მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    SMS ნანახია (21376) - ჯერ 10 მარტი 2012

    დიდი დროისა და ძალისხმევის  შედეგად კაცობრიობამ ბოლოსდაბოლოს მიაღწია  იმას, რომ  ყველასთვის   ნებისმიერი პიროვნება ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა მაკგრათის აზრით სწორედ "ეს არის ყველაზე დეპრესიული შედეგი კომუნიკაციის რევოლუციისა." მოცემულ სტატიაში ერთად დავათვალიეროთ მონეტის მეორე მხარე.

    1992 წლის 3 დეკემბერს კომუნიკაციური სივრცე პირველმა SMS-მა გაარღვია.  Vodafone-ის ინჟინერმა ნეილ პაპვორტმა საშობაო მილოცვა გაუგზავნა თავის კოლეგებს. მას შემდეგ გავიდა 18 წელი და ყოველ წამს 200000 SMS არღვევს კომუნიკაციურ სივრცეს.  Internatiol Telecommunications Union(ITU)  2010წლის ოქტომბრის  მონაცემებით გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა 2007-დან 2010 წლამდე გასამაგდა. მათი რიცხვი 1,8 ტრილიონიდან 6,1 ტრილიონამდე გაიზარდა. მოცემული მედიუმის ასეთი გასაოცარი  წარმატება არაერთხელ გამხდარა აკადემიურ წრეებში დებატების თემა. თუმცა რეიდი და რეიდი ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ძალიან მცირე ინფორმაციას ვფლობთ SMS-ის ფსიქოლოგიური გავლენის შესახებ მის რეგულარულ მომხმარებელთა სოციალურ ინტერაქციაზე.  აკადემიური მხრიდან ასეთი პასიურობა გამოწვეული იყო იმით, რომ დისკურსები მობილური კომუნიკაციების შესახებ ფოკუსირებული იყო მობილურით კომუნიკაციის როგორც მთლიანის შესწავლაზე და მობილურით საუბარს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ცალ-ცალკე შესწავლის სფეროდ არ განიხილავდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ვორსფოლდი თავის ნაშრომში "ტექსტური შეტყობინების სოციალური მნიშვნელობა" აღნიშნავს, რომ SMS  სოციალურად და ტექნოლოგიურად სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და საკმარისად გამორჩეულია სხვა საკომუნიკაციო მედიას შორის, იმისათვის რომ ცალკე დისკუსია დაიმსახუროს. "მე გამომაქვს დასკვნა, რომ SMS თავისი სიმარტივითა და მისი  მასიური გამოყენების შესაძლებლობით, გვთავაზობს იმ გზის ილუსტრაციას, რომლითაც ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ხასიათს."-წერს ის.

    უდავოა, რომ SMS განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობს. ასეთი  დიდი პოპულარულობის განმაპირობებელი რამდენიმე ფაქტორი არსებობს: პირველი ფაქტორი: რეინგოლდი აღნიშნავს, რომ ახალგარზდები უფრო ხშირად არიან ახალი ტექნოლოგიების ადრე ამთვისებლები, რადგან მათ უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვთ  მათი გამოყენების წესების შესასწავლად და ნაკლებად ეჯაჭვებიან ტრადიციული გზით ამოცანების გადაწყვეტას.  გარდა ამისა, ახალგაზრდები ნაკლებად უშინდებიან რისკის გაწევას და შესაბამისად უფრო მეტი სურვილი აქვთ გამოსცადონ რაიმე ახალი.  

    ვოლსფორდიც SMS-ს  იდეალურ კომუნიკაციის იარაღად მიიჩნევს ცხოვრების იმ პერიოდში,  როცა მაღალია  ფოკუსირების ხარისხი სოციალიზირებასა და იდენტობის ჩამოყალიბებაზე. როგორც ლინგი ამტკიცებს "მობილური ტელეფონი და ტექსტური შეტყობინება განსაკუთრებით შეესაბამება ახალგაზრდების ცხოვრების მოხეტიალე სტილს. მათთვის მისაღებია სპონტანურობა და დაგეგმვის დინამიკური სტილი, რომლის საჭიროება ნაკლებია მოწიფული მოზრდილების ცხოვრების უფრო დარბაისლური და რუტინული  სტილის  განმავლობაში."

    დაბოლოს, SMS სთავაზობს თინეიჯერებს განმარტოების განცდას, რაც დღითი დღე უფრო რთული მოსაპოვებელი ხდება.  მოზრდილების ზედამხედველობისგან თავისუფალი პირადი ფიზიკური სივრცის გაზიარებით SMS უზრუნველყოფს ახალგაზრდა ადამიანებისთვის "ვირტუალური თავშეყრის ადგილის" შექმნას.

     საინტერესოა, რომ მამაკაცებმა უფრო ადრე დაიწყეს SMS-ის გამოყენება, თუმცა დღეს უფრო მეტი  და მეტი კვლევა აჩვენებს, რომ ქალები აგზავნიან მნიშვნელოვნად მეტ მესიჯს ვიდრე საპირისპირო სქესის წარმომადგელები. ამის გარდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები  „უფრო მარდ ტექსტურ შემტყობინებლებად”  არიან მიჩნეულნი. მათ მიერ გაგზავნილი SMS არის უფრო გრძელი და კომპლექსური ვიდრე მამაკაცების. ბარკუსმა და ვალგარდმა გააფართოვეს რა ამ საკითხზე მსჯელობა, წამოაყენეს გარკვეულწილად საწინააღმდეგო მოსაზრება. მათი აზრით ზოგადი ტენდენცია მდგომარეობს შემდეგში: ქალები მიდრეკილნი არიან გააგზავნონ არამნიშვნელოვანი ხასიათის მესიჯები, მაშინ როცა მამაკაცები  იშვიათად თუ ღალატობენ  მნიშვნელოვანი მესიჯების გაგზავნის ტრადიციას პრაქტიკულობის თვალსაზრისით. უფრო პრაგმატულ ხედვას გვთავაზობს ლინგი, რომელიც ქალებს შორის SMS-ის პოპულარულობას ხსნის ქალების მიერ მამაკაცებზე უკეთესი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ფლობის ფაქტით. ამახვილებს რა ყურადღებას ქალების ეპისტოლარულ ნიჭიერებასა და ტელეფონით დარეკვის სიმამაცეზე, ლინგი აღნიშნავს, რომ ზოგადად, როგორც ჩანს, ქალები  უკეთეს ინტერაქციულ უნარებს ფლობენ. ისინი უკეთ ახერხებენ  ახალი სტრატეგიული სასაუბრო თემის შემოტანას ინტერაქციის პროცესში, უფრო სრულყოფილად იყენებენ რიტორიკულ საშუალებებს საუბრის შესანარჩუნებლად,  უფრო ხშირად მიმართავენ სხვადასხვა სახის  კრიტიკას თუ ინტერპრეტაციას.  

     

    SMS-ის გამოყენების  მიზნები
    ბარკუსის და ვალგარდას კვლევებზე დაყრდნობით ავტორი გამოყოფს SMS-ის ორ ტიპს: პრაქტიკული დანიშნულების მქონე SMS-ები და SMS-ები სოციალური ბაზისით. ლინგი ხაზს უსვამს ამ მედიუმის მოსახერხებელ და პრაქტიკულ ბუნებას. „SMS-ები გვაძლევენ საშუალებას მოვახდინოთ ყოველდღიური აქტივობების კოორდინირება, გავაგზავნოთ სიყვარულის გამომხატველი შეტყობინებები,  მივიღოთ სწრაფი პასუხები კითხვებზე და  ყველაზე მნიშვნელოვანი- შევინარჩუთ კავშირები ადამიანებთან მიმდინარე მომენტამდე.”  ბარკუსი და ვალგარდა აღნიშნავენ, რომ მათი კვლევის ბევრი მონაწილე აღწერდა SMS-ის ბუნებას როგორც ნაკლებად ღრმას და ნაკლებად ინტიმურს. ამ კვლევის რესპოდენტები პასუხობდნენ, რომ ხშირად იყენებენ SMS-ებს როგორც საშუალებას ისეთ ადამიანებთან კონტაქტისა, რომლებთანაც ტელეფონით საუბრისას თავს არაკომფორტულად გრძნობენ. SMS-ის ეს ასპექტი უკავშირდება რეიდისა და რეიდის დაკვირვებას, რომლის მიხედვითაც ფეის კონტროლი(Pace control)) და ასევე გამომეტყველების კონტროლი, რომლის შესაძლებლობასაც აძლევს SMS თავის მომხმარებლებს, ძალიან სასარგებლოა საკუთარი სელფის გამოხატვისთვის. რეიდსა და რეიდს გამოაქვთ დასკვნა, რომ  SMS დაეხმარება ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და პოზიტიურ გავლენას მოახდენენ უკვე არსებულ ურთიერთობებზეც განსაკუთრებით იმ ადამიანებში,  რომლებიც  მიდრეკილნი არიან სოციალური შფოთვისკენ.
     SMS-ის უნარი დააკმაყოფილოს მისი მომხმარებლების ღრმა სოციალური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები, წარმოადგენს ამ მედიუმის ყველაზე მაინტრიგებელ მახასიათებელს. რეიდი და რეიდი ამტკიცებენ, რომ გაცილებით მეტი ადამიანი აგზავნის ტექსტურ შეტყობინებას სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების მიზნით, ვიდრე პრაქტიკული ღონისძიებების ორგანიზებისთვის. SMS-ისადმი ფსიქოლოგიური მიდრეკილების მოცემული მოსაზრების დამატებით არგუმენტებს გვთავაზობენ ბარკუსი და ვალგარდი. მათი აზრით ტექსტური შეტყობინება ემსახურება  ზოგიერთი ადამიანის ძალიან მნიშვნელოვან მიზნებს. მაგალითად ჯგუფის წევრებს შორის სამუდამო კავშირის განცდა, რომელსაც უზრუნველყოფს SMS, თავაზობს მათ კომფორტულ მდგომარეობას. ტექსტური შეტყობინება პერმანენტულად ახსენებს მათ, რომ ისინი  დიდი ჯგუფის ნაწილს შეადგენენ, რომლის დანარჩენი წევრებისგან მხოლოდ  ერთი ღილაკის შეხების დისტანციით არიან  დაშორებულნი. ყველაზე მძაფრად SMS-ისადმი ფსიქოლოგიური მიდრეკილება შეინიშნება ახალგაზრდა ადამიანებში. მათი მოტივაცია SMS-ის გამოყენებისა არის კომპლექსური, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკუთარი მეს განსაზღვრის და სხვებთან ურთიერთობის მოთხოვნილებები. თინეიჯერებისთვის SMS, Facebook-ის მსგავსად, წარმოადგენს მედიუმს, რომლის დახმარებითაც თხზავენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ იდენტობებს სამყაროში, რომელიც მოზრდილების სუპერვიზიის არეს სცილდება. როგორც რეინგოლდი აღნიშნავს, SMS-ს „იყენებენ ახალგაზრდები როგორც ნედლ მასალას საკუთარი იდენტობისა და ჯგუფის მაფორმირებელი აქტივობებისთვის”.
     
     აღსანიშნავია,  რომ რეინგოლდი  ახალგაზრდების მიერ SMS-ების  იდენტობის ჩამოყალიბებისთვის გამოყენების შესახებ მსჯელობისას ეყრდნობა გოფმანის კონცეპციას სელფის პრეზენტაციის შესახებ. კომუნიკაციის შინაარსზე დაკვირვების შედეგად გოფმანი მიიჩნევს, რომ  „ადამიანთა კომუნიკაციის გზები და ის ჯგუფები, რომლებიც მათ აუდიტორიას წარმოადგენენ, შეადგენს იმ სოციალური მექანიზმის ნაწილს, რომელსაც  საკუთარი იდენტობის კონსტრუირებისთვის იყენებენ ადამიანები.”   სელფის პრეზენტაცია ორი განსხვავებული   ნაწილისგან შედგება: შიგა ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა იდენტობის შემოწმებისა და გამოკვლევის პროცესს და გარე პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი იდენტობის გამოხატვას სხვების წინაშე. ტექსტური შეტყობინება მის მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას  მიმართოს სელფის პრეზენტაციის ორივე ელემენტს. შიგა პერსპექტივის მიხედვით SMS-ით კომუნიკაციის ირიბი ბუნება ანიჭებს მის  მომხმარებელს უნარს გამოიკვლიოს საკუთარი ხასიათის სხვადასხვა თავისებურებები. ლოუსენი განმარტავს: „ტექსტურ დიალოგში შენ შეგიძლია ისეთი რამის თქმა, რასაც არასდროს იტყვი პირისპირ ან მობილურით საუბრისას.”  გოფმანის აზრით SMS-ის მნიშვნელოვან ღირსებად უნდა მივიჩნიოთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას ისეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა, როგორიცაა სხვადასხვა სახის მორგება და საკუთარი პიროვნების სხვადასხვა მხარის გამოკვლევა იმ უარყოფით სოციალური შედეგების გარეშე, რომლებიც ასოცირდება პირისპირ  შემხვედრთან ინტერაქციის მოულოდნელ პროცესთან.
     
     გარე პერსპექტივის მიხედვით SMS აძლევს შესაძლებლობას მის მომხმარებლებს გამოხატონ საკუთარი თავი სხვების წინაშე როგორც საკუთარი ნააზრევის გადმოცემით, ისე მანერებით, რომელთა საშუალებითაც საკუთარი თავის არტიკულირებას ახდენენ. მაკგრათი ადარებს რა ტექსტურ შეტყობინებას მუსიკის ლირიკულ სტილს ჰიპ-ჰოპს, SMS-ის წერისა და გაგზავნის აქტს განიხილავს როგორც შემოქმედებით პროცესს, რომელშიც მწერლები ზოგჯერ ისწრაფვიან(იბრძვიან) „  არა სათქმელის ცხადად ჩამოყალიბებისკენ, არამედ რებუსის მსგავსი მოხერხებულობის გამოვლენისკენ, რომლის ძირითადი მიზანია  საკუთარი თავის დემონსტრირება.”    მსგავსს მოსაზრებას გამოხატავს თურლოუც და ხაზს უსვამს SMS-ების ინდივიდუალური სტილის არსებობის ფაქტს, რისი დახმარებითაც მიმღებს შეუძლია ამოიცნოს გამგზავნელის ვინაობა ისეთი მიმნიშნებლების საშუალებით, როგორიცაა აბრევიატურა, სიცილაკები(სმაილები) და  თანმიმდევრული სტილის სხვა მარკერები.
     
     დამატებითი როლი, რომელსაც თამაშობს SMS ახალგაზრდრთა შორის იდენტობის ფორმირების პროცესში არის მისი უნარი გააერთიანოს მისი მომხმარებლები. სოციალური ბაზისის მქონე SMS-ების მიზანს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა გამგზავნელი აცნობიერებს ამას თუ არა, მიმღებთან ურთიერთობის გაღრმავება და შესაძლებლობის მიცემა მიმღებისთვის ფლობდეს ინფორმაციას, რომ  გამგზავნელი მასზე ფიქრობს. რა თქმა უნდა, ასეთი სახის SMS-ის გაგზავნისას გამგზავნელი იმედოვნებს, რომ მისი შეთავაზება რეციპროკულ პასუხს მიიღებს. ამგვარად მას ეცოდინება რომ მეგობრობის განცდა ორმხრივია.
    სიმბოლური მნიშვნელობა
       მობილურ ტელეფონებს, როგორც სოციალური კავშირის  მედიუმს, მრავალი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში.  ზ. ვიკოუკალოვამ იკვლია მოცემული მოწყობილობის სიმბოლური მნიშვნელობა 17-დან 19 წლამდე ასაკის ჩეხ მოზარდებში. კვლევის შედეგების მიხედვით რესპოდენტების  ორი მესამედი არასდროს რთავს მას, ერთი მესამედი არასდროს იშორებს  მას გვერდიდან, მუდმივად თან ატარებენ მას. მობილურის გამორთვის სიმბოლური დანიშნულებაც საინტერესოა. რესპოდენტების პასუხების მიხედვით ისინი რთავენ მობილურს ემოციურად რთულ სიტუაციებში. მაგალითად, როცა მათ არ სურთ კომუნიკაცია, როცა ისინი არიან გაღიზიანებულნი ან დეპრესიულები. ეს შეიძლება აიხსნეს  იმით, რომ მობილურის  გამიზნული გამორთვა  და მეტაფორულად „საკუთარი თავის მარტო ოთახში გამოკეტვა”  ანუ პოტენციური ინტერაქციისა და პოტენციური ვიზიტორებისგან თავის არიდება, გულისხმობს სხვების მისამართით გარკვეული სახის დასჯის მექანიზმის გამოყენებას.
    მოცემული კვლევის რესპოდენტების ნახევარმა განაცხადა, რომ იყენებს მისალმება მესიჯებს. ვიკოუკალოვას აზრით მისალმება მესიჯები წარმოადგენს იარაღს აშკარა პრაგმატიკული ფუნქციის გარეშე, რომელიც გარკვეული ხარისხით  ინტრა-ფსიქიკური კომუნიკაციის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ამ შემთხვევაში მობილური ტელეფონის მფლობელი  მის მობილურთან ურთიერთობის ინტერნალიზებას ახდენს, ქმნის ემოციურ კავშირს, სიმბოლურ ურთიერთობას მასთან, რასაც შეუძლია ჩაანაცვლოს გარკვეული ხარისხით სხვა ადამიანის არსებობა. ისეთი მისალმება მესიჯების დახმარებით, როგორიცაა მაგალითად „გამარჯობა, გიორგი”, „შენ ამას შეძლებ”, „წარმატებებს გისურვებ”  და ა.შ მობილურის მფლობელი ელაპარაკება საკუთარ თავს მოწყობილობის საშუალებით. ისინი ამხნევებენ, მოტივაციას უზრდიან, ესალმებიან, რჩევას აძლევენ ან ეხუმრებიან საკუთარ თავს.  
    SMS-ები ხშირად ითავსებს დღიურის ჩამნაცვლებელის ფუნქციასაც. მოზარდთა უმრავლესობა ინახავს მნიშვნელოვან მესიჯებს. ზოგიერთი მათგანი უბრუნდება  და თავიდან კითხულობს მათ. შენახული SMS ყველაზე ხშირად არის პარტნიორებისგან და თანატოლებისგან და ჩვეულებრივ აქვს რომანტიული, პოზიტიური და იუმორისტული კონოტაცია. როგორც ჩანს, ტექსტური შეტყობინებების განმეორებით წაკითხვა აღვიძებს მკითხველში მისთვის საუკეთესო, პრივილეგირებულ ემოციებს. მოცემული კვლევის მონაწილეების მიხედვით, SMS-ებს შეუძლიათ მათში პოზიტიური ემოციების აღძვრა, ასე რომ,  როცა მათ სურთ გამხნევება ან აქვთ სურვილი, რომ უბრალოდ კარგად გრძნობდნენ თავს, უბრუნდებიან მიღებულ შეტყობინებებს და იყენებენ მათ როგორც გამხნევების წყაროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ SMS-ებს შეუძლია განგვაცდევნოს რომ მისი გამომგზავნი არც თუ ისე შორი დისტანციითაა ჩვენგან დაშორებული, ამგვარად უზრუნველყოფს სიახლოვის  განცდას და  სიმულტანურად მათი არ ყოფნის რეალობის შემცვლელად გვევლინება.
    დაბოლოს, მართალია რთულია არ დაეთანხმო მაკგრათს, რომ არც თუ ისე კომფორტულია იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს, თუმცა შეუძლებელია არ დავინახოთ ის პოზიტიური გავლენაც, რომელსაც მოკლე ტექსტური შეტყობინება ახდენს ჩვენს სოციალურ ინტერაქციაზე. სოციალური ინტერაქცია კი, როგორც ცნობილია, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის.
    ავტორი :თამარ ჩხაიძე კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    სხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში პროფესიულ ცენტრში განმანათლების მართვის ორგანოებში კოლეჯში სკოლამდელ დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2024