მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ახალი ეკონომიკური სისტემის აუცილებლობა მსოფლიო კრიზისის პირობებში ნანახია (9467) - ჯერ 06 სექტემბერი 2011

       მწვავე ეკონომიკურმა პრობლემებმა მსოფლიოში მართვის ახალი ეკონომიკური სისტემების აუცილებლობა დაამტკიცა. მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისი უკვე იმ ახალ პირობებში გამწვავდა, როცა ფაქტიურად აღარ არსებობს ეკონომიკურად პოლარულად დაპირისპირებული ორი ბანაკი. მაშასადამე, ამ უმძიმესი კრიზისის მიზეზები უკვე ერთი სისტემის წიაღში უნდა ვეძიოთ. ჩემი შემოთავაზება გულისხმობს არამონოპოლისტურ წონასწორობას კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში, საერთოდ მსოფლიო ეკონომიკაში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში.

          საკუთრების ხსენებული მთავარი ორი ფორმიდან ერთიც საჭიროა და მეორეც (თანაბრად ან მეტ–ნაკლები გარდამავალი უპირატესობებით) და მათი სრულფასოვანი კონკურენცია უფრო სასურველ შედეგს მოგვცემს. სამწუხაროდ, აბსოლუტურად ერთპიროვნული მართვის აპოლოგეტები ვერ ხვდებიან ეტყობა, რომ ობიექტური კანონზომიერებაც განსაზოგადოებისაკენ მიგვაქანებს, მაგრამ ეს გასაზოგადოებაც არ უნდა იყოს უსასრულო და კერძო ინტერესის სრული იგნორირება დაუშვებელია. მაშასადამე, აუცილებელია ეკონომიკაში კოლექტიური მართვის ახალი სისტემების შექმნა და შემდგომი სრულყოფა. სამწუხაროდ, ამას უნებლიედ ეწინააღმდეგებიან ბუნებით გონებადახშული კონსერვატორებიც. მაგალითისათვის, აშშ–ში პრეზიდენტმა სავალდებულო დაზღვევა შესთავაზა ხალხს (ეს ერთ–ერთ საწყის მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ხსენებული მიდგომის განხორციელებისათვის. აშშ–ში და სხვაგანაც, შესაძლებელია, სხვადასხვა დროს ცდებიან კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მართებული გზაა შემოთავაზებული). თუმცა, პრეზიდენტს ეწინააღმდეგებიან საკმაოდ მრავალრიცხოვანი გუნდით. ასეთი უსაგნო გაუგებრობები ზოგჯერ დიდ დროს გვაკარგვინებს. უცილებებლია კონკრეტულ გზებზე პროფესიული მსჯელობები, ნამდვილად აუცილებელი, მაგრამ აკვიატებული წინააღმდეგობები თავის გამოჩენის მიზნით, მეტად საზიანოა.

          გთხოვთ გაეცნოთ ეკონომიკური კონკურენციის ჩემს კანონს და ევროკავშირის ეკონომიკური სტრუქტურის ეფექტიანობის შეფასების ჩემს განვითარებას (იხ.: რ. ლორთქიფანიძე, "ეკონომიკური კონკურენციის ძალის შეფასებისათვის", ჟურნალი "ახალი ეკონომისტი", 2011, N2, გვ. 45–47; რ. ლორთქიფანიძე, ლექციების კურსი "ჯანდაცვაში მენეჯერული საქმიანობის ხარჯები (ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის საკითხები)", თბ., 2011), რომელიც განხილული, აპრობირებული და დამტკიცებულია ცნობილ ჩვენს და უცხოურ სამეცნიერო–გამოყენებით ცენტრებში.

          ძალიან ცუდია, რომ ზოგიერთი ზემოხსენებული ცნობილი კოსერვატორი პოლიტიკოსი საუკეთესო პირობებს უქმნის კრიზისის მაპროვოცირებელ დესტაბილიზაციის პროცესებს სხვადასხვა ქვეყნებში, რაც მათ გარკვეულ სარგებელს აძლევს საბოლოო ჯამში. საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საკმაოდ ხშირია მაგალითები, როცა ასეთი პოლიტიკოსები უზრუნველყოფენ (ყიდიან ან არიგებენ დემპინგურად უფასოდ) სხვადასხვა გავლენებს – თანამდებობებს, ტიტულებსა და დიპლომებს ადამიანებზე, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ხალხის მომავალი და თავიანთ კონკრეტულ საქმეში (სპეციალობაში) არაფერი გაუკეთებიათ.

         აუცილებლობიდან  გამომდინარე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკურად ძლიერი ევროკავშირის ფორმულის ჩემი განვითარება ეკონომიკურ ეფექტიანობაზე (ბევრი სხვა მოსაზრებაც) ვერადავერ გამოვიყენე პრაქტიკაში, რომ საუკეთესო შედეგები მივიღოთ. ყველა ქვეყანაში მოიძებნებიან კარგი ადამიანები და ჩინოვნიკები, მაგრამ, სადაც საჭიროა თანადგომა, მაინცდამაინც იქ გვეშლება ხელი არაკეთილსინდისიერი კონკურენტებისაგან, რომლებსაც დიდად ახარებთ, როცა არადანიშნულებითა და არამოწოდებით ვსაქმიანობთ. ღმერთით, სპეციალისტთა საქმიანი მონდომება და მეგობრობა და გაერთიანებული სიკეთის ძალები საბოლოოდ მიაღწევენ უკეთეს ცხოვრებას ადამიანებისათვის.

         ადამიანის ფესვები უფლიდან მოდიან და ყოველთვის უნდა ვეცადოთ ისინი წმიდა საქმეებით ვაძლიეროთ და ვამრავლოთ. პირადად, ჩემი უშუალო წინაპრები და აღმზრდელები მეგობრობდნენ ილია მართალთან, აკაკისთან, პეტრე უმიკაშვილთან, ზაქარია ჭიჭინაძესთან, დავით კლდიაშვილთან, იაკობ გოგებაშვილთან, დიმიტრი უზნაძესთან და სხვა ჩვენს სახელოვან მოღვაწესთან და ყოველთვის ვცდილობ უფლის განუზომელი სიყვარულით ვასახელო სამშობლო და მისი მოკეთეები, გავიღრმავო ცოდნა ჩემს საქმიანობაში და გაერთიანებული ძალისხმევით მტრებიც კი მოყვარედ ვაქციოთ. აღნიშნულს უსაგნოდ არ მოგახსენებთ, რთულ საქმეს უნდა შევეჭიდოთ და ამაში გულგრილობა არ გამოგვადგება. ახალი ეკონომიკური სისტემის გავრცელება მყისიერად მსოფლიო მასშტაბებით ვერ მოხერხდება, ეს უშუალოდ ჩვენი ქვეყნიდანაც უნდა დავიწყოთ, რაც ჩვენთან უხვად  არსებულ შესაბამის ნიჭიერ სპეციალისტთა გაერთიანებულ ძალისხმევას მოითხოვს.  

    ავტორი :რევაზ ლორთქიფანიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ეკონომიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    ჯანმრთელობა/პროფილაქტიკა კონფერენციები/ღონისძიებები ხელოვნება/კულტურა კურსები/ტრენინგები/სტაჟირება ვიყიდი სასწავლო პროგრამები ფიზიკური კულტურა/სპორტი სხვა ვეძებ სპეციალისტს განათლება/სწავლება მომსახურება სტიპენდიები ვარ სპეციალისტი ვყიდი ტურიზმი/დასვენება/გართობა ტენდერები/გრანტები გავაჩუქებ ვცვლი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2025