მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    “ცოფის ვირუსი”, ანა კაბულაშვილი 13 ივნისი 2010

    ძაღლების ცოფით დაავადების შესახებ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ჰომეროსის “ილიადაში” ბერძნები ჰექტორს ცოფიან ძაღლს უწოდებდნენ. ჩვ. წ. I სკ-ში კ. ცელსმა აღწერა ცოფი ადამიანში და შემოიტანა ამ დაავადების დასახელება “ჰიდროფობია”. ეს სახელწოდება ამ დაავადებას მან უწოდა მთავარი და ყველაზე უფრო დამახასიათებელი სინდრომის მიხედვით: წყლის არა მარტო შეხედვამ, არამედ მისმა ხმაურმა, ზოგჯერ სიტყვიწყლის გაგონებამაც კი, შეიძლება ავადმყოფში უძლიერესი შეტევა გამოიწვიოს. 1770წ. ვან სვიტენმა პირველად აღწერა ცოფის პარალიზური ფორმა. 1884წ. ცინკემ დაამტკიცა დაავადების გადაცემის შესაძლებლობა დაავადებული ცხოველის ნერწყვით. ცოფის ვირუსული ეტიოლოგია დაამტკიცა 1903წ. პ. რემლენჟემ. 1892წ. ვ. ბაბოშმა და 1903წ ა. ნეგრიმ განგლოზურ უჯრედებში აღწერეს სპეციფიკური ჩანართები, განსაკუთრებული ციტოპლაზმური სტრუქტურები,რომელსაც შემდგომში ბებშ-ნეგერის სხეულაკები ეწოდა. მათი აღმოჩენა ცოფის ვირუსის არსებობის უდავო დასტურია.

    ცოფის ვირუსის შესწავლისა და მის საწინააღმდეგო პრევენციული ზომების შემუშავებაში განსაკუთრებული ღვაწლი ლუი პასტერს მიუძღვის. ლუი პასტერმა პირველი ცოფის საწინააღმდეგაო აცრა ჩაატარა 1885 წლის 6 ივნისს და სრული წარმატებით დამთავრდა. 9 წლის ელზასელ ბიჭუნას იოზეფ მაისტერს  შეუყვანეს ანტირაბილური პრეპარატი. ბავშვი გარდაუვალ სიკვდილს გადაურჩა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ანტირაბიული სამედიცინო დახმარების სამსახურის არსებობის აუცილებლობას.  

    მიუხედავად იმისა, რომ ლუი პასტერმა ვერ აღმოაჩინა დაავადების გამომწვევი “აგენტი”, მან შეიმუშავა პროფილაქტიკური აცრების შესანიშნავი მეთოდი, ხოლო თვით პრეპარატს ე. ჯენერის პატივსაცემად “ვაქცინა” უწოდა.

    ცოფის ვირუსი აზიანებს მასპინძელი ორგანიზმის ნერვულ ცენტრებს და ტვინის ქერქს.

    ნებისმიერი ძუძუმწოვარი შეიძლება დაავადდეს ცოფით. ადამიანისათვის განსაკუთრებით საშიშია ღამურები, ვირთხები, მაწანწალა ძაღლები, კატები, მელიები, სკუნსები.  

           ვირუსი დაავადებულ ცხოველებში განთავსებულია ნერვულ დაბოლოვებებზე და ნერწყვში. ცოფის ვირუსიადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს დაავადებული ცხოველის                                    

    ნერწყვიდან არა მხოლოდ თვალით შესამჩნევი ჭრილობებიდან ( ნაკბენი, ნაკაწრი ), არამე

     მიკროტრამვებიდანაც ( დადორბვლა ), თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკბენისა და ნერწყვის კანზე მოხვედრის ხარისხს.

           განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი ჭრილობები, თავის,ხახის და კისრის არეში, რადგან ასსეტ შემთხვევაში დაავადების საინკუბაციო პერიოდი მოკლდება!

         დაავადებული ცხოველი განსაკუთრებით აგრესიულია, პირიდან სდის დორბლი და შეიძლება ეცეს ადამიანს პროვოცირების გარეშეც.

    მას შემდეგ, რაც ვირუსი მოხვდება ადამიანის სხეულში, ის პირდაპირ ან არაპირდაპირ აღწევს

    პერიფერიულ ნერვულ სისტემაში და ნერვების გავლით მოგზაურობს ცენტრალური ნერვული სისტემის მიმართულებით, სანამ არ მიაღწევს მას. ამ პერიოდში ვირუსის აღმოჩენა ძნელია _ ე სარის ვირუსის საინკუბაციო პერიოდი და გრძელდება 15 დღიდან 55 დღემდე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიჩლება გაგრძელDეს ნახევარი წელიც კი. ყველა შემთხვევაში დროულად დაწყრბული ვაქცინაცია აძლიერებს უჯრედულ იმუნიტეტს და თავიდან აგვაცილებს დაავადების განვითარებას..

    საინკუბაციო პერიოდს მოჰყვება უშუალოდ ავადმყოფობა, რომელიც მოიცავს სამ სტადიას:  

    ვირუსის ცხოველქმედების სტადია ( ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის სტადია) გრძელდება 1-3 დღე. თან ახლავს მომატებული ტემპერატურე 37,2-37,3 გრადუსამდე. უძილობა, მოდუნება, ავადმყოფის აღელვება, ტკივილი ნაკბენზე მოშუშებული ჭრილობისაც კი.

    აღგზნების სტადია. გრძელდება 4-დან 7 დღემდე.გამოიხატება ძლიერ მომატებული მგრძნობელობა გრძნობათა ორგანოების მცირე გაღიზიანებისას: კაშკაშა შუქი, ქარის ქროლვა, ხმაური. წყლის ჩხრიალი, წყლის შიში. წყლის დანახვაც კი იწვევს კუნთების კრუნჩხვებს. შეუძლებელია პაციენტის მიერ ერთი ჭიქა წყლის დალევა. პაციენტი ხდება აფორიაქებული, ეწყება ჰალუცინაციები, ბოდვა, პარანოია. ავადმყოფი აგრესიულია და ცდილობს სადღაც გაიქცეს.

    დამბლის სტადია. გრძელდება რამდენიმე საათიდან 2-3 დღემდე. ვითარდება თვალის კუნთების და ქვედაკიდურების დამბლა. სუნთქვის დამძიმება: ნაწილობრივი ან სრული მოშლა, რაც თავისთავად უკვე იწვევს პაციენთის სიკვდილს. სიკვდილი დგება გულის დამბლით.

       ავადობის საერთო ხანგრძლივობაა 5-8 დღე.

        არსებობს ქვეყნები, სადაც აღმოიფხვრა ცოფი. ეს ქვეყნებია: ავსტრალია, ახალი ზელანდია, ფიჯი, გუამი, ჰავაი. ბრიტანეთი, ირლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია, იაპონია, ტაივანი. თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია პრეპარატი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა  

    დაავადებული პაციენტის განკურნება. მიუხედავად ამ დაავადების განუკურნებადობისა,  

    შესაძლოა პრევენცია, რაც მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია ვაქცინაციის დროულად დაწყებაზე.  

        2005 წელს დაფიქსირდა უნიკალური შემთხვევა აშშ-ში. 15წ-ის გოგონას აღმოაჩნდა ცოფი. იგი ვაქცინაციის გარეშე სრულიად განიკურნა. მკურნალობისას ჯინა შეიყვანეს ხელოვნურ კომაში. მკურნალობა ემყარებოდა მოსაზრებას, რომ ვირუსი კი არ ანადგურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, არამედ იწვევს მისი ფუნქციის დროებით მოშლას. თუ თავის ტვინის ფუნქციონირებას დროებით შეაჩერებდნენ ხელოვნური კომით, ამით ტვინს ადიცავდნენ ზიანისაგან, ხოლო ორგანიზმი ამასობასი შეძლებდა ანტისხეულების გამომუსავებას და ვირუსის დამარცხებას. ერთი კვირა კომაში ყოფნისა და რამდენიმე თვიანი მკურნალობი შემდეგ ჯინა სრულიად ჯანმრთელი წავიდა სახლში. ესშემთხვევა  მედიცინაში  ცნობილია, როგორც “ჯინას მკურნალობა”. მიუხედავად წარმატებისა მეთოდმა ვერ გაამართლა.

        პრევენცია:

        პირველადი დახმარება:

    ჭრილობა ირეცხება უხვი საპნიანი წყლის ჭავლით, შემდეგ მას ედება ასეპტიკური ნახვევი

    ნაკბენიჭრილობის გაკერვა 3 დღის განმავლობასი არ შეიძლება, რადგან ნაკერების დადებისას იქმნება იდეალური პირობები ნერვულ დაბოლოვებებზე ცოფის ვირუსის მოხვედრისა. 3 დღის შემდეგ შესაძლოა ჩატარდეს ოპერაცია.

    აუცილებელია ჩატარდეს ცოფის საწინააღმდეგო აცრა.

    ნაკაწრისა და დადორბვლის სემთხვევაშიც აუცილებელია ჩატარდეს სამკურნალო- პროფილაქტიკური იმუნიზაცია. სასურველია აცრის დაწყება არაუგვიანეს მე-14 დღისა.

    ერთეული ზედაპირული ნაკაწრებისა და დადორბვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ინიშნება ვაქცინაციის კურსი 1, მე-3, მე-7, მე-14, 30-ე,და 90-ე დღეს.მაგრამ თუ 10 დღიანი მეთვალყურეობის შემდეგ, დამკბენი ცხოველი ცოცხალია და ჯანმრთელი, ვაქცინაცია უნდა შეწყდეს. ( ე.ი. მე-3 ინექციის შემდეგ. ) თუ შეუძლებელია დამკბენ ცხოველზე დაკვირვება ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს.

           პრე- ექსპოზიციური იმუნიზაცია:  

    დღეს-დღეობით პრე- ექსპოზიციური იმუნიზაცია გამოიყენება ძირითადად შინაურ ცხოველებში.

    მრავალ ქვეყანაში შინაური ცხოველების ცრა სავალდებულოა.  სავალდებულოა აგრეთვე ისეთი პროფესიის ადამიანებისათვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია რისკთან: ვეტერინარებისათვის, მონადირეებისათვის, მეტყევეებისათვის, სასაკლაოს მუშაკებისათვის, ძაღლების დამჭერი ბრიგადის წევრებისათვის.

     

    ავტორი :Adminstrator

    გაზიარება
    მსგავსი თემები :
       
     
    საკვანძო სიტყვები  
    სამეცნიერო პორტალები სადღესასწაულო ცენტრები სწავლა საზღვარგარეთ, სტიპენდიები და გრანტები პედაგოგები რეპეტიტორები უმაღლესი სასწავლებელი ქორეოგრაფიული სკოლები, სტუდიები, ანსამბლები პროფესიული ცენტრი, პროფ. სასწავლებელი დამატებითი განათლება (კურსები, სხვა...) არასამთავრობო ორგანიზაციები (სასწავლო პროგრამები) სპორტული სკოლები, სტუდიები კოლეჯი ბიბლიოთეკები ავტოსკოლები ხელოვნების სკოლები, სტუდიები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა კომპიუტერული ტექნიკა საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი საბავშვო მაღაზიები საგანმანათლებლო რესურსები განათლება საზღვარგარეთ წიგნების მაღაზიები უცხო ენები სახელმძღვანელოები გამოცემები მთარგმნელთა ბიუროები, თარჯიმნები
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024