მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

    ყველა პედაგოგისათვის კარგად ცნობილია, რომ სწავლის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - როგორ, რა ხერხებით, რის მეშვეობით შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეს ეს შინაარსი, ანუ რომელი და როგორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის. ამ გვერდზე   კოლეგებთან ერთად შეგიძლიათ   განიხილოთ ყველა ეს საკითხი, იმსჯელოთ მათზე, რათა მიხვიდეთ მართებულ დასკვნამდე. აქტიურად გამოიყენეთ ეს გვერდი.


                                                           
    ჩანასახის განვითარება. ჩანასახის სტატუსი, ირმა ავალიანი ნანახია (16763) - ჯერ 15 ივნისი 2010

    1. გაკვეთილის თემა:  ჩანასახის განვითარება. ჩანასახის სტატუსი

    2. სწავლების საფეხური და კლასი საბაზო-საშუალო საფეხური, მეცხრე კლასი

    3. ინტეგრირებული საგნები  

    ბიოლოგია -  ირმა ავალიანი

    სამოქალაქო განათლება -  მაია თოდაძე

    ისტ-ი -  ირინა კოჭლამაზაშვილი

    4. მოსწავლეთა რაოდენობა -  21 ბავშვი

    5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

    არცერთი

    6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები  

    (საგნების მიხედვით)

    ბიოლოგია ;

    * მოსწავლეები ამოიცნობენ ჩანასახის ორგანოთა სისტემებს, დაასახელებენ მათ ფუნქციებს, დაადგენენ ემბრიონის ზოგიერთ ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებას, გააანალიზებენ ასაკობრივ ცვლილებებს ტრიმესტრული პერიოოდების მიხედვით და შედეგს გადმოსცემენ კლიპის კომენტარის სახით, აღწერენ მუტაგენურ ფაქტორებს და უკავშირებენ მას გარემოზე ადამიანის ზეგავლენას ივარტაუდებენ შესაძლო შედეგებს, შეადარებენ სხვადასხვა კლასის ცხოველთა ემბრიონებს განვითარების მიხედვით, ახსნიან ბიოგენეტიკურ კანონს, გაიგებენ ჩანასახის სიციცხლის შეწყვეტის ხერხის არსს და შეაფასებან მას, გააანალიზებენ გაკვეთილს.

    სამოქალაქო განათლება;

    ** მოსწავლეები განსაზღვრავენ დააავადებული და უნარშეზღუდული ბავშვებისა და საზოგადოების დამოკიდებულებას, გადაჭრიან პრობლემურ ამოცანას არგუმენტირების გზით მიუხედავად მათი პირადი პოზიციისა, გააანალიზებენ ცნებას ‘’ტოლერანტობა’’, ახსნიან ‘’არასასურველი ბავშვის’’ ცნებას და შეაფასებენ მას, გაეცნობიან ძირითადი საკანონმდებლი აქტების შესაბამის მუხლებს და შეადარებენ ემბრიონის სამართლებრივ მდგომარეობას, შეაფასებენ სოციალური ფაქტორების როლს ადამიანის განვითარებაში და დაუკავშირებენ მას ემბრიოგენეზს, განსაზღვრავენ ადამიანისა და საზოგადოების როლს კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტაში, ადგენენ ჩანასახის სტატუსს.

    7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები ბუნ IX.1.  მოსწავლე მსჯელობს ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთი ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურების შესახებ

    ილუსტრაციაზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და ზოგადად ასახელებს მათ ძირითად ფუნქციას

    იკვლევს ადამიანის ასაკობრივი ცვლილებების თავისებურებებს, აანალიზებს მონაცემებს და შედეგებს წარმოადგენს პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით

    ბუნ IX.3.  მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ.

    * მოყავს ლოკალურ და გლობალურ გარემოზე ადამიანის ზეგავლენის მაგალითები და გამოთქვამს ვარაუდს შესაძლო შედეგების შესახებ.

    ბუნ IX.4.  მოსწავლე მსჯელობს ანთროპოგენეზის შესახებ.

    * ადარებს ადამიანის და სხვა კლასების ცხოველთა ორგანოთა სისტემების აგებულებას განვითარების მიხედვით.

    მოქ. IX 1. მოსწავლე მსჯელობს საქ_ს მოქალაქის უფლებებზე, თავისუფლებებსა და კონსტიტუციურ მოვალეობებზე.

    მოქ. IX .4 მოსწავლე მსჯელობს კანონიერებისა და მართლწესრიგის ხელის შემშლელი და ხელის  შემწყობი ფაქტორების შესახებ.

    მოქ.  IX 5. მოსწავლე იკვლევს ადამიანისა და საზოგადოების როლს გლობალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.

    ისტ IX  მოსწავლე იყენებს შეტანა-გამოტანის მოწობილობებს (კლავიატურა, მაუსი, პრინტერი.

    * იყენებს ისტ_ის საშუალებებს. ამუშავებს გლობალურ ქსელში არსებულ ინფორმაციას.

    * იყენებს მულტიმედიის დამუშავების საშუალებებს, საპრეზენტაციო და ვებ გვერდების რედაქტორებს. თავისუფლად ირჩევს შესაბამის საშუალებას და იყენებს მას სხვადასხვა დავალების შესრულებისა და დასახული მიზნების განსახორციელებლად.

    8.  

    ნაბიჯ-ნაბიჯ

    გაკვეთილი დაწყვილებულია - საერთო დრო 90 წუთი.  

    *  - აღნიშნულია ბიოლოგიის მასწავლებლის სიტყვები

    ** - აღნიშნულია სამოქალაქო განათლების მასწავლებლის სიტყვები

    აქტივობა 1.პროვოცირება (7 წთ)

    მასწავლებელი აცნობს ისტ_ის საშუალებით განსაკუთრებულ ადამიანს Ashley Hegi ( ბავშვებმა უნდა ამოიცნონ იშვიათი გენეტიკური დაავადება-პროგერია)  (იხ. პროგერია)

    მასწავლებელი სვამს შემდეგ შეკითხვებს

    * რა დაავადებაა პროგერია? რა ახასიათებს? კიდევ რომელი მემკვიდრული დაავადებები იცით?

    * რა სიმპტომები ახასიათებს დაუნიზმს? რა ცვლილებაა მის კარიოტიპში?

    **   რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რომ დაუნმა თავი კომფორტულად იგრძნოს?

    * იცნობთ თუ არა რომელიმე მათგანს?

    მასწავლებელი აცნობს

    მაიკლ ჯონსონის ისტორიას და სთავაზობს მეტი ინფორმაციის მოპოვებას (სურვილის მიხედვით კონტაქტი Down’s Michael Jonson)

    აქტივობა  2. დავალების მიცემა (1 წთ)

    მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს, შექმნან კითხვარი, რომლითაც დაადგენენ დაუნების, უნარშეზღუდული ბავშვების ან სხვა ,,ღვთისშვილების” მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას, შედეგები გაანალიზონ და გამოიყენონ რეფერატის დასაწერად, რომელსაც წარმოადგენენ გენეტიკის კურსის დასრულებისას.

    აქტივობა 3. კავშირის დამყარება ძველსა და ახალ მასალას შორის

    მასწავლებელი კლასთან ერთად განასხვავებს მემკვიდრულ დაავადებებს თანდაყოლილი დაავადებებისაგან და სვამს შემდეგ შეკითხვას: (5წთ)

    * რა იწვევს მუტაციებს სომატურ უჯრედებში და გამეტებში?

    * ტექნიკურმა განვითარებამ და ეკოლოგიურმა დაბინძურებამ რომელი მუტაგენური ფაქტორები დაამატა ამ ჩამონათვალს და უნდა ხდებოდეს თუ არა გარემოს მდგომარეობის კონტროლი.

    მოსწავლეები ასახელებენ მუტაგენურ ფაქტორებს და მსჯელობენ მათ გავლენაზე.

    მასწავლებელი ცალკე გამოყოფს სოციალურ ფაქტორებს (სტრესი, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია) და სვამს შემდეგ შეკითხვას

    **  რამდენად უშლის ხელს ეს ფაქტორები საკუთარი უფლებებით სარგებლობაში ადამიანს?

    აქტივობა 4. ახალი მასალის გადაცემა  (12წთ)

    მასწავლებელს შემოაქვს ცნება ემბრიოგენეზი.ხაზს უსვამს მუტაგენური ფაქტორების ზეგავლენას ემბრიოგენეზზე. განმარტავს ონტოგენეზს, ემბრიონულ და პოსტემბრიონულ განვითარებას. აცნობს ბიოგენეტიკურ კანონს. ორგანოთა განვითარება წარმოდგენილია ქრონოლოგიის დაცვით. ისტ_ის საშუალებით მასწავლებელი კომენტარს უკეთებს თითოეულ სურათს.              (იხ. ჩანასახის სურათები)

    აქტივობა 5. დაკვირვება ახალი მასალის ათვისებაზე  (5 წთ)

    მასწავლებელი ისტ_ის დახმარებით აცნობს მოსწავლეებს ვიდეოფილმს ,,ჩანასახის განვითარება”, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ახალი მასალის გათვალისწინებით კომენტარი გაუკეთონ ვიდეო კლიპს. ბავშვებმა უნდა  გაიხსენონ ემბრიოგენეზის ძირითადი ეტაპები, ამოიცნონ და დაახასიათონ პერიოდები ტრიმესტრების მიზედვით. ამოიცნონ ორგანოთა სისტემები, დაასახელონ ფუნქციები, დაასახელონ  ცვლილებები განვითარების მიხედვით, გაიხსენონ ბიოგენეტიკური კანონი, შეადარონ სხვადასხვა კლასის ემბრიონების ორგანოთა სისტემები.  (იხ. ნაყოფის განვითარება N1)

    აქტივობა 6. პრობლემური ამოცანა - ”ჩანასახის დღიური”  (8 წთ)

    * მასწავლებელი არიგებს ბარათებს (თერთმეტი ცალი ბარათი შესაბამისი ტექსტით და ნუმერაციით. მოსწავლეები კითხულობენ თანმიმდევრობით.

    ჩანასახის დღიური:

    ბარათი   1

    1მაისი-დღეს მე მივიღე საჩუქარი ჩემი მშობლებისაგან-სიცოცხლე.მათ ჯერ არაფერი იციან ამის შესახებ და როცაგაიგებენ, ძალიან გაიხარებენ.ამ ეტაპზე მე ერთი უჯრედი ვარ,მაგრამ მასშია მოთავსებული მთელი ინფორმაცია ჩემს შესახებ: როგორი იქნება ჩემი კანისა და თვალის ფერი, თმები, სიმაღლე, ხასიათის შტრიხები, ინტელექტი და სხვა.

    ბარათი   2

    8 მაისი- გავიდა მხოლოდ კვირა, მე უკვე გაცილებით მეტი ვარ, ვიდრე უჯრედი.ყოველდღიურად მემატება ახალი უჯრედები.ინტერესით ველოდები მომდევნო ცვლილებებს.ახლა უკვე მრავალი უჯრედისაგან შევდგები.მათგან ყალიბდება ქსოვილები, რომლებიც მალე დაიწყებენ ჩემს ორგანოებად ჩამოყალიბებას.

    ბარათი  3

    15 მაისი-ჩემი სიცოცხლის დასაწყისიდან ორი კვირა გავიდა. დედამ ჯერ კიდევ არ იცის ჩემი არსებობის შესახებ. მე უკვე დამეწყო სისხლძარღვთა სისტემის ჩამოყალიბება.დედა აგრძელებს ჩვეული რიტმით ცხოვრებას და საერთოდ , სრულებითაც არ გრძნობს იმ სასწაულს, რომელიც მასში მიმდინარეობს.

    ბარათი  4

     22 მაისი-ვფიქრობ,დედა დღეს მიხვდა ჩემი არსებობის შესახებ.მე ვგრძნობ რაღაც დაძაბულობას მასში, როცა ის ციკლის დაგვიანების დღეებს ითვლის. მე უკვე პირი მაქვს და მასთან ლაპარაკი რომ შემეძლოს, დავიყვირებდი: ’’ დედა, მე აქა ვარ!..’’

    ბარათი   5

     29 მაისი-მე უკვე ოთხი კვირის ვარ. დედამ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა წავიდეს თუ არა ფეხმძიმობის დასაზუსტებლად.მე უკვე ჩამომიყალიბდა გული, რომელმაც მაშინვე დაიწყო მუშაობა -სისხლის მიწოდება უჯრედებისათვის.სისხლი მოძრაობს ჩემს ნაზ სისხლძარღვებში,რომლებიც მთელ სხეულში მაქვს განლაგებული.

    ბარათი  6

    12 ივნისი-დრო ძალიან სწრაფად გარბის. მაგრამ მე კიდევ უფრო სწრაფად ვვითარდები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მე გადავიქეცი უმოძრაო, მწოლიარე არსებიდან-ნამდვილ მოძრავ,ცოცხალ არსებად და ეს იმიტომ, რომ მე უკვე მაქვს ტვინი,რომელიც ნებას მაძლევს შევიგრძნო ყველაფერი ირგვლივ და ვამოძრაო ფეხები და ხელები, რომელთაგან იზრდება თითები. როდისღა მომაქცევს დედა ყურადღებას?!...

    ბარათი  7

     26 ივნისი-მე რვა კვირის ვარ.დედამ უკვე იცის, რომ ფეხმძიმედაა. ამ სიახლემ დედა არ გაახარა.ეჰ, მე რომ შემეძლოს გადავცე მას, როგორი არსება იქმნება მის სხეულში, იქნებ სხვანაირად ეფიქრა კიდეც.პირადად მე,თავს შესანიშნავად ვგრძნობ.დავცურავ ნელა და ვაკვირდები საჭმლის მომნელებელი ორგანოების განვითარებას. პირმა, რომლის შესახებაც უკვე გითხარით, დაიწყო მოქმედება.მე დახმარების გარეშე ვსვამ მისი საშუალებით.

    ბარათი  8

    10 ივლისი-მე ათი კვირის ვარ.დედამ გადაწყვიტა,რომ მას არ ვჭირდები და მიმართა ექიმს თხოვნით, შეეწყვიტა ჩემი სიცოცხლე...მე ძალიან მეშინია ჩემი მომავლის.სამწუხაროა,.რომ არ შემიძლია ხმამაღლა ყვირილი.ეჰ, ისეთი საშუალება რომ მქონდეს, დედას ვუთხრა:’’ რატომ არ გინდივარ,საიდან იცი, რომ არ მოგინდები როცა მე გავჩნდები ამ ქვეყანაზე’’...მე დარწმუნებული ვარ, დედამ  რომ იცოდეს, როგორ გამოვიყურები და როგორ ვვითარდები, გადაიფიქრებდა ჩემს მოშორებას,მან არ იცის, რომ უკვე სრულყოფილი პატარა ბავშვი ვარ.

    ბარათი   9

    24 ივლისი-დღეს დედასთან ერთად წავედი კომისიაზე, რომელიც გადაწყვეტს აბორტის საკითხს.ჩემი ბედი სულ რამოდენიმე წუთში გადაწყდება.

    კომისიის არცერთი წევრი არ შეეცადა, აეხსნა დედასათვის აბორტის არსი...მე დარწმუნებული ვარ, მისთვის რომ ეჩვენებინათ ჩემი ასაკის ემბრიონის სურათი და სციდნოდა,რომ უკვეჩამოვყალიბდი, ალბათ გადაიფიქრებდა ჩემს მოცილებას.

    ბარათი   10

    25 ივლისი-უკვე დაინიშნა ოპერაციის დღე, რომელიც შეწყვეტს ჩემს სიცოცხლეს...მაგრამ ვინ იცის, იქნებ გამოჩნდეს კეთილი ადამიანი, რომელიც აუხსნის დედას აბორტის არსს...და ორივეს ნამდვილ ბედნიერებას მოგვანიჭებს.

    ბარათი   11

    26 ივლისი-დედა ხვალისთვის დაიბარეს საავადმყოფოში.იქ კიდევ ერთხელ განიხილავენ საკითხს აბორტის შესახებ, რომელიც შეწყვეტს ჩემს სიცოცხლეს.

    ამ ბოლო საათების განმავლობაში, რაც კიდევ დამრჩა სამედიცინო დაწესებულებაში ცემი განადგურების წინ აღარაფერი დამრჩენია , გარდა ამისა, რომ ვთხოვო დედას მოწყალება: დედა, შემიბრალე და შემიწყალე...

    მე მინდა სიცოცხლე....

    პრობლემის გამოკვეთის შემდეგ

    **  მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ნაწილად ბარათების დახმარებით (მწვანე სიცოცხლის შენარჩუნების მომხრეა, წითელი მოწინააღმდეგე)

    **  მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას ჯგუფებს (მინიმუმ სამი არგუმენტის წარმოდგენა)

    აქტივობა 7. პრეზენტაცია   (7 წთ)

    მასწავლებელი აკვირდება ჯგუფის მუშაობას და აჯამებს ნამუშევარს. პარალელურად მიმდინარეობს სლაიდ შოუს ჩვენება.  (იხ. ნაყოფის განვითარება N2) და (ჩვილების სურათები)

    მეორე გაკვეთილის დასაწყისი

    აქტივობა 8. პროვოცირება   (8 წთ)

    მასწავლებელი სთავაზობს ისტ-ის საშუალებით ტესტს ,, ხარ თუ არა ტოლერანტული?” მოსწავლეები ავსებენ და ეცნობიან შეფასებას. იხ. ტესტი მასწავლებელი ახსენებს ნილმიოლერის სიტყვას და სვამს შემდეგ შეკითხვას.

    ** შემწყნარებლობის რომელი ტიპია ეს ქმედება? თქვენ როგორ  მოიქცეოდით?

    მოსწავლეები პასუხობენ და ავსებენ ცნებას ”ტოლერანტობას”

    აქტივობა 9.  გონებრივი იერიში  (8წთ)

    * როგორ გესმით ცნება ”არასასურველი ბავშვი”

    **  როდის არის ბავშვი არასასურველი? რა არის ამის მიზეზი? (ბიოლოგიურია თუ სოციალური ეს ფაქტორები)

    **  როგორ უნდა მიიღოს საზოგადოებამ არასასურველი ბავშვი?

    **  ვინ რა უნდა გააკეთოს რომ ბავშვმა თავი არ იგრძნოს არასასურველად (სახელმწიფო, საზოგადოება)?

    **  შენ რას გააკეთებდი?

    აქტივობა 10. ინფორმაციის გაცნობა (არასასურველი ბავშვების მოცილების ერთერთი ხერხი)  

    მასწავლებელი ხსნის რა არის აბორტი (სამედიცინო, კრიმინალური, შემდგომი გართულებები, სტატისტიკა)  (14 წთ)

    მასწავლებელი სვამს შემდეგ შეკითხვებს

    **  არის თუ არა ჩანასახის სიცოცხლის მოსპობა მკვლელობა?

    **  ვინ არის დამნაშავე ამ მკვლელობაში?

    **   რა როლი ეკისრება დედას ამ დანაშაულში?

    * რა როლი ეკისრება ექიმს?

    **  უნდა დაისაჯონ თუ არა ისინი როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეები?

    **  რა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს ამ გადაწყვეტილების მიღება?  

    * როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა? (მასწავლებელი აცნობს ოჯახურ დაგეგმარების პრინციპებს თანამედროვე სამყაროში)

    **  მასწავლებელი აცნობს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვის შესაბამის მუხლებს: I. საქართველოს კონსტიტუცია, თავი II, მუხლი 14, 15, 16, 17, 18, 32, 36. 3, 37.1.2; II. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 1, 2, 3, 5. III. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, მუხლი 6. აკეთებს შესაბამის კომენტარს-ვინ იგულისხმება ცნებაში ”ყველა ბავშვი” და სვამს შემდეგ შეკითხვას

     **  აქვს თუ არა ყველა ჩანასახს სიცოცხლის უფლება?

    აქტივობა 11. საკლასო სამუშაო  (3 წთ)

    მასწავლებელი სთხოვს კლასს განსაზღვროს ჩანასახის სტატუსი

    მოსწავლეები აფიქსირებენ ჩანასახის უფლებას  სიცოცხლეზე.  

    აქტივობა 12. შეჯამება  (12წთ)

    გაკვეთილის ბოლოს თითოეული მასწავლებლები მოსწავლეებს აცნობენ თავიანთ მიზნებს, ფინალური სიტყვა დატვირთულია მხატვრული ხერხით (გამოყენებულია ციტატები შოთა ნიშნიანიძის ლექსიდან ”ძახილი” და ლადო ასათიანის ლესიდან ”საქართველოში”)   (იხ. ფინალური სიტყვები)

    * მასწავლებელი სთხოვს აღიდგინონ გაკვეთილის მსვლელობა, გადაათვალიერონ გაკეთილის მინი ლექსიკონი  იხ. მინი-ლექსიკონი და დააფიქსირონ აზრი (იხ. შეფასების რუბრიკა N2.) მასწავლებელი პარარელურად ახდენს შეფასებას (იხ. რუბრიკა N1).

    **  მასწავლებელი სთხოვს ყველა მოსწავლეს გახსნას შეფასების რუბრიკა და შეავსოს იგი

    9. შეფასება შეფასების ტიპი განმსაზღვრელია და მოცემულია შეფასების რუბრიკაში. მოსწავლეები ფასდებიან როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფში მუშაობის მიხედვით. ფასდება ჩართულობა, მოსწავლეები წინასწარ ეცნობიან შესაბამის რუბრიკას.   (იხ. შეფასების რუბრიკა N1)

    მასწავლებელს აქვს მოსწავლეების მიერ გაკვეთილის შეფასების საშუალება შესაბამისი რუბრიკის საშუალებით.   (იხ. შეფასების რუბრიკა N2)

    10.საკლასო მენეჯმენტი _საგანმანათლებლო რესურსები

    10 (მინიმუმ 3 კომპიუტერი თითო-თითო ჯგუფში, 1 მასწავლებელთან, სასურველი იქნება პროექტორიც)

    დანომრილი ბარათები (პრობლემური ამოცანა ,,ჩანასახის დღიურისთვის” სულ 11 ცალი)

    მწვანე და წითელი ბარათები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, სამუშაო ფურცლები.

    (გაკვეთილი შეიძლება დაიგეგმოს და ჩატარდეს როგორც მეათე, ისე არჩევითი კურსი - ბიოლოგია მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში)

    გამოყენებული ლიტერატურა

    * ბიოლოგია IX - ნ. ზაალიშვილი ნ. იოსებაშვილი 2008

    * ბიოლოგია IX - ნ. ვეკუა რ. გაფრინდაშვილი 2008  

    * ბიოლოგია IX - მ. მაყაშვილი რ. ახვლედიანი 2008

    * ბიოლოგია IX - ლ. ბურდილაძე და სხვები 2005

    * ბიოლოგია XI-XII - მ. მაყაშვილი ნ. შენგელია 2008

    * ბიოლოგია X - ზ. ვადაჭკორია 2002

    * სახალისო ბიოლოგია ი. აკიმუშკინი 1991

    * ბიოლოგია გაზეთ ,,სკოლის მართვის” სასკოლო მეთოდური დამატება 2000

    * ქართულ-რუსულ-ლათინური მოკლე სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი რ. დგებუაძე ა. აბესაძე 1988

    * Популарная медицинская энциклопедиа

           **  სამოქალაქო განათლება IX კლ.

           **  საქართველოს კონსტიტუცია

           **  ადამიანის უფლებათა დეკლარაცია

           **  გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია

    გამოყენებული ვებ გვერდები:

    www.youtube.com (Progeria Ashley Hegi)

    www.medicinepvt.ge

    www.babyportal.ru

    www.babyblog.ru

    www.4uth.net

    www.4uth.ge

    www.noabort.net

    სასარგებლო რესურსები

    www.biology.ru

    www.mother.ge

    www. google.com

    www.wikipedia.org

    გამოყენებული პროგრამები:

    MS Windows XP

    MS Word

    MS Excel

    MS Power Point

     

    ირმა ავალიანი, სკოლა "ჯი-ელ-სი"

     

    ავტორი :Adminstrator კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სასარგებლო რჩევები ბუნება/ეკოლოგია სასწავლო დაწესებულების მართვა რელიგია დასაქმება/კარიერა/ბიზნესი მედიცინა და პროფილაქტიკა ფიზიკური კულტურა და სპორტი ბავშვის აღზრდა სარეკლამო მომსახურება კომპიუტერული ტექნიკა/ინტერნეტი საზოგადოებრივი ურთიერთობები დასვენება/ტურიზმი პედაგოგიკა/ფსიქოლოგია განათლება საქართველოში და მსოფლიოში სწავლა საზღვარგარეთ/სტიპენდიები და გრანტები ბავშვის კვება და მოვლა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულებები მშობელი და ოჯახი სასწავლო პროცესი/საგნობრივი სწავლება/მეთოდიკა ინტერესები/კონკურსები გაერთიანებები/სოციალური ქცელები ადამიანთაშორის ურთიერთობა მეცნიერება/ტექნიკა გართობა/თამაშები მომზადება/ტესტირება/ჩაბარება გამოცემები/პუბლიკაციები სიახლე განათლების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება შემოქმედება/ხელოვნება/კულტურა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024