მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    ყველა პედაგოგისათვის კარგად ცნობილია, რომ სწავლის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ, რა ხერხებით, რის მეშვეობით შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეს ეს შინაარსი, ანუ რომელი და როგორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის. ამ გვერდზე   კოლეგებთან ერთად შეგიძლიათ   განიხილოთ ყველა ეს საკითხი, იმსჯელოთ მათზე, რათა მიხვიდეთ მართებულ დასკვნამდე. აქტიურად გამოიყენეთ ეს გვერდი.


                                                           
    ‘’გიყვარდეს სიცოცხლე“ - ირმა ავალიანი ნანახია (10891) - ჯერ 15 ივნისი 2010

    დანიშნულება - ნაშრომი წარმოადგენს სამ საგაკვეთილო სცენარს საერთო სათაურით  „ გიყვარდეს სიცოცხლე“, რომელიც ორიენტირებულია მასწავლებელზე და ემსახურება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას და მისი ეფექტურობის ამაღლებას ბიოლოგიის სწავლების პროცესში. ნამუშევარს თან ახლავს მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები, საგნობრივი კომპეტენციების ზრდის ცხრილი, სასარგებლო რესურსების ბაზა და გაკვეთილის დროს გამოყენებული მასალები.

    სტრუქტურა  -  1-ლი საგაკვეთილო  სცენარის თემა: „სიცოცხლის წარმოშობის თეორიები“, მე-2 საგაკვეთილო სცენარის თემა: „ჩანასახის განვითარება. ჩანასახის სტატუსი“, მე-3 საგაკვეთილო სცენარის თემა: „რატომ ხდება დაბერება“.

    ტრიადის თითოეული ნაწილი დამოუკიდებელი თემაა და ლოგიკურ კავშირშია დანარჩენ წევრებთან.

    ზოგადი მიზანი - სიცოცხლის, როგორც უნიკალური მოვლენის წარმოჩენა,ადამიანის სიცოცხლის დაცვა ჩანასახის სტადიიდან,დამოკიდებულება სიბერის ფენომენისადმი და ტოლერანტობის, როგორც პოზიციის გამომუშავება სიცოცხლის მიმართ.

    სასწავლო მიზნები - მოსწავლეები ეცნობიან დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის თეორიებს,აჯერებენ ცნებას „სიცოცხლე“,ეცნობიან სიცოცხლის მატერიალურ საფუძვლებს - ბიოლოგიურ მაკრომოლეკულებს,ახდენენ დნმ -ის მოდელირებას, აფასებენ ცოდნას ტესტირებით, ეცნობიან ჩანასახის განვითარებას,აფასებენ ინდივიდუალურ განვითარებას ფიზიოლოგიური და სოციალური ასპექტებით, ჭრიან პრობლემურ ამოცანას არგუმენტირების გზით,ადგენენ ჩანასახის სამართლებრივ მდგომარეობას,ერკვევიან დაბერების ბიოლოგიურ მექანიზმში,გეგმავენ კვლევას ანკეტური გამოკითხვისა და ინტერვიუს სახით,ადგენენ საკუთარი ტოლერანტობის ხარისხს,აფიქსირებენ პოზიციას,აფასებენ გაკვეთილს.

    ნომინაციით განსაზღვრული მიზნის მიღწევის პრაქტიკული ხერხები - სხვადასხვა სასწავლო მეთოდებითა და ინფორმაციულ ტექნოლოგიური საშუალებებით მიიღწევა:პროვოცირებისა და ახალი მასალის გადაცემის ვიზუალიზაცია,კლიპების  კომენტარი, ტესტირება,განწყობის შექმნა, ნებითი და უნებლიე მხედველობითი მეხსიერების აქტივაცია,გაკვეთილის რეზიუმე.

    თემის აქტუალობა - საგაკვეთილო სცენარში დამუშავებული თემები არ არის ასახული 2006-09 სასწავლო  წლებში ტრიმესტრული პრინციპით აგებულ სახელმძღვანელოებში,ფაქტები და თეორიები საინტერესოა და აძლიერებს საგნობრივ მოტივაციას,გადაცემული მასალა ეხმიანება ბუნებისმეტყველების ზოგად ღირებულებებს,ამყარებს საგნობრივ კავშირებს,საფუძველს უყრის ცოდნის კონსტრუქციული მოდელის შექმნას,ეხმარება მოსწავლეს,ჰქონდეს პოზიცია,გამოიჩინოს ტოლერანტობა არა მხოლოდ ბავშვებისა და მოხუცების მიმართ, არამედ ზოგადად - სიცოცხლის მოვლენის მიმართ.  

    ოპტიმალურობა - ინფორმაციული ტექნოლოგიები სიცოცხლის ფენომენის შესწავლის, დაკვირვების და სწავლების უნიკალურ შესაძლებლობებს ფლობს,რომელიც აღნიშნულ საგაკვეთილო სცენარებში ძირითად სასწავლო  ინსტრუმენტს წარმოადგენს.

    პრაქტიკული გამოყენება - ნამუშევარი გამოყენებადია მე-9,მე-10,მე-11-12 კლასებში.სასარგებლო რესურსების ბაზაში თავმოყრილია საინტერესო ფაქტები,თეორიული მასალა,ელექტრონული მისამართები,მოცემულია რეკომენდაციები სხვადასხვა კლასებში აღნიშნული სცენარების რეალიზაციის შესახებ,თითოეულ გაკვეთილს აქვს ე.წ.“ მინი-ლექსიკონი“გაკვეთილზე გამოყენებული ცნებების განმარტებებით,რაც ამარტივებს საგაკვეთილო სქემის აღქმასა და პრაქტიკულ გამოყენებას.  

    შედეგები - მასწავლებელი იყენებს შეფასების ცხრილებს(რუბრიკებს), სადაც ასახულია და ფასდება მოსწავლეთა უნარები სცენარით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით: მიღებული ცოდნის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირება, ინფორმაციის აღქმა,დამახსოვრება და გამოყენება, თანამშრომლობის უნარი და პასუხისმგებლობა,პრობლემის დასმისა და გადაჭრის უნარი,ჯგუფის არგუმენტების წარმოდგენა-პრეზენტაცია,აზრის სწორად გადმოცემის უნარი,შეჯამებისა და დასკვნების გაკეთების უნარი.გათვალისწინებულია მოსწავლეთა მიერ გაკვეთილის შეფასება, რაც მასწავლებელს საშუალებას აძლევს,გაანალიზოს შედეგები.

     

    მეთოდური რეკომენდაციები:

    შეარჩიე კლასი: მასალების გაცნობის შემდეგ შეარჩიე კლასი,საგნობრივი კომპეტენციების ცხრილი გთავაზობს სავარაუდო მიმართულებებს და მასალის სირთულეს კლასებისა და საგნების მიხედვით

    შეარჩიე ჩატარების დრო: მეცხრე კლასში შეიძლება სრული კურსის დახურვის შემდეგ,ან თემატურად -  გაკვეთილი 2.  რეპროდუქციული სისტემის გაცნობისას,გაკვეთილი 1. ადამიანის გენეტიკის შესწავლის შემდეგ, გაკვეთილი 3. ანთროპოგენეზის შესწავლისას.მე-10-12 კლასებში მემკვიდრეობითობის საფუძვლების შესწავლის შემდეგ. გაკვეთილები დაწყვილებული უნდა ჩატარდეს,სასურველია ინფორმატიკის კაბინეტში პერსონალური კომპიუტერით თითო მოსწავლეზე

    შეარჩიე შეფასების რუბრიკა;1-ლი რუბრიკა მოსწავლეზეა გათვლილი,იგი საჯაროა და იკვრება თვალსაჩინო ადგილას,მე-2 რუბრიკას კი ბავშვი ავსებს და მასწავლებელს საშუალება ეძლევა,გაანალიზოს გაკვეთილი. არსებული რუბრიკები საერთოა ციკლისათვის  

    შეარჩიე  საგნობრივი კოლეგა: თემატიკიდან გამომდინარე შეიძლება გაიზარდოს ინტეგრაციის ხარისხი,ამასთან ბიოლოგიის მასწავლებელს თავისუფლად შეუძლია

    დაამყაროს საგანთა შორის კავშირი დამოუკიდებლადაც

    პედაგოგიური ტაქტი: ევოლუციური და კრეაციული თეორიების გადაცემისას ჩვენ მხოლოდ ფაქტებით ვიფარგლებით და არ ვეხებით რწმენასა და აღმსარებლობას,ასევე ჩანასახის განვითარების  შეწყვეტის ახსნისას შემოგვაქვს მხოლოდ ‘’გაფილტრული’’ კადრები და ინფორმაცია

    სპეციფიკა: საგაკვეთილო სცენარების აღქმა, დაგეგმვა და განხორციელება  მარტივია,

    რადგან გაკვეთილების სტრუქტურა  მსგავსია,იმეორებს სამფაზიან (ABC) სქემას,ასევე  დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროვოცირებას გაკვეთილების დასაწყისში,ეფექტურია  ბარათების დარიგება ,დისკუსიის წარმართვა ახალი მასალის საფუძველზე,კლიპის კომენტარი,ხოლო  არგუმენტირების წარდგენა, გაკვეთილის მიმდინარეობის  აღდგენა მინი-ლექსიკონის მიხედვით და გადაცემული მასალის ვიზუალიზაცია ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს,ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებლის ამოცანა მხოლოდ ამ აქტივობების შესრულება არ არის,მთავარი აქ მოსწავლის პოზიციის ფორმირებაა,ჩვენ ვთავაზობთ,ვაჩვენებთ და ვუხსნით,ვაძლევთ საშუალებას გააკეთოს სწორი არჩევანი,დადგეს ტოლერანტულ პოზიციებზე,არა მხოლოდ სიცოცხლის გამოვლინების სხვადასხვა ეტაპებზე (ბიოგენეზი,ემბრიოგენეზი,გერონოგენეზი -შექმნა,დაბადება,სიბერე),არამედ უბრალოდ,უყვარდეს სიცოცხლე  და დაიცვას იგი.

    ფინალური სიტყვები:

    *ამ გაკვეთილის მიზანია, ავწიოთ სიმბოლური ფარდა, რათა უკეთ დავინახოთ ყველაზე მთავარი და გენიალური წარმოდგენა- ადამიანის სიცოცხლის განვითარება. ჩანასახის   სიცოცხლეს დაცვა და მოფრთხილება სჭირდება, რადგან იქნებ სწორედ ის არის მეორე რუსთაველი, ვაჟა, ილია, გალაკტიონი,მოცარტი,რემბრანდტი,შექსპირი,დოსტოევსკი,სოკრატე,აინშტაინი ან იქნებ ლეონარდო და ვინჩი...

    წაგიკითხავთ ციტატას შოთა ნიშნიანიძის ლექსიდან ”ძახილი”:

     

    ”- კიდევ სად არის სხვა საქართველო?

      ჰყივის ლექსი და ციხის ქონგური.

    -  მიწაში, დედავ...და ვინ მოსთვალოს  

         შვილი და ძირი , ჩემებრ მოკლული.

    თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგებდით,

    ” ვეფხისტყაოსანს” თუ ვერ დავწერდით,

    მაინც ზედმეტი და მოსაკვეთი

    არ ვიქნებოდით შენთვის არცერთი.”

    **ამ გაკვეთილის მიზანია, გვერდით დავუდგეთ სუსტსა და დაუცველს, უნარშეზღუდულსა და ქმედუნარიანს, დაავადებულსა და ჯანმთელს, მოხუცსა და ჯერარმოვლენილ პატარას, რათა შევძლოთ, გადავარჩინოთ თუნდაც ერთი სიცოცხლე.

    მე წაგიკითხავთ ნაწყვეტს ლადო ასათიანის ლექსიდან ”საქართველოში”;

    ”რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,

    სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ

    და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს

    როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!”

    ირმა ავალიანი, სკოლა ”ჯი-ელ-სი”

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (2)

    კომენტარები  
    ნატა კვარაცხელია 24 ივნისი 2010

    mec dzalian momewona es gakvetili

    19 ივნისი 2010

        პედაგოგის მიერ მოფიქრებული, გააზრებული და საინტერესოდ დაგეგმილი გაკვეთილი მის მაღალკვალიფიციურობაზე, ინტელექტზე, მოსწავლეების სიყვარულზე მიუთითებს. დღეს,როდესაც მოზარდებში ჭარბობს უხეშობა, აგ- რესიულობა, სწორედ მსგავსი თემების და შემოქმედებოთი გაკვეთილების (დისკუსია, მოსწავლის პოზიციის ფორმირება) შედეგადაა შესაძლებელი იმ ძირითადი  მიზნის  მიღწევა,  რაც  პედაგოგს  გამოყოფილი  აქვს  თემის  აქტუალობაში-,,გამოიჩინის  ტოლერანტობა  სიცოცხლის  მოვლენის  მიმართ"

    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ზოოლოგია უცხოური ლიტერატურა მათემატიკა საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია გეოდეზია ასტრონომია სტატისტიკა დაზღვევა ფსიქოლოგია მედიცინა, ჯანმთელობა ტურიზმი მეტალურგია ფიზიკა ეკოლოგია გეოლოგია ვეტერინარია გადასახადები ელექტრონიკა მრეწველობა, წარმოება ტრანსპრტი კულტურა და ხელონება ფიზკულტურა და სპორტი საბანკო საქმე ინვესტიციები ლოგისტიკა საერთაშორისო ურთიერთობები სხვა მიფოლოგია უცხო ენები ფილოსოფია მუსიკა ავიაცია არქიტექტურა ჟურნალისტიკა გეოგრაფია ბუღალტერია და აუდიტი მეცნიერება და ტექნიკა საბირჟო საქმე ბიოლოგია სამართალი ინფორმატიკა პოლიტოლოგია ისტორია მენეჯმენტი პროგრამირება მასმედია მართვა სოციოლოგია ტექნოლოგია მარკეტინგი და რეკლამა ლოგიკა საბაჟო სისტემა მეწარმეობა სახელმწიფო მოწყობა და მართვა ეკონომიკა ჟურნალისტიკა და PR კულტუროლოგია ქიმია რელიგია კულინარია სექსოლოგია გეოპოლიტიკა პედაგოგიკა მშობლიური ენა და ლიტერატურა კრიმინალისტიკა ფინანსები და კრედიტი სოფლის მეურნეობა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024