![](definitions/1337religia.jpg) სიბრძნეს ადამიანი მნიშვნელოვანწილად წიგნის საშუალებით ითვისებს, თუმცა ეს წილი ტექნიკის განვითარების შედეგად საგრძნობლად შემცირდა. კომპიუტერმა არ უნდა დააკნინოს წიგნის მნიშვნელობა, პირიქით, ორივემ ერთად კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ადამიანის სულიერი მრწამსი, აზროვნების უნარი, მეტყველების კულტურა... წიგნიერი ადამიანები მეტად უნდა დაფასდნენ სახელმწიფოს მხრიდან და წიგნების გამოცემა-გამრავლების საქმეც მეტად უნდა წახალისდეს.
თუმცა ბევრი წიგნის წაკითხვა არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ჭეშმარიტი ცოდნა მიიღო. Aადამიანები ხშირად ხედავენ მრავალ სასწაულს, მაგრამ ვერ აცნობიერებენ მათ. ჭეშმარიტი ცოდნა მხოლოდ უფლის უდიდეს რწმენასა და მორჩილებას ახლავს და მხოლოდ ჭეშმარიტ ქრისტიანობაშია შესაძლებელი ადამიანის მიერ წაკითხულმა წიგნებმა ჭეშმარიტად გაანათლონ მისი გონება.
ტექნიკის, მსოფლიო ბაზრისა და ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებამ მსოფლიო ერთიან დიდ ოჯახად გადააქცია. თუმცა გლობალიზაციას დადებით მხარეებთან ერთად ძალიან ბევრი პრობლემა ახლავს, მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმი ყველა დროის უმძიმესი სენი გახდა.
რელიგია გვასწავლის, რომ გლობალიზაციას არ უნდა შევუშინდეთ და იგი ყოველმა ქვეყანამ სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. საერთაშორისო და ეროვნულმა კანონმდებლობებმა კი ყოველ ქვეყანას თავისი საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში უნდა შეუწყოს ხელი. მხოლოდ რელიგია და სამართალი შეძლებენ იდეალურად დაუპირისპირდნენ ტერორიზმის ბოროტ ძალას. მსოფლიოს ხალხებთან ერთად ტერორიზმთან იდეოლოგიური ბრძოლისათვის პირადად ჩემთვის ძალზე ყურადსაღებია საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ქადაგებები, რომელიც აღნიშნავს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და კომპიუტერი (ინტერნეტი) “ახალ ნოყიერ ნიადაგს ქმნიან მსოფლიო კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგისათვის” (იხ: საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების შესახებ, თბილისი, 2004, გვ. 34).
მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ფაშიზმის მსოფლიო ურჩხულის დამარცხება მხოლოდ ქვეყნების გაერთიანებული ძალისხმევით მოხერხდა, რაშიც უდიდესი როლი შეასრულეს აშშ_მ, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთმა და პატარა საქართველომაც, რომელმაც პროცენტულად მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა ფაშიზმის წინააღმდეგ სამართლიან ბრძოლაში.
ჭეშმარიტ რელიგიას შესწევს უნარი დაანახოს საზოგადოებრიობას ტერორიზმის ლიდერების დიდი ავანტიურა, რომელიც ბნელი (გაუნათლებელი) ფანატიკოსებით საზრდოობს. მილიონობით უდანაშაულო ადამიანი ხომ ტერორიზმის ამ ბნელი ძალის მსხვერპლი გახდა.
ტერორიზმთან მიმდინარე თანამედროვე ომის ერთ-ერთი უმთავრესი სირთულე ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში მტერი უხილავია – არ ვიცით საფრთხე კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან და ქვეყნების ჯგუფიდან მოდის.
ტერორისტები უკავშირდებიან იარაღითა და ნარკოტიკით ვაჭრობის ბარონებს განვითარებულ ქვეყნებშიც კი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ სიკეთის ძალების გაერთიანებული ძალისხმევითაა შესაძლებელი.
ძალზე მახარებს, რომ ჩემი თაობის ახალგაზრდობა სულ უფრო თამამად და მასიურად ღებულობს მონაწილეობას ანტიტერორისტულ კოალიციაში, რომელიც ერაყში, საუდის არაბეთსა და სხვა ქვეყნების ტერორიზმის კერების აღმოჩენისა და ჩაქრობის პროცესში მონაწილეობს.
ჩემი აზრით, ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, რომ გამძაფრებული ტერორიზმის აღნიშნულ ქვეყნებში შემოვიკრიბოთ ახალგაზრდობის პროგრესული ძალები, რაშიც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, კულტმასობრივი ღონისძიებები და ახალგაზრდული ბანაკების პრაქტიკა შეიძლება გამოვიყენოთ.
სახიფათოა ტერორისტების ხელში არსებული “შავი” ბიზნესის ფინანსური წყაროების მასშტაბები. მათი ზუსტი შეფასება შეუძლებელია, თუმცა დარწმუნებით შეიძლებას ითქვას, რომ ტერორისტული მაფია ძალზე მომგებიან სფეროებს აკონტროლებს.
ბევრს ვლოცულობ, რომ ღმერთმა დაიფაროს მსოფლიო ტერორიზმის სახიფათო ურჩხულისაგან და რაც შეიძლება მალე ამოიყვანოს მრავალი მოტყუებული ახალგაზრდა მისი ვერაგი ჭაობიდან.
მწამს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო ქრისტიანობის უდიდეს გზაზე თავის ტრადიციულ და ახალ მოკავშირეებთან ერთად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტერორიზმის დამარცხებაში.
მჯერა, რომ ჩვენი თაობა რწმენითა და პროფესიონალიზმით შეძლებს გათიშოს და დაამარცხოს გლობალური ტერორიზმი.
ტერორიზმის დამარცხება მძლავრ სტიმულს მისცემს საყოველთაო აღმშენებლობას, მათ შორის ჩემს პატარა განვითარებად საქართველოში. Gგენიალურად არის ნათქვამი ჩვენი პატრიარქის სიტყვებში: “ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია გარკვეული პრიორიტეტების განსაზღვრა. Aამაზეა დამოკიდებული, თუ როგორ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდებით. ვფიქრობთ, მომავალმა თაობამ უმთავრესი ყურადღება უნდა მიაქციოს სამეცნიერო, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროს, რომ ჩვენი ქვეყანა სრულფასოვან ქვეყანად იქცეს... მომავალი ეკონომიკური განვითარება, ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან, კერძოდ, წყლის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ადგილის მოპოვებასთან. დღეს კი უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. უნდა შეიქნას სამუშაო ადგილები, რომ ხალხი დასაქმდეს და გამოვიდეს იმ მძიმე სოციალური პირობებიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება” (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სააღდგომო ეპისტოლე. _ ქაროზი, 2006, #3, გვ.4).
ტექნიკა-ტექონოლოგიების განვითარებამ დამანგრეველი ძალა შეიძლება შეიძინოს, თუ ის ჭეშმარიტ რწმენასთან ერთად არ მიმდინარეობს. თავის მხრივ, უფლის თხოვნითა და შეწევნით, სულ უფრო მნიშვნელოვანი და სასიკეთო აღმოჩენები მიიღწევა ხალხის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.
ძალზე სასიხარულოა, რომ ეკლესიის მნიშვნელობას დამოუკიდებელი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც კარგად ხედავს: “ვადასტურებთ ისტორიულად ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს სახელმწიფოს ფორმირებაში და ერის ცნობიერების ჩამოყალიბებაში” (შეთანხმება სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიასა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ურთიერთანამშრომლობის შესახებ. - საპატრიარქოს უწყებანი, 2006, #19, გვ. 7).
ღმერთს ვთხოვ დაიფაროს და გააძლიეროს ჩემი საქართველო, მასთან ერთად მსოფლიოს ყველა ხალხები. |