მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    ყველა პედაგოგისათვის კარგად ცნობილია, რომ სწავლის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ, რა ხერხებით, რის მეშვეობით შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეს ეს შინაარსი, ანუ რომელი და როგორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის. ამ გვერდზე   კოლეგებთან ერთად შეგიძლიათ   განიხილოთ ყველა ეს საკითხი, იმსჯელოთ მათზე, რათა მიხვიდეთ მართებულ დასკვნამდე. აქტიურად გამოიყენეთ ეს გვერდი.


                                                           
    "სასარგებლო რჩევები სასკოლო პროექტებზე მუშაობისათვის ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან"/იზოლდა ჯოხაძე ნანახია (21339) - ჯერ 13 ივნისი 2010

    ,,ერთ თევზს თუ მომცემ, ერთ დღეს მეყოფა, თევზაობას თუ მასწავლი, არასოდეს მომშივდება". _ამბობს ჩინური ანდაზა.

    როდესაც მოსწავლეს მეცნიერული კვლევისთვის საჭირო უნარ_ჩვევებს გადავცემთ, ჩვენ მათ ,,თევზაობას~ (ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას) ვასწავლით. სასკოლო რეფორმის ძირითადი მოთხოვნაც ხომ ესაა: სკოლამ უნდა შეძლოს აქტიური სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნების ჩამოყალიბება. ამისათვის კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა მუშაობა პროექტებზე.

    ს ა ს კ ო ლ ო  პ რ ო ე ქ ტ ი  _ მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა თემაზე წარმოებული დამოუკიდებელი კვლევაა, რომელსაც ზედამხედველობს პედაგოგი. პროექტებზე მუშაობის რდოს მოსწავლეები სწავლობენ: ურთიერთთანამშრომლობას, თავისუფალი აზრის გამოთქმას, თავიანთი მოქალაქეობრივი როლის განსაზღვრას, სამუშაო თემატიკის შესაბამისობაში მიზნების ჩამოყალიბებას, პრობლემების გამოკვეთას და მათ გადასაჭრელად სხვადასხვა სტრატეგიების შერჩევას.

    ყველა ეს უნარები მოსწავლეებს ეხმარებათ ცოდნის შეძენაში, მასწავლებელს კი (სხვადასხვა საგნებში) სწავლების პროცესის წარმართვაში. აქედან გამომდინარე, ჩვენმა სკოლამ გადაწყვიტა პროექტების შემსწავლელი წრის გახსნა, რომელსაც მეოთხე წელია ვხელმძღვანელობ. მოსწავლეთა მიერ წრეზე დამუშავებულმა ხუთმა პროექტმა დაიმსახურა განათლების სამინისტროს ჯილდოები. დამუშავებულია პროექტები, რომელთაც ადგილობრივი მთავრობა გამოეხმაურა. ამიტომ მიმაჩნია, რომ პროექტებზე მუშაობით დაინტერესებულ პედაგოგებს მცირეოდენ მაინც წაადგებათ ჩემი რჩევები და მასაზრებები:

    1. პროექტის შერჩევის დროს გაითვალისწინე იდეის აქტუალობა, რა შედეგებზე შეიძლება გახვიდე და შემდეგ შესთავაზე მოსწავლეებს.

    2. მზად იყავით იმისათვის, რომ შეიძლება მოსწავლეებმა სხვა თემა შემოგთავაზონ. (მაგ. მე შეთანხმებული ვიყავი VII კლასელებთან გვემუშავა გუნდურ-ინტეგრირებული პროექტების კონკურსისათვის თემაზე ,,მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივები ამბროლაურში~. ერთ დღეს ამბროლაურში პოლიციამ დახოცა უპატრონო ძაღლები. აღელვებულმა გუნდის წევრმა ბიჭებმა მთხოვეს, რომ ისინი იმუშავებდნენ პროექტზე ,,ზრუნვა უპატრონო ძაღლებზე~. მე დავთანხმდი. მათ დიდი ენთუზიაზმით იმუშავეს. კარდაკარ დადიოდნენ მოსახლეობაში და ავრცელებდნენ ანკეტებს. პრეზენტაციაზე ქალაქის მერიიდან წარმომადგენელმა აღიარა მოსწავლეების მიერ შეთავაზებული ჰუმანური ვერსიები პრობლემის გადასაჭრელად).

    3. პროექტზე მომუშავე მოსწავლემ პირველ რიგში უნდა გაითავისოს მასზე

    დაწერეთ ის დიდ თაბახზე და გააკარით თვალსაჩინო ადგილზე. მეცადინეობის დროს, ჩამონათვალიდან, სამიზნე პუნქტზე შეაგროვეთ იდეები გონებრივი იერიშის _ მეთოდით.

    4. გირჩევთ გამოიყენოთ ,,სამუშაო მაკეტი~. (ფოტო #2),  

     სადაც ცალ-ცალკე ჯიბაკებში იდება შეგროვილი მასალები. ეს გამოგადგებათ კვლევის დროს მასალების დაჯგუფება _ კლასიციფირებასა და დასკვნების გაკეთებაში.

    5. შეძლებისდაგავარად დაიხმარეთ ადგილობრივი მასმედია (მაგ. პროექტებზე ,,რაჭული სუფრა~). ძალიან დაგვეხმარა ,,ამბროლაურის მოამბე~, რომელმაც სადისკუსიოდ გამოიწვია მოსახლეობა (დანართი #1).

    6. ასწავლეთ მოსწავლეებს რესპოდენტებთან საურთიერთო ეთიკური ქცევები გამოიყენეთ როლური თამაში ,,მიკროფონით~; მოაწყვეთ პროექტის მასალების სასკოლო ფოტოგამოფენა (ამონარიდი ფოტომასალებიდან #3)

     7. აუცილებელია პროექტის სასკოლო პრეზენტაცია. იზრუნე ისეთ აუდიტორიაზე, რომელიც საქმიანი წინადადებებით გამოეხმაურება პროექტს და დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.

    8. პროექტზე მუშაობის დროს განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ღია ტიპის შეკითხვები: ,,შენი აზრით ეს რა შედეგზე გაგვიყვანს?~ და სხვა. ეცადე პასუხს დადებითი შეფასება მოუძებნო. გახსოვდეს, ყველა მონაწილის მოსაზრება ღირებული და პატივსაცემია. ეს მოსწავლეებთან ურთიერთობის ნომერ პირველი წესია წარმატებული პროექტისათვის.

    9. მუშაობაში დაიხმარეთ მშობლები. ეს მათი სკოლაში ჩართულობის უნიკალური შანსია.

    სასკოლო პროექტების სახეები

    I მეთოდური პროექტები

    პროექტებზე მუშაობის დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჯგუფური მუშაობის უნარ _ ჩვევები. ამიტომ ამ უნარების განვითარებას I კლასიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოუყალიბდება მოსწავლეს კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ურთიერთაზრის პატივისცემის უნარები ჩვევად. ,, ჩვეულება კი რჯულზე უმტკიცესიაო~ _ ამბობს ხალხური ანდაზა. ამ ჩვევების გამომუშავება კი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს მასწავლებლისაგან.

    მინდა შემოგთავაზოთ პროექტები დამრიგებლებისათვის, რომელსაც პირობითად მეთოდური ვუწოდოთ.  

    I კლასში მიზნობრივი იქნება მუშაობა პროექტებზე ,,მოსწავლის თვითდამკვიდრება და აუცილებელი უნარ_ჩვევების განვითარება.~ მიზნები ნათელია. პროექტი გამოგვადგება სამოქალაქო აღზრდის საკითხების მოსაგვარებლად. ვფიქრობ ყველა დაინტერესებული მასწავლებელი შეძლებს შეადგინოს სავარჯიშოთა პაკეტი ამ პროექტის განსახორციელებლად, რომელიც მთელ სასწ. წელს მოიცავს. შემოგთავაზებთ რამდენიმე აქტივობას თემაზე ,,ახლებურად გავიაზროთ კლასის საორგანიზაციო კუთხე.~ ტრადიციულად პირველკლასელებს საკლასო ოთახებში ხვდება საორგანიზაციო კუთხე, სადაც მოთავსებულია გაკვეთილების ცხრილი, მორიგეობის სია, ქცევის წესები, დღის რეჟიმი. ბავშვი მას უნდა მორჩილებდეს, ადრეულ წლებში ზეპირადაც უნდა დაესწავლათ წესები მოსწავლეთათვის.

    მოდით შევხედოთ ამას სხვა კუთხით. უმჯობესი ხომ არ იქნება მოსწავლე თვითონ გახდეს მონაწილე კლასის წესების, დღის რეჟიმის და სხვა შედგენა_გაფორმებაში? _ ნამდვიდად უმჯობესია. როგორ? _

    აქტიური სავარჯიშო: ,,ეს ჩვენი ქცევის წესებია~

    მიზანი: ბავშვებთან თანამშრომლობით შევადგინოთ ქცევის წესები

    მასწავლებელი წინასწარ ჩაიფიქრებს, რომელი წესის ჩამოყალიბება სურს, შეარჩევს სიუჟეტურ მასალას და თამაშებით მიგვყავს პატარები იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია სკოლაში დროზე მისვლა. ვწერთ პირველ წესს: (გვერდით საათს მივუხატავთ, რადგან ბავშვებმა ჯერ კითხვა არ იციან)

    ,,ჩვენ სკოლაში დროზე ვცხადდებით~ (ნაცვლად ბრძანებისა _ არ დაიგვიანო!)

    სავარჯიშო ,,გთხოვ შემომხედო და მომისმინო~.

    მიზანი: ვასწავლოთ ყურადღებით მოსმენა

    მსვლელობა: კლასი იყოფა წყვილებად. წყვილები ერთმანეთს უყვებიან ამბავს და თუ როგორ მოუსმინეს ერთმანეთს მასწავლებელი ამოწმებს. ბავშვები ამ თამაშით ხვდებიან თუ რაოდენ საჭიროა ერთმანეთის ყურადღებით მოსმენა და იწერება წესი: ,,ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ერთმანეთს~. ასე ყალიბდება ,,გვიყვარს სისუფთავე და წესრიგი~ ,,ჩვენ გვიყვარს და ვუფრთხილდებით სასკოლო ქონებას~. და ა. შ. შედგენილი ქცევის წესები არ საჭიროებს დაზეპირებას, იმთავითვე გათავისებული აქვთ პატარებს.

    ქტივობა ,,ეს ჩვენი დღის რეჟიმია~

    მიზანი: . მასწავლებლის და მოსწავლეთა ურთიერთანამშრომლობის უნარების განვითარება

    ისწავლონ დროის ფასი.

    მასწავლებელი წინასწარ ამზადებს თაბახზე საათის მოდელს. ვეკითხებით: რომელ საათზე უნდა ავდგეთ? რა გავაკეთოთ? (ხელპირის დაბანა, ვარჯიში, საუზმე) ამას 9 საათამდე ხომ მოვასწრებთ? და 8-დან 9-მდე, ვარსკვლავის ერთ ქიმზე მოვათავსებთ შესაბამის სურათებს (რომელსაც ბავშვები თვითონ შეარჩევენ). ასე შედგება დღის რეჟიმის დანარჩენი მუხლები. ძალიან მოსწონთ ბავშვებს ასე გაფორმებული დღის რეჟიმი (ფოტო #4).

    აქტიური სავარჯიშო ,,მე დღის მორიგე ვარ~

    ბავშვებს ვურიგებ ხის სარჭებს, რომელზედაც მათი სახელებია დაწერილი. მუყაოზე ლამაზად გაფორმებულია კარადა, ყვავილები ქოთნით, ცოცხი და სხვ. ვეკითხები ვისაც ყვავილები გიყვართ, სარჭი ყვავილთან მიამაგრეთ და დღეს შენ მას უნდა მოუარო, სისუფთავე ვისაც უყვარს, ცოცხთან ამაგრებს სარჭს და ა. შ. ნებაყოფლობით, თავიანთი სურვილით არჩეულ საქმიანობას სიხარულით ასრულებენ მოსწავლეები (ფოტო #5).

    სავარჯიშო ,,ინტერვიუ პირად საკითხებზე~

    ეს სავარჟიშო წყვილებში სრულდება. ისინი მორიგეობით ენაცვლებიან ერთმანეთს _ კორესპონდენტი და რესპოდენტი. მასწავლებელი სათითაოდ უსმენს ყველა ინტერვიუს და სიხარულით ამბობს, რომ თურმე რამდენი ექიმი, ინჟინერი, მფრინავი თუ პოლიციელი ეზრდება ქვეყანას. თქვენ ღირსნი ხართ ასეთი გულსაბნევები გაგიკეთოთ მხოლოდ თქვენი დახმარება მჭირდება. ფოთლებზე თქვენი სახელები დააწერეთ, გააფერადეთ და გამოჭერით (გულსაბნევს კი აწერია _ გიხაროდენ! მე მოვდივარ). როცა ვეკითხები ბავშვს: რატომ უნდა გვიხაროდეს შენი მოსვლა? _ `მე კარგად ვისწავლი, ექიმი გამოვალ და ავადმყოფებს მოვარჩენ~. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უყალიბდება პატარას მოქალაქის საჭირო ღირებულებები. (ქსეროასლი)

    სავარჯიშო `ვერ მიცანით?~

    მიზანი: მოსწავლეები ამკვიდრებენ თავიანთ ინდივიდუალობას და იმაღლებენ თვითპატივისცემის გრძნობას, მხატვრული შემოქმედების მეშვეობით ქმნიან საკუთარ პორტრეტს.  

    ამის მსგავს სავარჯიშოებს დამრიგებელი ასრულებინებს ბავშვებს დისკუსიის წესების დადგენის დროსაც. წესების ჩამონათვალიც თვალსაჩინო ადგილზე უნდა გაიკრას (ფოტო #6)

    პირველ წელს შეძენილი უნარ-ჩვევები გაუიოლებს ბავშვებს სამუშაო პროცესს II-IV კლასებში, სადაც პროდუქციულია პროექტი თემაზე: `ბავშვის როლი იმ სოციალურ ჯგუფებში, რომელსაც იგი მიეკუთვნება~. ამ პროექტის მასწავლებელი II-III კლ. მუშაობს `ჯაჭვური თხრობით~ რომლის გეგმაშიც შედის: `ეს ჩემი ოჯახია~, `დაბადების დღეზე~ `მეზობელი კარისაო~ `ერთხელ ჩვენს უბანში~, IV კლასში `ჩემი სოფელი ~, `სოფლის გამოჩენილი ადამიანები~ `ისტორიული ძეგლები~ `ჩემი სოფლის პრობლემები~. თითოეულ თემაზე შეჩერება ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ამ პროექტზე მუშაობამ კარგი შედეგი მომცა. IV კლასში ამ ჯგუფის მოსწავლეებმა დაამუშავეს პროექტი `ამბროლაურში ბავშვთა პარკის მოწყობა~. წარდგენილი იქნა გუბერნიის გაფართოებულ სხლდომაზე. მოიწონეს, მოსწავლეები დაასაჩუქრეს და იმავე წელს დაიწყო პარკისთვის პირველი რიგის სამუშაოები. მოსწავლეთა იდეების აღიარებამ და უფროსებისაგან მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა მათში შემეცნებითი და შემოქმედებითი ინტერესები. ეს აისახა კიდევაც მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში. სკოლის ყველა პედაგოგი აღიარებს ამ ჯგუფის განსაკუთრებულ უნარებს.

    10.  ამიტომ ჩემი რჩევაა _ ვიმუშაოთ პროექტებზე დაწყებითი კლასებიდანავე.

    II. სასწავლო პროექტები საგნობრივია. ის თან ერთვის სახელმძღვანელოში პროგრამულ თემას, მოკლევადიანია. მისი მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება სწავლის პროცესით, საგნობრივი ცოდნის გაღრმავება და ამ ცოდნის გამოყენების პრაქტიკულ უნარების გამომუშავებით. ასეთი პროექტების განხილვა-პრეზენტაცია ხდება კლასშივე. მაგრამ მასწავლების შეხედულებისამებრ , შეიძლება საჯაროობის სახეც მიეცეს. მაგ. წელს ჩვენს სკოლაში ქიმიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით დამუშავდა ანტინარკოტიკული პროექტი `ცხოვრება სივრცეა, იპოვე შენი ადგილი~. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ პოლიციის უფროსის მოადგილე, ექიმები, რომელთაც აღიარეს პროექტის აქტუალობა და გამოყენებადობა.  

    III. გუნდურ-ინტეგრირებული პროექტები არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტული დისციპლინით. ასეთი პროექტები საგანთა ინტეგრირებულ ცოდნას მოითხოვენ. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს საგნების ცოდნასთან ერთად უვითარდებათ მოვლენებისა და პროცესების კომპლექსური ხედვის უნარები. ეს პროექტები გრძელ ვადიანია (5-6 თვე)

    დიდი ინტერესით ჩაება ჩვენის სკოლის პროექტების წრის მოსწავლეები სასწავლო ოლიპიადებში 2006-07-08 წლებში გუნდურ-ინტეგრირებულ პროექტების კონკურსში.

    წარდგენილი იქნა ხუთი პროექტი და ხუთივე პროექტმა გაიმარჯვა. მოსწავლეთა გუნდები დაჯილდოვდა შესაბამისი დიპლომებით და ფულადი პრემიებით.

    ეს პროექტებია: `რაჭის საუკეთესო ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნებისათვის ზრუნვა~. (სასწ. ოლიმპიადა 2008 წ. გამარჯვებული)

    2. `რაჭული სუფრის ადათ-წესების კვლევა~ (სასწ. ოლიმპიადა 2007 წ. გამარჯვებული)

    3. `ხალხური ტრადიციებით რაჭული ღვინის წარმოება~ (2007წ. გამარჯვებული)

    4. `რაჭაში გავრცელებული ხალხური საკრავების მოძიება-აღდგენა~ (2008წ. გამარჯვებული)

    5. `მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივა ამბროლაურში~ (სასწ. ოლიმ. 2008 წ. გამარჯვებული) რაჭული ტრადიციების საკვლევ პროექტებში ერთი საერთო პრობლემაა: ეროვნული ტრადიციების დავიწყება-დაკარგვის საშიშროება. მიზანი კი _ მივიწყებული ტრადიციების მოძიება-აღდგენა და პოპულარიზაციაა.

    მიზნის მისაღწევად, მოვიძიეთ ხალხში გაფანტული, მუსიკალური საკრავები (გუდასტვირი, ჭიანური, გარმონი, დაირა) ძველი ადათ-წესები, ფოტომასალები და ინფორმაციები ცნობილ მზარეულებზე, მარნის ხელავჯის ოსტატებზე, შევადარეთ ლიტერატურულ წყაროებს და გავაკეთეთ დასკვნები.

    განსხვავებული დატვირთვა აქვს `რაჭული სუფრის~ პროექტს, რომელიც მოსახლეობაში ანკეტურ გამოკითხვის პასუხებს ეყრდნობა (დანართი ანკეტა #8) კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თანამედროვე სუფრა (ჭირის ან ქორწილის) რაჭაში დამახინჯებული ფორმაა და გამოკითხულთა 80%-ს არ მოსწონს. პროექტის სხვადასხვა აქტივობებით ასი ადამიანი მაინც დავაფიქსირეთ ამ საკითხზე. ხვალ ეს რიცხვი გაიზრდება. მასმედიის და ტელევიზიის საშუალებით, რაჭული (და საერთოდ ქართული) სუფრა დაიბრუნებს ყოფითი დანიშნულების იერსახეს, რომელიც შეზავებული იქნება დღევანდელი სუფრის ლამაზი ატრიბუტებით. ესაა პროექტის მიზანი. პროექტით მკითხველს რაჭულ სამზარეულოსაც ვთავაზობთ.

     პროექტების დამუშავების დროს მნიშვნელოვნად დაგვეხმარა კარგად გააზრებული საგანთა კავშირის სქემა.  

    მიმაჩნია, რომ მოსწავლეთა იდეები მარტო ქაღალდზე არ უნდა დარჩეს. პროექტმა რაღაც წვლილი უნდა შეიტანოს სკოლისა და თემისათვის. ვნახოთ შედეგები:

    პროექტის ავტორებმა გაიღრმავეს ცოდნა რაჭაზე, მის მდიდარ სულიერ კულტურაზე. პროექტით მიკვლეულ იქნა და დღემდე გაუხმაურებელი ფაქტი მთელმა ამბროლაურმა შეიტყო ღვინო `ხვანჭკარის~ პირველმწარმოებლის დიმიტრი ყიფიანის შთამომავალთა შესახებ (ამონარიდი გაზეთიდან `ამბროლაურის მოამბე~).  

    პროექტებს გამოეხმაურა მოსახლეობა, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, ადგილობრივი მთავრობა. რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დააფინანსა ჩვენს მიერ შედგენილი წიგნი, ოთხი პროექტის კრებული `რაჭული ტრადიციები~. ეს კი ჩვენს მიზანს _ ტრადიციების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამას ისიც დაემატა, რომ ფაზისის საერთო აკადემიამ სამედიცინო ჟურნალ-კრებულში `ცოტნეიდელი~ ტომი III 2010 დაბეჭდა წიგნიდან ორო პროექტი. მოსწავლეები ყურადღებით და სიხარულით კითხულობენ მკითხველთა გამოხმაურებას.

    გამოყენებული რესურსები

    პროექტებზე მუშაობის პირადი გამოცდილება

    სამოქალაქო აღზრდა-სავარჯიშოების პაკეტი დაწყ. კლასებისათვის

    (გ. ახვლედიანი, ნ. დალაქიშვილი, თ. მეიფარიანი)

    ეროვნული სასწავლო გეგმა.

    კომპიუტერი

    იზოლდა ჯოხაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სსიპ #1 საჯარო სკოლა

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (1)

    კომენტარები  
    ლიკა ჩხაიძე 19 ივნისი 2010

    შესანიშნავია...ძალიან  მომეწონა....დიდი  მადლობა.............

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    განმანათლების მართვის ორგანოებში სხვა კოლეჯში სკოლამდელ დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში პროფესიულ ცენტრში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024