მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    ძველი ახალი სასწაული - კავკასიური იოგა ნანახია (17766) - ჯერ 01 მარტი 2012
    ეს საიდუმლო სწავლება  1955 წელს გახდა ცნობილი პოლონელი გრაფის, სტეფან კოლონა ვალევსკის წყალობით.
    კავკასიის მთებში მოგზაურობისას, 1920-იან წლებში, იგი შეხვდა ორ განდობილს, რომლებმაც გრაფს ზოგიერთი რამ გაუმხილეს, ცოდნა ზეპირად გადასცეს და ფიცი ჩამოართვეს, რომ მათ ვინაობას არ გაამხელდა. თავის მასწავლებლებს გრაფი აღარასოდეს შეხვედრია. ვალევსკიმ კავკასიური იოგა (ადამიანის განვითარების სისტემა) ამერიკაში ჩასვლის მერე დაწერა ინგლისურ ენაზე. სხვათა შორის, წიგნი დაიბეჭდა თუ არა, გრაფი მაშინვე გარდაიცვალა. ის ნიუ-იორკში ცნობილი კოლექციონერი გახლდათ. სამწუხაროდ, კავკასიური იოგა, რომელიც კოლორადოს შტატში გამოიცა, დაუმთავრებელია, მაგრამ გრაფი ამტკიცებდა, ასეა საჭიროო...
    ... უცხოური წყაროებიდან ვიცი, რომ სვანეთის მთებში დღესაც ცხოვრობენ განდობილები. ისინი პოლონელ გრაფს 89 წლის წინ შეხვდნენ... იმის დაშვებაც კი შეიძლება, რომ საიდუმლო საზოგადოების წევრები დღემდე ცოცხლები არიან.
     - «სვან ლამებს» გულისხმობთ?
     - დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით... გამიგონია, რომ სვანეთის მთებში არიან უხუცესები, რომლებიც ხალხმა «ლამებად» მონათლა. ისიც თქვეს, მათ სანახავად ედუარდ შევარდნაძეც იყო, ზვიად გამსახურდიაც, მაგრამ მხოლოდ ბატონი ზვიადი მიიღესო.
     - რით განსხვავდება «კავკასიური იოგა» მსოფლიოში აღიარებული იოგას მსოფლმხედველობისგან?
     - არის მოსაზრება, რომ იოგას მოძღვრება სწორედ კავკასიიდან გავიდა და დამკვიდრდა აღმოსავლეთში აბრეშუმის გზის მეშვეობით და ბუნებრივია, რამდენამდე სახეც იცვალა.
      «კავკასიური იოგას» სწავლების თანახმად, «სამართლიანობის კანონი ღვთის ნებაა». საგანგებოდაა ხაზგასმული ადამიანის დანიშნულებაც: «მე ვიმყოფები დედამიწაზე, რომ უკეთესი გავხადო იგი, უდაბნო სამოთხედ გარდავქმნა, ღვთისა და მისი მუშაკებისთვის უფრო ღირსეულ ადგილად ვაქციო». საკუთარი თავის შეცნობა ნიშნავს ჩაუღრმავდე შენს ადამიანურ არსს, დააკვირდე, შეისწავლო და დაგროვილი ცოდნა სათანადოდ გამოიყენო. ადამიანური არსის ინდიკატორია: «მე - მე ვარ (სამშვინველი), მე ვაზროვნებ, მე შევიგრძნობ, მე მსურს». ნებისმიერ სიტუაციას გავუმკლავდებით შეგნებულად განვითარებული ყურადღებით, დაკვირვებით, სწორი ინტერპრეტაციითა და დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენებით - «შექმენი მიზეზი და უთუოდ მიიღებ შედეგს». «კავკასიური იოგა» საშუალებას გვაძლევს, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ყოფის ნებისმიერი სფეროდან (ფიზიკური, მენტალური, სულიერი და ფსიქიკური), გვასწავლის, როგორ გავიმარჯვოთ და რა გზით გადავჭრათ პრობლემები. მედიტაციას და ყურადღების კონცენტრაციას სუნთქვითი ვარჯიშების ფონზე. სწორად სუნთქვა აუცილებელია ნებისმიერი ვარჯიშის შესრულების დროს, რადგანაც აზროვნების, შეგრძნებებისა და სურვილების ინდიკატორი სუნთქვაა. ნებისმიერ ცოცხალ არსებას, რომელიც ამ სამყაროში იბადება, აქვს თავისი ძირითადი რიტმი. ეს არის დედის სუნთქვა ცოცხალი არსების ჩასახვის მომენტში, ანუ მისი ვიბრაცია.  ადამიანის სუნთქვა უნდა შეესაბამებოდეს დედამიწის გულის ეზოტერიკული ცენტრის რიტმს.
       «კავკასიური იოგას» სწავლების მიხედვით, ტიტანური ენერგია (იგივე პრანა), რომელსაც სივრცე შეიცავს, ყველგანაა და მუდმივად ეძებს ადამიანში შეღწევის საშუალებას, რათა ჩვენი მეშვეობით გამოავლინოს თავისი ძალა. ამ ენერგიის ჰარმონიული დინება რომ შევიგრძნოთ, დედამიწის რიტმზე უნდა გადავიდეთ, რათა გავთავისუფლდეთ საკუთარი ვიბრაციისგან, ანუ ჩასახვის მომენტში დედის ნეგატიური შთაბეჭდილებებისგან. როცა ადამიანი საკუთარ სუნთქვას აცნობიერებს, სხეულის ნაწილებსა და ცენტრებს ამოსუნთქვის დროს მუხტავს. «კავკასიურ იოგაში» ვარჯიშებს ეწოდება «მასტერ-არკანები», დიდი და მცირე არკანები. «მასტერი» ანუ ოსტატი არის ადამიანი, რომელიც «კავკასიურ იოგას» მისდევს. «არკანი» ნიშნავს ვარჯიშს, ასე რომ, «მასტერ-არკანი» იგივეა, რაც «ოსტატის ვარჯიში». გრაფ ვალევსკის აღწერილი აქვს 7 «მასტერ-არკანი».  «კავკასიური იოგას» სწავლების თანახმად, სუნთქვა სიცოცხლეა. ვალევსკი აღწერს «მზის», «მთვარისა» და «ბუნდოვან» სუნთქვას.
            1999  წელი                                                                                 ნინო  გოძიაშვილი
    წიგნის გადმოწერა
    http://oqrossatmisi.ucoz.net/load/knigi/mistika/kavkazskaja_joga/3-1-0-22
    ავტორი :ზაქარია ტატინაშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    უცხო ენები სპორტი და ექსტრიმი პედაგოგიკა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ბუნება, ეკოლოგია კინო და მუსიკა მათემატიკა ქიმია დასაქმება და კარიერა სასწავლო და აღმზრდელობითი მომსახურება მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება გაცნობა, ურთიერთობები, სიყვარული სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელი გეოგრაფია ფიზიკა ხელოვნება და კულტურა ბავშვის მოვლა და აღზრდა ფსიქოლოგია ეკონომიკა რელიგია მშობლიური ენა და ლიტერატურა ფინანსები ჟურნალისტიკა, PR ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები სიახლე განათლების სფეროში სხვა განათლებისა და სასწავლო დაწესებულების მართვა მოდა და დიზაინი სოციოლოგია, პოლიტოლოგია საგანმანათლებლო დაწესებულება გართობა და თამაშები ოჯახი, მშობლები და ბავშვი იურისპრუდენცია აბიტურიენტი და გამოცდები ბავშვის ფსიქოლოგია და მედიცინა ბიოლოგია სკოლა და მოსწავლე მეცნიერება, გამოგონება, ტექნიკა და ტექნოლოგია პრესა განათლების შესახებ განათლება საქართველოში და მსოფლიოში კომპიუტერი, პროგრამები, ინტერნეტი
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2025