2010 წლის სექტემბრიდან დაიწყო სკოლების ბრენდირება, რომელიც საჯარო სკოლებისთვის სავალდებულო, ხოლო კერძო სკოლებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.
ბრენდირება ნიშნავს სკოლების შეფასებას ათ ვარსკვალვიანი სისტემით სხვადასხვა კრიტერიუმებით. მაგალითად: ინსტიტუციური მონაცემები, სწავლა/სწავლება, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, პროგრამებში /პრექტებში მონაწილეობა, აკრედიტაცია.
შეფასების დაწყებისას ყველა სკოლას ავტომატურად აქვს მინიჭებული ხუთი ვარსკვლავი, ხოლო მომდევნო ხუთის მინიჭება ხდება ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით. სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება თითოეული კომპონენტი და მისი შესაბამისი შეფასება. ყველა სკოლა თავად მოახდენს თვითშეფასებას და გაგზავნის მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. მონაცემების გადამუშავების შემდეგ მას მიენიჭება შესაბამისი ვარსკვლავი. იმისათვის, რომ არ მოხდეს მიკერძოებული შეფასება, სამინისტროში სპეციალურად შექმნილი კომისია მინისტრის პირველი მოადგილის აკაკი სეფერთელაძის ხელმძღვანელობით მუდმივად განახორციელებს სკოლის მიერ თვითშეფასების შედეგად მიღებული მონაცემების გადამოწმებას. მონაცემების განახლება მოხდება წელიწადში ერთხელ.
ბრენდირების ძირითადი მიზანია სკოლებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა და მათი წახალისება სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 10 ვარსკვლავის მქონე სკოლის კურსდამთავრებული ავტომატურად მიიღებს ზოგადი განათლების ატესტატს და მისთვის მინიმალური კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ჩაბარება არ იქნება აუცილებელი.
კრიტერიუმები: (სამუშაო ვარიანტი)
პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა
სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა
- რამდენი მოსწავლე მონაწილეობდა (მეშვიდე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით) სასკოლო ოლიმპიადის პირველ ტურში
- რამდენი მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში
- რამდენი მოსწავლე გადავიდა მესამე ტურში
- ოლიმპიადაში გამარჯვებულები საგნების მიხედვით
- რამდენმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ოლიმპიადაში
კონფერენციებში, კონკურსებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა
- მიმდინარე სასწავლო წელს სამინისტროს მიერ ინიცირებულ რამდენ კონკურსში მონაწილეობდა სკოლა
- გამოვლინდა თუ არა გამარჯვებული
- რამდენი პროექტი განხორციელდა საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ
- რამდენი შიდასასკოლო კონკურსი განახორციელა სკოლამ
პრეზიდენტის სტიპენდიანტი მასწავლებელი, მედალოსანი მოსწავლე
- რამდენი პრეზიდენტის სტიპენდიანტი მასწავლებელი ჰყავს სკოლას
- რამდენი ოქროს მედალოსანი მოსწავლე ჰყავს სკოლას (ბოლო წლის შედეგები)
- რამდენი ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე ჰყავს სკოლას (ბოლო წლის შედეგები)
სპორტული მიღწევები
- სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სტატისტიკა /გრანტები(ბოლო წლის შედეგები)
- რამდენმა კურსდამთავრებულმა აიღო ატესტატი
- დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან რამდენი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში
- დარეგისტრირებული აბიტურიეტებიდან რამდენმა პროცენტმა მოიპოვა გრანტი
- დარეგისტრირებული აბიტურიეტებიდან რამდენმა პროცენტმა მოიპოვა გრანტი, 50% და მეტი
ინსტიტუციური მონაცემები
სკოლის შენობის მდგომარეობა
- რეაბილიტირებული
- ნაწილობრივ რეაბილიტირებული
- არ არის რეაბილიტირებული
ინვენტარი
- კარგ მდგომარეობაში
- საშუალო მდოგომარეობაში
- ცუდ მდგომარეობაში
სკოლის შიდა ან მოძიებული ფინანსური რესურსებით განხორციელებული აქტივობები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით
- შენობის რეაბილიტაცია
- სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა (სპორტული მოედანი და სხვ.)
- სასკოლო ინვენტარის შეძენა
- კომპიუტერული და სხვა საგნობრივი ლაბორატორიების აღჭურვა
სხვა დანარჩენი
- მოქმედი ინტერნეტი
- სპორტული დარბაზი/სპორტული მოედანი
- ალუმნაის ფონდის ფუნქციონირება
- საკონფერენციო/სააქტო დარბაზი
- სკოლის სასადილო (მოქმედი)
საევაკუაციო გეგმა
დაცულია თუ არა სისუფთავისა და სანიტარული ნორმები დაცულია თუ არა სკოლის პერიმეტრი
- დარაჯი/დაცვის პოლიცია
- უკანა ეზოს შემოღობვა
- ვიდეო თვალი
- საგზაო ბარიერები
- გამაფრთხილებელი შუქნიშანი
სწავლა/სწავლება
- საგნები ისწავლება გაძლიერებული პროგრამით
- სასკოლო სასწავლო გეგმა
- თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
- გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფები
- სახელობო პროგრამები
- ინკლუზიური სწავლება
- წრეები
- ბიბლიოთეკა
- ლაბორატორია (აღჭურვილი და მოქმედი)
- მოსწავლეთა დასწრება
მასწავლებელთა კვალიფიკაცია
- რამდენმა მასწავლებელმა გაიარა პროფესიული განვითარების ტრენინგი
- სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა
- მუშაობს თუ არა სკოლაში მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა
- მენტორ-მაძიებელთა არსებობა
- მაგისტრი და დოქტორანტი პედაგოგები
აკრედიტაცია |