მთავარი მოსწავლეებს აბიტურიენტებს სტუდენტებს მშობლებს პედაგოგებს ადმინისტრატორებს რეკლამა გალერეა
FORUM
 
 

თითოეული თქვენგანის დონაცია, ანუ შემოწირულობა  - მოემსახურება მის მხარდაჭერას, ფუნქციონირებასა და სრულყოფას!    

RSS
რესურსები
აქტიური მომხმარებლები
ალექსანდრე ეჯიბაძე  
მზია გიგუაშვილი  
ნანა ხახუტაიშვილი  
მარიამი ნარიმანაშვილი  
ნინო ბაიდოშვილი  
ვიკა  
თიკა გამყრელიძე  
ნათია სორდია  
მარიამ დავითაშვილი  
ქეთევანი ვარდანაშვილი  
 
ახალი კომენტარები
  • მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები და სწორი პასუხები /Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება/
  • გთხივთ დადოთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული ბიოლოგიის ტესტები და პასუხები და მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო გავდივარ გამოცდაზე და ვნერვიულობ
  • ar aris dzalian rtuli,mtavaria mondomeba :*
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • -------
  • მათემატიკური პირამიდების საოცრება
  • dz magaria
  • 1992-93 წლების ომის შემდგომი ტრავმა აფხაზეთიდან დევნილებში
  • ბოლომდე რატომ არ დაიდო? :/
  • აზრი აქვს ცხოვრებას ... ცხოვრების მოლოდინში?
  • მოლოდინის რეალიზაცია მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, თუ დავუკვირდებით ყველაფერი ეს ალბათობაზეა აგებული,
  • დედამიწის სიხშირე და ადამიანის ტვინი. რატომ უნდა გარდაიქმნას ადამიანი?
  • cota fizika unda icode es rom gaigo da me ver gavigeb
  • მე ვერ დავამატებ ტესტს?
  • შენც შეგიძლია დამატება. სადაც ტესტებს ნახულობ , იქვე არის "დაამატე ტესტი" . ამას დააწექი და შექმენი.
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • mxolod am kriteriumebit adgent bavshvi nu adamiani aris tu ara rindigo?iqneb raime metodi shemogetavazebinat,romlis mixedvitac gavarkvevdit misi auris fersa tu taobisadmi identobas ...
  • „ინდიგოს ბავშვები“ - რა ვიცით მათ შესახებ?
  • saintereso statiaa dzalian didi madloba!!!
     
     

     

    თვითშეფასება – გზა თვითფორმირებისაკენ ნანახია (15297) - ჯერ 12 მაისი 2012

    ფსიქოლოგი ვირჯინია სატირი წიგნში „როგორ შევქმნათ საკუთარი თავი და ოჯახი“ წერს: „ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მარწმუნებს, რომ ადამიანის ყველა ტკივილი, პრობლემა, მიუღწეველი მიზნები თუ ჩადენილი დანაშაულებები განპირობებულია მისი დაბალი თვითშეფასებით; მას ადამიანი ვერ აცნობიერებს და ვერც ცვლის...“

    ადამიანის თვითშეფასება ვლინდება   თითოეულ მოქმედებაში და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ცხოვრებას. ასე რომ, ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას.

    რა არის თვითშეფასება? – ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ ურთიერთობებში, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენი დაფიქრებულა მის არსსა და მნიშვნელობაზე.
    თვითშეფასება არის საკუთარ თავთან დამოკიდებულება, წარმოდგენა საკუთარ მე-ზე, მისი შეფასება. სამწუხაროდ, ადამიანებს ყოველთვის რეალისტური თვითშეფასების უნარი არ გააჩნიათ. ისინი ხშირად ზედმეტად დაადაბლებენ ან აამაღლებენ ხოლმე საკუთარ მნიშვნელოვნობას. ძლიერ ან სუსტ პიროვნულ მახასიათებლებზე არაადექვატური წარმოდგენა კი ხელს   უშლის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ცხოვრებისეული მიზნების მიღწევას.


    ჰარმონიული და ბედნიერი გრძნობების განცდისათვის მნიშვნელოვანია საკუთარ ღირსებებსა და ძლიერ მხარეებზე ხაზგასმა.   საგულისხმოა, რომ თითოეულ ადამიანს სხვადასხვა უნარ-შესაძლებლობა გააჩნია. საჭიროა საკუთარ თავში ამ პოტენციალის პოვნა და მისი რეალიზების რწმენა. ეს ძლიერ პოზიტიურ ზეგავლენას იქონიებს პიროვნებაზე და მას დაბალი თვითშეფასებისაგან დაიცავს.   დაბალი თვითშეფასება არ შეიძლება იყოს რეალისტური, ადექვატური. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითოეულ პიროვნებას აქვს ის დასაფასებელი უნარები, რომლებიც არ შეიძლება მისი მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას იმსახურებდეს.


    ადექვატური თვითშეფასების მქონე ადამიანი თავს გრძნობს მნიშვნელოვნად და საჭიროდ; განიცდის, რომ მისი არსებობით სამყარო უკეთესია. მას სწამს საკუთარი შესაძლებლობების, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარიანობის, მიზანშეწონილი ქცევის განხორციელების. ასეთი თვითშეფასების მქონე პიროვნება არც სხვებისათვის დახმარების თხოვნას ერიდება და შეუძლია მათი ღირსებების, ფასეულობებისათვის პატივისცემა. ის სულდგმულობს იმედითა და რწმენით.


    რა თქმა უნდა, ადამიანი ხანდახან აწყდება ცხოვრებისულ კრიზისებს – პერიოდებს, როცა მოცულია პრობლემებით და ცხოვრება მისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ დროს პიროვნება განიცდის დაღლილობას, უარყოფითი ემოციური ფონით დატვირთვას, დათრგუნულობას. თუმცა, ადექვატური თვითშეფასების მქონე პიროვნება ამ დროებით გრძნობას აღიქვამს, როგორც მიმდინარე კრიზისის ბუნებრივ შედეგს. მას შეუძლია აღიაროს თავისი წარუმატებლობები, ცხოვრებისეული სირთულეები და საკუთარ თავში იპოვოს მათი გადაწყვეტის ძალა. ადექვატური თვითშეფასების მქონე პიროვნება არ უარყოფს პრობლემების არსებობას და არ ატყუებს საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს. ასეთი აღიარება კიდევ უფრო ეხმარება წინააღმდეგობებთან გამკლავებაში.


    სამწუხაროდ, ყველა ადამიანი ვერ ართმევს თავს ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბების ამოცანას. ბევრი იტანჯება დაბალი თვითშეფასებით. ისინი გარშემომყოფებისაგან მუდმივად ელიან დაცინვას, ტყუილს, შეურაცხჰოფას; ხდებიან აპათიურები როგორც საკუთარი თავის, ისე ახლობლების მიმართ; მათი ცხოვრების თანამგზავრი ხდება შიში, რაც მარტოობასა და იზოლაციაში ყოფნას განაპირობებს.
    უნდა აღვნიშნოთ, რომ არც ზედმეტად მაღალი თვითშეფასებაა სასარგებლო. საკუთარ შესაძლებლობებთან შეუსაბამო, არარეალისტური იმედების შემთხვევაში მარცხი ძლიერ მტკივნეულად განიცდება და ჯანსაღი ფსიქიკისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.  


    თვითშეფასების ფორმირების არსებითი ფაქტორია ოჯახის გავლენა. ბავშვი საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას იყალიბებს იმ შეფასებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ოჯახის წევრები გამოთქვამენ მის მიმართ. სკოლაში წასვლის შემდეგ კი სხვებიც თამაშობენ გარკვეულ როლს მისი თვითშეფასების განვითარებაზე. თუმცა, ისინი განამტკიცებენ იმ თვითშეფასებას, რომელიც ბავშვმა ოჯახში ჩამოიყალიბა.
    ჯანსაღი თვითშეფასება შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ ისეთ ატმოსფეროში, სადაც აღიარებენ ნებისმიერ ინდივიდუალურ განსხვავებას, ღიად გამოხატავენ სიყვარულს, არსებობს გულახდილი ურთიერთობები, პატივისცემა პიროვნების დამოუკიდებლობისა და პატიოსნების მიმართ და შეცდომები კი ემსახურება ახალი გამოცდილების შეძენას. ასეთ ოჯახებში ბავშვები თავს გრძნობენ საჭირო პიროვნებად, იზრდებიან ჯანმრთელები და ჭკვიანები. ჯანსაღი ოჯახური გარემოს ჩამოყალიბება კი დიდწილად განპირობებულია თავად მშობლების თვითშეფასებაზე.


    საბედნიეროდ, თვითშეფასების ამაღლების საშუალება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. მისი ფორმირება მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. Aასე რომ, თვითშეფასებაზე ზრუნვით დაკავება არასდროსაა გვიან.


    ვირჯინია სატირი წერს: „ყოველთვის არსებობს იმედი, რომ თქვენი ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს, რადგან ყოველ წუთს თქვენ შეიცნობთ რაღაც ახალს.“


    შემოგთავაზებთ ვირჯინია სატირის თვითშეფასების დეკლარაციას, რომლის ხშირი განმეორება პოზიტიურად იმოქმედებს თქვენი თვითპატივისცემის გრძნობაზე:
    „მე – ეს მე ვარ.

    სამყაროში არავინაა ზუსტად ისეთი, როგორიც მე ვარ.

    არსებობენ ადამიანები, რომლებიც მგვანან, მაგრამ ზუსტად ჩემნაირი არავინაა.
    ამიტომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემი ნამდვილი მეა, რადგან მე გადავწყვიტე მათი განხორციელება.
    მე მეკუთვნის ყველაფერი, რაც ჩემშია: ჩემი სხეული და ის, რასაც ის აკეთებს; ჩემი ცნობიერება, აზრები და შეგრძნებები; ჩემი თვალები და ის ხატებები, რომლებსაც ვხედავ; ნებისიმიერი ჩემი გრძნობა – აღშფოთება, კმაყოფილება, დაძაბულობა, სიყვარული, გაღიზიანება, სიხარული; ჩემი პირი და ყველანაირი სიტყვა, რომელსაც ის წარმოთქვამს – ზრდილობიანს, სევდიანს, სწორს თუ არასწორს; ჩემი ხმა, ხმამაღალი ან ჩუმი; ყველა ჩემი ქმედება, რომლებიც მიმართულია სხვებისაკენ თუ თავად ჩემკენ.


    მე მეკუთვნის ყველა ჩემი ფანტაზია, ოცნება, იმედები და შიშები.


    ყველაფერი ეს მეკუთვნის მე. ამიტომ მე საკმაოდ ახლოს შემიძლია გავიცნო ჩემი თავი. მე შემიძლია შევიყვარო ჩემი თავი და დავუმეგობრდე მას. მე შემიძლია გავაკეთო ისე, რომ ყველაფერმა, რაც ჩემშია, ხელი შეუწყოს ჩემს ინტერესებს.


    მე ვიცი, რომ ჩემში არსებობს რაიმე, რაც დამაფიქრებს და ის, რის შესახებაც არ ვიცი. მაგრამ მე შემიძლია მეტი და მეტი გავიგო ჩემ შესახებ, რადგან მე მიყვარს ჩემი თავი და ვმეგობრობ მასთან.
    ყველაფერი, რასაც ამ მომენტში ვხედავ და ვგრძნობ, ვამბობ და ვაკეთებ, ვფიქრობ და განვიცდი, ჩემია. და ზუსტად ეს მეხმარება შევიტყო, თუ ახლა ვინ ვარ და სად ვარ.

    როდესაც მე ვიყურებ ჩემს წარსულში, ვაკვირდები ყველაფერს იმას, რაც დავინახე და შევიგრძენი, ვთქვი და გავაკეთე, ვიფიქრე და განვიცადე, ვხედავ, რომ ყელაფერი არ არის სრულად მოგვარებული. მე შემიძლია უარვყო ის, რაც შეუსაბამოდ მეჩვენება და შევინახო ის, რასაც საჭიროდ ვთვლი, აღმოვაჩინო რაღაც ახალი ჩემს თავში.

    მე შემიძლია ხედვა, მოსმენა, გრძნობა, ფიქრი, საუბარი და ქმედება. მე მაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ვიყო ახლო სხვა ადამიანებთან, რომ ვიყო პროდუქტული.

    მე ვეკუთვნი ჩემს თავს და ამიტომ შემიძლია მისი შექმნა.
    მე – ეს მე ვარ, მე – ეს არაჩვეულებრივია!“

    ავტორი :ნაზი ფარსადანიშვილი კომენტარები (0)

    კომენტარები  
    გაზიარება
    მსგავსი თემები :
    | ფსიქოლოგია |
       
  • კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია !
  •  
    საკვანძო სიტყვები  
    მათემატიკა ქიმია გეოდეზია პედაგოგიკა საერთაშორისო ურთიერთობები ავიაცია მეცნიერება და ტექნიკა ინვესტიციები გეოპოლიტიკა ლოგისტიკა ჟურნალისტიკა და PR კრიმინალისტიკა სახელმწიფო მოწყობა და მართვა ფინანსები და კრედიტი რელიგია მარკეტინგი და რეკლამა არქიტექტურა უცხო ენები ისტორია მართვა ბიოლოგია საგამომცემლო საქმე და პოლიგრაფია პოლიტოლოგია მეტალურგია მენეჯმენტი ეკოლოგია მეწარმეობა საბანკო საქმე მუსიკა მრეწველობა, წარმოება ფიზიკა ინფორმატიკა სოფლის მეურნეობა ეკონომიკა ბუღალტერია და აუდიტი საბაჟო სისტემა გეოგრაფია მშობლიური ენა და ლიტერატურა ფილოსოფია ტექნოლოგია დაზღვევა სექსოლოგია მიფოლოგია გადასახადები ჟურნალისტიკა ვეტერინარია კულტურა და ხელონება სხვა სოციოლოგია სამართალი ტრანსპრტი საბირჟო საქმე ასტრონომია ელექტრონიკა პროგრამირება ფიზკულტურა და სპორტი მასმედია ლოგიკა უცხოური ლიტერატურა მედიცინა, ჯანმთელობა სტატისტიკა კულტუროლოგია ზოოლოგია ტურიზმი კულინარია ფსიქოლოგია გეოლოგია
    ანონსი  
     
    მთავარი   მოსწავლეებისთვის   სტუდენტებისთვის
     

    პედაგოგთა შორის ყოველთვის იყო ცნობილი ჭეშმარიტება, რომ უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის მიღება - ფინიში არაა, ეს - მხოლოდ სტარტია:  
     
    მშობლებისთვის   პედაგოგებისთვის   ადმინისტრატორებისთვის
       
    ავტორიზაცია
    შესვლა
    დაგავიწყდათ პაროლი; ?
    დარეგისტრირდით !
    ურჩიეთ საიტი მეგობარს !
    სიახლეების გამოწერა
     
    ჩვენი მეგობრები
     
    სიახლეები  
     

    RSS
    | ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პროექტის შესახებ | წესები და პირობები
    იპოვეთ შეცდომა? | გვაცნობეთ პლაგიატის შესახებ
    საავტორო უფლებები დაცულია © www.education.ge - 2025