მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ამაღლების 25 ნიშანი ნანახია (5720) - ჯერ 19 მაისი 2011

    1. სტრესი და ისეთი შეგრძნება თითქოს დიდი ენერგიების წნეხის ქვეშ იმყოფებით ისე, როგორც ორთქლის ქვაბში. ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ მაღალი ვიბრაციების მიმართ ადაპტაციის პროცესში ხართ ჩართული და ამასთან ერთად, თქვენგან განიდევნება ძველი შეხედულებები და ჩვევები. თქვენს შიგნით მართლაც სხვადასხვა დუღილის პროცესები მიმდინარეობს.      

    2. დეზორიენტაციის გრძნობა, გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ სად იმყოფებით, ანუ ადგილსამყოფელის შეგრძნების დაკარგვა. თქვენ უკვე აღარ იმყოფებით მესამე განზომილებაში, რამეთუ უფრო მაღალი განზომილებებისაკენ მოძრაობთ.      

    3. სხეულის სხვადასხვა ნაწილებში უჩვეულო ტკივილების შეგრძნება. თქვენ იწმინდებით და თავისუფლდებით ძველი და დაბლოკილი ენერგიებისაგან, რომლებიც მესამე განზომილების სიხშირეზე ვიბრირებდნენ, ამ დროს კი თქვენ უკვე უფრო მაღალ ვიბრაციებში შედიხართ.      

    4. ღამის ორ საათზე გაღვიძება და დილის ოთხ საათამდე სიფხიზლე. ისეთ გაჯერებულ სიზმრებს ხედავთ, რომ თქვენ შესვენების გარეშე ძილი აღარ შეგიძლიათ, ამას გარდა   წინ წაწეული ადამიანები უფრო მეტ ხანს მიწიერ გეგმილზე ატარებენ და თქვენც ზუსტად ეხლა განიცდით სწრაფ ევოლუციას.      

    5. მეხსიერების თავისებური დაქვეითება: თქვენ კარგად გახსოვთ უახლესი მოვლენები და მეტად ბუნდოვნად ცოტა შორეული წარსული. თქვენ ერთ განზომილებაში როდი იმყოფებით, არამედ მონაცვლეობთ განზომილებებს და წინ და უკან მოძრაობთ მათში, რაც ასევე განზომილებათა გადასვლის ნაწილს წარმოადგენს. ამას გარდა თქვენი წარსული უვარგისისა და დაბერებულის ნაწილია, რომელიც აღარასოდეს დაგიბრუნდებათ. იყო აქ და ამ წუთში - ახალი სამყაროს გზაა.      

    6. თქვენ "ხედავთ” და "გესმით” რაღაც უცნაურობები. გადასვლასთან დაკავშირებით თქვენ სხვადასხვა განზომილებათა გამოცდილებებს შეიძენთ თქვენი "აწყობის თანახმად”.      

    7. საკუთარი თავის იდენტურობოს დაკარგვა: თქვენ ცდილობთ დაეყრდნოთ იმ თქვენს ძველ "მე”-ს, რომელიც უკვე აღარ არსებობს. თქვენ უკვე აღარ იცით ვის ხედავთ საკუთარ სარკეში! თქვენ თავისუფლდებით თქვენი ძველი ნაკვთებისაგან და ამ ჟამად მეტ სინათლეს განასახიერებთ, ამჟღავნებთ თქვენს უფრო მარტივ და განწმენდილ ღვთაებრის არსს. თქვენში ყველაფერი რიგზეა!      

    8. "სხეულის გარეთ” საკუთარი თავის შეგრძნება. ზოგჯერ ისიც მოგეჩვენებათ, თითქოს თქვენ კი არ ლაპარაკობთ,   არამედ სხვა. ეს ჩვენი ბუნებრივად არსებული დამცავი მექანიზმია, რათა ძლიერი სტრესებისას თავი გავიტანოთ ან თუ ტრამვირებული ვართ და საკუთარ თავზე კონტროლი გვაქვს დაკარგული. თქვენი სხეული ამჟამად მრავალ ცვლილებას განიცდის და თქვენ, ალბათ, მაინცდამაინც   არ გსურთ განიცადოთ ეს ყოველივე. ეს თავისებური ხერხია ამაღლებისა, რათა უფრო უშფოთველად განვლოთ გადასვლის პროცესი, მაგრამ ეს პროცესი დიდხანს მაინც როდი გრძელდება, მალევე მთავრდება.      

    9. ღრმა ძილის პერიოდები.   ასეთნაირად თქვენ ყოველი დაგროვილი პრობლემებისაგან ისვენებთ და გადიხართ ინტეგრაციის პროცესს. ამასთან ერთად მომდევნო ფაზისათვისაც ემზადებით.      

    10. ყოველი თქვენს გვერდში მყოფის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა. თქვენ დიდი ძალდატანებით აიტანთ ადამიანთა დიდ თავყრილობებს, ხმაურს, გარკვეულ საკვებს, ტელეგადაცემებს, სხვადასხვა ადამიანთა ხმას. თქვენ სწრაფი დაღლილობა დაგჩემდებათ, ამასთან ერთად ძლიერი აგზნებულებაც გარემოს ყოველი მოვლენის მიმართ. თქვენ ახალ სამყაროსათვის "აწყობის” პროცესს გადიხართ, ასე რომ ეს ყველაფერიც ასევე მალე გაივლის.        

    11. თქვენ შეამჩნევთ, რომ არაფრის კეთება არ გსურთ. თქვენ სიმშვიდის მდგომარეობაში იმყოფებით, თავისებურ, კომპიუტერული ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ თქვენი ორგანიზმისა და მთელი სისტემის "გადატვირთვის” მდგომარეობაში. თქვენმა სხეულმა იცის თუ რა უნდა მას. ამას გარდა, როდესაც თქვენ უფრო მაღალ გეგმილს შეუდგებით, მაშინ "აკეთო” და "მიაღწიო”, აღარ იქნება გადამწყვეტი თქვენთვის, რადგან ახალ-ახალი ენერგიები წაგაქეზებენ ისეთი მოქმედებებისათვის, როგორიცაა მიღება, შემოქმედება და საკუთარი თავის მოვლა. სთხოვეთ სამყაროს "მოგცეთ” ყველაფერი რაც გჭირდებათ ამ დროს კი დატკბით და მიიღეთ სიამოვნება სამყაროს გულკეთილობისაგან.      

    12. აუტანელი გახდება თქვენთვის თქვენს ირგვლივ ამ ჟამად არსებული მესამე განზომილება და მისი ვიბრაციები, რომლებსაც თქვენ იგრძნობთ ურთიერთობებსა და საუბრებში, სოციალური სტრუქტურებისა და განკურნების ზოგიერთი სისტემების მიმართ და ა.შ. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით თქვენ "ცუდად” ხდებით ზემოდხსენებული მოვლენების გამო. თქვენ უკვე სხვა მაღალ ვიბრაციებზე გადახვედით და თქვენი ენერგიები აღარ ესადაგება ასეთი მდაბალი სიხშირის ფაქტორებს.      

    13. ჭამის სურვილის დაკარგვა. თქვენი სხეული უფრო მაღალი, უფრო უკეთესი მდგომარეობოსათვის ემზადება. ამას გარდა, თქვენი მეობის რაღაც ნაწილს აღარ სურს ამ სხეულში არსებობა.      

    14. თქვენი ცხოვრებიდან თქვენი მეგობრების მოულოდნელი გაუჩინარება, ასევე გარკვეული საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილისა   თუ სამუშაოს შეცვლა. თქვენ უკვე ამოხვედით იმ საზღვრებიდან, რასაც ადრე წარმოადგენდით, როგორც პიროვნება და ყველა ის ადამიანიცა და თქვენი ძველი გარემოც როდი ესადაგება დღეს თქვენს ახლებულ ვიბრაციებს. მალე ყველაფერი განახლდება და ახალი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ძველი!      

    15. თქვენ სრულიად უძლური იქნებით ზოგიერთი სამუშაოს შესრულების დროს. როდესაც დააპირებთ, გააკეთოთ თქვენთვის ჩვეული საქმე, თქვენ შეამჩნევთ რომ სრულიად უძლური ხართ ამ მოსაბეზრებელი საქმის შესასრულებლად. ასეთი საქმის კეთება აუტანელი გახდება თქვენთვის. მიზეზი იგივეა რაც წინა შემთხვევაში.      

    16. თქვენ განსაკუთრებით დამქანცველი დღეებიც გექნებათ. თქვენი სხეული კარგავს სიმკვრივეს, რადგან ინტენსიურ გარდაქმნას განიცდის.      

    17. შეიძლება გაჩნდეს ხშირი "წახემსების” სურვილებიც, რაც შაქრის სისხლში მკვეთრ დაქვეითებასთანაა დაკავშირებული. შეიძლება აღინიშნოს წონის მატებაც, რამეთუ აურაცხელ ენერგიას საჭიროებთ ამაღლებისათვის. წონის მატება, თუკი არანაირი საშუალებით არ ხდება მისი დაგდება,   ამაღლების ერთ-ერთი ტიპიური სიმპტომია. ენდეთ საკუთარ სხეულს, მან კარგად იცის თავისი საქმე.      

    18. ემოციური აღმაფრენები და უნიათობა, ხშირი ცრემლები. ჩვენი ემოციები განმუხტვის ხერხია და ეხლა კი ჩვენ უამრავი რაღაც-რაღაცეებისაგან ვთავისუფლდებით.      

    19. სახლში დაბრუნების სურვილი, თითქოს ყველაფერი დამთავრდაო და თქვენ უკვე აქ აღარ იმყოფებით. თქვენ უბრუნდებით საკუთარ სათავეს. ყველაფერი მართლაც დამთავრდა (მაგრამ ბევრი თქვენთაგანი რჩება იმისათვის, რომ ახალი სამყარო შევქმნათ). ამას გარდა ჩვენი ძველი გეგმები, რომელთა გამოც მოვევლინეთ ამ ქვეყანას, უკვე შესრულებულია.      

    20. იმის შეგრძნება თითქოს ჭკუიდან გადადიხართ ან რაღაც ფსიქიური უკმარისობა გემართებათ.   თქვენ ძალიან სწრაფად გადადიხართ ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში და ძლიერ გახსნებს განიცდით. ეხლა თქვენთვის ბევრი რამაა ხელმისაწვდომი და თქვენ კი ამას არა ხართ ჩვეული. თქვენი ცნობიერება ძლიერ გაიზარდა და ბარიერებიც მოგცილდათ. ეს ყველაფერი გაივლის და ბოლოსდაბოლოს თქვენ იმდენად "საკუთარ სახლში” იგრძნობთ თავს, როგორც არასოდეს, რადგან სახლი უკვე აქ მართლაც ამ დედამიწაზე გაქვთ.      

    21. შფოთი და პანიკაც კი. თქვენი ეგო კარგავს თავის პოზიციებს და შფოთავს. ამას გარდა მთელი თქვენი სისტემა განიცდის გადატვირთვებს. რაღაც გაუგებარი ხდება თქვენს თავს. თქვენ საკუთარი საქციელის მოდელებიც კი გეკარგებათ, მოდელები, რომლებსაც მესამე განზომილების სივრცეში ყოფნისას აყალიბებდით თავისდა გადასარჩენად. ამას შეუძლიან აღძრას დაუცველობისა და სისუსტის გრძნობები. ესეც ისევე გადაივლის, როგორც სხვა წინა პრობლემები და ბოლოსდაბოლოს თქვენ იგრძნობთ დიდ სიყვარულს, თავში დაჯერებას და ერთობას.        

    22. დათრგუნული მდგომარეობა. გარე სამყარო შეიძლება არ ეხმიანებოდეს თქვენს, როგორც ახალ, მაღალი ვიბრაციების მქონე არსების მდგომარეობას. თქვენ მაინცა და მაინც კარგად როდი გრძნობთ თავს ამ მაღალი ვიბრაციების გამო. ამასთან ერთად თქვენ თავისუფლდებით მდაბალი ვიბრაციებისა და ბნელი ენერგიებისაგან და ხედავთ მათ "გამჭოლად”.      

    23. ნათელი დინამიური სიზმრები, ზოგჯერ ძალადობის ეპიზოდების თანხლებით. თქვენ თავისუფლდებით მრავალ წარსულ ცხოვრებათა ტვირთისაგან მდაბალ ვიბრაციათა დონეზე. თანდათანობით თქვენი სიზმრები გამოსწორდება და მრავალი ამღლების გზას შემდგარი, უკვე ყვება მშვენიერ სიზმრებს. ზოგი ცხადშიაც კი ხედავს ასეთივე მშვენიერ სიზმრებს.      

    24. თქვენი გეგმები მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს და სხვა მიმართულებით განვითარდეს. თქვენი სული აწონასწორებს თქვენსავ ენერგიებს. ჩვეულებრივად აღიქვამთ იმას, რომ ახალი მიმართულებით სვლა, - შესანიშნავი მდგომარეობაა, რადგან თქვენს სულს თქვენზე მეტი ესმის. იგი ჩვეულ გადაწყვეტილებათა და ვიბრაციათა მიმართულებებიდან გიცავთ.      

    25. თქვენ ქმნით სიტუაციებს, რომლებიც ჯოჯოხეთად გეჩვენებათ. თქვენი სული გაიძულებთ თქვენ გამოავლინოთ ის თვისებები, რომლებიც ასე გაკლიათ და პირიქით ხდება იმ თვისებათა ჩამოცილება, რომლებიც ასე ჭარბად გახასიათებდათ. უბრალოდ, თქვენი ენერგიების გაწონასწორება მიმდინარეობს. ამ პირობებში, შინაგან სამყაროში მიმავალი გზის მოძებნა,- აი ის ტესტი, რაც თქვენ თვითონვე გაუმზადეთ საკუთარ თავს. ეს თქვენი მოგზაურობაა და თქვენი სული როდი მოგიწყობდათ ამას, თუკი მზად არ იქნებოდით საამისოდ. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელმაც უნდა მოძებნოს გზა და თქვენ იპოვით მას. და მოიხედავთ რა უკან, თქვენ მადლიერი დარჩებით ყოველივე ამ გამოცდილებისათვის, რამეთუ სხვა ადამიანი ხდებით.

    ავტორი :ზაქარია ტატინაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა ფსიქოლოგია ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები მოდა და დიზაინი ქიმია სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი ფიზიკა სპორტი და ექსტრიმი კინო და მუსიკა პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულება სკოლა და მოსწავლე გეოგრაფია აბიტურიენტი და გამოცდები მათემატიკა პრესა განათლების შესახებ ფინანსები ოჯახი, მშობლები და ბავშვი გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული განათლება საქართველოში და მსოფლიოში იურისპრუდენცია სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება სიახლე განათლების სფეროში გართობა და თამაშები ხელოვნება და კულტურა სოციოლოგია, პოლიტოლოგია ბიოლოგია უცხო ენები ჟურნალისტიკა, PR რელიგია მშობლიური ენა და ლიტერატურა მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია ეკონომიკა ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა დასაქმება და კარიერა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა ბუნება, ეკოლოგია ბავშვის მოვლა და აღზრდა კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2025