მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    როგორ ავაგოთ ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური მოდელი? ნანახია (12073) - ჯერ 04 ნოემბერი 2011

    თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების აბსოლუტურად სრულყოფილი  მოდელი. მიუხედავად ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური ძირითადი მახასიათებლების დონისა ყველა მოდელი განიცდის სრულყოფასა და დახვეწას.  

    თანამედროვე მსოფლიოში პირობითად შეიძლება გამოვყოთ სახელმწიფო მართვის ხუთი ძირითადი მოდელი, კერძოდ:  

     

    1. ანგლო–საქსური;

    2. რომანული;  

    3. პოსტკოლონიალური;

    4. პოსტსაბჭოური;

    5. პოსტსოციალისტური.  

    ცნობილია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნები პირობითად დაყოფილია სამ ძირითად ჯგუფად: მაღალგანვითარებული, განვითარებადი და ნაკლებადგანვითარებული. თუმცა ეკონომიკური განვითარების დონისა და ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური გარემოს შეფასების თვალსაზრისით ქვეყნების კლასიფიკაციაში არსებობს განსხვავებული მიდგომაც.  

    ერთ-ერთი მიდგომა გულისხმობს ქვეყნის შიდა მეურნეობრივი ტიპების მიხედვით დაყოფას, კერძოდ:

    ეკონომიკურად მაღალგანვითარებული სამრეწველო ქვეყნები (იაპონია, აშშ, გერმანია, საფრანგეთი და სხვ.);

    სამრეწველო პოტენციალის თვალსაზრისით განვითარებადი ქვეყნები, რომელთა გადამმუშავებელი მრეწველობა უზრუნველყოფს შიდა ეროვნული პროდუქტის 10–დან 20 პროცენტამდე (ეგვიპტე, ინდოეთი, ბრაზილია, ფილიპინები და სხვ.).

    ქვეყნები, რომელთა საგარეო ვაჭრობის ბალანსის ძირითად შემადგენელს წარმოადგენს  რამდენიმე სახის ნედლეულის ექსპორტი (ჩილე – თუთია და სპილენძი; ზაირი –კაუჩუკი; საუდის არაბეთი – ნავთობი და ა.შ.).

    ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა აგებულია ნატურალური მეურნეობის ტიპზე და მისი პროდუქცია ძირითადად მოიხმარება ქვეყნის შიგნით. ეს უმარტივესი სასოფლო–სამეურნეო ქვეყნებია (ეთიოპია, ბანგლადეში და სხვ.)

    მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნები ნაწილდება შემოსავლით ერთ სულ მოსახლეზე, გეოგრაფიული მდგომარეობით, აგრეთვე ანალიტიკური მახასიათებლების შესაბამისად, მაგალითად ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები და დიდი საგარეო ვალის მქონე ქვეყნები. კლასიფიკაციის ეს მეთოდი ფაქტობრივად ეფუძნება ერთობლივი ეროვნული პროდუქტის დონეს ერთ სულ მოსახლეზე.

    მსოფლიო პრაქტიკაში აგრეთვე გამოიყენება ქვეყანათა სოციალურ–ეკონომიკური პოტენციალის შეფასების ბალური პრინციპები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ინვესტირების შესაძლებლობათა შეფასება, ანუ საინვესტიციო გარემოს პროგნოზირება. ვინაიდან თანამედროვე პერიოდში ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარებისათვის (განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნისათვის) დიდი მნიშვნელობა ენიჭება საინვესტიციო გარემოს, ან საინვესტიციო კლიმატს, აუცილებლობას წარმოადგენს მასზე მოქმედი ფაქტორების შეფასება. ამ თვალსაზრისით განიხილავენ შემდეგ ძირითად ფაქტორებს:

    კაპიტალის მიმოქცევის მდგომარეობა და მოგების გადაადგილების შესაძლებლობები;

    საზღვარგარეთული საინვესტიციო კაპიტალისადმი დამოკიდებულება ქვეყანაში;

    ინვესტიციათა ხარჯზე შექმნილი საწარმოებისადმი დამოკიდებულება (მათი სამართლებრივი დაცვა);

    ტექნოლგიათა და სასაქონლო ნიშნების დაცვის მექანიზმების არსებობა;

    პროტექციონიზმის დონე ქვეყანაში;

    ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება;

    საშუალო წლიური ინფლაციის დონე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში;

    ეკონომიკური მახასიათებლების სტაბილურობა;

    კონვერტირებადი ვალუტის კურსის მერყეობის დონე.

    ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ეროვნული მოდელის ფორმირების პროცესში საჭიროა ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა უცხოურ ინვესტიციათა შესაძლო გავლენები მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე. შეიძლება გამოიყოს დადებითი გავლენების მქონე ფაქტორები, ასე მაგალითად: კაპიტალის შემოდინება პირდაპირი ინვესტიციების სახით, კრედიტებისა და სესხების შემოტანა, რეინვესტიციის შესაძლებლობა შვილეული საწარმოებიდან, რაც უზრუნველყოფს კაპიტალის დაგროვებას (კონცენტრაციას) და კაპიტალურ დაბანდებათა მნიშვნელოვან ზრდას. ყოველივე აღნიშნული კი დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე და საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებაზე, კერძოდ:

    უცხოური მაღალი ტექნოლოგიების შემოტანა ქვეყანაში, ორგანიზაციული და მმართველობითი გამოცდილების ათვისებას გაუხსნის გზას.

    ადგილობრივი რესურსებისა და კაპიტალის ათვისება გამოცოცხლდება და უფრო ეფექტურად იქნება გამოყენებული კონკრეტულ გარემოში.

    ხელი შეეწყობა ეროვნული ფასიანი ქაღალდების ბაზრის სრულფასოვან ამოქმედებას.

    განხორციელდება დასაქმების დონის ამაღლება მრეწველობაში და შესაბამისად მომუშავეთა კვალიფიკაციის ამაღლება.

    შესამჩნევად გაიზრდება პროდუქციისა და ფასიანი მომსახურების ასორტიმენტი და ხარისხი.

    ხელი შეეწყობა იმპორტშენაცვლებას შიდა ბაზარზე, რითაც მოხდება სავალუტო ნაკადების გადინების შემცირება.

    განხორციელდება ექსპორტის გადიდება, რაც გამოიწვევს ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში.

    ხელი შეეწყობა საგადასახადო არის გაფართოებას და გადასახადების აკრეფის დონის ზრდას, რაც მოემსახურება სახელმწიფო სოციალური პროგრამების დაფინანსებას.

    უზრუნველყოფილი იქნება ცხოვრების დონის ამაღლება და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდა.

    უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტების გამოყენებით უზრუნველყოფილი იქნება გარემოს დაბინძურების შემცირება.

    უზრუნველყოფილი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, კომუნიკაციათა საშუალებების, ტრანსპორტის, სადაზღვევო სისტემის და სხვა.

    განხორციელდება სამართლიანი კონკურენციული გარემოს ჩამოყალიბება ეროვნულ ეკონომიკაში.

    გაფართოვდება სოციალური სფერო და ხელი შეეწყობა ქველმოქმედებას და მეცენატობას.

    ქვეყნის სოციალურ–კულტურული გარემოს გაჯანსაღება განხორციელდება საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების დანერგვით არა მხოლოდ სამეწარმეო სფეროში, არამედ მოხმარებასა და ცხოვრების წესში (სასურველო იქნება თვითმყოფადი ფასეულობებისა და ტრადიციების გათვალისწინება.)

    გარდა აღნიშნული დადებითი (პოზიტიური) ფაქტორებისა, საზღვარგარეთულ ინვესტიციებს თან ახლავს არასასურველო და ქვეყნის ეკონომიკისათვის საზიანო მოვლენებიც, მათ შორის ყურადსაღებია შემდეგი:

    კაპიტალის რეპატრიაცია და ქვეყნიდან მოგების სხვადასხვა ფორმით გატანა (დივიდენდების, პროცენტების, როიალტის სახით და სხვა), რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსზე.

    მოწყობილობა–დანადგარების, მასალების და მაკომპლექტებელი ელემენტების აქტიური შემოტანა გამოიწვევს სავალუტო ხარჯების ზრდას, ანუ კონვერტირებადი ვალუტის ქვეყნიდან გადინებას.

    გამოიწვევს ადგილობრივ მეწარმეთა და მომწოდებელთა ინტერესების შეზღუდვას და კონკურენციის გამწვავებას.

    ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე პირდაპირი და ირიბული ზეგავლენების ზრდას, რაც შექმნის ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტისათვის არახელსაყრელი პირობების შექმნას.

    ადგილობრივი პირობების, თავისებურებათა გაუთვალისწინებლობა და ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურის დეფორმაციის პირობების ჩამოყალიბების იგნორირება.

    ტრადიციული ეროვნული ეკონომიკის დარგების დაქვეითებას და რიგ შემთხვევებში მოსპობას.

    ინვესტიციების ხარჯზე შექმნილ უცხოურ საწარმოებში უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება გამოიწვევს უფრო მკვეთრ ქონებრივ დიფერენციაციას და სოციალურ დაძაბულობას საზოგადოებაში.

    ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პრობლემების პროგნოზირებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს პრობლემათა განხილვა მაკრო, მეზო და მიკროდონეებზე. ამავე დროს სასურველო იქნება მათემატიკური მეთოდებით დადგინდეს სოციალურ–ეკონომიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) დამოკიდებულება ენდოგენური და ეგნოზენურიფაქტორების გავლენებზე, ობიექტის სტატისტიკური მონაცემების კორელაციურ–რეგრესიული ანალიზის საფუძველზე.

    სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების განხილვა და გადაწყვეტა მოითხოვს საზოგადოებრივი და ბუნებრივი პროცესების განცალკევებულ შეფასებას და მათ ურთიერთქმედებებს (ურთიერთდამოკიდებულებებს).

    პრობლემათა სისტემური ანალიზი მოითხოვს არსებული რესურსების აღრიცხვას, მათი ეფექტური გამოყენების მიზნით. ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რათა მოიძებნოს რესურსების დირექტიული განაწილების ალტერნატივა, რომელიც შეესატყვისება საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს.

    სოციალურ–ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბება მოითხოვს საწარმოო სიმძლავრეთა გამოყენების რეგულირების მექანიზმის შემუშავებას და შესაბამისი საკადრო პოლიტიკის გატარებას.

    ოპტიმალური სოციალურ–ეკონომიკური განვითარების მოდელის შემუშავება მოითხოვს მიზნობრივი ფუნქციონალური და ინსტიტუციონალური სოციალური სისტემების ფორმირებას, ამავე დროს აუცილებლობას წარმოადგენს ქვეყნის სოციალურ–შრომითი (მწარმოებლური) პოტენციალის გამოყენება. რაც დამოკიდებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ფუნქციონირებაზე და, რაც მთავარია, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის საქმიანი და შემოქმედებითი ინიციატივის მიზანმიმართული და გეგმაზომიერი განვითარების ხელშემწყობი პირობების  ფორმირება.

    ავტორი :ოლეგ ეჯიბაძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ეკონომიკა |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მარკეტინგი და რეკლამა უცხოური ლიტერატურა საბირჟო საქმე მათემატიკა გეოლოგია გეოგრაფია საბანკო საქმე პედაგოგიკა მეტალურგია სოფლის მეურნეობა ჟურნალისტიკა ჟურნალისტიკა და PR საერთაშორისო ურთიერთობები მიფოლოგია მშობლიური ენა და ლიტერატურა ელექტრონიკა პოლიტოლოგია სახელმწიფო მოწყობა და მართვა ავიაცია ვეტერინარია პროგრამირება გეოპოლიტიკა ბუღალტერია და აუდიტი გეოდეზია მეცნიერება და ტექნიკა მედიცინა, ჯანმთელობა ინფორმატიკა კულინარია კრიმინალისტიკა მართვა კულტურა და ხელონება ქიმია მეწარმეობა კულტუროლოგია მრეწველობა, წარმოება საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია ფსიქოლოგია ლოგისტიკა მასმედია ლოგიკა ისტორია საბაჟო სისტემა ეკოლოგია სოციოლოგია ფილოსოფია ფიზიკა სამართალი ტურიზმი ინვესტიციები სტატისტიკა მენეჯმენტი ტრანსპრტი უცხო ენები დაზღვევა ფინანსები და კრედიტი რელიგია არქიტექტურა სექსოლოგია ასტრონომია გადასახადები ზოოლოგია ფიზკულტურა და სპორტი ბიოლოგია ტექნოლოგია მუსიკა სხვა ეკონომიკა
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2025