების მიმართ გამომუშავებული ანტისხეულების “სიცოცხლის ხანგრძლივობა” სხვადასხვაა. ზოგი მათგანი ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე რჩება სისხლში და ამ დაავადების მიმართ შეუვალობას განაპირობებს. სწორედ ამიტომ არ გვემართება ზოგიერთი ინფექციური დაავადება ხელმეორედ. ეს ბუნებრივი იმუნიტეტია. არსებობს ხელოვნური იმუნიტეტიც. ვქცინაციის დროს ადამიანის ორგანიზმში შეჰყავთ მკვდარი ან დასუსტებული დაავადების გამომწვევები და ორგანიზმს “აიძულებენ” ანტისხეულები გამოიმუშაოს. ამიტომ აცრილ ადამიანს აღნიშნული დაავადება ან არ შეხვდება ან თუ შეხვდა იოლ ფორმებში გადაიტანს.
მრავალი ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინაცია. ვაქცინაცია ტარდება: ყბაყურას, წითელას, წითურას, ყვავილის, ჩუტყვავილას,
გრიპის, ცოფის საწინააღმდეგოდ.
ცნობილია., რომ A/H1 N1 ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს ამერიკელმა მედიკოსებმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში რეკორდულად მოკლე დროში.ხუთი თვე დასჭირდა ვაქცინის ორი სახეობის შექმნას_პირველი სეიცავს გრიპის არააქტიურ ვირუსს, მეორე _ დასუსტებულ ცოცხალ ვირუსს. ფარმაკოლოგიური საწარმოები გემავენ დაახლოვებით სამი მილიარდი დოზის გამოშვებას წელიწადში.
20 დეკემბერს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი დოქტორი ალან ლევინი აცხადებდა ჩNN-ის კორესპონდეტთან საუბარში, რომ ბოლოორი კვირის განმავლობაში მივიღეთ ვაქცინის მცირე რაოდენობა, რომელიც მივაწოდეთ მაღალი რისკის პაციენტებს, დაავადებულებს დიაბეტით, ასთმით. ქვეყნის მასშტაბით განაწილებული იქნა 41,6 მილიონი ვაქცინა. მიუხედავად ამისა ვაქცინამაინც დეფიციტს წარმოადგენს და ღორის გრიპი ბობოქრობს უმეტეს შტატებში. დაავადებათა ცენტრის წარმომადგენელმა ყოველკვირულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაქცინის წარმოება სულ უფრო დაუფრო დიდ მასშტაბებს იძენს.
მოსახლეობას კი მიეცა რეკომენდაცია: განსაკუთრებით ვაქცინის უკმარისობის პერიოდში_ ხშირად დაიბანეთ ხელი, ხველების დროს აიფარეთ პირზე, იყავით დაკვირვებული გრიპის
ნიშნების დროულად გამოვლენისათვის. თუ ჩათვლით, რომ გრიპი შეგეყარათ, მიმართეთ ექიმს
მეცნიერები მთელს მსოფლიოში ცდილობენ შექმნან აივ-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. ჯერ კიდევ არაა აღმოჩენილი ანტიგენის შესაბამისი ანტისხეულები. ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა. |