მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    მე-12 კლასელების გამოცდებთან დაკავშირებით - ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან ნანახია (21610) - ჯერ 04 დეკემბერი 2010

    2011 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი საატესტატო გამოცდებს ატარებს. მე-12 კლასელთა გამოცდების ჩასატარებლად CAT-ის ტიპის საგამოცდო სისტემა შეირჩა. რა არის Computer Adaptive Testing და როგორ ჩატარდება საატესტატო გამოცდები? ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პასუხობს.    

    მაია მიმინოშვილი: სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საშუალო განათლების საფეხურზე ახალი საგამოცდო სისტემა შემოვიღოთ და ყველა მოსწავლემ ატესტატის მისაღებად 8 სავალდებულო გამოცდა ჩააბაროს. საუბარია ძირითად საგნებზე: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია და ერთ-ერთი უცხო ენა. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო გეგმით სავალდებულოა ორი უცხო ენის სწავლება, არსებული რეალობიდან გამომდინარე (რეგიონებში, მაღალმთიან სოფლებში უცხო ენის მასწავლებლების ნაკლებობაა) გადაწყდა, რომ მხოლოდ ერთ უცხო ენაში ჩავატაროთ გამოსაშვები გამოცდა. როდესაც პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილების შესახებ 2010 წლის იანვარში გამოაცხადა, ჩვენ ძალიან სერიოზულად დავიწყეთ მზადება. მოლოდინი ამ ორგანიზაციის მიმართ არის შემდეგი, რომ  მოვამზადოთ და დავნერგოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სამართლიანობას, ობიექტურობას, გამჭვირვალობას და ა. შ. ლოჯისტიკის თვალსაზრისით ისეთი სისტემით, როგორიც არის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, გამოსაშვები გამოცდები შეუძლებელია ჩატარდეს. მოგეხსენებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 15 საგამოცდო ცენტრი, სადაც გამოცდის ჩასაბარებლად ვიწვევთ აბიტურიენტებს. ბუნებრივია, მეთორმეტეკლასელებს, ჩვენ ვერ ვაიძულებთ საგამოცდო ცენტრებში გამოცხადებას, რადგან ამ შემთხვევაში, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში მათ მოუწევთ ან საგამოცდო ქალაქში ცხოვრება, ან ყოველ დღე გამოცდაზე სიარული. ჩნდება ტრანსპორტირების პრობლემა, ყველა ოჯახს არ შეუძლია ფინანსურად უზრუნველყოს ბავშვის დროებით სხვა ადგილას ცხოვრება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ საგამოცდო სისტემა მაქსიმალურად ეფექტური და ამავე დროს კომფორტული ყოფილიყო ჩვენი მოსწავლეებისთვის, სკოლების გამოყენება გადავწყვიტეთ.

    მოსწავლე ჩააბარებს ამ გამოცდებს სკოლიდან გაუსვლელად. ეს ბუნებრივია, მოსწავლისთვის ძალიან კარგია, რადგან მოგეხსენებათ ყველა გამოცდა გარკვეულ სტრესთან და ემოციებთან არის დაკავშირებული. მით უმეტეს, როდესაც გამოცდის ჩაბარება მოსწავლეს უწევს უცხო გარემოში. ამ შემთხვევაში მეთორმეტეკლასელები ნაცნობ გარემოში ჩააბარებენ გამოცდებს, რითაც სტრესული ვითარება შესაძლოა რომ მოეხსნათ. მეორე მხრივ, სირთულეს წარმოადგენს ის, რომ საქართველოში 2200-ზე მეტი სკოლა გვაქვს და თუ 15 საგამოცდო ცენტრის გაკონტროლება შესაძლებელია, 2200 სკოლაში ანალოგიური პრინციპით გამოცდის ჩატარება, შეუძლებელი იქნებოდა. ვგულისხმობ იმ ფორმატით, როგორც ვატარებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს _ ჩვეულებრივ ქაღალდზე ნაბეჭდი ტესტისა და ფანქრის გამოყენებით. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში, ყველა აბიტურიენტი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ნაკადი გვაქვს კონკრეტულ საგამოცდო საგნებში, თითოეული მათგანი ერთი და იმავე რაოდენობისა და ტიპის დავალებას იღებს. ეს იმისთვის, რომ ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში მოვაქციოთ. ასეთ შემთხვევაში დიდი პრობლემა შეიქმნებოდა სკოლებში. ყველა მოსწავლეს თუ ერთნაირი დავალება ექნებოდა მიცემული თვითონ პროცესის გაკონტროლება გაძნელდებოდა, ყველა მოსწავლისთვის სხვადასხვა ტიპის დავალების მიცემა კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

    სწორედ, ამიტომ არჩევანი გავაკეთეთ სრულიად ინოვაციურ საგამოცდო ფორმატზე. CAT  გახლავთ ინგლისური აბრევიატურა Computer  Adaptive Testing -ის, თუმცა, ქართულად ამის შესატყვისი ცოტა რთულია მოიძებნოს, მაგრამ შეიძლება ასე ვთარგმნოთ: მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგებული ტესტი. ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, რომ გავაკონტროლოთ თავად საგამოცდო პროცესი, რომელიც ამავდროულად იქნება გამჭვირვალეც და, რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანი, რადგან მაქსიმალურად ეფექტურად განვსაზღვრავთ კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობას და არავინ დაიჩაგრება იმის გამო, რომ ვიღაცას უფრო რთული დავალება მიუვიდა, ვიღაცას უფრო  _ მარტივი. ეს გამოცდა რთული მოსამზადებელია. ჩვენ თავიდანვე უარი ვთქვით არსებული სისტემის ზუსტ კოპირებაზე ჩვენს ქვეყანაში. გვინდოდა უკვე არსებული მოდელის გამოყენებით შეგვექმნა სისტემა და ამას ვახორციელებთ კიდევაც.

    გამოცდების ეროვნული ცენტრი შექმნის კომპიუტერულ პროგრამას, ალგორითმს და ყველაფერ იმას, რაც ამ სისტემის გამართულ მუშაობას სჭირდება. ყოველი მოსწავლე მიიღებს კონკრეტულ დავალებას, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, საშუალო სირთულის იქნება. მოსწავლემ თუ მოახერხა და სწორად გასცა პასუხი ამ დავალებას, მაშინ პროგრამა ავტომატურ რეჟიმში გაუგზავნის შემდეგ დავალებას, და ეს დავალება ოდნავ უფრო რთული იქნება. თუ მოსწავლე კითხვას არასწორად გასცემს პასუხს, მაშინ ასევე ავტომატურ რეჟიმში პროგრამა გაუგზავნის ცოტა უფრო მარტივ დავალებას. საბოლოო ჯამში, დავალებათა გარკვეული რაოდენობის მიღების შემდეგ, უკვე ზუსტად დგინდება კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობა და გამოცდა წყდება. აქედან გამომდინარე, ყველა მოსწავლე სხვადასხვა რაოდენობის დავალებას მიიღებს. კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობა შეიძლება დადგინდეს, ვთქვათ, 20 დავალების შემდეგ და დასრულდეს გამოცდა, სხვა მოსწავლის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს 30 ან 40 დავალების გაგზავნა. გამოცდის ხანგრძლივობა საათნახევარი იქნება. როდესაც ვსაუბრობთ საშუალო სირთულის დავალებაზე, უფრო მარტივ დავალებაზე, საფეხურით უფრო მაღლა მდგომ დავალებაზე, ამას უზარმაზარი  სამუშაო უძღვის წინ. 2010 წლის გაზაფხულიდან უკვე დავიწყეთ ფართო მასშტაბიანი აპრობაციები, რაც გულისხმობს იმას, რომ დავიწყეთ ტესტური დავალებების ბანკის შექმნა. ყველა დავალება უნდა იყოს ათასჯერ გამოცდილი და შემოწმებული ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით. ჩვენ ვახსენეთ სირთულე, ეს ერთ-ერთი პარამეტრია, მაგრამ არა ერთადერთი. ტესტურ დავალებას უამრავი სხვა ფსიქომეტრული პარამეტრი აქვს, რასაც უკვე ერგება ალგორითმი და ის პროგრამა, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მართალია კომპიუტერის მეშვეობით მოუწევს მოსწავლეს გამოცდის ჩაბარება, მაგრამ ეს არანაირ სპეციალურ კომპიუტერულ უნარებს არ მოითხოვს.  პროგრამა ძალიან მარტივი და მეგობრულია. მოსწავლეს მოუწევს თავის საიდენტიფიკაციო კოდის აკრეფა, რის შემდეგაც იწყება გამოცდა და მოსწავლეს ავტომატურ რეჟიმში გაეგზავნება დავალებები. მან უბრალოდ უნდა იცოდეს, როგორ მონიშნოს სწორი პასუხი, სხვა არაფერი მას არ მოეთხოვება.

    გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე როდის განთავსდება  ტესტურ დავალებათა ნიმუშები?

    დეკემბრის პირველ კვირას მთელ საქართველოში ჩვენ მასშტაბური აპრობაციები გვაქვს დაგეგმილი, სადაც 7000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი აქტოვობაა ჩვენი ტესტური დავალებების ბანკის შექმნისთვის, რის შემდეგაც მოხდება ე.წ. კალიბრაცია. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ტესტური დავალებების ნიმუშების განთავსებას ჩვენს ვებ-გვერდზე. ასე რომ, დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ჩვენს მოსწავლეებს ვპირდები, რომ უკვე ტესტური დავალების ნიმუშები გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება განთავსებული.

    რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლე 8 გამოცდიდან ერთ-ერთ გამოცდას ვერ ჩააბარებს?

    ამ შემთხვევაში მოსწავლეს აუცილებლად მოუწევს განმეორებით მეორე წელს ჩააბაროს ეს გამოცდა იმისთვის, რომ საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი მიიღოს. სამაგიეროდ, ყველა დანარჩენი გამოცდის შედეგი მას შეენახება და მხოლოდ ამ კონკრეტული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

    რამდენჯერ შეუძლია მოსწავლეს გავიდეს საატესტატო გამოცდაზე?

    რამდენჯერაც საჭიროება მოითხოვს, თუმცა მე, რა თქმა უნდა, ამას არავის ვუსურვებ.

    საატესტატო გამოცდებზე იარსებებს  თუ არა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი?

    გარკვეული აზრით კომპეტენციის მინიმალური ზღვარი იარსებებს, თუმცა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის კომპეტენციის მინიმალური ზღვარი სწორი ტერმინი არ არის. ასეთი რამ სასელექციო ტიპის გამოცდის შემთხვევაშია გამართლებული. საატესტატო გამოცდებისთვის ბარიერი დადგინდება პრე-ტესტის შემდეგ, რომელიც მარტის თვეში გვაქვს დაგეგმილი. კითხვა ბარიერის შესახებ ისმის ყოველთვის იმის გამო, რომ გარკვეული შიში არსებობს, მოვახერხებთ თუ არა ამ ბარიერის გადალახვას. მე მინდა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წელს პირველი წელია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული რეალობა გავითვალისწინოთ. ძალიან კარგად ვიცით ის ხარვეზები, რომლებიც ახლა სასკოლო განათლების სისტემაში გვაქვს. დავალებათა ბანკი თავისთავად უნდა მოიცავდეს ყველა ტიპის დავალებას: ძალიან მარტივს, მარტივს, საშუალო სირთულის, რთულს. ჩვენ წელს საერთოდ უარს ვამბობთ რთული დავალებების ტიპებზე. ძირითადი ნაწილი დავალებებისა იქნება მარტივი დავალებების ბლოკი, თუმცა გარკვეული პროცენტული შემადგენლობით იქნება საშუალო სირთულის დავალებებიც. მოსწავლეს ბარიერის გადალახვა იოლად შეეძლება მხოლოდ მარტივი დავალებების ბლოკის ხარჯზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეს მეცადინეობა არ მოუწევს. საშუალო მოსწრების მოსწავლეს შესაძლოა არ ჰქონდეს პრობლემა ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებით, თუმცა, მაინც ვურჩევდი ყველას, რომ ეს დარჩენილი პერიოდი აქტიურად და ეფექტურად გამოიყენოს. სუსტი მოსწრების მოსწავლეს კი მოუწევს სერიოზული ძალისხმევის გამოჩენა იმისთვის, რომ გამოცდა ჩააბაროს.

    რვა გამოცდიდან თუ მოსწავლემ ერთ-ერთი გამოცდა ვერ ჩააბარა, ეძლევა თუ არა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის უფლება?

    თუ ვერ ჩააბარა, მაშინ მოსწავლე, სამწუხაროდ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გავა, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გადის ის, ვისაც საშუალო განათლების ატესტატი უჭირავს ხელში. ასე რომ, ამ შემთხვევაში მოსწავლეს იმ გამოცდის გადაბარება მოუწევს.

    თუკი მოსწავლე საგამოცდო პერიოდში ავად არის, ამ შემთხვევაში მისთვის დამატებით გამოცდა დაინიშნება, თუ მას ეს წელი ჩავარდნილად ეთვლება?

    განმეორებითი გამოცდის დანიშვნა მოსწავლეთა გარკვეული კატეგორიისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ, რომ 20 მაისისთვის ასრულებენ სწავლას მეთორმეტე კლასელები და ჩვენ გამოცდები დაგეგმილი გვაქვს მაისის ბოლო კვირას და ივნისის პირველ დღეებში. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ, ასე ვთქვათ, დამატებით გამოცდებს ჩავატარებთ, მაშინ რვავე საგანში დამატებითი გამოცდები უნდა ჩავატაროთ, რადგან არავინ იცის, ვინ გახდება ფიზიკის გამოცდის დროს ავად და ვინ  _ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დროს. გამოდის, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ დავიწყებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს იმ დროს, როდესაც დანიშნულია. ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველას, გაუფრთხილდნენ თავს და გამოცდების პერიოდში ყველა იყოს ჯანმრთელი. ანალოგიური ვითარება გვაქვს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაშიც. ძალიან კარგად მესმის, რომ ხშირად ობიექტური მიზეზი არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერს ვშველით და სხვა გზა არ აქვს აბიტურიენტს, მეორე წელს ელოდება და შემდეგ იღებს მონაწილეობას კონკურსში.

    ეროვნულ უმცირესობის წარმომადგენელთათვის მზადდება თუ არა ტესტები და რა ენაზე აბარებენ ისინი საატესტატო გამოცდებს? გარდა ამისა, ექნებათ თუ არა რაიმე პრივილეგია ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს?

    პრივილეგია არ ექნებათ, რადგან ისინი ისეთივე სწავლებისა და გამოცდების ჩაბარების უფლებით სარგებლობენ, როგორც ქართული სკოლების მოსწავლეები. ამ კუთხით ვერანაირად ვერ გამოვყოფთ კონკრეტულ ჯგუფს. გვესმის, რომ მათ ვერ მოვთხოვთ ქართულ ენაზე იმ საგნების ჩაბარებას, რომლებსაც 12 წლის განმავლობაში თავიანთ მშობლიურ ენაზე სწავლობდნენ, მაგრამ სავალდებულო გამოცდა ექნება აუცილებლად ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მათემატიკას, ფიზიკას, ისტორიას და ა.შ. კი ბუნებრივია, თავის მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ.

    კონკრეტულად რა რიცხვში დაიწყება საატესტატო გამოცდები და მოკლედ რომ აღწეროთ, გამოცდის დღეს მოსწავლეს საკლასო ოთახში რა ვითარება დახვდება?

    20 მაისისთვის ასრულებენ სწავლას ჩვენ სკოლებში მეთორმეტე კლასელები და 20 მაისიდან ვგეგმავთ საგამოცდო პროცესის დაწყებას. ჩვენს მოსწავლეებს წინასწარ ეცოდინებათ რომელ დღეს რა საგანი ბარდება. ისინი მიდიან ჩვეულებრივ სკოლაში, თუ გამოცდა დანიშნულია დილის 9 საათზე, უნდა გამოცხადდნენ ერთი საათით ადრე. შევლენ საკლასო ოთახში, სადაც მათთვის უკვე გამზადებული იქნება კომპიუტერები. იქ დახვდებათ ჩვენი მეთვალყურე, თვითონ კომპიუტერული კლასი აღჭურვილი იქნება იმ ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს მთელი საგამოცდო პროცესის მონიტორინგს. მოხდება მთელი პროცესის ჩაწერა, არა მხოლოდ გამოსახულების, არამედ ხმისაც. მოსწავლე დაჯდება მისთვის განკუთვნილ კომპიუტერთან, მას მოეთხოვება მხოლოდ იმ საიდენტიფიკაციო კოდის აკრეფა, რომელიც მინიჭებული აქვს გამოცდამდე და ამის შემდეგ იწყება გამოცდა. დიდი სირთულე აქ არ არის, მთავარია, მოსწავლეები მომზადებულნიი მოვიდნენ გამოცდაზე.

    ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად ისმის შეკითხვა - როგორ უნდა ჩააბაროს მოსწავლემ საბუნებისმეტყველო საგნები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში არ უსწავლიათ?

    შესანიშნავად ვიცი რა პრობლემებიც არსებობს სწორედ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებასთან დაკავშირებით.  სხვათა შორის, ადრე მე ვიყავი ერთ-ერთი მომხრე იმისა, რომ 2011 წელს არ ჩაგვეტარებინა საატესტატო გამოცდები და ვადა გადაწეულიყო. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთება დროულია. დავუშვათ, მეცხრე-მეათე კლასელებს ვუთხარით, ორი წელი გაქვთ წინ სამეცადინოდ, რადგან გამოცდების ჩაბარება მოგიწევთ. მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასელებს რას ვეუბნებით? _ იცით თქვენ შეგიძლიათ არ იმეცადინოთ და მაინც მიიღებთ ატესტატს. ისეთი შეგძნება მაქვს, რომ თითქოს მათ ხელს ვკრავთ ასეთი გადაწყვეტილებით, თითქოს აღარ მაინტერესებს შენ ისწავლი, თუ არ ისწავლი, როგორი იქნები შემდეგ და იქნები თუ არა წარმატებული, შენზე უარს ვამბობ, სამაგიეროდ, მეცხრე კლასელებზე ვიზრუნებ აუცილებლად და სხვა თაობაზე... მე პირადად, არც ერთი მოსწავლე არ მემეტება იმისთვის, რომ სავალდებულო საგნებში საბაზისო, ელემენტარული ცოდნა არ ჰქონდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნაკლები პრობლემა შევქმნათ, მაგრამ, ასე ვთქვათ, იძულების მეთოდი გარკვეულ სიტუაციებში ძალიან კარგად მუშაობს და უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც კითხვას სვამენ იმასთან დაკავშირებით, რაში მჭირდება ქიმია და ფიზიკა, როცა ჰუმანიტარულზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და მომავალი ფილოლოგი ან ისტორიკოსი ვარ, კატეგორიულად არ ვეთანხმები. მოსწავლეს თუ დღეს არ ესმის, რაში სჭირდება საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნა, მე ძალიან კარგად ვიცი, რაში დასჭირდება მომავალში. სჭირდება კერძოდ იმაში, რომ ეს არის მისი წარმატების საწინდარი. იმაზე უკეთ იმ უნარებს, რომელშიც ჩვენ გამოცდას ვუტარებთ აბიტურიენტებს,  მოსწავლეს არაფერი განუვითარებს ისე, როგორც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება. ვიმეორებ, არ მინდა უარი ვთქვა ამ თაობაზე და გავწირო წარუმატებლობისთვის. მართალია, ვაიძულებთ მე-12 კალსელებს, რომ აუცილებლად ისწავლონ, ან გაიმეორონ განვლილი მასალა, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს მათი მომავალი წარმატებისთვის კეთდება.

    წყარო  http://www.naec.ge

    ავტორი :shoto კომენტარები (7)

    კომენტარები  
    ნინო ღარიშვილი 08 მაისი 2011
    ki kargia es gamocdebi magram uaazrod dagegmili , unda kargad momzadebuliyvnen. skolebs sheawmindes xeli ar aris sakartvelo jer mag doneze rom aseti moulodneli ragaceebi aketon , amis shesaxeb gaprtxileba minimum erti wlit adre unda xdebodes imedia gaitvaliswineben da ragac datmobebi ikneba  
    მაგდანი მგელაძე 17 აპრილი 2011
    aq kitxva ro davsva vinme kompetenturi piri mipasuxebs????
    მაგდანი მგელაძე 17 აპრილი 2011
    rac unda itqvas erti ram cxadad darcha arc ise advilia es gamocdebi rogorac amboben...dzaan kargad vswavlob  skolashi yvela sagans da yvelaze kargad vici ra tipis iyo testebi,romelic bavshvebisagan sigrmiseul codnas moitxovda
    გოჩა შარვაშიძე 16 მარტი 2011
    ძალიან კარგია მე მომხრე ვარ მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ეს გამოცდები მომავალ მე-11 ჩაებარებინა.ჩვენგან განსხვავებით  დრო მაინც ექნებოდათ  რო კარგად მომზადებულიყვნენ...........
    მურად ჭელიძე 15 მარტი 2011
    ძალიან  საინტერესო  იქნება  ეს  გამოცდები.
    ნინო ხუჭუა 16 იანვარი 2011
    momcons, magram pirveli gamocdebi rtuli ikneba.....
    01 იანვარი 2011
    <p>კარგი საქმე კეთდება.</p>
    გაზიარება
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ბავშვის მოვლა და აღზრდა ოჯახი, მშობლები და ბავშვი სხვა ჟურნალისტიკა, PR აბიტურიენტი და გამოცდები განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა სოციოლოგია, პოლიტოლოგია კინო და მუსიკა გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული უცხო ენები ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა სიახლე განათლების სფეროში რელიგია მოდა და დიზაინი დასაქმება და კარიერა ფინანსები სპორტი და ექსტრიმი გეოგრაფია ფსიქოლოგია პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი იურისპრუდენცია მშობლიური ენა და ლიტერატურა განათლება საქართველოში და მსოფლიოში სკოლა და მოსწავლე საგანმანათლებლო დაწესებულება ქიმია ეკონომიკა მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ბუნება, ეკოლოგია მათემატიკა ბიოლოგია ხელოვნება და კულტურა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი გართობა და თამაშები ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ფიზიკა პრესა განათლების შესახებ
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024